跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Strategic Development Plan of Adjara for 2016-2021

颁布于 2016 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტარტეგიული განვითარების გეგმა
语言
Georgian
类型
policy
国家
格鲁吉亚 · Adjara
主题
Agricultural and rural development, Energy, Environment, Forestry, Water
关键词
agricultural commodities, agricultural development, biodiversity, business/industry/corporations, capacity building, consumer protection, cultural heritage, education, agricultural extension, financial agricultural measures, financing, fiscal and market measures, human rights, subsidy/incentive, investment, poverty, protection of environment, public health, risk assessment/management, social protection, standards, tourism, equipment, processing/handling, innovation, international trade, hazards, ecofriendly products/ecofriendly processes, ecosystem conservation, pollution control, renewable energy, afforestation/reforestation, forest management/forest conservation, non-wood forest products, sustainable development, sustainable use, timber, timber extraction/logging, sewerage, water supply, hydropower generation, natural gas
类别
*, energy

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტარტეგიული განვითარების გეგმა პროექტი ბათუმი, 2016 წელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი 2 შინაარსი I ნაწილი - შესავალი................................................................................................................................................. 5 II ნაწილი -არსებული მდგომარეობის ანალიზი .......................................................................................... 6 2.1 მდებარეობა ...................................................................................................................................................... 6 2.2 დემოგრაფია ..................................................................................................................................................... 6 მოსახლეობა ქალაქად და სოფლად........................................................................................................... 7 მოსახლეობის სიმჭიდროვე........................................................................................................................ 10 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აჭარის არ-ისა და მუნიციპალიტეტების ფართობების შესახებ..................................................................................................................................... 11 ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ................................................................................................. 11 2.3 დასაქმება და უმუშევრობა ....................................................................................................................... 12 2.4 შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები................................................................................. 17 2.5 რეგიონის ეკონომიკა................................................................................................................................... 20 ეკონომიკური აქტივობის გეოგრაფია .................................................................................................... 21 ინვესტიციები .................................................................................................................................................. 21 მთლიანი დამატებული ღირებულება ................................................................................................... 23 ეკონომიკის სექტორები ............................................................................................................................... 25 ბიზნეს სუბიექტები და მეწარმეობა ........................................................................................................ 27 ტურიზმი ........................................................................................................................................................... 28 ტრანსპორტი .................................................................................................................................................... 33 მშენებლობა....................................................................................................................................................... 35 დამამუშავებელი მრეწველობა.................................................................................................................. 35 ენერგეტიკა........................................................................................................................................................ 35 2.6 სოფლის მეურნეობა .................................................................................................................................... 38 2.7 ტყე...................................................................................................................................................................... 40 2.8 ბუნებრივი რესურსები .............................................................................................................................. 41 2.9 ეკოლოგია........................................................................................................................................................ 41 2.10 სოციალური ინფრასტრუქტურა ......................................................................................................... 42 2.11 ხელისუფლება და მუნიციპალური სერვისები ............................................................................. 45 ხელისუფლება ................................................................................................................................................. 45 რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტები ............................................................................................. 46 მუნიციპალური სერვისები ........................................................................................................................ 47 III ნაწილი - SWOT ანალიზი................................................................................................................................. 50 IV ნაწილი - რეგიონის განვითარების გრძელვადიანი ხედვა ............................................................... 68 V ნაწილი - განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და პრიორიტეტები........................ 70 სტრატეგიული მიმართულება 1 - რეგიონი, მოსახლეობის გაუმჯობესებული ცხოვრების დონით..................................................................................................................................................................... 70 სტრატეგიული მიმართულება 2 - რეგიონი, სადაც გაზრდილია ბიზნესის წარმოებისა და დასაქმების შესაძლებლობები........................................................................................................................ 87

  2. 3 სტრატეგიული მიმართულება 3 - რეგიონი მდგრადი შიდა და რეგიონული კავშირებით, ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობებით................................................................................ 101 სტრატეგიული მიმართულება 4 - რეგიონი ეფექტური მმართველობით................................. 106 სტრატეგიული მიმართულება 5 - რეგიონი, სადაც კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვა ყველას საზრუნავია ......................................................................................................... 112 IV ნაწილი - სტრატეგიის განხორციელება და ანგარიშგება ................................................................ 119 4 I ნაწილი - შესავალი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - ,,საქართველო 2020“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებას ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. თავის მხრივ, რეგიონებს წამყვანი როლი აქვთ განკუთვნილი ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში. თვითმმართველობების ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება აუცილებელია ,,საქართველო 2020“-ით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელებისას. საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ სახელმწიფო სტრატეგიით ქვეყნის მდგრადი რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას, რეგიონი არის ფუნქციურ- დაგეგმარებითი ერთეული, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ერთობლიობას და, როგორც წესი, ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების სამოქმედო ტერიტორიას. სტრატეგიის მიზნებიდან გამომდინარე, რეგიონად აგრეთვე განხილულია საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები და თბილისი1.

  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების სტრატეგიის კონტექსტური ანალიზი შემუშავდა საქართველოს მთვრობის 2012 წლის 14 მაისის #936 განკარგულებით დამტკიცებული რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავების სახელმძღვანელოს გათვალისწინებით. ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის სტრატეგიული განვითარების გეგმის წინამდებარე ვერსია შემუშავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული ფორმატის შესაბამისად, რაც რეგიონის კონკურენტული უპირატესობების გმოვლენასა და არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით რეგიონის განვითარების პრიორიტეტების, ამოცანებისა და შედეგების განსაზღვრას, ასევე, დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად სათანადო პროექტებისა და პროგრამების იდენტიფიცირებას გულისხმობს. დოკუმენტში ასევე ასახულია არსებული ვითარება და განხილულია ის სფეროები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონის განვითარებაზე. 1საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგია“, თავი 1 5 II ნაწილი -არსებული მდგომარეობის ანალიზი 2.1 მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის საზღვარი სამხრეთ-დასავლეთით ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთით ესაზღვრება გურიის რეგიონს, ხოლო აღმოსავლეთით - სამცხე-ჯავახეთის რეგიონს შავი ზღვის საშუალებით აჭარა ესაზღვრება ბულგარეთის ვარნისა და ბურგასის, რუმინეთის კონსტანტის, უკრაინის ოდესისა და ყირიმის, რუსეთის კრასნოდარის და თურქეთის შავი ზღვისა და მარმარილოს ზღვის რეგიონებს. საერთო საზღვრები სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს საერთო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის მქონე ქვეყნების თანამშრომლობის ევროკავშირის და სხვა პროგრამებში, განახორციელოს ერთობლივი საზღვრისპირა პროექტები.

  4. აჭარა ადვილად ხელმისაწვდომია რკინიგზით, საავტომობილო მაგისტრალით, საზღვაო და საჰაერო გზებით. აჭარაზე გადის საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური მაგისტრალი. აჭარა - სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად ზრდის აჭარის სამხრეთ საქართველოსთან და შემდეგ სომხეთისა და ირანის ბაზრებთან სიახლოვეს. საზღვრისპირა მდებარეობა, აჭარას საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეს ბაზრებთან, როგორც სახმელეთო და საჰაერო, ისე საზღვაო გზებით. აჭარაზე, კერძოდ კი ბათუმის პორტზე, გადის ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის TRACECA-ის ნაწილი. 2.2 დემოგრაფია 2014 წლის ნოემბრის საყოველთაო აღწერის წინასწარი, ოპერატიული მონაცემების თანახმად აჭარაში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 9% - 336 ათასი კაცი, ნაკლები ვიდრე 1979 წლის აღწერის დროს (გრაფიკი 1). 2002 წლის აღწერასთან შედარებით აჭარის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად - 10.6%-ით არის შემცირებული. მოსახლეობის შემცირება გამოწვეულია, როგორც შობადობის შემცირებით, ისე მოსახლეობის ქვეყნის შიდა და გარე მიგრაციით. გრაფიკი 1. აჭარის მოსახლება საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 6 მოსახლეობა ქალაქად და სოფლად მიმდინარე წლის დასაწყისისთვის აჭარის მოსახლეობის 55.5% ცხოვრობდა ქალაქად, აჭარის ტერიტორიის 3.4%-ზე. იგივე პერიოდისთვის ურბანიზაციის მაჩვენებელი საქართველოში 57.4%-ს გაუტოლდა. საქართველოს რეგიონებს შორის, თბილისის გარდა, ურბანიზაციის ყველაზე მაღალი დონე აჭარაშია (ცხრილი 1). ურბანიზაციის ზრდის ტემპი, ბოლო ორ აღწერას შორის, აჭარაში იყო ყველაზე მაღალი.

  5. ცხრილი 1. საქართველოს მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობა მხარეების მიხედვით, ათასი 1989 წლის აღწერა 2002 წლის აღწერა 2014 აღწერა ქალა- ქალა- ქალა- სულ % სულ % სულ % ქად ქად ქად საქართველო 5400.8 2991.4 55.4 4,371.5 2284.8 52.3 3713.8 2,122.3 57.1 თბილისი 1246.9 1,246.8 100.0 1,081.7 1081.5 100.0 1108.7 30.4 2.7 აჭარა 392.4 181.3 46.2 376.0 166.4 44.3 334.0 184.8 55.3 გურია 158.1 45.2 28.6 143.4 37.5 26.2 113.4 31.9 28.1 იმერეთი 766.9 409.2 53.4 699.7 323.8 46.3 533.9 258.5 48.4 კახეთი 441.0 100.1 22.7 407.2 84.8 20.9 318.6 71.5 22.5 მცხეთა-მთიანეთი 133.9 38.1 28.4 125.4 32.1 25.2 94.6 21.3 22.5 რაჭა-ლეჩხუმი - 59.8 12.6 21.0 51.0 9.6 18.8 32.1 7.0 21.7 ქვემო სვანეთი სამეგრელო-ზემო 424.7 170.7 40.2 466.1 183.1 39.3 330.8 129.4 39.1 სვანეთი სამცხე-ჯავახეთი 235.5 86.2 36.6 207.6 65.5 31.6 160.5 54.7 34.1 ქვემო ქართლი 608.5 271.0 44.5 497.5 186.5 37.6 424.0 180.1 42.5 შიდა ქართლი 321.6 135.9 42.3 314.0 113.8 36.2 263.4 105.2 39.9 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი თვითმმართველი ქალაქი ბათუმია, სადაც აჭარის მოსახლეობის 45.8% და აჭარის ურბანული მოსახლეობის 82.7% ცხოვრობს. ბათუმის მუნიციპალიტეტი, აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ერთადერთია, სადაც მოსახლეობა ბოლო აღწერებს შორის გაიზარდა (რუკა 1), რაც ძირითადად გამოწვეულია ხელვაჩაურისა და მახინჯაურის დაბების მიერთებით ბათუმის მუნიციპალიტეტთან. 7 რუკა 1. მოსახლეობის ცვლილება საქართველოს მუნიციპალიტეტებში 2002-2014 წლების აღწერებს შორის2 ოკუპირებული ტერიტორიები მოსახლეობის შემცირება 20%-ზე მეტად მოსახლეობის შემცირება 1%-დან 10%-მდე მოსახლეობის შემცირება 10%-დან 20%-მდე მოსახლეობის ზრდა

  6. ბათუმი 152.8 ათასი მაცხოვრებელით საქართველოს მეორე და დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქია. ბათუმის გარდა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობა გაზრდილია მხოლოდ თბილისის, რუსთავისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად, ბათუმში - 25.0%-ით, თბილისში - 2.5%-ით, რუსთავში - 7.5%-ით და მცხეთში 2.9%-ით. ბათუმის სიდიდის ქალაქი საქართველოში მხოლოდ ქუთაისია - 147.6 ათასი მოსახლით. დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის სიდიდით შემდეგი ქალაქებია ზუგდიდი და ფოთი, შესაბამისად 42.9 და 41.5 ათასი მოსახლით. ცხრილი 2. აჭარის მოსახლეობა ქალაქად და სოფლად აღწერების მიხედვით, ათასი 1989 2002 2014 მუნიციპა- ქალა- სოფ- ქალა- სოფ- ქალა- სოფ- ლიტეტი სულ სულ სულ ქად ლად ქად ლად ქად ლად აჭარა სულ 392.7 181.8 210.9 375.8 166.8 209.0 334.0 184.8 149.2 ბათუმი 136.6 136.6 0.0 122.2 122.2 0.0 152.8 152.8 0.0 ქედა 19.9 1.2 18.7 20.1 1.3 18.9 16.8 1.5 15.3 ქობულეთი 88.1 33.1 55.0 88.0 31.7 56.3 74.8 28.6 46.2 შუახევი 25.1 0.9 24.2 21.8 1.0 20.9 15.0 0.8 14.2 ხელვაჩაური 83.6 8.8 74.8 90.9 9.5 81.3 51.2 0.0 51.2 ხულო 39.4 1.1 38.3 32.8 1.1 31.7 23.3 1.0 22.3 2საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გამოყენებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რუკა მომზადებულია რატი შავგულიძის მიერ 8 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ბათუმის შემდეგ აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი ქობულეთის მუნიციპალიტეტია, სადაც ბათუმის შემდეგ ყველაზე მაღალია ქალაქად მოსახლეობის წილი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს აჭარის მოსახლეობის 22.3% (გრაფიკი 2) და აჭარის ურბანული მასახლეობის 15.6%. აჭარაში, ბათუმის გარდა, ქალაქად მოსახლეობა გაზრდილია დაბა ქედაში (ცხრილი 2).

  7. გრაფიკი 2. აჭარის მოსახლეობა 2015 წელს მუნიციპალიტეტების მიხედვით (ათასი, %) 7% 15% 5% 46% 22 5% % წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დიდია სხვაობა აჭარის ურბანული დასახლებების მოსახლეობების რაოდენობებს შორის, რაც აჭარის ურბანული დასახლებების არათანაბარ განვითარებაზე მიუთითებს. ბათუმის მოსახლეობა დაახლოებით 9-ჯერ აღემატება აჭარის მეორე ქალაქის, ქობულეთის, მოსახლეობას. თავის მხრვ, ქალაქ ქობულეთის მოსახლეობა 2.3-ჯერ აღემატება აჭარაში ყველაზე დიდი დაბის, ჩაქვის, მოსახლეობას, რომელიც ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ქუბულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი დაბები, ჩაქვი და ოჩხამური, გაცილებით დიდია მოსახლეობით, ვიდრე აჭარის დანარჩენი დაბები - მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები (გრაფიკი 3). 9 გრაფიკი 3. აჭარის ურბანული დასახლებების მოსახლეობა (ათასი) ბათუმთან ერთად და ბათუმის გარეშე 2015 წელს3 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის სიმჭიდროვე აჭარის ტერიტორიის 84% უკავია სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ტყის ფონდს. მოსახლეობის სიმჭიდროვე აჭარაში საშუალოდ 116 კაცია 1 კვ.კმ.-ზე; ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ტყის ფონდის გამოკლებით - 696 კაცი 1 კვ.კმ.-ზე. განვითარებული ინფრასტრუქტურისა და დასახლებების განლაგების გამო, აჭარის სოფლები 45 წუთზე ნაკლები დროით არიან დაშორებული შესაბამისი მუნიციპალიტეტების ურბანული ცენტრებიდან, ავტომობილით სავალი გზით. რადგან აჭარის მოსახლეობის 15-დან 50%-მდე ცხოვრობს სოფლად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ტიპოლოგიით 4 აჭარის რეგიონი არის ე.წ. გარდამავალი რეგიონი (Intermediate region). თბილისის შემდეგ, აჭარა საქართველოს ყველაზე ურბანული რეგიონია; თუმცა, იმისთვის, რომ აჭარა აღნიშნული მეთოდოლოგიით ჩაითვალოს ურბანულ რეგიონად სოფლად უნდა ცხოვრობდეს მოსახლეობის 15%-ზე ნაკლები5.

  8. სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თვითმმართველ ქალაქ ბათუმში. ამავე დროს, აჭარის სათემო მუნიციპალიტეტების ურბანული კატეგორიის დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე დაბალია ვიდრე სოფლად (ცხრილი 3). საქართველოს რეგიონებს შორის, თბილისის გარდა, მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე მაღალია აჭარაში. მაგალითად, აჭარის შემდეგ მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე მაღალია იმერეთში - 82 კაცი/კვ.კმ-ზე. ბათუმში (2373 კაცი/კვ.კმ) კი მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია ვიდრე საქართველოს „დიდი ოთხეული“-ს სხვა ქალაქებში: თბილისი - 2237 კაცი/კვ.კმ, ქუთაისი - 2130 კაცი/კვ.კმ, რუსთავი - 2237 კაცი/კვ.კმ; მაგრამ ნაკლები ვიდრე მცხეთასა (3769 კაცი/კვ.კმ) და გორში (4528 კაცი/კვ.კმ)6 3საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ქობულეთის, ჩაქვის და ოჩხამურის მოსახლეობა გაანგარიშებულია 2002 წლის აღწერის მონაცმემების მიხედვით 4 Delimitation of rural areas in Europe, using criteria of population density, remoteness and land cover, F. Jonard at al, JRG 2009. გ ვ . 22 5იქვე, გვ. 22 6მოსახლეობის სიმჭიდროვის გაანგარიშებისას გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინფორმაცია ქალაქების ფართობების შესახებ და აჭარის 10 ცხრილი 3. მოსახლეობის სიმჭიდროვე აჭარაში მოსახლეობის სიმჭიდროვე (კაცი/კვ.კმ) სულ ქალაქი/დაბა სოფელი აჭარა 115 64 53 ბათუმი 2,354 2,354 - ქობულეთი 101 39 65 ხელვაჩაური 144 - 144 ქედა 37 3 33 შუახევი 26 1 25 ხულო 34 1 32

  9. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აჭარის არ-ისა და მუნიციპალიტეტების ფართობების შესახებ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ აჭარაში 2014 წლისთვის 193.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 9.7%-ია (ცხრილი 4). აჭარაში, სამუშაო ასაკს გარეთ 2014 წელს 88.4 ათასი ადამიანი იყო, 7%-ით ნაკლები, ვიდრე 2002 წელს. აჭარაში, ერთ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეზე 0.46 სამუშაო ასაკს გარეთ მყოფი მოსახლე მოდის. ეს მაჩვენებელი აჭარაში მაღალია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, თბილისის გარდა. აჭარაში ის - 0.46- ია, საქართველოში - 0.5, თბილისში - 0.87, ქვემო ქართლში - 0.45. ცხრილი 4. ეკონომიკურად აქტიური და ეკონომიკურად აქტიური ასაკის (სამუშაო ძალის) გარეთ მყოფი მოსახლეობა საქართველოს რეგიონებში ეკონომიკურად აქტიური ეკონომიკურად აქტიური ასაკის (სამუშაო ძალის) გარეთ მოსახლეობა მყოფი მოსახლეობა 2002 2014 (%) 2002 2014 (%) თბილისი 448.5 419.2 -7 386.6 364.6 -6 იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი - 404.6 383.3 -5 169.4 159.8 -6 ქვემო სვანეთი შიდა ქართლი 227.7 147.1 -35 111.2 55.1 -50 კახეთი 222.8 196.3 -12 90.1 76.4 -15 ქვემო ქართლი 219.5 205.1 -7 113.0 92.6 -18 სამეგრელო-ზემო სვანეთი 218.6 218.8 0 114.3 96.8 -15 აჭარა 162.2 193.5 19 95.6 88.4 -8 სამცხე-ჯავახეთი, გურია, 200.3 227.7 14 55.2 70.7 28 მცხეთა-მთიანეთი საქართველო 2104.2 1991.1 -5 1135.3 1004.4 -12 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

  10. 11 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლებში, აჭარაში შესაბამისად 53.6 ათასი და 54.0 ათასი სკოლის მოსწავლე იყო. სასწავლო ასაკის მოსახლეობის რაოდენობით აჭარა ჩამორჩება მხოლოდ თბილისს (172.6 ათასი და 177.6 ათასი), იმერეთსა (76.1 ათასი და 74.7 ათასი) და ქვემო ქართლს (65.8 ათასი და 66.0 ათასი)7. აჭარის სასკოლო ასაკის მოსახლეობის 50%-მდე ბათუმის სკოლებში ღებულობს განათლებას. ბათუმის სასკოლო ასაკის მაცხოვრებლების ეს რაოდენობა დასავლეთ საქართველოს მეორე დიდი ქალაქის - ქუთაისის ანალოგიურია. 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლებში ბათუმის სკოლებში სწავლობდა შესაბამისად 25.7 ათასი და 26.6 ათასი მოსწავლე, ქუთაისში შესაბამისად - 26.3 ათასი და 26.6 ათასი მოსწავლე. 2.3 დასაქმება და უმუშევრობა დასაქმებულთა რაოდენობა აჭარაში 2014 წელს 2002 წელთან შედარებით 24.5 ათასით, 17.7%-ით გაიზარდა (გრაფიკი 4). იგივე პერიოდში, ქვეყანაში შემცირდა 94 ათასით და უმუშევრობის მაჩვენებელმა 12.4% შეადგინა. გრაფიკი 4. დასაქმებულთა რაოდენობა აჭარაში, 2002-2014 წლეები წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს რეგიონებს შორის, დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად აჭარაში არის გაზრდილი. ამის მიუხედავად, უმუშევრობის დონე აჭარაში მაინც მაღალია ქვეყნის და საქართველოს სხვა რეგიონების მაჩვენებელთან შედარებით, თბილისის გარდა. აღნიშნულ პერიოდში აჭარაში უმუშევრობა გაიზარდა 15.8%-მდე (ცხრილი 5). 2002 და 2014 წლებში, აჭარაში დასაქმებულთა შორის დაახლოებით 41% იყო დაქირავებული. აღსანიშნავია, რომ თბილისის შემდეგ, აჭარაში ყველაზე მაღალია დაქირავებით დასაქმებულთა წილი საქართველოს რეგიონებს შორის. 2014 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობით აჭარა მესამეა საქართველოს რეგიონებს შორის (ცხრილი 5).

  11. ცხრილი 5. დასაქმება და უმუშევრობა საქართველოს რეგიონებში რეგიონი დასაქმებული დაქირავებით უმუშევრობა, % 7საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 12 დასაქმებული 2002 2014 % 2002 2014 2002 2014 319.5 325.0 1.7 251.9 263.6 28.8 22.5 თბილისი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი - 372.4 344.8 -7.4 102.1 103.7 7.9 10.1 ქვემო სვანეთი შიდა ქართლი 201.7 135.1 -33.0 61.7 38.2 11.4 8.2 214.0 186.2 -13.0 48.9 45.6 3.9 5.2 კახეთი 202.5 185.6 -8.3 47.6 63.1 7.7 9.5 ქვემო ქართლი სამეგრელო-ზემო სვანეთი 199.8 189.4 -5.2 47.3 59.6 8.6 13.4 აჭარა 138.4 162.8 17.6 57.6 66.9 14.7 15.8 სამცხე-ჯავახეთი, გურია, 190.8 216.2 13.3 33.8 51.5 4.7 5.1 მცხეთა-მთიანეთი საქართველო 1839.2 1745.2 -5.1 650.9 692.3 12.6 12.4 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონში, ბიზნეს სექტორში დასაქმებულებიდან 2014 წელს 84% ბათუმზე მოდიოდა, 8% - ქობულეთის მუნიციპალიტეტზე და 5% - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე (გრაფიკი 5). ბათუმის მოსახლეობის 30%-ია დასაქმებული ბიზნეს სექტორში. ამ მაჩვენებლით ბათუმი თბილისს (33%) ჩამორჩება, მაგრამ მნიშვნელოვნად უსწრებს ქუთაისსა (15%) და რუსთავს (16%). გრაფიკი 5. დასაქმება ბიზნეს სექტორში აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2014 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 13 აჭარაში, 2010-2013 წლებში, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა „ვაჭრობა. ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტისა’’ და მშენებლობის სექტორებში. იგივე პერიოდში, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (156%) დაფიქსირდა სასტუმროებსა და რესტორნების სექტორში (ცხრილი 6).

  12. ცხრილი 6. დასაქმების ზრდა და დასაქმების წილი საქართველოს რეგიონების მიხედვით სოფლის მეურნეობა. ნადირობა და სასტუმროები და რესტორნები სატყეო მეურნეობა წილი 2010- წილი 2010- ზრდა 2013 წელს ზრდა 2013 წელს 2013 წლების 2013 წლების 2010-თან 2010-თან საშუალო საშუალო შედარებით, % შედარებით, % დასაქმებაში დასაქმებაში საქართველო 36.3 1.6 88.0 4.9 -90.1 1.3 155.7 8.8 აჭარა გურია 45.8 4.6 160.6 7.3 -62.8 0.9 231.0 3.3 იმერეთი კახეთი 98.0 5.4 85.0 2.9 მცხეთა-მთიანეთი 63.6 4.0 76.2 14.8 რაჭა-ლეჩხუმი - 91.3 8.0 372.2 3.6 ქვემო სვანეთი სამეგრელო-ზემო 647.8 4.5 169.8 2.7 სვანეთი სამცხე-ჯავახეთი -18.7 2 163.9 10.9 -19.6 5.6 119.6 2.3 ქვემო ქართლი -5.6 2.5 141.3 3.3 შიდა ქართლი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარაში, 2010-2013 წლებში, სხვა სექტორებთან შედარებით მეტად შემცირდა „სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა’’-ში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა (გრაფიკი 6). 4%-დან 0.3%-მდე შემცირდა ამ სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების წილიც სამუშაო ადგილების საერთო რაოდენობაში. „სოფლის მეურნეობა. ნადირობა და სატყეო მეურნეობა’’-ში დასაქმების შემცირება ყველაზე მაღალია საქართველოს რეგიონებთან შედარებითაც. 14 გრაფიკი 6. სამუშაო ადგილების ცვლილება აჭარაში ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2010-2013 წლებში

  13. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2014 წელს აჭარიაში ძირითადად შენარჩუნებული იქნა დასაქმების სტრუქტურა (გრაფიკი 7). დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში აჭარის მაცხოვრებლების 34% იყო დასაქმებული; ხოლო მშენებლობასა და ვაჭრობაში - 38.4%. 2015 წელს რეგიონის ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიები დაკავებული არიან ტექსტილის წარმოებით, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვით, ტრანზიტული ნავთობპროდუქტების გადატვირთვით, მშენებლობითა და ენერგეტიკით. მათგან ყველაზე დიდი კომპანიაა შპს „აჭარა ტექსტილი’’, სადაც 1800 კაცია დასაქმებული. 15 გრაფიკი 7. აჭარის დასაქმების სტრუქტურა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2014 წელს წყარო: აჭარის არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „სასტუმრო და რესტორნები’’-ში დასაქმების წილი რეგიონულ დასაქმებაში, სადაც აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა დასაქმება აჭარაში, ნაკლებია ვიდრე მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში. სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი ადგილების წილი აჭარაში, წარმოებისა და მომსახურების სექტორებთან შედარებით მეტია მხოლოდ იმერეთზე (გრაფიკი 8). გრაფიკი 8. დასაქმების წილი საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2010 - 2013 წლების საშუალო მაჩვენებელი 16 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 45%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებში მუშაობს, 20%-მდე - საშუალო და 35% - მცირე საწარმოებში (ცხრილი 7). 2010-2014 წლებში სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდებოდა მსხვილ და მცირე საწარმოებში. 2014 წლისთვის სამუშაო ადგილების რაოდენობა 70%თ-ი გაიზარდა მსხვილ საწარმოებში, 18%-ით - საშუალო საწარმოებში და 127%-ით - მცირე საწარმოებში.

  14. ცხრილი 7. აჭარის არ ბიზნეს სექტორის დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა, 2010-2014 წლები 2010 2011 2012 2013 2014 აჭარა 31847 39975 44691 49759 54655 მსხვილი საწარმო 14861 18273 21417 23548 25218 საშუალო საწარმო 8328 10208 7486 9196 9808 მცირე საწარმო 8658 11494 15788 17014 19629 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2.4 შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები აჭარის შინამეურნეობები, 2011-2014 წლებში, წილობრივად ყველაზე მეტ თვიურ შემოსავლებს (55%) დაქირავებული შრომიდან და თვითდასაქმებიდან ღებულობდნენ. ამ პერიოდში, აჭარაში, შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი) 27.4%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში ამავე მაჩვენებლების ზრდამ 39.4% შეადგინა. აღნიშნულ წლებში აჭარის შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლები ყველაზე მაღალი იყო საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, თბილისის გარდა. თუ თბილისს არ ჩავთვლით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლები აჭარაში ნაკლებია საქართველოს სხვა რეგიონთან შედარებით; ხოლო თვითდასაქმებიდან და დაქირავებული შრომიდან მიღებული შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლები აჭარაში მეტია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით. 2011-2014 წლებში აჭარაში, ერთი შინამეურნეობის საშუალო თვიური სამომხმარებლო ფულადი ხარჯი 575-670 ლარი იყო. ამ ხარჯებში პროცენტულად ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე მოდის, თუმცა მათი წილი ამ პერიოდში შემცირდა 42.6%-დან 36.3%-მდე. სტაბილურად მაღალია ხარჯების წილი ჯანმრთელობის დაცვაზე, სათბობზე, ელექტროენერგიასა და ტრანსპორტზე. ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯების წილი შემცირდა 16%-დან 10%-მდე, სამაგიეროდ გაიზარდა ხარჯი ტრანსპორტზე 8%-დან 11%-მდე. სათბობსა და ელექტროენერგიაზე ხარჯების წილი 12-13%-ს შეადგენს. ამ პერიოდში, აჭარის რეგიონში შინამეურნეობის საშუალო თვიური სასოფლო– სამეურნეო ხარჯები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლების 27%-ია, რაც საქართველოს რეგიონებს შორის ერთ -ერთი დაბალი მაჩვენებელია (ცხრილი 8).

  15. 17 ცხრილი 8. შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავლები სოფლის მეურნეობიდან და შინამეურნეობის საშუალო თვიური სასოფლო–სამეურნეო ხარჯები საქართველოს რეგიონებში, 2011- 2014 წწ, იმერეთი, რაჭა– შიდა ქართლი ქვემო ქართლი სამეგრელო– საქართველო დანარჩენი კახეთი თბილისი აჭარა ლეჩხუმი და ქვემო ზემო სვანეთი რეგიონები8 სვანეთი შემოსავლები სოფლის მეურნეობის 97.0 3.2 79.2 57.1 37.1 69.4 58.2 115.7 54.0 პროდუქციის გაყიდვიდან, ლარი სოფლის მეურნეობიდან 15.9 0.4 12.0 9.8 4.9 9.5 8.3 17.8 7.4 პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავლების წილი, % შემოსავლები დაქირავებული 124.2 494.9 171.7 233.3 302.8 192.0 177.5 155.6 271.0 შრომიდან, ლარი დაქირავებული შრომიდან 27.9 71.5 29.7 48.1 46.9 30.0 29.2 25.9 44.8 შემოსავლების წილი, % სასოფლო–სამეურნეო ხარჯები, 42.6 0.8 37.4 14.9 10.0 20.4 21.1 24.4 17.7 ლარი სასოფლო–სამეურნეო ხარჯების 21.0 0.4 21.8 12.6 5.8 11.2 12.6 12.4 9.8 წილი, % საშუალო ხარჯები სურსათზე, 183.9 257.6 149.0 183.4 243.7 189.3 189.3 203.0 209.2 სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე, ლარი სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს 35.3 32.9 27.6 35.5 33.9 31.4 31.0 33.8 32.7 ნაწარმის ხარჯების წილი, % წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2010-2013 წლებში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი აჭარაში ყველაზე მაღალი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაში, აგრეთვე მშენებლობაში იყო. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი სტაბილურად იზრდებოდა და 2013 წელს 950 ლარი შეადგინა (ცხრილი 9). მშენებლობაში კი ზრდა არასტაბილურობით ხასიათდებოდა: საშუალოთვიური ხელფასი მცირდებოდა 2011 და 2012 წლებში და 2013 წელს გაიზარდა 17%-ით წინა წელთან შედარებით და 4%-ით 2010 წელთან შედარებით. ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი 2013 წელს წინა წელთან შედარებით 56%-ით გაიზარდა და რაოდენობით მე-3 გახდა აჭარაში. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი ყველაზე დაბალი იყო სოფლის მეურნეობასა და განათლებაში.

  16. ცხრილი 9. 2010-2013 წლებში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასი აჭარაში, ლარი 8გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი 18 დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, ლარი 2010 2011 2012 2013 აჭარა არ 441.4 477.8 536.7 577.3 სოფლის მეურნეობა. ნადირობა და სატყეო 150.0 199.7 576.9 268.0 მეურნეობა თევზჭერა, მეთევზეობა 286.9 202.2 - 98.1 სამთომოპოვებითი მრეწველობა 450.5 532.4 397.4 493.3 დამამუშავებელი მრეწველობა 288.4 333.9 362.1 414.6 ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება 442.5 512.3 516.9 808.3 და განაწილება მშენებლობა 846.9 749.7 754.4 883.3 ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო 293.1 324.6 391.2 410.9 ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი სასტუმროები და რესტორნები 401.5 369.8 420.2 358.4 ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 875.1 898.6 940.1 949.9 ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და 453.2 505.5 540.6 590.2 მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა განათლება 250.3 205.4 308.3 344.6 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური 299.4 368.0 544.2 533.9 დახმარება კომუნალური, სოციალური და პერსონალური 350.1 400.2 422.9 543.6 მომსახურების გაწევა წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარაში, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში დაბალია საქართველოს ბევრ რეგიონთან შედარებით, გარდა თბილისის, ქვემო ქართლისა და სამცხე- ჯავახეთისა. ამასთან, აჭარაში ყველაზე ურბანულ - ბათუმის- მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი დაბალია რეგიონის ყველა სხვა მუნიციპალიტეტთან შედარებით.

  17. გრაფიკი 9. საქართველოს რეგიონებში საარსებო გრაფიკი 10. აჭარის მუნიციპალიტეტებში შემწეობის მიმღები მოსახლეობის პროცენტული საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში, 2015 წლის ივნისი 2015 წლის ივნისი 19 წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 2.5 რეგიონის ეკონომიკა ეკონომიკური საქმიანობის სახეებიდან 2010-2013 წლებში აჭარაში წამყვანი ადგილი მშენებლობას და ვაჭრობას, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტს ეჭირა. აღნიშნულ წლებში საქმიანობის ეს სახეები სტაბილურად იზრდებოდნენ; ბრუნვა ყველაზე მაღალი იყო ვაჭრობაში, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტში, ხოლო პროდუქციის გამოშვება - მშენებლობაში. დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობის მაღალი მაჩვენებელიც ეკონომიკის ამ სახეებში იყო დაფიქსირებული. ყველაზე მაღალი პროდუქტიულობითაც მშენებლობის სექტორი გამოირჩეოდა, თუ კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევას არ ჩავთვლით. 2010-2013 წლებში ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების ყველაზე მაღალი ტემპი სასტუმროების და რესტორნების სექტორში იყო (ცხრილი 10). ცხრილი 10. 2010-2013 წლების საშუალო წლიური ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა საშუალო საშუალო საშუალო- ბრუნვა, პროდუქციის წლიური ეკონომიკურისაქმიანობისსახეები მლნ. გამოშვება, მლნ. დასაქმება, ლარი ლარი ერთეული აჭარა 2,058.4 1,254.3 41,568.0 სოფლის მეურნეობა. ნადირობა და სატყეო 5.6 5.5 536.6 მეურნეობა თევზჭერა, მეთევზეობა 0.4 0.4 42.5 სამთომოპოვებითი მრეწველობა 9.7 9.8 214.5 დამამუშავებელი მრეწველობა 224.5 214.2 6,408.4 ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და 23.1 12.8 578.3 განაწილება მშენებლობა 372.4 398.8 6,818.7 ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო 974.9 152.5 7,507.7 ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი სასტუმროები და რესტორნები 76.7 79.5 3,647.9 ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 206.3 204.7 3,938.3 ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და 71.7 75.3 3,214.4

  18. 20 მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა განათლება 9.5 9.6 1,819.1 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 34.4 41.4 4,872.1 კომუნალური, სოციალური და პერსონალური 49.1 49.7 1,969.6 მომსახურების გაწევა წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური აქტივობის გეოგრაფია ღამის განათებების ინტენსივობის მონაცემები გამოიყენება განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად. 1996-2010 წლების ღამის განათებების ინტენსივობა აჭარაში (რუკა 2) აჩვენებს, რომ ეკონომიკური აქტივობა მაღალი იყო აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე და საქალაქო ტიპის დასახლებებში. რუკა 2. ღამის განათების ინტენსიურობა საქართველოში, 1996-2010 წლები9 ინვესტიციები უცხოელი ინვესტორებისთვის, თბილისის შემდეგ, აჭარა ყველაზე მიმზიდველი რეგიონია. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა აჭარაში 159, ხოლო 2015 წელს 121 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა10, რაც ამ წლებში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9%-ია. 9World Bank. Georgia Urban Strategy. Economic Role of Cities. 2015 10საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 21 გრაფიკი 11. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით, ათასი აშშ დოლარი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2009-2014 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, აჭარაში ძირითადად ენერგეტიკის, მშენებლობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორებში განხორციელდა (ცხრილი 11). ამ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა რეგიონში ყველაზე მეტი 2009 და 2014 წლებში იყო. ცხრილი 11. აჭარაში 2009-2014 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ათასი აშშ დოლარი 2009 2010 2011 2012 2013 2014 სოფლისმეურნეობა, 8,690.5 -746.0 672.6 404.8 -170.1 -146.5 თევზჭერა სამთომოპოვებითიმრეწვ 0.0 -312.0 -23.1 36.9 65.8 58.3 ელობა დამამუშავებელი 3,282.0 1,181.2 10,774.0 5,535.9 -1,489.0 6,123.7 მრეწველობა ენერგეტიკა 140.3 -3,118.9 8,272.7 8,001.1 39,510.6 81,429.9 მშენებლობა 4,417.3 -8,812.0 12,187.1 20,475.5 8,384.1 29,843.3 სასტუმროებიდარესტორ 54,434.1 29,177.4 12,624.8 1,195.5 -1,325.0 23,280.2 ნები ტრანსპორტიდაკავშირგა 1,618.9 22,543.1 42,771.1 -3,548.3 -6,384.9 7,771.8 ბმულობა ჯანმრთელობისდაცვადა - - - -6.1 -0.2 143.1 სოციალურიდახმარება

  19. 22 უძრავი ქონება 16,596.0 6,249.2 3,662.1 2,310.3 21,233.5 6,620.6 საფინანსო სექტორი - - - 0.6 0.6 210.2 დანარჩენი სექტორები 10,207.3 10,411.2 2,926.6 4,699.2 1,718.9 3,940.6 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარაში ინვესტიციების 70%-ზე მეტი ბათუმის მუნიციპალიტეტშია (გრაფიკი 12) განხორციელებული, სადაც ძირითადი ინვესტორები ნიდერლანდები, მალტა, თურქეთი, ყაზახეთი11 არიან. გრაფიკი 12. პირდაპირი ინვესტიციები აჭარაში მუნიციპალიტეტების მიხედვით 12 აჭარის არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს არსებული და პოტენციური ინვესტორების ინფორმირებას რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ. სამინისტრო თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქ ტურებთან, აჭარის მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორთა მხარდაჭერის მექანიზმების სისტემატიზაცია და შემდგომი ინსტიტუციური განვითარება. მთლიანი დამატებული ღირებულება აჭარის რეგიონის მთლიანი დამატებული ღირებულება 2013 წელს 2006 წელთან შედარებით 143%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოში იგივე მაჩვენებელი გაიზარდა 94%-ით. იგივე პერიოდში უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია აჭარის წილიც ქვეყნის მთლიან დამატებულ ღირებულებაში - 6.1%-დან 7.7%-მდე. მთლიანი დამატებული ღირებულება აჭარაში წლიურად საშუალოდ 14%-ით იზრდებოდა, ხოლო საქართველოში - 10%-ით. 2010 წლიდან აჭარის წილი ქვეყნის მთლიან დამატებულ ღირებულებაში მხოლოდ თბილისის (2013 წელი - 48.4%), იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთისა (2013 წელი - 11.4%) და ქვემო ქართლის (2013 წელი - 8.8%) მონაცემებს ჩამორჩება.

  20. 11საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო 12 აჭარის არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 23 გრაფიკი 13. მთლიანი დამატებული ღირებულების აჭარაში, მლნ. ლარი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარაში 2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მთლიან დამატებულ ღირებულებაში, სხვა ეკონომიკურ სექტორებთან შედარებით, შემცირდა სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობის (-6.2%-ით), ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა (-4.0%-ით) და სახელმწიფო მმართველობის (-3.9%-ით) წილი. ამ პერიოდში მთლიან დამატებულ ღირებულებაში ყველაზე მეტად არის გაზრდილი მომსახურების სხვადახვა სახეების (6.3%-ით), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის (2.5%-ით) და მრეწველობის (2.5%-ით) წილი; ხოლო სასტუმრო და რესტორნების სექტორის წილი მთლიან დამატებულ ღირებულებაში 2006-2013 წლებს შორის გაიზარდა (3.1%-ით)13. ცხრილი 12. აჭარის ა/რ-ში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება (მიმდინარე ფასებში), მლნ. ლარი 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო 94.2 117.3 84.0 81.7 75.7 94.8 118.5 133.8 134.7 მეურნეობა; თევზჭერა, 13აჭარაში მსხვილ და საშუალო სასტუმროებთან ერთად მოქმედებს მცირე სასტუმროებიც, რომლებიც შინამეურნეობების ბიზნესი უფროა ვიდრე საწარმოების. როცა ოჯახი საკუთარი სახლის ფართს აქირავებს დამსვენებლებისათვის ეს სტატისტიკაში საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით არ განიხილება, როგორც სასტუმრო და გადის "ოპერაციები უძრავი ქონებით" სექციაში 24 მეთევზეობა მრეწველობა 50.9 74.6 69.1 95.6 87.5 129.8 131.0 152.3 159.3 პროდუქციის გადამუშავება 26.9 37.3 38.8 48.8 49.7 60.8 58.7 62.2 62.9 შინამეურნეობების მიერ მშენებლობა 95.7 93.7 178.8 107.7 142.5 142.6 200.0 223.9 316.0 ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა 86.9 125.1 114.2 144.4 195.6 197.6 196.5 243.7 292.1 და პირადი მოხმარების საგნების რემონტი ტრანსპორტი და 85.1 113.7 112.1 86.6 103.9 110.4 114.5 122.4 153.3 კავშირგაბმულობა სახელმწიფო მმართველობა 90.5 149.2 286.9 206.7 215.9 284.4 188.0 180.1 170.6 განათლება 41.7 60.2 73.6 76.0 84.9 109.0 115.8 120.0 143.4 ჯანმრთელობის დაცვა და 47.8 58.9 78.7 114.6 117.4 147.6 121.7 120.6 150.3 სოციალური დახმარება მომსახურების სხვადასხვა 119.1 137.0 188.2 223.3 305.8 344.9 430.7 439.1 457.1 სახეები მთლიანი დამატებული 738.8 966.9 1,224.3 1,185.3 1,378.9 1,621.9 1,675.4 1,798.1 2,039.7 ღირებულება, სულ

  21. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკის სექტორები 2010-2013 წლებში აჭარაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი მომსახურების სექტორს აქვს. ამავე პერიოდში აჭარასთან შედარებით უფრო მაღალი მომსახურების წილი იყო თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში (გრაფიკი 14). აღნიშნულ პერიოდში, აჭარის წარმოებისა და მომსახურების სექტორებში შექმნილი დამატებული ღირებულება ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა; ამასთან, ზრდის საშუალო ტემპი უფრო მაღალი იყო წარმოების სექტორში. მომსახურების სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი კი სტაბილურად მცირდებოდა - 62%-იდან 8%-მდე. 25 გრაფიკი 14. დამატებული ღირებულება საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2010-2013 წლების საშუალო მაჩვენებელი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს რეგიონებთან შედარებით აჭარაში ყველაზე ნაკლებია პროდუქციის გამოშვება სოფლის მეურნეობაში (გრაფიკი 15). აჭარის მომსახურების სექტორში პროდუქციის გამოშვება ყველაზე მაღალია თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შემდეგ. 2010-2013 წლებში ფაქტიურად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა პროდუქციის გამოშვება წარმოება და მომსახურების სექტორებში. ზრდის ტემპი ამ სექტორებში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა და წარმოებაში ბოლო წელს -0.5% შეადგინა. 26 გრაფიკი 15. პროდუქციის საშუალო გამოშვება და მათი წილი საერთო გამოშვებაში 2010-2013 წლებში ეკონომიკის სექტორების მიხედვით საქართველოს რეგიონებში წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ბიზნეს სუბიექტები და მეწარმეობა აჭარაში დარეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის 8.3%, ნაკლები ვიდრე თბილისსა (43.5%) და იმერეთში (13.8). აჭარაში რეგისტრირებული ბიზნესის 70% ბათუმშია რეგისტრირებული, ხოლო 15% ხელვაჩაურისა და 10%-მდე ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. აჭარის არ ბიზნეს სექტორში 2014 წელს 7.8 ათასი საწარმო მოქმედებდა, 38%-ით მეტი ვიდრე 2011 წელს (გრაფიკი 16). აჭარის არ-ში ბიზნეს სექტორის მოქმედი საწარმოების რაოდენობა 2011-2014 წლებში შემცირდა ბათუმში (-6%) და იზრდებოდა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. განსაკუთრებულ ზრდას ადგილი ჰქონდა ქობულეთის 5.7% და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

  22. გრაფიკი 16. აჭარის ა.რ. ბიზნეს სექტორის მოქმედ საწარმოთა რაოდენობა, 2011-2014 27 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარის ა.რ.-ში ბიზნეს სექტორის მოქმედი საწარმოებიდან დაახლოებით 85% მცირე საწარმოა. 2011- 2014 წლებში მცირე საწარმოების რაოდენობა აჭარაში იზრდება; მათი რაოდენობა მცირდება ბათუმში და იზრდება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2014 წელს 2011 წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა მსხვილი და მცირე საწარმოების რაოდენობა. 2014 წელს აჭარაში 1000 მაცხოვრებელზე 14 ახლად რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი მოდიოდა, ბათუმში - 17 ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 11, ხელვაჩაურში - 15, ხულოში -10, შუახევში - 9 და ქედაში - 7. აჭარაში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, მოქმედებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები მეწარმეობის მხარდასაჭერად. რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებსა და მათთან დაკავშირებულ დარგებში მოქმედი საწარმოების მხარდამჭერი პროგრამები. მიუხედავად კარგად განვითარებული ფინანსური სისტემისა და სახელმწიფო პროგრამებისა, რეგიონში დაბალი ხელმისაწვდომობაა ფინანსურ რესურსებზე. კომპანიები სარგებლობენ მოძველებული ტექნოლოგიებით და წარმოების მცირე შესაძლებლობები გააჩნიათ. იშვიათია თანამშრომლობა უცხოურ კომპანიებთან. ასეთ თანამშრომლობას მაგალითები ძირითადად არის ტრანსპორტის, ტურიზმის და დამამუშავებელ დარგებში. კომპანიებს არა აქვთ გამოცდილება მარკეტინგში და უჭირთ არსებული ბაზრების მოთხოვნების შესაფერისი პროდუქციის წარმოება და ახალ ბაზრებზე გასვლა. ამის მიზეზი არის ბიზნეს განათლების დაბალი დონე და მუშახელის დაბალი კვალიფიკაცია.

  23. ტურიზმი აჭარის მომსახურების სექტორში და მთლიანად აჭარის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტურიზმს და ტრანსპორტს. ამ ორ სფეროში შესაბამისად იქმნება რეგიონის მთლიანი დამატებული ღირებულების 6 და 17 პროცენტი და სამუშაო ადგილების 10 პროცენტამდე. რეგიონის ტურიზმის განვითრების დონეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზღვისპირა მდებარეობა, რაც არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული რესურსების გამოყენებით მრავალფეროვანი 28 ტურისტული პროდუქტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მ.შ. სამთო-საკურორტო ტურიზმი, სათამაშო ბიზნესი და ა.შ. ტურიზმის განვითარებისთვის დამატებით შესაძლებელობას წარმოადგენს რეგიონში არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიები: მტირალას ეროვნული პარკი და მაჭახელას ეროვნული პარკი და ადგილობრივი მნიშვნელობის - ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი. აჭარაში ასევე მდებარეობს უნიკალური ბოტანიკური ბაღი, სადაც წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონების მცენარეთა სახეობები. აჭარის ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი იქნება გონიოს განვითარების პროექტი, რომლის განხორციელებასაც ერთობლივად გეგმავენ აჭარის მთავრობა და საქართველოს საინვესტიციო სააგენტო. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით ვიზიტორთა საერთო რაოდენობის ზრდა ბოლო პერიოდში ხდება უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე, ხოლო ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა იკლებს14. გრაფიკი 17. საერთაშორისო მოგზაურობა საქართველოში15 წყარო: შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - საინფორმაციო ცენტრი

  24. აჭარის საერთაშორისო გამშვები პუნქტებიდან (სარფი, აეროპორტი, საზღვაო პორტი) 1.6 მლნ ვიზიტორი შემოვიდა 2014 წელს საქართველოში (გრაფიკი 18), მათი 26.7% - სარფის გამშვები პუნქტიდან, ხოლო ბათუმის აეროპორტის საშუალებით - 1.2% ვიზიტორი16. 2014 წლის მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 44%-ით 2012 წლის მონაცემებს. 2014 წელს 33 საკრუიზო გემით 14 793 14 აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015-2018 წლების სტრატეგიული გეგმა 15 www.economy.ge/ge/economic-data/tourism 16 Gonio Resort Development. Colliers International UK-is monacemebi, 2015 29 ტურისტი შემოვიდა ბათუმში, რაც 186,6%- ით აღემატება 2013 წელს საკრუიზო გემებით შემოსული ტურისტების რაოდენობას (16 გემი, 5162 ტურისტი 2013 წელს)17. სახმელეთო საზღვრიდან შემოსულ ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი სარფის გამშვები პუნქტიდან არის შემოსული აჭარაში. 2014 წელს წინა წელთან შედარებით 9.4%-ით გაიზარდა საქართველოს აეროპორტებით ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა. მგზავრთა 78.5%-მა ისარგებლა თბილისის აეროპორტით; 218 ათასი მგზავრი ჩამოვიდა ქუთაისის აეროპორტში 2014 წელს, ხოლო ბათუმის აეროპორტში - 213 ათასი. გრაფიკი 18. საქართველოში შემოსული ვიზიტორები აჭარიდან (სარფი, აეროპორტი, საზღვაო პორტი), მლნ18 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით 19, 2014 წელს უცხოელ ტურისტთა შორის ზრდის პროცენტული მაჩვენელით გამოირჩევა ყაზახეთი (106,5%), ბელორუსია (53,2%), სომხეთი (36,7%), აზერბაიჯანი (29,7%), პოლონეთი (29,1%), რუსეთი (21,9%), უკრაინა (12,9%) და ისრაელი (8,2%). ამ ჯგუფში შედის სწორედ ის ქვეყნები, რომლების სამიზნე ტურისტულ ბაზრებს მიეკუთვნება და სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აწარმოებს აქტიურ მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს.

  25. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით 50 ათასით არის გაზრდილი ტურისტთა რაოდენობა რეგისტრირებულ ტურისტთა განთავსების ობიექტებშიც 2015 წელს 2013 წელთან შედარებით. თუმცა, ზრდა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ნაკლებია, ვიდრე 2014 და 2013 წლებს შორის. ცხრილი 13. აჭარის ა.რ-ში შესული ტურისტთა რაოდენობა რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მიხედვით, 2013-2015 წწ. 17 ტურისტული სტატისტიკა აჭარაში. მომზადებულია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ, 2015 წელი. http://gobatumi.com/files/about/statistics/2014-tourism-statistics-in- ajara.pdf. ბოლო შესვლა 2016 წლის 24 აპრილი 18Gonio Resort Development. Colliers International UK, 2015 19 ტურისტული სტატისტიკა აჭარაში. მომზადებულია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ, 2015 წელი. http://gobatumi.com/files/about/statistics/2014-tourism-statistics-in- ajara.pdf. ბოლო შესვლა 2016 წლის 24 აპრილი 30 2013 2014 2015 სულ 393,617 431,678 443,667 უცხოელი 245,166 261,075 265,492 შიდა 148,451 170,603 178,175 წყარო: აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სასტუმრო სექტორში რეგისტრირებულ ტურისტთა რაოდენობრივი მაჩვენებლებით 2015 წელს პირველი ათეული შემდეგ ქვეყნებს შორის ნაწილდებოდა: თურქეთი (30%), აზერბაიჯანი (18%), რუსეთი (12%), უკრაინა (9%), სომხეთი (8%), პოლონეთი (5%), ისრაელი (4%), ბელორუსია (2), ყაზახეთი (1%), ლიტვა (0.4%). აჭარა, თბილისის შემდეგ მეორე რეგიონია ვიზიტორთა რაოდენობითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით. აჭარაში 2014 წლისათვის სასტუმრო სექტორში ადგილთა რაოდენობამ 13715 შეადგინა რაც, გასულ წელთან შედარებით 2760 ადგილით მეტია20, ხოლო 2015 წელს 15426 ადგილია და გასულ წელთან შედარებით ადგილების რაოდენობა 1711-ით არის გაზრდილი. ცხრილი 14. სასტუმროების რაოდენობა აჭარაში ნომრების ადგილების სასტუმროების რაოდენობა რაოდენობა რ-ბა ბათუმი 4939 10250 225 ქობულეთი 1795 4233 77 ხელვაჩაური 317 842 17 ქედა 3 8 1 შუახევი 17 39 2 ხულო 27 54 3

  26. წყარო: აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბათუმში უფრო მეტი საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი ვიდრე თბილისში. ბათუმში სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი (გრაფიკი 19) დაბალია ვიდრე თბილისში. 2014 წლის მონაცემებით, აჭარის სასტუმროებში დატვირთულობის კოეფიციენტმა 43.49% შეადგინა, მაშინ 20 ტურისტული სტატისტიკა აჭარაში. მომზადებულია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ, 2015 წელი. http://gobatumi.com/files/about/statistics/2014-tourism-statistics-in-ajara.pdf. ბოლო შესვლა 2016 წლის 24 აპრილი 31 როდესაც 2013 წლის მონაცემებით დატვირთულობა 39.37% იყო. რაც 10.47%-ითაა გაზრდილი21. აჭარის ტერიტორიაზე არსებულ განთავსების საშუალებებში სტუმართა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დატვირთული თვეებია ივნისი ივლისი და აგვისტო. გრაფიკი 19. სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი თბილისსა და ბათუმში22 ბათუმთან შედარებთ სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაცილებით ნაკლებია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სასტუმროებში23. ამ მუნიციპალიტეტებში არც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები მოქმედებენ. რეგიონში ტურიზმიდან დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით საჭიროა ტურისტების როდენობის ზრდა და სამიზნე საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირება. ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლები აღნიშნავენ ინფორმაციის სიმცირეს აჭარაში არსებული ტურისტული სანახაობების შესახებ, რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობას. კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის არასისტემატიურობას. ამასთან როგორც თავად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევების24 შედეგები ცხადყოფს გარკვეული სირთულეები არსებობს შიდა ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით რაც მაღალი ფასებით, ფასებისა და ხარისხის შეუსაბამობით (მომსახურების დაბალი ხარისხით ტრანსპორტირების მხრივ არსებული სირთულეებითა და გაუმართავი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით არის განპირობებული).

  27. 21 ტურისტული სტატისტიკა აჭარაში. მომზადებულია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ, 2015 წელი. http://gobatumi.com/files/about/statistics/2014-tourism-statistics-in-ajara.pdf. ბოლო შესვლა 2016 წლის 24 აპრილი 22 Colliers International. Hotel Market Report, 2014 23 Colliers International. Hotel Market Report, 2014 24 აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2015-2018 წლების სტრატეგიული გეგმა 32 ტრანსპორტი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის ღირებულობა აჭარაში იზრდება 2008 წლის შემდეგ, თუმცა აჭარის წილი ქვეყანაში გამოშვებული პროდუქციის ღირებულებაში იზრდება 2011 წლიდან და 2014 წელს 8% შეადგინა, რითაც გაიმეორა 2006 წლის შედეგი. გრაფიკი 20. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში პროდუქციის გამოშვება აჭარაში, მლნ. ლარი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონის ეკონომიკაში ტრანსპორტის მნიშვნელოვან წილს განაპირობებს ბათუმის პორტი, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის კორიდორის ”ТРАСЕСA”–ს მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ბათუმის პორტის ძირითადი კონკურენტები შავზღვაზე არიან: უკრაინული - ოდესისა და ილიჩევსკის პორტები, რუსული - ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტები. ბათუმის პორტის უპირატესობა არის ის, რომ უკრაინის აკვატორია ზამთარში იყინება, ხოლო რუსეთის პორტებში, ზამთრის პერიოდში, ხშირია ძლიერი ქარები. ბათუმის ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობაა 15 მლნ. ტონამდე წელიწადში. ტერმინალი სპეციალიზირებულია ნედლი ნავთობისა და პრაქტიკულად ყველა ტიპის ნავთობის გადამუშავებაზე: დიზელის საწვავი, ბენზინი, მაზუთი და სხვა.პორტს ამჟამად 22 სახეობის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატანა შეუძლია, რაც მისი ძირითადი უპირატესობაა სხვა პორტებთან შედარებით. ყაზახური ნავთობის განაწილების პროპორციები ბათუმისა და ყულევის ტერმინალებს შორის შესაბვამისად 30% და 70%-ია. ბათუმი პორტი იმედოვნებს, რომ ყულევიდან გამავალი ყაზახური ნავთობის ნაწილი მომავალში ბათუმის პორტის სასარგებლოდ გადანაწილდება.

  28. გრაფიკი 21. საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა, მლნ. ტონა25 25 www.economy.ge/ge/economic-data/transport 33 წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პორტის მშრალი ტვირთების ტერმინალი ემსახურება დიდ და მცირეტონაჟიან გემებს. სპეციალიზებულია ჯართის (პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტები), ნაყარი, თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის გადამუშავებაზე. მშრალი ტვირთების ტერმინალის მაქსიმალური გამტარუნარიანობა წელიწადში 2,0 მილიონი ტონაა. საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს 100 000 TEU წელიწადში. საკონტეინერო ტერმინალს გააჩნია ღია სასაწყობო ფართები და გადამტვირთავი დანადგარები, რომლებიც სპეციალიზირებულია კონტეინერების პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტით დამუშავებაზე.ბორანი კურსირებს ვარნას, ილიეჩევსკის, ბათუმის ნავსადგურებს შორის. საბორნე სისტემის მუშაობა სრულიად ავტომატიზირებულია. ტერმინალის ნომინალური წლიური გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 700 000 ტ. სამგზავრო ტერმინალი ბათუმის ცენტრში, სანაპირო ბულვარის გაყოლებაზე მდებარეობს. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 180 000 მგზავრს შეადგენს. სამგზავრო ნავმისადგომები უზრუნველყოფენ სამგზავრო გემებისა და ასევე Ro-Ro ტიპის სამგზავრო სატვირთო მცირეტონაჟიანი ბორნების დამუშავებას. გრაფიკი 22. მშრალი ტვირთების ტერმინალის ტვირთბრუნვა 2000-2014 წწ., ათას. ტონა 34 წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა’’ და შპს „ბათუმის ნავთობ ტერმინალში’’ 1500 კაცამდეა დასაქმებული მშენებლობა მშენებლობის სწრაფი ზრდა და სტაბილურობა გამოწვეულია ტურიზმის სფეროსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მაღალი დონით. ბოლო წლებში მშენებლობაშია შექმნილი რეგიონის სამუშაო ადგილების 17-18% და მთლიანი დამატებული ღირებულების 30%. შრომის ანაზღაურებაც ყველაზე მაღალი მშენებლობაშია, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების შემდეგ. მშენებლობის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია ეკონომიკის სხვა დარგების განვითრებაზე, განსაკუთრებით კი სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. მშენებლობის სფეროში ადგილობრივების დასაქმება დამოკიდებულია მათი კვალიფიკაციის შემდგომ გაუმჯობესებაზე. მშენებლობის სექტორში 2015 წელს ყველაზე დიდი დამსაქმებელი შპს „აჭარისწყალი ჯორჯიაა’’, რომელსაც ჰესის მშენებლობაზე 1400 კაცზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

  29. დამამუშავებელი მრეწველობა დამამუშვებელი მრეწველობა აჭარაში სამუშაო ადგილების 14-16% და მთლიანი დამატებული ღირებულების 10%-ს ქმნის. დამამუშავებელ მრეწველობაში გამოშვებულ პროდუქციაში ძირითადი წილი საკვები პროდუქტების, სასმელებისა და თამბაქოს (40%), ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის (22%) და ხის ნაწარმის წარმოებებს უკავიათ. პროდუქციის გადასამუშავებლად, დასახარისხებლად, შესაფუთად და დასასაწყოვებლად შესაბამისი საწარმოები ოპერირებენ შემდეგ დარგებში: ჩაის ფოთლის წარმოება, ციტრუსის და ხილის გადამუშავება/ საკონსერვო წარმოება, თხილის გადამუშავება, კენკროვნების წარმოება, მცენარეული ზეთის წარმოება, ხორბლის გადამუშავება, პურისა და პურპროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, მეფრინველეობა, მინერალური წყლები, ლუდის წარმოება, თამბაქოს წარმოება, სოკოს წარმოება, ღვინის წარმოება და სხვა. გადამამუშავებელი საწარმოები, ძირითადად, კონცენტრირებულია ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. დაწყებულია ახალი საწარმოების შექმნა ქედის მუნიციპალიტეტში. ენერგეტიკა რეგიონში 14 მდინარეა. ენერგეტიკული თვალსაზრისით ყველაზე მძლავრი მდინარეებია: ჭოროხი, აჭარისწყალი, ჩირუხისწყალი და კინტრიში. ამათგან ყველაზე უხვი მდინარე არის ჭოროხი. საქართველოში იგი წარმოდგენილია მხოლოდ მისი მდინარის სათავის ბოლო ნაწილით. აჭარის მდინარეების ჯამური პოტენციური სიმძლავრე 730 მეგავატია, რომელიც წარმოშობს 6.4 მლრდ კილოვატ/საათს წელიწადში. მდინარეთა პოტენციური ენერგია 1 კმ²-ზე გაანგარიშებით არის 244 კვტ.სთ/კმ², მაშინ როცა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია - 220 კვტ.სთ/კმ². რეგიონში შესწავლილი ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მცირე მდინარეების არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების შემთხვევაში, შესაძლებელია 10.5 ათასი კვტ/სთ საერთო სიმძლავრის 40-მდე მინი ჰესის განთავსება.

  30. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში წელიწადში 50-დან 92 მილიონ კილოვატ/საათამდე სიმძლავრე იქნა წარმოებული, რაც მისი პოტენციალის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. 35 რეგიონში, მოქმედებს 5 ჰიდროელექტროსადგური, მათი საერთო სიმძლავრე არის 22,2 ათასი კილოვატ საათი და წლიურად მიღებული ენერგია კი 28,5 მილიონ კილოვატ საათია, რაც საქართველოს პოტენციური ენერგიის მხოლოდ 0,8 პროცენტს შეადგენს. ჰესების სრული სიმძლავრე 23,518 მგვტ-ია და წლიური გამომუშავება კი 55 000-83 000 ათასი კვტ/სთ. აჭარაში მხოლოდ ერთი, საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია, დანარჩენები კი მცირე მოცულობის სიმძლავრის ელექტროსადგურებია. აჭარაში ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია დასაქმებაში, მთლიან დამატებულ ღირებულების შექმნასა და პროედუქციის გამოშვებაში - საშუალოდ 1-2%, მაგრამ ელექტროენერგიის წარმოებას, მომხამრებელთა გაზიფიცირებასა და წყლით მომარაგებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ეკონომიკის შემდგომი ზრდისა და მოსახელეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. გრაფიკი 23. ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება აჭარაში, მლნ ლარი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონში 5 ჰიდროელექტრო სადგურები მოქმედებს. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 22.69 მეგავატი-ია, ჯამური წლიური გამომუშავება - 118.85 კვტ/სთ. ჰესებში ერთობლივად დასაქმებულია 86 კაცი. დღეისათვის აჭარაში შენდება 8 ჰესი: სხალთაჰესი, შუახევჰესი, კორომხეთიჰესი, კირნათიჰესი, ხელვაჩაურიჰესი 1, კინტრიშაჰესი, გოგინაურიჰესი, ოქროპილაურიჰესი. 36 ცხრილი 15. აჭარაში მოქმედი ჰესები

  31. № ჰესის მუნიციპა- მფლობელი ჰესის დადგმული წლიური სტატუსი დასახელება ლიტეტი კომპანია ზომა სიმძლავრე გამომუშავებ (მეგავატი) ა (მლნ კვტ.სთ) 1 აწჰესი ქედა სს ,,ენერგო-პრო საშუალო 16 103 მოქმედი ჯორჯია’’ 2 კინკიშაჰესი ქედა სს ,,ზაჰესი’’ მცირე 0.84 1.8 მოქმედი 3 აჭიჰესი ქობულეთი შპს ,,მცირე მცირე 1.02 5.1 მოქმედი ენერჯი’’ 4 მაჭახელაჰესი ხელვაჩაური შპს ,,ბაკური’’ მცირე 1.43 4.45 მოქმედი 5 სანალიაჰესი შუახევი შპს ,,სანალია’’ მცირე 3.4 4.5 მოქმედი 6 კინტრიშაჰესი ქობულეთი შპს „ჰიდრო მცირე 6.0 37.0 ექსპლუატა- დეველოპმენტ ციის წელი კომპანი“ 2016 7 გოგინაურიჰესი შუახევი შპს ,,ALTER მცირე 1.95 10.6 ექსპლუატა- ENERGY’’ ციის წელი 2017 8 ოქროპილაურიჰ შუახევი შპს ,,ALTER მცირე 1.95 10.8 ექსპლუატა- ესი ENERGY’’ ციის წელი 2017 9 სხალთაჰესი ხულო შპს მცირე 9.0 23.0 ექსპლუატა- ,,აჭარისწყალი ციის წელი ჯორჯია’’ 2017 10 შუახევიჰესი შუახევი შპს საშუალო 178.0 427.0 ექსპლუატა- ,,აჭარისწყალი ციის წელი ჯორჯია’’ 2017 11 კორომხეთიჰესი ქედა შპს - - - დამუშავების ,,აჭარისწყალი პროცესში ჯორჯია’’ 12 კირნათიჰესი ხელვაჩაური შპს ,,აჭარ- საშუალო 51.25 219.0 ექსპლუატა- ენერჯი 2007’ ციის წელი 2017 13 ხელვაჩაური 1 ხელვაჩაური შპს ,,აჭარ- საშუალო 47.48 229.8 ექსპლუატა- ენერჯი 2007’ ციის წელი 2017 წყარო: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

  32. აჭარის მდებარეობა იძლევა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების საშუალებას. რეგიონში გავრცელებული ქარების მიმართულება, სიჩქარე და ხანგძლივობა წლის განმავლობაში წარმოადგენს შესაძლებლობას ქარის რესურსი გამოყენებული იქნას ენერგეტიკული მიზნებისათვის. მეტეოროლოგიური სადგურების კვლევების შედეგად დადგენილია, რომ აჭარაში გამოყენებადი ქარის ენერგიის სიჩქარე არის V ≥ 3 მეტრი/წმ. გამოყენებადი ქარის სიჩქარის ხანგრძლივობა მერყეობს 3327- დან 6243 საათამდე, აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც კი დაფიქსირებულა შავი ზღვის 37 ყურეში. ქარის პერსპექტიული სადგურების პოტენციურ ტერიტორიებს შორის მოიაზრება ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შეიძლება აშენდეს 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური 120 მლნ.კვტ/საათი წლიური გამომუშავებით 26. აჭარის ტერიტორიაზე უკვე აპრობირებულია ალტერნატიული ენერგიის წყაროდ მზის ენერგიის გამოყენება: კინტრიშის დაცული ტერიტორიები - ვიზიტორთა ცენტრი (ცხემლვანა), მტირალას ეროვნული პარკი - ვიზიტორთა ცენტრი (ჩაქვისთავი) და მტირალას ეროვნული პარკი - რეინჯერთა თავშესაფარი (კოლხას უბანი - ცივწყარო). რეგიონში მეცხოველეობის განვითარების გამო შესაძლებელია ბიოგაზის გამოყენებაც. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი პოტენციალია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში27. ენერგიის მიღების ორივე მეთოდი უკვე დანერგილია აჭარის ზოგიერთ სოფლებში. რეგიონში არსებული ალტერნატიული ენერგოპოტენციალის გამოყენება ხელს შეუწყობს მოსახლეობის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დანახარჯების შემცირებას. 2.6 სოფლის მეურნეობა რეგიონი მცირე მიწიანია, რთული რელიეფით და შინამეურნეობების საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს ახასიათებს მაღალი ფრაგმენტაცია. შინამეურნეობების საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საშუალო ფართობი 0.5 ჰა-ს შეადგენს. რეგიონში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში, სოფლის მეურნეობის სექტორის წილი ისეთივე დაბალია, როგორც თბილისში. სასოფლო-სამეურნეო წარმოების კომერციალიზაციის შედარებით მაღალი მაჩვენებელია ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ მუნიციპალიტეტებში, კომერციალიზაციის მაჩვენებელი სხვა რეგიონებთან და ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებითაც მაღალია. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ძირითადად განხორციელდა სასათბურე და სანერგე მეურნეობებში, მტკნარი წყლის მეთევზეობასა და დამამუშავებელ სექტორში -ჩაი, თამბაქო, ხილი, თხილი და ციტრუსი.

  33. 26საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, www.energy.gov.ge/investor.php?id_pages=20&lang=geo 27 გარემო ვალის სანაცვლოდ, ნაწილი 2, OECD, 2005 38 გრაფიკი 24. შინამეურნეობების წილი, რომელთა მთავარ საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია28 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური რეგიონში ყველაზე გავრცელებული ერთწლიანი კულტურები სიმინდი და კარტოფილია; სიმინდი მნიშვნელოვანია, როგორც სასურსათო თვალსაზრისით, ასევე მეცხოველეობაში საკვებად, ხოლო კარტოფილი - შინამეურნეობებისთვის შემოსავლის და სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით. კარტოფილი, აგრეთვე, გამოიყენება საკვებად მეცხოველეობაში. სიმინდით ნათესი ფართობები, საშუალოდ, 10-ჯერ აღემატება კარტოფილით დაკავებულ მიწის ნაკვეთების ფართობებს. კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა აჭარაში სამცხე-ჯავახეთთან ერთად ყველაზე მაღალია საქართველოს რეგიონებს შორის, მაგრამ კარტოფილის ნათესი ფართობების სიმცირის გამო კარტოფილის წარმოება მცირეა საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით. წარმოების დაბალ მაჩვენებლებთან ერთად, აჭარაში, ძირითადი კულტურების საჰექტრო მოსავლიანობა დაბალია. მრავალწლიანი კულტურებიდან რეგიონში ყველაზე მეტად გავრცელებულია ციტრუსი, კერძოდ კი მანდარინი. აჭარაში, სხვა მრავალწლიან კულტურებს 10-ჯერ ნაკლები ფართობი უკავიათ. აჭარა აწარმოებს ქვეყნის ციტრუსის მთლიანი წარმოების 70%-ს. ყველაზე მნიშვნელოვანი ციტრუსია მანდარინი, რომლის ხვედრითი წილი რეგიონში წარმოებულ ციტრუსში 90%-ზე მეტია. წარმოებული მანდარინის 70% ექსპორტზე გადის საზღვაო, ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტით. ძირითად საექსპორტო ქვეყნებს წარმოადგენენ უკრაინა, რუსეთი, მოლდოვეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი. მანდარინის ღირებულების ჯაჭვში ყველაზე სუსტ რგოლად პირველადი წარმოება განიხილება. აგრეთვე, სუსტი რგოლია ხარისხიანი გადაზიდვა - სატრანსპორტო კომპანიები.

  34. აჭარაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა ქვეყანაში არსებული რაოდენობის 7 %-ზე მეტია, რეგიონში იწარმოება ქვეყანაში წარმოებული რძის 6%. აჭარაში მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია საკვები ბაზის სიმწირე. საკვების შემოტანა ხდება სხვა რეგიონებიდან. შედარებით მცირე ფართობების და დაბალი მოსავლიანობის გამო, რეგიონალური წარმოება ვერ აკმაყოფილებს მეცხოველეობის სექტორის მოთხოვნას. 28სოფლის მეურნეობის აღწერა, 2004 39 მეცხოველეობის პროდუქციის ძირითადი ბაზარი ბათუმია. დარგის განვითარების ხელშემშლელ მიზეზად ასევე განიხილება რძის და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოებისა და სასაკლაოების სიმწირე. მეფრინველობა ყველაზე მეტად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის განვითარებული. მეფრინველეობის დარგი აკმაყოფილებს ადგილობრივი მოთხოვნის მხოლოდ ნაწილს, როგორც კვერცხის, ასევე, ქათმის ხორცის სახით. აჭარის რეგიონის წილი ქვეყნის ჩაის მთლიან მოსავალში მცირდება (2012 წელს 42%, 2013 წელს - 33%). რეგიონში ჩაის პლანტაციების ფართობის მხოლოდ 40%-ია ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში, ხოლო დანარჩენი გატყევებულია და მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. გატყევებულ მდგომარეობაში მყოფი ჩაის პლანტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია. თხილზე საექსპორტო მოთხოვნის და ფასის მატების გამო, რეგიონში იზრდება თხილის ფართობები. თხილის ბაღების გაშენება ხდება იმ ადგილებში, რომლებიც ადრე ჩაის პლანტაციებით იყო დაკავებული. აჭარაში თხილის წარმოების განვითარების კარგი პოტენციალია. თუ ტენდენცია შენარჩუნდა, თხილის ბაღების ფართობი შეიძლება გაიზარდოს 12 000-15 000 ჰა-მდე.

  35. რეგიონში იწარმოება საქართველოში წარმოებული თაფლის 15% და აჭარაშია ქვეყანაში არსებული ფუტკრების ოჯახების 15%. თაფლის წარმოებისა და ფუტკრების ოჯახების რაოდენობით აჭარა მეორე რეგიონია სამეგრელო-ზემო სვანეთის შემდეგ, რომელიც აჭარას ორივე პარამეტრით 2-ჯერ აღემატება. მეფუტკრეობა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს, ფულადი შემოსავლების მხრივ. მეფუტკრეების მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს მაღალკვალიფიციურად. ერთი სკის წარმადობა მცირეა და შეადგენს 8-10 კგ/წწ-ში. თაფლი ძირითადად იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. აჭარის წყალუხვი მდინარეები სათევზე მეურნეობები სგანვითარების შესაძლებლობას იძლევა. თევზის რეალიზაცია ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. კალმახის წარმოებამ 2014 წელს აჭარაში 299 ტ. შეადგინა29. საკალმახე მეურნეობების განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორებია საკვები ბაზის არ არსებობა და გამოცდილი იხტიოლოგების ნაკლებობა. თევზჭერა, თევზის გადამუშავება და მისი დასაწყობება აჭარის ინდუსტრიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს ევროპის ბაზარზე მისი შეტანის შესაძლებლობა. ზღვაში მოპოვებული თევზისგან განსხვავებით, ექსპორტის შანსი თევზსაშენ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქტს ამ ეტაპზე არ აქვს. 2.7 ტყე 2005 წლის მონაცემებით, აჭარის ტყის ფონდის ფართობი დაახლოებით 192 ათასი ჰექტარია, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის 66% შეადგენს. ტყის სახეობრივი შემადგენლობა მრავალფეროვანია და შეიცავს 400-მდე ხესა და ბუჩქს. ყველაზე დიდ ფართობებზე გავრცელებულია წიფელი, წაბლი, ნაძვი და სოჭი. ტყეებით დაკავებული ფართობის 80% (153 ათასი ჰა) ეკუთვნის ტყის ფონდს და შესაბამისად შედის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გამგებლობაში, დანარჩენი ეკუთვნის დაცულ ტერიტორიებს და იმართება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ-ის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. ამასთან, ტყის ფართობები და მარაგები არ არის ზუსტად დადგენილი, რადგან ტყის ინვენტარიზაცია 2005 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ამჟამად, მიმდინარეობს ტყის ფონდის ინვენტარიზაცია და დაზუსტებული მონაცემები იქნება 2016 წლის ბოლოსთვის. აჭარაში მოსახლეობის პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის ხორციელდება საჭირო მერქნის

  36. 29 წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო,ოპერატიული ინფორმაცია 40 მოპოვება, ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა სხვა რეგიონისგან განსხვავებით აჭარაში არ არის გაცემული არც ერთი სპეციალური ლიცენზია. 2.8 ბუნებრივი რესურსები გარდა სამკურნალო მინერალური და ბალნეოლოგიური წყლებისა (მაგალითად, ხალას სულფიტურ- ჰიდრო-კარბონატულ-ნატრიუმიანი წყლები), აჭარაში მოიპოვება, როგორც მადნეული, ისე არამადნეული წიაღისეული: რკინის მადნის გარკვეული მარაგი მაგნეტიტური ქვიშაქვების სახით (ქობულეთი-ჩოლოქის ზღვის სანაპირო ზონაში). ფერადი ლითონებიდან სპილენძ-პოლიმეტალების საბადოები გვხვდება ქედასა და შუახევში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერისის სპილენძისა და ტყვიის საბადო, ოქროს შემცველი ქანები, გოგირდის კოლჩედანის გარკვეული მარაგი (შუახევის რაიონში). ასევე, აჭარაში საკმაო რაოდენობითაა სამშენებლო მინერალური ნედლეული, როგორიცაა კერამიკული და აგურ-კრამიტის თიხები, სამშენებლო ქვების: გაბრო, ბაზალტი, ანდეზიტი, მაგმური ქანები და სხვა. ისპანის ჭაობში მოიპოვება საკმაო მარაგის ტორფი. აჭარის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეული და ნედლეული შეიძლება გამოყენებული იქნეს შავი მეტალურგიისათვის, ქიმიური და კვების მრეწველობის, აგროქიმიური და სხვა დარგებისათვის, სამშენებლო ინდუსტრიისათვის, კერამიკის წარმოებისათვის, საიუველირო და სანაკეთო წარმოებისათვის, ნედლეული მინის და მინის ტარის მისაღებად. აჭარის მტკნარი წყლის რესურსები მოიცავს მდინარეებს, ტბებს, ჭაობებსა და მიწისქვეშა წყლებს. 2014 წ. წყალაღების მონაცემების თანახმად, რეგიონში არსებული ზედაპირული წყლის რესურსები ძირითადად გამოყენებულია ჰიდროენეგეტიკაში (94%), სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით (4%), სამრეწველო დანიშნულებით (1,6%), დანარჩენი - სარწყავად. რეგიონში მოიპოვება მინერალური სამკურნალო მჟავე და გოგირდოვანი წყლები. ნაკლებად ხდება წყლის რესურსების თევზის სატბორეებისათვის და რეკრიაციული დანიშნულებით გამოყენება.

  37. აჭარაში წიაღისეული რესურსების მოპოვებაზე გაცემულია 62 ლიცენზია. ბუნებრივი რესურსების არსებულ მარაგებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი. 2.9 ეკოლოგია სტიქიური მოვლენების სიხშირითა და ინტენსივობით აჭარა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია საქართველოში. ხანგრძლივი და უხვი ნალექები, მათ შორის დიდთოვლობა, განაპირობებს წყალდიდობა-წყალმოვარდნების, მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების, თოვლის ზვავების და ამ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფების მაღალ განმეორადობას. ამას ემატება მიწის ეროზიის პროცესები როგორც ზღვის სანაპირო ზოლში, ისე მდინარეთა ნაპირების გასწვრივ. აჭარის ტერიტორიაზე მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები უმეტესწილად გავრცელებულია ხელვაჩაურის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც, ამავე დროს, გამოირჩევა ნალექთა განსაკუთრებული სიუხვით. საკმაოდ მაღალია ამ პროცესების განმეორადობა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეც, სადაც განსაკუთრებით გამოიყოფა აჭარისწყლის ზემოწელში შემავალი მცირე მდინარეების აუზები. აჭარაში განვითარებული სხვადასხვა სახის საშიში გეოლოგიური პროცესები: მეწყერი, ღვარცოფი, ეროზია, მდინარეებისა და ზღვის ნაპირების გარეცხვა და თოვლის ზვავები უდიდეს მატერიალურ ზარალს აყენებს მოსახლეობას, ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ზოგჯერ იწვევს ადამიანთა მსხვერპლს. უხვთოვლიან ზამთარში, აჭარის დასახლებული პუნქტების 80%-ში არსებობს ზვავების წარმოქმნის რისკი. სტიქიური მოვლენების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ფერდობის ზედაპირული ჩამონადენის რეგულირება და სისტემაში მოყვანა, სადრენაჟო ღონისძიებების ჩატარება, მდინარეების კალაპოტის გაწმენდა გამაგრება და ნაპირსამაგრი

  38. 41 გაბიონების მოწყობა, ზღვის ნაპირების გამაგრება, სახლების უსაფრთხო ადგილზე გადატანა და სხვა ღონისძიებების გატარება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-რეაქტივაციისას მოსალოდნელი საშიშროებისაგან მოსახლეობის დაცვისათვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მოწყვლადი მიწების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, შესაბამისი კვლევების ჩატარება და მაღალი ალბათობის მქონე პროგნოზების შემუშავება. ასევე, სარეაბილიტაციო და საადაპტაციო ღონისძიებების გეგმებისა და საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმის შემუშავება მუნიციპალიტეტების დონეზე. წლების განმავლობაში აჭარის ზღვის სანაპირო ზონაზე ანთროპოგენურმა დატვირთვამ მნიშვნელოვნი ზეგავლენა მოახდინა სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. 2013 წელს მომზადებული აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიით დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა. გლობალური დათბობის მოსალოდნელ ზეგავლენად პროგნოზირებულ იქნა ზღვის დონის 2-3 მმ/წელი სიჩქარით პერმანენტული აწევა და ძლიერი შტორმების გახშირება. ამასთან, თუ გავითვალიწინებთ არსებული ეროზიული პროცესების მოსალოდნელ გააქტიურებას, საჭიროა ინტენსიურად გაგრძელდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები. 2.10 სოციალური ინფრასტრუქტურა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობა უზრუნველყოფილია ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურით: საჯარო სკოლებითა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით, კულტურის ცენტრებითა და სახელოვნებო სკოლებით, სასპორტო სკოლების მომსახურებით. მოსახლეობა სარგებლობს სამედიცინო, მათ შორის, პირველადი დახმარების ცენტრებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებების მომსახურებით.

  39. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ბიბლიოთეკები და მუზეუმები. ბათუმში კულტურის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია ვიდრე დასავლეთ საქართველოს მეორე დიდ ქალაქში - ქუთაისში (გრაფიკი 26). გასულ წელს აჭარის 3 თეატრში 135 სპექტაკლი ჩატარდა, რომელთაც 21 ათასი მაყურებელი დაესწრო. აჭარის 16 მუზეუმს კი 128.7 ათას მნახველი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის აზრით, კულტურისა და დასვენების ინფრასტრუქტურა (თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი სივრცეები, სათამაშო მოედნები, კულტურის სახლი, სოფლის კლუბი) სუსტად არის განვითარებული აჭარაში. აჭარის მოსახლეობის 59% ფიქრობს, რომ საჭიროა საზოგადოებრივი სივრცეების განვითრება მათ დასახლებებში 30. რეგიონის აღნიშნული და სპორტული ინფრასტრუქტურაც ადგილობრივების მოთხოვნების გარდა მორგებული უნდა იყოს ტურისტების მოთხოვნებზეც. 30Citizens’ Satisfaction with Local Public Services in Georgia. Survey was carried out by ACT in the framework of the joint project of the UNDP in Georgia, SDC and ADA, 2013 42 გრაფიკი 25. კულტურის ინფრასტრუქტურა საქართველოს დიდ ქალაქებში 31 აჭარაში, ისე როგორც მთლიანად საქართველოში, განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის არასათანადო კვალიფიკაციაა32. ვითარების გასაუმჯობესებლად აჭარის მთავრობის მიერ შექნილია აჭარის დასაქმების სააგენტო, რომელიც რამდენიმე პროექტს ახორციელებს, თუმცა, ეს ძალისხმევა საკმარისი არ არის და ახალი სამუშო ადგილების შემქნასთან ერთად პრობლემა უფრო თვალსაჩინო ხდება. აჭარის მოსახლეობის 45%-ზე მეტი ვერ ატარებს ბავშვებს საბავშო ბაღებში და მხოლოდ 56% არის კმაყოფილი მათი მომსახურებით 33. სათემო მუნიციპალიტეტების ცენტრებში მოთხოვნა ბაღებზე მაღალია და არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, მაშინ როდესაც პერიფერიების ბაღებში ჯგუფების დაკომპლექტება არ ხერხდება არასაკმარისი რაოდენობის აღსაზრდელების გამო. ბაღებში დაბალია სერვისის დონეც, პედაგოგებს არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია. სკოლებთან წვდომა აქვს მოსახლეობის 100%-ს, 2014-2015 სასწავლო წლისათვის აჭარის 256 სკოლაში 54 ათასამდე ბავშვი სწავლობდა (ცხრილი 16).

  40. ცხრილი 16. სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, სასწავლო წლის დასაწყისისათვის, ერთეული რეგიონი/ სკოლების მოსწავლეთა ერთ სკოლაში მოსწავლეების მუნიციპალიტეტი რაოდენობა, რიცხოვნობა, მოსწავლეთა რაოდენობა 2014/2015 2014/2015 საშუალო ერთ რაოდენობა მასწავლებელზე აჭარა სულ 256 53 998 211 7.6 ბათუმი 46 26 621 579 11.9 ქედა 29 2 424 84 3.9 ქობულეთი 50 10 966 219 8.0 შუახევი 44 2 534 58 3.0 31 Colliers International. Entertaiment Indastry Overview, 2014 32 World Economic Forum, Global Competitiveness Report 2014-15 33 Citizens’ Satisfaction with Local Public Services in Georgia. Survey was carried out by ACT in the framework of the joint project of the UNDP in Georgia, SDC and ADA, 2013 43 ხელვაჩაური 37 7 289 197 7.0 ხულო 50 4 164 83 4.3 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აჭარაში არსებული პროფესიული სასწავლებლები მომხმარებლებს სთავაზობენ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ძირითადად პასუხობენ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. აჭარის უმაღ ლეს და პროფესიულ სასწავლებლებში მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ცოდნა შემდეგი მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება (ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, ბუღალტერ მოანგარიშე, ღონისძიებათა მენეჯერი, საბაჟო წარმომადგენელი და ა.შ.), ტურიზმი (გიდი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, მიმღები-რეცეფციონისტი, რესტორნის სერვის მენეჯერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, ტუროპერატორი, ბარმენი და ა.შ.), საინფორმაციო ტექნოლოგიები (ინტერნეტტექნოლოგი, ინფორმაციული ტექნოლოგი, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი და ა.შ.), საინჟინრო მიმართულება (ავტომობილის დიაგნოსტიკოსი, ამწის მემანქანე, ელექტრიკოსი, კონსტრუქციების მემონტაჟე, მეფილე მომპირკლეთებელი, მღებავი, მშენებლობის მწარმოებელი, სამაცივრე მოწყობილობების ტექნიკოსი, შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნისტიკის შემკეთებელი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი, მებათქაშე და ა.შ.), აგრარული მიმართულება (ფერმერი, მეფუტკრე, მზარეული, კონდიტერი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი და ა.შ.), ჯანდაცვა (ექთნის თანაშემწე, პრაქტიკოსი ექთანი, ფარმაცევტის თანაშემწე, კბილის ტექნიკოსი და ა.შ.), ხელოვნება (ხის მხატვრული დამუშავება, სტილისტი, ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი, ქორეოგრაფ - რეპეტიტორი და ა.შ.) და სხვა.

  41. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმში არსებული საზღვაო სასწავლებლები, მათ შორის, საზღვაო აკადემია, რომელსაც მრავალი ათწლეულის ისტორია აქვს. აქ შესაძლებელია გემბანის მეზღვაურის, სამანქანე განყოფილების მეზღვაურის, საზღვაო ნავიგაციის სპეციალობების შესწავლა. ბათუმის პორტის წარმომადგენლების განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა ბათუმი ჩამოყალიბდეს საზღვაო სპეციალობების შესწავლის საერთაშორისო ცენტრად. 2015-2016 სასწავლო წელს აჭარაში სამი სახელმწიფო და ხუთი კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ფუნქციონირებდა34. რომელთაგან ყველაზე დიდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტში არსებობს როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი პროგრამები მედიკოსებიის მოსამზადებლად 35. ქართულენოვანი პროგრამების შესწავლა შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებზე: განათლება, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, სამართალმცოდნეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ჯანდაცვა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ტექნოლოგიური, ტურიზმი, ფიზიკა-მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები. სტუდენტების მოზიდვის კუთხით, აჭარის კონკურენტია ქუთაისი, სადაც მდებარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „Webometrics Ranking of World Universities’’-ის საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში36 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 34 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 35 http://www.bsu.edu.ge/main/page/2-267/index.html, ბოლო შესვლა 2016 წლის 24 აპრილი 36 www.webometrics.info/en/Europe/Georgia%20 44 მე-8 ადგილზეა, ხოლო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მე-14. აღნიშნულ რეიტინგში 22-ეა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, 43-ე - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო 51-ე - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.

  42. 2.11 ხელისუფლება და მუნიციპალური სერვისები ხელისუფლება აჭარის არ-ში, საკანონმდებლო საქმიანობას, აჭარის არ-ის ბიუჯეტის დამტკიცებას, აჭარის არ-ის მთავრობის საქმიანობის კონტროლს, საქართველოსა და აჭარის არ-ის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს აჭარის არ-ის უმაღლესი საბჭო. აჭარის არ-ის მთავრობა განსაზღვრავს აჭარის არ-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. აჭარის არ-ის უფლებამოსილები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით. აჭარის მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს აჭარის მთავრობა. აჭარის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც საკითხი კანონის შესაბამისად შედის აჭარის არ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში მაგრამ არ მიეკუთვნება არც ერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავების და კოორდინაციის მიზნით, აჭარის მთავრობის მიერ შექმნილია ეკონომიკური განვითარების საბჭო; ხოლო აჭარის არ ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და პროგრამების შემუშავებისა და შერჩევის კოორდინაციის, ასევე, მათ მიმდინარეობაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავების, მათ განხორციელებაზე კონტროლის, აგრეთვე, საშუალოვადიანი გეგმების განახლების პროცესის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია პრიორიტეტების კომისია. აჭარის არ-ის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების ორგანოები. აჭარის მუნიციპალიტეტების გამგეობების სტრუქტურები განსხვავებულია და მოქცეულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ჩარჩოებში, სტრუქტურებისა და შტატების რაოდენობის თვალსაზრისით.

  43. საჯარო ფინანსები აჭარის ა.რ.-ის რესპუბლიკური ბიუჯეტითა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებით აჭარის განვითარებაზე მიმართულია შესაბამისი პროგრამები და პროექტები. აჭარის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ახორცილებენ სახელმწიფო უწყებებიც. ისინი მოქმედებენ აჭარის არ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მუნიციპალიტეტებთან ან დამოუკიდებლად. აჭარის არ-ისა და მუნიციპალურ დონეზე შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტები ქმნიან საფუძვლებს აჭარის განვითარებისათვის სტრატეგიისთვის, ხოლო ეროვნულ დონეზე შემუშავებული დოკუმენტები ჩარჩოებს. ცხრილი 17. აჭარის ა.რ.-ის რესპუბლიკური ბიუჯეტი, ათასი ლარი დასახელება 2012 2013 2014 2015 შემოსულობები 145,164.00 168,508.10 162,463.10 199,370.60 მათ შორის: გადასახადები 124,750.30 133,750.90 143,763.40 167,384.70 45 გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,061.30 21,146.80 2,095.30 5,788.60 არაფინანსური აქტივები 9,391.00 2,973.80 5,758.20 16,318.60 გადასახდელები 145,900.10 141,716.30 156,129.40 170,031.40 მათ შორის: გრანტები ადგილობრივ ბიუჯეტებს 31,192.80 32,045.90 45,287.80 27,186.00 წყარო: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2015 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობმა 199.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37 მლნ ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით. ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შედგენამდე ავტონომიურ რესპუბლიკაში შემუშავებულია შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები: აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2019 წწ სტრატეგია, ტურიზმის დეპარტამენტის 2014-2018 წლების საშუალოვადიანი სტრატეგია, აჭარის სატყეო სააგენტოს 2015-2019 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია, ეროვნული სტრატეგიები და/ან დარგობრივი პრიორიტეტების დოკუმენტები.

  44. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგიაზე UNDP-ის მხარდაჭერით. სტრატეგიების შემუშავების პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად და პერმანენტულად იღებდნენ მონაწილეობას. მათ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლებაც. მიუხედავად ამისა, აჭარა რჩება საქართველოს მთავრობის კონტროლს ქვეშ მყოფ ერთადერთ რეგიონად რომელსაც არა აქვს სტრატეგია, გრძელვადიანი ხედვა და არ განუსაზღვრია განვითარების პრიორიტეტები. სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიები მომზადებულია GIZ-ის მხარდაჭერით, დანარჩენი რეგიონების სტრატეგიები - UNDP-ის, SDC-ისა და ADC-ს დახმარებით. ყველა ამ რეგიონის სტრატეგია დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადებულია თბილისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია და დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ. გარდა აღნიშნული სტრატეგიისა, მსოფლიო ბანკის დახმარებით მომზადდა თბილისის განვითარების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც შემუშავდება დედაქალაქის სივრცითი განვითარების გეგმა. 2016 წლიდან მსოფლიო ბანკი დაიწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს შეეძლება მოამზადოს სივრცითი განვითარების გეგმა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, UNDP-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც მომავალ წლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი მოამზადებს განვითარების დოკუმენტს გრძელვადიანი ხედვით და განვითარების პრიორიტეტებით. მუნიციპალიტეტების ხედვა და პრიორიტეტები თანხვედრაში უნდა იყოს რეგიონულ ხედვასა და პრიორიტეტებთან. აჭარის რეგიონული სტრატეგიის

  45. 46 არ არსებობის გამო, გართულდება აჭარის მუნიციპალიტეტების სტრატეგიების ჰარმონიზაცია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ამ მიზნით აჭარის არ-ისა და მუნიციპალიტეტების რესურსების ეფექტიანად მართვა. მუნიციპალური სერვისები მუნიციპალური სერვისებიდან: წყალი, ელექტროენერგია, გაზი, დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება, მხოლოდ ელექტროენერგია მიეწოდება მოსახლეობის 100%-ს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაზით სარგებლობს აჭარის მოსახლეობის 25%, ხოლო დანარჩენი ნაწილი თხევად აირს მოიხმარს. ნარჩენების შეგროვების სერვისით სარგებლობს მოსახლეობის 69%, ხოლო სოფლად მოსახლეობის მხოლოდ 42%. გარდა არსებული ოფიციალური ნაგავსაყრელებისა აჭარაში აღწერილია 70 სპონტანური, არაოფიციალური ნაგავსაყრელი. 2016-2017 წლებში იგეგმება ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მთელ აჭარას მოემსახურება. აჭარაში არსებული სამრეწველო ნარჩენების, რომელთა ნაწილი სახიფათო ნარჩენებს წარმოადგენს, მართვა პრობლემად რჩება. დღეისათვის ინდუსტრიული ნარჩენები, ბევრად ნაკლებია მოცულობით ვიდრე მუნიციპალური მყარი ნარჩენები. აჭარის არ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით 2016-2017 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მოეწყობა სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონი, დაგეგმილია ბათუმის და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული ძველი, არასტანდარტული სამი ნაგავსაყრელის კონსერვაცია. ინფორმაცია რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების, პესტიციდების მოქმედი და მიტოვებული საწყობის არსებობისა და მდგომარეობის შესახებ არ მოიპოვება. სამკურნალო- პროფილაქტიკური დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს შესაბამის ნებართვის მქონე ორგანიზაცია. რეგიონში სულ ოპერირებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე 50 საწარმო. მათ შორის 5 საწარმოს საქმიანობის სფეროა ტოქსიკური და სახიფათო ნარჩენების გადამუშავება. ისევე, როგორს მთელ საქართველოში, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვა გადაუდებელ ღონისძიებას წარმოადგენს.

  46. სასმელი წყალი ცენტრალიზებულად მიეწოდება აჭარის მოსახლეობის 64%-ს, ამასთან, სოფლად ეს მაჩვენებელი 34%-ია; აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობითა და საკანალიზაციო სისტემით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ არის უზრუნველყოფილი. აჭარის მოსახლეობის მხოლოდ 52%-ს აქვს კანალიზაცია. საკანალიზაციო სისტემა რეგიონის თითქმის ყველა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ამორტიზირებული და არაორგანიზებულია. მხოლოდ ბათუმში ოპერირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა. 2017 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ბათუმის მოსახლეობისათვის ახალი საკანალიზაციო სისტემის მონტაჟის დასრულება. აჭარის არ-ის მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მხარდაჭერით 2015-2020 წლებში აპირებს, გააუმჯობესოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები აჭარის სადაბო და სასოფლო ტერიტორიებზე. 2013 წლის ბოლოსთვის აჭარაში 1 556.3 კმ-ის საავტომობილო გზა იყო, აქედან საერთაშორისო მნიშვნელობის - 56.5კმ, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის -152.7კმ. რეგიონთაშორის ურთიერთობების, ტურიზმის და მაღალმთიანი აჭარის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბათუმი - თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალისა და ბათუმი-ახალციხის 159კმ-ის გზის რეაბილიტაცია. ამ უკანასკნელის მნიშვნელობა დადასტურდა 2008 წლის რუსეთთან ომის დროსაც, როცა ის ერთადერთი საშუალება იყო დასავლეთ საქართველოს ბევრი მუნიციპალიტეტისათვის თბილისთან და აღმოსავლეთ საქართველოსთან დასაკავშირებლად 47 ბათუმის გარდა, მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. სხვა მუნიციპალიტეტებს სამგზავრო გადაზიდვებთან დაკავშირებით ორგანიზებული სტრუქტურა არ გააჩნია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით კმაყოფილია მოსახლეობის 78%, მოსახლეობის აზრით, გაცილებით დაბალია საგზაო მოძრაობის მარეგიულირებელი ნიშნებისა (50%) და გარეგანათების (61%) სერვისები ხარისხი.

  47. 48 49 III ნაწილი - SWOT ანალიზი სექტორი I - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თანამონაწილეობა საგზაო ინფრასტრუქტურა ინფრასტრუქტურულ პროექტებში;  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში არასაკმარისად არის დანერგილი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა ტექნოლოგიებისა და სტანდარტების გამოყენება;  აჭრის ავტონომიურ რესპუბლიკაში საერთაშორისო,  საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაბალი კოორდინაცია სხვა პროექტებთან; პერმანენტული მოვლა-პატრონობის სამუშაოები;  საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-განვითარება ხორციელდება  ქ. ქობულეთისა და ქ. ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე მსხვილი საწარმოების ინფორმირების გარეშე; მშენებლობა;  რეგიონში არსებული გზების დაბალი გამტარუნარიანობა;  სახელმწიფოს მზარდი ინვესტიციები საგზაო ინფრასტრუქტურის  სასოფლო გზების არასახარბიელო მდგომარეობა; მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში.  საგზაო ინფრასტრუქტურის სუსტი განვითარება საექსკურსიო ობიექტებთან, ტურისტებისთვის საგზაო ნიშნების სიმცირე; სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა  სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხულო-ადიგენის გზის  აჭარის ხელმისაწვდომობა რკინიგზით, საავტომობილო მაგისტრალით, არასახარბიელო მდგომარეობა, რაც აბრკოლებს რეგიონის კავშირს საზღვაო და საჰაერო გზებით; ქვეყნის სხვა რეგიონებთან;  აჭარაზე (ბათუმის პორტზე) გამავალი ევროპა-კავკასია-აზიის  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტექნიკურ- კორიდორის TRACECA-ს ნაწილი; ეკონომიკური დასაბუთების დაბალი ხარისხი  ბათუმის სატვირთო ნავსადგურის სტრატეგიული მნიშვნელობა;  სამგზავრო ტერმინალის არსებობა, რაც არც ერთ ახლომდებარე პორტს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, არ გააჩნია;  სატვირთო ნავსადგურის არაეფექტური ბმა რკინიგზასთან;  საერთაშორისო აეროპორტი;  სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობების სიმცირე;  სარკინგზო-საბორნე გადასასვლელი ბათუმის პორტში.  სასაწყობო და სამაცივრე მეურნეობების მოსაწყობად არასაკმარისი ტერიტორია საზღვაო ნავსადგურთან და რკინიგზასთან; სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა  მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები და მათი შეუსაბამობა  მობილური სატელეფონო კავშირების ხელმისაწვდომობა; საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ ეკოლოგიურ და ტექნიკურ  მობილური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა რეგიონის უმეტესი ნორმებთან დასახლებული პუნქტისათვის;  ტრანსპორტის დარგში დამხმარე სატრანსპორტო მეურნეობების  მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის არსებობა ბათუმსა და განვითარების დაბალი დონე რეგიონის ყველა მუნიციპალურ ცენტრში.  ადმინისტრაციულ ცენტრებსა და სოფლებს შორის არარეგულარული სატრანსპორტო განრიგი და მარშრუტები კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურა  სატრანსპორტო ნაკადების არაეფექტური რეგულირება ან რიგ

  48. 50  მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები ქ. ბათუმისა და ქ. ქობულეთის შემთხვევებში რეგულირების არარსებობა; სრულ გაზიფიცირებასთან და ხელვაჩაურის ნაწილობრივ  მძიმე ტექნიკის და ტვირთმზიდების სადგომი ადგილების არარსებობა გაზიფიცირებასთან დაკავშირებით;  არასაკმარისად რეგულირებული პარკირება ქ. ბათუმში და  რეგიონის ურბანულ ცენტრებში მიმდინარე წყლისა და კანალიზაციის დაურეგულირებელი პარკირება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.  ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტალღებისგან დამცავი  რეგიონის თვითმმართველობების მიერ სისტემატიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და  რეგიონში არსებული გზების დაბალი გამტარუნარიანობა სატვირთო რეაბილიტაციის სამუშაოები; გადაზიდვების კუთხით  KfW-ს მხარდაჭერით მიმდინარეობს სამუშაოები აჭარის დაბებსა და სოფლებში წლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მიზნით, მზადდება სიტუაციურ-ტექნიკური ანალიზი  დისბალანსი ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის ინტერნეტ  რეგიონში განხორციელებული პროექტები ტურისტული მომსახურებით უზრუნველყოფაში; ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით  რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში საკაბელო სატელეფონო მომსხურების ხელმისაწვდომობის დაბალი დონე შესაბამისი ნარჩენები ინფრასტრუქტურის შეუსაბამო მდგომარეობის გამო;  ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც  აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტის დაბალი ხარისხი; დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სრულად მოემსახურება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს; კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურა  რეგიონში არსებობს მეორადი ნარჩენების გადამამუშავებელი  აჭარის ა.რ. მთლიანი ტერიტორიის არასრული გაზიფიცირება, საწარმოები; განსაკუთრებით სოფლებისა და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების;  რეგიონში ხორციელდება სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია;  წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მომსახურების დარგში მოქმედ  შემუშავებულია რეგიონში 4 ნაგავსაყრელის კონსერვაციის პროექტი; საწარმოთა ამორტიზირებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა,  ამორტიზირებული წყლის მიწოდების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სოციალური ინფრასტრუქტურა სისტემები და დაბალი გამტარუნარიანობა;  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობა უზრუნველყოფილია  ურბანული ცენტრების გარდა რეგიონის მუნიციპალიტეტებში ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურით; საკანალიზაციო სისტემისა და გამწმენდი ნაგებობების არარსებობა;  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები და  აჭარის მუნიციპალიტეტებში ენერგომომარაგების სისტემაში მუზეუმები; ინდივიდუალური გამრიცხველიანების დაბალი დონე  რეგიონში ფუნქციონირებს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლები; ნარჩენები  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამებით  ტოქსიკური და სხვა სახის სახიფათო ნარჩენების გადამუშავებისა და ხორციელდება სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია; გაუვნებელობის საწარმოების ან ნარჩენთა განთავსების ადგილების  სოფლად თემის სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება; არარსებობა;  ბათუმში არსებობს რამდენიმე მსხვილი კერძო და სახელმწიფო  ნაგავსაყრელების ექსპლუატაციით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სამედიცინო ცენტრი, მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს არ არსებობა; მშენებლობის პროცესი.  რეგიონში დიდი რაოდენობის სტიქიური, უკონტროლო ნაგავსაყრელები 51

  49. და მათგან გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა  ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელის არარსებობა რეგიონში;  მდინარეების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება - არსებული  არ ხორციელდება სპეციფიური ნარჩენების დამუშავება; ჰიდროელექტრო სადგურები და დაგეგმილი პროექტები (სხალთაჰესი,  არ არსებობს ნარჩენების შემგროვებელი/გადამტვირთავი სადგური, რაც შუახევჰესი, კირნათიჰესი, ხელვაჩაურიჰესი 1, კინტრიშაჰესი, თავის მხრივ, გაართულებს მუნიციპალიტეტებიდან ნარჩენების გოგინაურიჰესი, ოქროპილაურიჰესი); ტრანსპორტირებას.  რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტი ელექტროფიცირებულია  მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ელექტრო ენერგიის გადამცემი სოციალური ინფრასტრუქტურა ხაზების და ანძების მშენებლობა  ბიბლიოთეკებში მოძველებული ინფრასტრუქტურა და საცავები;  ბათუმი-ახალციხის 220კვ ელ-გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი  რეგიონის მუნიციპალიტეტებში სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების შედარებით დაბალი დონე რეგიონის ურბანულ სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა (მელიორაცია) ცენტრებთან შედარებით.  მელიორაციის სისტემის გამართვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა  ამორტიზებული ელექტრო გადამცემი ხაზები და დასახლებულ პუნქტებში შიდა ენერგო ქსელი არ არის მოდერნიზებული  ხშირი წყვეტები ენერგომომარაგებაში

  50. სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა  არასრულყოფილი სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, სასაწყობო მეურნეობების არარსებობა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქარსაფარი ზოლების არარსებობა  მექანიზაციის ცენტრების განუვითარებელი ინფრასტრუქტურა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში  სასოფლო სამეურნეო სავარგულების გაუმართავი სამელიორაციო სისტემა და სარწყავი და დამშრობი არხების რეაბილიტაციის არასაკმარისი ტემპი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა  ეროზიის პრევენციისა და მეწყერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა;  სწრაფი რეაგირების ტექნიკური აღჭურვილობის სიმწირე;  სახანძრო უსაფრთხოების სამსახურების მწირი ტექნიკური აღჭურვილობა 52 შესაძლებლობები საფრთხეები საგზაო ინფრასტრუქტურა  მოუწესრიგებელი მიწათსარგებლობა და საკადასტრო პრობლემები  რეგიონთაშორის ურთიერთობების, ტურიზმის და მაღალმთიანი აჭარის აფერხებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. განვითარებისათვის ბათუმი - თბილისის დამაკავშირებელი  სახელმწიფო დონეზე არ არის დანერგილი საგზაო ინფრასტრუქტურის მაგისტრალისა და ბათუმი-ახალციხის 159კმ-ის გზის რეაბილიტაცია მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტები;  გზების რეაბილიტაციის შედეგად აჭარის სოფლებიდან  პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა; ადმინისტრაციული ცენტრების ხელმისაწვდომობა საავტომობილო  ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზით 45 წუთზე ნაკლებ დროში დროს ეკოლოგიური საკითხების არასაკმარისად გათვალისწინება;  ფინანსური და მატერიალური რესურსების არასაკმარისი ოდენობა სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;  აკრედიტირებული სერვის ცენტრების შექმნა, რომლებიც შეამოწმებენ  ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოცულობის და მოემსახურებიან სატრანსპორტო საშუალებებს, მათ გამართულ შემცირება; მუშაობას;  ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა;  სატრანსპორტო მოძრაობის სქემებისა და რეგულაციების შემუშავება;  საზღვაო სამგზავრო გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება;  უცხოური ინვესტიციების ზრდა ინფრასტრუქტურაში;  სატრანზიტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება;  დამატებითი სატრანსპორტო სეზონური მარშრუტების (ჩარტერები) ხელშეწყობა;  საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გაფართოების შესაძლებლობების შემდგომი განვითარება;  თანამედროვე სტანდარტების კომუნალური სისტემების ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში;  ჯანდაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება;  შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული კომუნალური და ურბანული ინფრასტრუქტურის შექმნა;  მცირე ჰესების მშენებლობის პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა;  სახელმწიფოს მხრიდან საბაზისო ინვესტიციის განხორციელება გაზმომარაგების სისტემაში;  ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციაში  საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის (PPP) მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით  სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა ინფრასტრუქტურის 53

  51. მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებისათვის 54 სექტორი II - რეგიონის კონკურენტუნარიანობა ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები  აჭარის გეოსტრატეგიული მდებარეობა - შავი ზღვისპირა მდებარეობისა  არადივერსიფიცირებული ტურისტული ინდუსტრია და პროდუქტები; და თურქეთთან სახმელეთო საზღვრის არსებობის თვალსაზრისით  ტურისტული პროდუქტის ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა  რეგიონს გააჩნია ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, (მთავრობა და კონკურენტებთან შედარებით; წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანო), საკუთარი  მომსახურების დაბალი დონე; რესპუბლიკური ბიუჯეტი.  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული და რეგულარული  აჭარის ხელმისაწვდომობა რკინიგზით, საავტომობილო მაგისტრალით, ფრენების და მიმართულებების ნაკლებობა; საზღვაო და საჰაერო გზებით  ენერგორესურსების დამზოგავი და ეკოლოგიურად უსაფრთხო  აჭარაზე (ბათუმის პორტზე) გამავალი ევროპა-კავკასია-აზიის ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენების დაბალი დონე; კორიდორის TRACECA-ის ნაწილი  დაბალი ხარისხის პროდუქციით გაჯერებული ბაზარი;  არსებული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა  რეგიონში სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ასევე თანამედროვე მართვისა და (საზღვაონავსადგური, საკონტეინერო ტერმინალი, საბორნე ადმინისტრირების ცოდნის დაბალი დონე; გადასასვლელი, რკინიგზა, საავტომობილოგზები და საერთაშორისო  რეგიონში მოქმედი მეწარმე სუბიექტების არასრული დატვირთვა; აეროპორტი);  ცალკეულ სამრეწველო საწარმოებში არსებული მოძველებული ტექნიკა  ბათუმისსაზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის გეოსტრატეგიული და და ტექნოლოგიები; ბუნებრივი უპირატესობა  მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფოებრივი  საერთაშორისო აეროპორტის არსებობა რეგიონში ზედამხედველობის უზრუნველყოფის დაბალი დონე;  ლიბერალური სავიზო პოლიტიკა  სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის დაბალი დონე;  ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა  დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი სამუშაო ძალა;  საკუთრების უფლების დაცულობა და უსაფრთხოება  სოფლად მოსახლეობის დაბალი შემოსავლები და სასოფლო სამეურნეო  ნებართვების გაცემის გამარტივებული წესი: ერთი ფანჯრის პრინციპი, საქმიანობის დაბალი რენტაბელობა; ნებართვებზე მოსაკრებლების ოდენობის სიმცირე  ადგილობრივი წარმოების პროდუქციის სიმცირე და დაბალი  ინვესტიციების განხორციელების სახელმწიფო მხარდაჭერის კონკურენტუნარიანობა; პროგრამების არსებობა;  რეგიონში წარმოების განვითარებისთვის რესურსების სიმწირე;  სწრაფად განვითარებადი სათამაშო ბიზნესი და რეგიონის  საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების ნაკლებად ხელსაყრელი მიმზიდველობა შესაბამისი ტურისტული სეგმენტისათვის; პირობები მეწარმეთათვის;  ინვესტორების ინტერესი რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებისა  მეწარმეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ მეწარმეთა და საინვესტიციო პროექტების მიმართ; სიმცირე;  რეგიონში კერძო სამშენებლო, დეველოპერული და საპროექტო  ლოგისტიკური პრობლემები და წყვეტები სასოფლო სამეურნეო კომპანიების სიმრავლე; პროდუქციის მიწოდებაში;  ტურისტული რესურსების მრავალფეროვნება და უნიკალურობა;  სოფლის მეურნეობაში სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობა და  რეგიონში ცნობილი სასტუმრო ბრენდების არსებობა; მოსავლიანობის აღრიცხვის არასრულყოფილება;  რეგიონის ცნობადობის ზრდის კუთხით განხორციელებული  გადამამუშავებელი საწარმოების ნაკლებობა; ინიციატივები;  ფერმერების განათლების დაბალი დონე; 55

  52.  რეგიონის სანაპირო ზოლის როლის გაზრდასთან დაკავშირებით  ინვესტიციების არათანაბარი გადანაწილება აჭარის მუნიციპალიტეტებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება; შორის;  სათანადოდ აღჭურვილი და აკრედიტირებული ლაბორატორიების  სპეციალური ინსტიტუციების არარსებობა, რომლებიც დაეხმარებიან არსებობა; ექსპორტით დაინტერესებულ მცირე და საშუალო საწარმოებს  ალტერნატიული მაღალპროდუქტიული კულტურების დანერგვის საექსპორტო ბაზრების მოძიებასა და ექსპორტის განხორციელებაში, ტენდენციები; პოტენციური პარტნიორების მოძიებაში;  საქართველოს რეგიონებს შორის, თბილისის გარდა, ურბანიზაციის  აჭარის რეგიონის ტურისტულ ზონებში (ბათუმი, მახინჯაური, ჩაქვი, ყველაზე მაღალი დონე, ურბანიზაციის ზრდის ტემპი; ციხისძირი) სარკინიგზო-სალიანდაგო ინფრასტრუქტურის არსებობა  აჭარაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ხელს უშლის ტურიზმის შემდგომ განვითარებას; სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სოფლის  საჰაერო გადაზიდვების მაღალი ტარიფები; მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ხელმისაწვდომობა  შეზღუდული საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამო მეწარმეობის მხარდასაჭერად; ბათუმის პორტის დაბალი კონკურენტუნარიანობა რეგიონის სხვა  პორტის მომსახურების კონკურენტუნარიანი ტარიფები რეგიონის სხვა პორტებთან შედარებით; პორტებთან შედარებით;  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკების  რეგიონში სამაცივრე მეურნეობების განვითარების ტენდენცია; შეზღუდული რაოდენობა;  საკურორტო რესურსების მრავალფეროვნება;  სამაცივრე და სასაწყობო მეურნეობების არარსებობა რეგიონში არსებულ  დონორი ორგანიზაციების ინტერესებისა და დაფინანსების ზრდა; საბაჟო ზონებში;  შედარებით იაფი მუშახელის არსებობა;  განუვითარებელი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ბათუმის საზღვაო  ციტრუსის ლოგისტიკის განვითარებული ინფრასტრუქტურა; ნავსადგურში და ტერიტორიის სიმცირის გამო განვითარების ნაკლები  რეგიონში არსებული სასოფლო სამეურნეო ექსტენციის სისტემა; შესაძლებლობა;  ბათუმის ნავთობტერმინალის არსებობა;  საზღვაო ნავსადგურის ირგვლივ არსებული განუვითარებელი საგზაო  რეგიონი წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციებში (ERA) და ინფრასტრუქტურა ზღუდავს საკონტეინერო გადაზიდვების რეგიონს ჰყავს დამეგობრებული რეგიონები და ქალაქები; განვითარებას;  უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის არსებობა.  რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების დაბალი კონკურენტუნარიანობა;  საბორნე ხიდის ექსპლუატაციის მაღალი ღირებულება;  წყლის რესურსების მწირი გამოყენება.  ალტერნატიული საგზაო-ლოგისტიკური მარშრუტების არარსებობა რეგიონში.

  53. შესაძლებლობები საფრთხეები  არსებული ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და ახალი  მიწის რეფორმის არარსებობა და მოუწესრიგებელი მიწათსარგებლობა; პროდუქტების შექმნა;  კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა;  ტურიზმში ინვესტიციების მოზიდვა;  პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა;  ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკისა და დარგის განვითარების  ტერორიზმი; 56 სტრატეგიის შედგენა;  ბათუმის სატვირთო ნავსადგურის კონკურენტუნარიანობის შესუსტება;  მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების ხარისხის  საგზაო-სატვირთო გადაზიდვების განვითარებისათვის რეგიონის გაუმჯობესება კონკურენციის ზრდასთან ერთად; დაბალი გამტარუნარიანობა;  რეკრეაციული ზონების განვითარება;  ალტერნატიული საგზაო-ლოგისტიკური მარშრუტების მშენებლობის  განათლების სისტემის სრულყოფა და შესაძლებლობების დაბრკოლება. უზრუნველყოფა;  საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამართვა;  სატრანსპორტო მომსახურების განვითარება;  აგროსამრეწველო სექტორში კოოპერაციისა და ფერმერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა;  რეგიონში წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია;  ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარება;  ინდუსტრიული პარკებისა და ორგანიზებული სამრეწველო ზონის შექმნა;  ინდუსტრიული საწარმოებისათვის აუცილებელი ინვესტიციების მოზიდვა;  ხელისუფლების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ წარმოებისა და მომსახურების სექტორების მხარდაჭერა;  ურბანიზაციისპროცესისგაგრძელება;  გადამამუშავებელიეკოლოგიურადსუფთასაწარმოებისგანვითარება;  ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციების თანამშრომლობის ხელშეწყობა;  საჯარო და კერძო სექტორიების თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვა;  ჩარტერებისა და იაფი ფრენების შესაძლებლობათა განვითარება;  აჭარისსაზღვრისპირა მდებარეობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება;  საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობის ფარგლებში პროექტების განხორციელება;  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკების რეკონსტრუქცია და დამატებითი ასაფრენი ბილიკების მშენებლობა;  სოფლის მეურნეობაში ალტერნატიული საექსპორტო და მაღალშემოსავლიანი კულტურების დანერგვა;  სამაცივრე, სასაწყობო და სატერმინალო მეურნეობების განვითარება; 57

  54.  მომსახურებასა და წარმოებაში სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის განვითარება;  სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორთა და მეწარმეთა მხარდაჭერის მექანიზმების სისტემატიზაცია და ინსტიტუციური განვითარება;  ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიისა და შესაძლებლობების განვითარება;  გონიოს სასროლეთის ტერიტორიის განვითარება;  რეგიონის, როგორც ლოგისტიკური ცენტრის შესაძლებლობების განვითარება;  რეგიონში არსებული მცირე და საშუალო საწარმოების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;  საზღვაო სამგზავრო გადაზიდვებისა და საკრუიზო მიმართულებების განვითარება;  რეგიონში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის ამაღლება;  წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. 58 სექტორი III - რესურსებზე წვდომა და ოპტიმალური გამოყენება ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები ბუნებრივი რესურსები ბუნებრივი რესურსები  რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნება;  მცირე მდინარეებისა და მათი შენაკადების ბაქტეოროლოგიური  ბიომრავალფეროვნების ნაირსახეობა, დაცული ტერიტორიები დაბინძურება წყალდაცვით ზოლებში საკანალიზაციო წყლების (ნაკრძალები და ეროვნული პარკები); რეგიონის მტკნარი მიწისქვეშა ჩადინებით; წყლები და მისი საპროგნოზო-საექსპლუატაციო მარაგი;  გარემოსდაცვითი ნორმების შეუსაბამობა და მათი არასათანადოდ  მნიშვნელოვანი ჰიდრორესურსების, მინერალური და სუფთა წყლის დაცვა; მარაგი;  ზღვის სანაპირო ზოლის დაბინძურება;  სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ტყის  ტყეთსარგებლობის წესების დარღვევაზე დაუსჯელობის სინდრომი მერქნული და არამერქნული რესურსები; მოსახლეობაში, მომხმარებლების დაბალი ცნობიერება  საშენ მასალათა წარმოებისათვის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ტყეთსარგებლობის ძირითადი პრინციპების შესახებ; არსებობა;  ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის არასრულყოფილი სისტემა;  რეგიონში არსებული სამკურნალო-სარეკრეაციო ზონები და  დაავადებათა კერების სწრაფად აღმოჩენისა და პრევენციის განვითარების მაღალი პოტენციალი; თანამედროვე მიდგომების ნაკლებობა;  ზღვის რესურსების ხელმისაწვდომობა;  მერქნული რესურსის ალტერნატიული ენერგომატარებლების  რეგიონში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარებისათვის ნაკლებობა, რაც შეამცირებს დატვირთვას მერქნულ რესურსზე; სათანადო რესურსების არსებობა;  სოციალური მიზნებისათვის სამასალედ გამოყოფილი ხე-ტყის მასალის  რეგიონში პირველადი, ხელშეუხებელი ტყის არსებობა; მიზნობრივად გამოყენების კონტროლისა და ადმინისტრირების  რეგიონში ტყის ინვენტარიზაციის შედეგად შედგენილი ტყის მართვის სისტემის სისუსტე; გეგმები.  მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურება;  საექსპორტო პოტენციალის მქონე ბუნებრივი რესურსების სიმწირე; ფინანსური რესურსები  სამშენებლო მასალების წარმოებისათვის აუცილებელ ბუნებრივ  განვითარებული საბანკო სექტორი; რესურსებზე შეზღუდული წვდომა.  დაცული ტერიტორიებისა და მიმდებარე თემების განვითარების პროგრამები; მიწის რესურსები  სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები;  რეგიონი მცირე მიწიანია, რთული რელიეფით და შინამეურნეობების  ბიზნესის მიმართ დაწესებული საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს ახასიათებს რეგიონებში; მაღალი ფრაგმენტაცია  საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.  აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები  მიწის საკუთრების, მიწის აღრიცხვიანობის (კადასტრის) და მიწათსარგებლობის საკითხების მოუწესრიგებლობა  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების 21% საშუალო, ხოლო 39% დაბალი ბუნებრივი ნაყოფიერებით ხასიათდება;  დაბლობ ზონაში ნიადაგების მაღალი მჟავიანობა; 59

  55.  ნიადაგების გამოკვლევისა და ნაყოფიერების მონიტორინგის სისტემის არარსებობა;  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაცია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად სათანადო დასაბუთების გარეშე;  საძოვრების არარაციონალური გამოყენება და რეაბილიტაციის სისტემის არარსებობა;  ბუნებრივი რესურსების არასაკმარისი გამოყენება რეგიონის ტურისტული პროდუქტების შემდგომი განვითრებისათვის. ფინანსური რესურსები  გრძელვადიანი და იაფი საკრედიტო რესურსების ნაკლებობა;  მომხმარებლებისათვის მიმზიდველი სადაზღვევო პროდუქტების სიმწირე;  კაპიტალისა და ინვესტიციების სიმწირე;  არასაკმარისი ფინანსური რესურსები კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად;  კერძო სექტორის შეუსაბამო ბიზნეს-უნარები, ეფექტიანად გამოიყენოს ფინანსური, ტექნოლოგიური და სხვა სახის რესურსები. შესაძლებლობები საფრთხეები  ტყის რესურსების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველსაყოფად  მოსახლეობის მწირი შემოსავლები, რაც განაპირობებს ტყის რესურსების სატყეო სექტორის მართვის და სატყეო მეურნეობის თვითმყოფად არაგონივრულ გამოყენებასა და ტყეთსარგებლობის წესების დარღვევას; მოდელზე გადასვლა;  ტყით დაუფარავი და ტყის დეგრადირებული ტერიტორიები  იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობის ამოღებულია ტყის ფონდიდან; გაზრდა;  ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად ტყეების დეგრადაცია და  წყლის რესურსების ეფექტიანო გამოყენების მხარდამჭერი პროგრამების ახალი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება; განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვა;  ეროზირებული მიწის ფართობების მნიშვნელოვანი ნაწილი და  ბიომრავალფეროვნების, როგორც რესურსის ეფექტიანად გამოყენების რეგიონში გააქტიურებული სტიქიურ-გეოლოგიური მოვლენები; მხარდაჭერა ტურისტულ, სამრეწველო და სხვა სეგმენტებში;  ავარიებისა და კატასტროფების დროს გარემოს დაბინძურების რისკები;  ზღვისა და მდინარეების რესურსის გამოყენების მხარდაჭერა რეგიონში  ნიადაგის დაბინძურება ორგანული, არაორგანული და ქიმიური ზღვის პროდუქტების წარმოებისათვის; ნივთიერებებით;  რეგიონში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სავარგულების შემცირება შეფასების საფუძველზე რეგიონის ბუნებრივი და მიწის რესურსების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება); რაციონალური და ეფექტიანი გამოყენების დაგეგმვა და შესაბამისი  ნიადაგდაცვითი ღონისძიებების გაუთვალისწინებლად სასოფლო- პრიორიტეტების განსაზღვრა; სამეურნეო წარმოებით ნიადაგის დეგრადაცია;  მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენების  ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებების შემცველი გამონაბოლქვით; 60

  56. ხელშეწყობა;  კლიმატის ცვლილებები და უარყოფითი ზეგავლენა  ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა; ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებრივ რესურსებსა და მათ გამოყენებაზე;  ბუნებრივი საძოვრების რეაბილიტაცია;  მიწის რეფორმის დაბრკოლება;  მიწის საკუთრებისა და რეგისტრაციის საკითხების დარეგულირება;  ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი  განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების გარემოსდაცვითი რისკები. მაღალი პოტენციალი;  ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა  საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოვლა-შენახვის მდგრადი სისტემის ამოქმედება;  მდინარეების პოტენციური სიმძლავრის არასაკმარისი გამოყენება მცირე ჰესების მშენებლობისათვის.  ზღვის სანაპირო ზოლში მიწების რეაბილიტაცია და რეკულტივაცია. 61 სექტორი IV - ცხოვრების ხარისხი ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები  ჯანმრთელობის დაცვის სექტორის საყოველთაო სადაზღვევო  უმუშევრობის მაღალი დონე; მომსახურებაზე გადასვლა;  მოსახლეობის სოციალური დაცვის არასაკმარისი სერვისები;  საზოგადოების სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის ჯანდაცვის  მიგრაციული პროცესების მართვის დაბალი დონე; მომსახურების ხელმისაწვდომობა;  სამედიცინო მომსახურების ხარისხში მკვეთრი განსხვავება ქ. ბათუმსა  ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე სოციალური და და მუნიციპალიტეტებს შორის; ჯანდაცვის პროგრამების არსებობა;  აუცილებელი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის დაბალი  ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება; მაჩვენებელი დაბალი ცნობიერებისა და სამედიცინო მომსახურების  კერძო ინვესტიციების ზრდა ჯანდაცვის სფეროში; მოხმარების არაადეკვატური კულტურის გამო;  მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა;  ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაცია  აჭარაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა; სოფლად მოქმედ სერვის პროვაიდერებში;  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმეტესობა  სამედიცინო დაწესებულებების სუსტი მენეჯმენტი; უზრუნველყოფილია ძირითადი სოციალური მომსახურებით;  დაბალი საპენსიო უზრუნველყოფა;  კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნება ურბანულ ზონებში;  მედიკამენტებზე დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობა  სახელმწიფო ზრუნავს სოფლად კულტურის განვითარებაზე; მოსახლეობისათვის;  პირველადი ჯანდაცვის მომსახურებათა ხელმისაწვდომობის ზრდა;  სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის მაღალი ხვედრითი  ურბანულ ზონებში მეტნაკლებად მოწესრიგებული კომუნალური წილი აჭარის მაღალმთიან რეგიონებში; მომსახურება.  ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სუბიექტების საქმიანობის რეგულირების  შემუშავებული აჭარის ა/რ სივრცითი განვითარების პროექტი, აჭარის არასრულყოფილება; ცალკეული ტერიტორიების სივრცითი განვითარების გეგმები.  კულტურული ინფრასტრუქტურისა და კულტურის ცენტრების  შემდგომი სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის პროექტის არაადეკვატური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს ექნება სივრცითი  საგანმანათლებლო, კულტურულ ორგანიზაციათა და სპორტულ განვთარების გეგმა გაერთიანებათა არაეფექტური მენეჯმენტი;  სამოქალაქო განათლების დაბალი დონე;  ახალგაზრდების არასაკმარისი დაინტერესება სპორტითა და კულტურით;  სოფლად არსებულ დასახლებებში საკანალიზაციო და წყალმომარაგების არაადეკვატური სისტემები;  ურბანულ ზონებში გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონების განვითარების გეგმების არარსებობა ან არასრულყოფილება;  ინვესტიციების სიმცირე სპორტისა და კულტურის სფეროში;  რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე;  მომხმარებელთაინტერესებისდაცვისმექანიზმებისარასრულყოფილება ; 62

  57.  წყლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორიების ნაკლებობა და თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა (გადასამოწმებელია);  სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შინამეურნეობების საშუალოთვიური შემოსავლები აჭარაში ნაკლებია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით;  რეგიონის სასოფლო დასახლებებში მოუწესრიგებელი წყალმომარაგება და მიწოდებული წყლის ხარისხის დაბალი დონე;  კატასტროფებისა და კატაკლიზმების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების არარსებობა;  მდგრადი ურბანული მუნიციპალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა (საგზაო ნიშნების და საგზაო შუქნიშნების სიმცირე; დაუხაზავი ქუჩები, გადასასვლელები ფეხით მოსიარულეთათვის; მოუწესრიგებელი მოსაცდელები, ავტო პარკირება; შეუსაბამო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შშმ პირების გადაადგილებისათვის);  რეგიონის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მაღალი ხარჯები;  აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ნაწილში არ არის ხელმისაწვდომი საბაზისო სოციალური სერვისები;  შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ურბანული და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა;  კულტურისა და სპორტის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაკლოვანება;  საერთაშორისო სტანდარტებთან სწორება ძირითადი სოციალური სერვისების მიწოდებისას.  დამტკიცებული სივრცითი განვითარების გემის არარსებობის გამო, რეგიონში სივრცით განვითარების პროცესი მიმდინარეობს არაგეგმაზომიერად. შესაძლებლობები საფრთხეები  სოციალური პროგრამების შესახებ საზოგადოების  სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე ფასების ზრდა; ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;  ეკონომიკური მდგომარების შესაძლო გაუარესება და ინვესტიციების  განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ინვესტიციების შემცირება; ზრდის ხელშეწყობა;  უმუშევრობის და სიღარიბის დონის გაზრდა;  საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიებების  ეპიდემიები და დაავადებების სპონტანური, უკონტროლო გავრცელება, ორგანიზება და მონაწილეობა; რაც შეზღუდავს ჯანდაცვის სერვის პროვაიდერთა მომსახურების  არასამთავრობო სექტორთან და დონორებთან ურთიერთობა; შესაძლებლობებს; 63

  58.  რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია;  ბუნებრივი სტიქიები და კატასტროფები.  დარგთაშორისი და უწყებათაშორისი კომუნიკაციის გაძლიერება  სივრცითი განვითრების პროცესების უკონტროლო მიმდინარეობა. კულტურული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისათვის;  კულტურის სფეროს რენტაბელობის გაზრდა;  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მუნიციპალიტეტებში გარემოს დაბინძურებასა და სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებით.  ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება  სოფლად საყოფაცხოვრებო პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება  სივრცითი მოწყობის პროცესის გაგრძელება და რეგიონის ტერიტორიაზი სივრცითი მოწყობის პროცესების ჰარმონიზაცია;  მიგრაციის პროცესების მართვა  პირველადი ჯანდაცვის ქსელის განვითარება  მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისების ეფექტური სისტემის დანერგვა 64 სექტორი V - ადამიანური კაპიტალის განვითარება ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები  საჯარო დაწესებულებების მიერ მოქალაქეთა პროფესიული  სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული გადამზადების და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა; სტრუქტურული და ხარისხობრივი დისბალანსი;  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორების პროექტები  უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის არასაკმარისი ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული გადამზადების ორიენტირება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე; ხელშესაწყობად;  საჯარო სექტორში დაქირავებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და  ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაღალი წილი საქართველოს გადამზადების შესაძლებლობათა ნაკლებობა ან არარსებობა; სხვა რეგიონებთან შედარებით და ეკონომიკურად აქტიური  ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების მოსახლეობის რაოდენობის თანმიმდევრული ზრდა; ნაკლებად გამოყენება;  დაქირავებით დასაქმებულთა მაღალი ხვედრითი წილი საქართველოს  ზრდასრულთა განათლების მიმდინარე პროგრამების მცირე მასშტაბი, სხვა რეგიონებთან შედარებით; რაც შესაძლებლობას არ აძლევს ბევრ დაინტერესებულ პირს,  რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობა (ზოგადი, ისარგებლოს საჯარო ან სამოქალაქო სექტორის მიერ პროფესიული და უმაღლესი); შემოთავაზებული შესაბამისი მომსახურებებით;  რეგიონში სპეციალური პროგრამების არსებობა მსოფლიოს წამყვან  რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო ადგილების ნაკლებობა; უნივერსიტეტებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და განათლების  მეწარმეებს შორის ბიზნეს განათლების დაბალი დონე; მიღების კუთხით;  სამუშაო ძალის დაბალი მოტივაცია გადამზადების კუთხით;  რეგიონში უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის არსებობა,  თანამშრომელთა გადამზადების ინიციატივების მხარდასაჭერად საჯარო უწყებების არასაკმარისი ბიუჯეტი;  არ არსებობს შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელიც ასახავს რეგიონის შრომის ბაზრის დეტალურ და სპეციფიურ მონაცემებს;  საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააჩნიათ მწირი ინფრასტრუქტურა;  რეგიონში მოქმედი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შედარებითი დაბალი კონკურენტუნარიანობა;  შრომის დაბალი ანაზღაურება, რაც ხელს უწყობს კვალიფიცირებული კადრების რეგიონიდან გადინებას;  რეგიონში, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში, დაბალია უცხო ენების ცოდნის დონე;  პედაგოგების დაბალი კვალიფიკაცია;  რეგიონის საჯარო და მუნიციპალურ სამსახურებში თანამშრომელთა არასაკმარისი კვალიფიკაცია;  რეგიონის მთავრობა ნაკლებადაა ჩართული სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში. 65

  59. შესაძლებლობები საფრთხეები  რეგიონში პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის  მაკროეკონომიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური კრიზისის სრულყოფა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად; გამო კვალიფიციური შრომითი რესურსის გადინება რეგიონიდან;  კადრების მომზადება-გადამზადება სახელმწიფო, საერთაშორისო და  მოსახლეობის გადაბერება და სამუშაო ძალის შემცირება; არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების სისტემის და კერძო  არასაკმარისი ფინანსური რესურსები კონკურენტუნარიანი კადრების სექტორის მიერ; უზრუნველსაყოფად.  ზრდასრულთა განათლებისა და პროფესიული გადამზადების ცენტრების ამოქმედება;  გამოცდილი სპეციალისტების მოწვევა რეგიონში გამოცდილების გაზიარებისათვის;  პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა;  ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა საგანმანათლებლო სექტორის განვითრებისთვის (სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლება);  შრომის ბაზრის ფუნდამენტური და სისტემატიური კვლევების უზრუნველყოფა;  რეგიონის მიერ ანაზღაურებადი პრაქტიკის/სტაჟირების სისტემის დანერგვა;  საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობით გადამზადებისა და სწავლების ახალი პროგრამების განხორციელება;  რეგიონის მთავრობისთვის რეგიონში საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების უფლებამოსილების დელეგირება;  ახალი უმაღლესი სასწავლებლების შექმნის ხელშეწყობა;  რეგიონის მუნიციპალიტეტებში პროფესიული სასწავლებლების შექმნის ხელშეწყობა, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნები;  მთის კანონის ამოქმედებით მაღალმთიან რეგიონებში წარმოების განვითარება, რაც გაზრდის კონკურენციას შრომის ბაზარზე;  პრიორიტეტული პროფესიების სუბსიდირება როგორც უმაღლეს, ასევე, პროფესიულ სასწავლებლებში;  ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და დანერგვის ხელშეწყობა;  საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება და სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების 66

  60. დანერგვა;  ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით საჯარო, საგანმანათლებლო და კერძო სექტორების კომუნიკაციისა თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვა. 67 IV ნაწილი - რეგიონის განვითარების გრძელვადიანი ხედვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტრატეგიული განვითარების წინამდებარე გეგმის ფარგლებში განვითარების ხედვა წარმოადგენს იმ გრძელვადიან მისწრაფებებსა და მდგომარეობას, რომლის დადგომაც ივარაუდება განვითარების სტრატეგიის, ასევე, სხვა დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შედეგად. ცხადია, მხოლოდ რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელება არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მივაღწიოთ ხედვაში დაფიქსირებულ ვითარებას. თუმცა, რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელება და დასახული სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ სასურველი მდგომარეობის დადგომას, რასაც წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილი ხედვა ითვალისწინებს. ხედვის შემუშავებისას საჭირო იყო პასუხის გაცემა შემდეგ შეკითხვებზე: რა ფაქტორები განსაზღვრავს აჭარის მომავალს და რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ გარე და შიდა ფაქტორებზე, რომ განვითარება მაქსიმალურად შედეგიანი იყოს? სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩატარებულმა ანალიზმა და დისკუსიებმა მნიშვნელოვან ფაქტორებად რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული მემკვიდრეობა, ბიზნეს გარემო და ადამიანური კაპიტალი გამოავლინა; ხოლო რეგიონული განვითარების რეალური შედეგების მისაღწევად განსახორცილებელი საქმიანობების მიმართულებებად რეგიონში არსებული გარემოს მდგრადობის უზრუნველყოფა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებადა კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნა გამოკვეთა. იგივე ანალიზმა და დისკუსიებმა აჩვენა, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქტები შეიძლება შეიქმნას ტურიზმისა და ლოგისტიკის სფეროებში, სოფლის მეურნეობა კი შეიძლება იყოს ის სფერო, რომელიც ტურიზმთან ერთად მნიშვნელოვანი როლს შეასრულებს რეგიონში შემოსავლების გაზრდაში.

  61. ხედვის, როგორც ყოვლისმომცველი, საბოლოო მიზნის მისაღწევად აუცილებელია:  მაღალი ხარისხის საცხოვრებელი პირობები, ეფექტური კომუნალური და მუნიციპალური მომსახურებით; საინტერესო სპორტული და კულტურული ღონისძიებები; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სოციალური და ჯანდაცვის, ადგილობრივი შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და ხარისხიანი განათლების სერვისები; პროფესიული და პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობები.  კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტები, ასევე, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და მომსახურების მაღალი ხარისხი; კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, პროდუქციის გადამუშვებისა და გაყიდვების ჯაჭვის განვითარება; წარმატებული და ექსპორტიორი ბიზნესების მხარდაჭერა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში ბიზნესის დაწყების მსურველთათვის ქმედითი მხარდაჭერის აღმოჩენა; 68  ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალა, რომელიც პასუხობს ეფექტიანი წარმოების მოთხოვნებს და რომლისთვისაც უზრუნველყოფილია პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;  სხვა რეგიონებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, მაღალი გამტარუნარიანობის, შეუფერხებელი საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და სერვისები;  ბუნებრივი კატასტროფების, ადამიანთა ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე შესაძლო ზიანისა და ეკონომიკური ზარალის რისკების მინიმუმამდე შემცირება; ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; განახლებადი ენერგორესურსების მაქსიმალურად გამოყენება; ცხოვრების, შრომის და დასვენებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;  სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროცესებში სამოქალაქო და კერძო სექტორის, აკადემიური წრეებისა და დონორების ჩართვა.

  62. ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული მიმართულების განხორციელება თავის წვლილს შეიტანს იმ რეალობის მიღწევაში რაც რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ითვალისწინებს. გარემო პირობებისა და აჭარის მოსახლეობის ერთობლიობით მიიღწევა ცხოვრების მაღალი ხარისხი, რაც რეგიონს გამოარჩევს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფართო რეგიონული მასშტაბით. ცხოვრების მაღალი ხარისხი იქნება ის საფუძველი, რაც აჭარას მისცემს უწყვეტი განვითარების საშუალებას და წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს აჭარის კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით. ცხოვრების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, აქ ყველას ექნება საშუალება იცხოვროს კომფორტულად და აკეთოს წარმატებული ბიზნესი, რადგან გარემო მოქალაქეებისა და ბიზნესმენების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების გძელვადიანი ხედვაა: 2030 წლისთვის აჭარა იქნება რეგიონი, სადაც გარემო და ადამიანები ქ მნიან წარმატების შესაძლებლობებს ყველასათვის. რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად ხედვა შემუშავებულია 15 წლიანი საპროგნოზო პერიოდით. 69 V ნაწილი - განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და პრიორიტეტები სტრატეგიული მიმართულება 1 - რეგიონი, მოსახლეობის გაუმჯობესებული ცხოვრების დონით ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცხოვრების არსებულ დონეზე დატოვებამ შეიძლება ეკონომიკის განვითარებას შეუშალოს ხელი, მაგრამ ეკონომიკის განვითარება აუცილებლად გამოიწვევს მის ამაღლებას. სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან შედარებით, ამ მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამებით ყველაზე მრავალფეროვანი საკითხები უნდა იქნას გადაწყვეტილი: ჯანმრთელობის დაცვა და დაავადებების პრევენცია, სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, საცხოვრისით, ტრანსპორტით და სხვა მომსახურებებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ საკითხების გადასაწყვეტად აჭარის წინაშე შემდეგი ამოცანები დგას:  ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა;  რეგიონში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს განვითარება;  რეგიონში სწრაფი და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;  ცხოვრებისა და დასვენებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;

  63. პრიორიტეტი 1.1 ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით გეგმავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში და ასევე, უზრუნველყოს განათლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება რეგიონში. ამასთან, რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტია, უზრუნველყოს აჭარის დამკვიდრება განათლების რეგიონულ ცენტრად, რომელიც უმაღლესი განათლების მისაღებად მიმზიდველი იქნება სხვა რეგიონებში მაცხოვრებელთათვის. ამოცანა 1.1.1: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება 2016-2021 წლებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იგეგმება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება როგორც არსებული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პანსიონების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ასევე, ახალი სკოლების მშენებლობა, რომელთა ნაწილშიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად საფეხურებრივი სწავლება დაინერგება (სამომავლოდ, ეს პრაქტიკა თანმიმდევრულად დაინერგება რეგიონის სხვა საჯარო თუ კერძო სკოლებშიც). 70 სასკოლო განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით რეგიონის კიდევ ერთი პრიორიტეტი სასკოლო ბიბლიოთეკების ქსელის განვითარება და არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსებაა. 2016-2021 წლებში აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები შეივსება წიგნადი ფონდით, მათ შორის, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურით, დამხმარე სახელმძღვანელოებითა და ლექსიკონებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წიგნადი ფონდის შევსებასთან ერთად, სამიზნე საჯარო სკოლებში მოხდება თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა.

  64. რეგიონში მოქმედი პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მატერიალური-ტექნიკურ ბაზის გაუმჯობესებისათვის 2016-2021 წლებში განსახორციელებელი პროგრამები და პროექტები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ამ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის შესაბამისობა თანამედროვე საუნივერსიტეტო მოთხოვნებთან და სტუდენტებისათვის განვითარებისა და ცოდნის შეძენის მრავალფეროვანი საშუალებების შეთავაზება. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ამ ინიციატივების განხორციელებით რეგიონი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს განათლების რეგიონულ ცენტრად დასამკვიდრებლად. კერძოდ, შესაბამისი პროგრამებით შემდეგი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ისარგებლებენ: (ა) სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (2016-2020 წლებში იგეგმება უნივერსიტეტსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მათ შორის, ძირითადი სასწავლო კორპუსის ინფრასტრუქტურის, ორგანიზაციული ტექნიკის, ლაბორატორიული მოწყობილობის, საოფისე ინვენტარისა და ავეჯის, საბიბლიოთეკო ფონდის) სრულად განახლება); (ბ) სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი-ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ (2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების მოწყობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, აკადემიაში არსებული სასწავლო სიმულატორების განახლება და ახალი სიმულატორების შეძენა, ხოლო 2020 წლისთვის აკადემიის სასწავლო - ტექნიკური ბაზის სრულად განახლება); (გ) სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ (2020 წლისთვის იგეგმება სასწავლო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური და სასწავლო ბაზის მოწესრიგება); (დ) სსიპ „ბათუმის პროფესიული კოლეჯი“ (2017-2018 წლებში იგეგმება სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტექნიკური და სასწავლო ბაზის განვითარება).

  65. ამოცანა 1.1.2: ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის განათლების ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფაა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ცალკეული საგნებისა და დისციპლინების სწავლების მხრივ რეგიონის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტი შეიქმნა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში კონკურსის წესით მასწავლებლების შერჩევას და მიმაგრებას შესაბამის სკოლებში, სადაც შერჩეული პედაგოგები სხვადასხვა საგნებს ასწავლიან დაახლოებით 3000 მოსწავლეს. 71 განათლების ხარისხის გაზრდის მხრივ რეგიონი მიზნად ისახავს მოსწავლეთა შორის კონკურსების, ოლიმპიადების და სწავლის წახალისების სხვა ღონისძიებების უზრუნველყოფას. ამას გარდა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ 2016-2019 წლებში უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 9000 მასწავლებელი გადამზადდება. პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეს ინიციატივა, რეგიონის საჯარო სკოლებში გარდა განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა, ასევე, შეუწყობს ხელს მასწავლებლებს სერტიფიცირების წარმატებით გავლასა და პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვაში. ამავე ინიციატივის ფარგლებში სასკოლო დაწესებულების ეფექტური მართვაში გადამზადდება რეგიონში არსებული სკოლების ადმინისტრაციისა და პერსონალის დაახლოებით 950 წარმომადგენელი.

  66. ამოცანა 1.1.3: აჭარის მაცხოვრებელთათვის საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობათა უზრუნველყოფა რეგიონში კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის ფორმირების მიზნით 2016-2021 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო მხარს დაუჭერს საქართველოსა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურებზე აჭარის მაცხოვრებელთა სწავლებას. საქართველოს უნივერსიტეტებში შესაბამისი პროგრამით 2020 წლის ბოლოსთვის დაახლეობით 3000 სტუდენტი ისარგებლებს. ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, ასევე, მაღალმთიანი აჭარიდან. რეგიონის მთავრობის ინიციატივით ასევე განხორციელდება საზღვარგარეთ სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლება უცხოერთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. საზღვარგარეთ სტაჟირების პროგრამა, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდება, მიზნად ისახავს უზრუნველყოს პერსპექტიული კადრების სტაჟირება 6-დან 7 თვემდე ვადით ევროპის ქვეყნებში. ამასთან, სტაჟირების პროგრამის პრიოროიტეტი განათლება და კულტურაა. ამოცანა 1.1.4: ინკლუზიური და პროფილური განათლების ხელშეწყობა 2016-2021 წლებში რეგიონის განათლების დარგის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინკლუზიური და პროფილური განათლების ხელშეწყობაა. კერძოდ, შესაბამისი პროგრამების ფარგლებში იგეგმება სკოლებში უცხო ენების, ფიზიკა-მათემატიკის, ასევე, სხვა პრიორიტეტული საგნების გაძლიერებული, ინტენსიური სწავლება თანამედროვე და აპრობირებული მეთოდებით. ასევე, ხელი შეეწყობათ ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარების გამო სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში სათანადო ხარისხის განათლების მიღებისათვის შესაბამისი პირობების შექმით.

  67. ამოცანა 1.1.5: კულტურის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კულტურის სფეროში რეგიონის ძირითადი პრიორიტეტია კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, აჭარის მთავრობა რესპუბლიკური ბიუჯეტის 10 პროცენტზე მეტს მიმართავს კულტურის მხარდაჭერის ღონისძიებებზე, რაც მაღალი მაჩვენებელია საქართველოს დანარჩენ 72 რეგიონებთან, ასევე, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. დარგში დასახული ამოცანების მისაღწევად რეგიონი უზრუნველყოფს როგორც კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციას, ასევე, კულტურის სფეროში მოქმედი ინსტიტუტების მხარდაჭერას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და კულტურისა და ხელოვნების დარგში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის თანმიმდევრულ ზრდას. 2016-2021 წლებში კულტურის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საქმიანობები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:  რეგიონში მოქმედი ყველა მუზეუმისა და გალერეის ინფრასტრუქტურის აღდგენა, სამუზეუმო ექსპონატების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და ესპონატების აღრიცხვა-პასპორტიზაციის ჩატარება;  რეგიონის სპეციფიკასა და საჭიროებებზე მორგებული მუზეუმებისა და გალერეების მართვის თანამედროვე მოდელების შემუშავება და დანერგვა; ასევე, კულტურული ინსტიტუციების მიერ მომხმარებელებისათვის მომსახურების გაწევის თანამედროვე მოდელების დანერგვა;  აჭარაში მოქმედი კულტურის დარგის ორგანიზაციების მოდერნიზება, მათი სათანადოდ აღჭურვა, ორგანიზაციული მართვის თანამედროვე მოდელების შემუშავება და დანერგვა. კულტურის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები, ასევე, იგეგმება მუნიციპალურ დონეზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები უზრუნველყოფენ როგორც ქალაქებსა და დაბებში, ასევე, სოფლებში არსებული კულტურის სახლებისა და ბიბლიოთეკების თანმიმდევრულ რეაბილიტაციას და სათანადოდ აღჭურვას აუცილებელი ინვენტარით, რათა მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი იყოს კულტურული და სულიერი განვითარების შესაძლებლობები, ხოლო დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცეთ, დაეუფლონ ხელოვნებისა და კულტურის ცალკეულ დარგებს.

  68. ამოცანა 1.1.6: სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლება და ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდება გართულებულია. ამდენად, ადგილზე სამედიცინო პერსონალის ყოფნა მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც განაპირობებს მუნიციპალიტეტებში ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზებისა და დასაქმებული ექთნების სისტემატური კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას. ივარაუდება, რომ დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებით არსებითად გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სერვისები და მობილურობა. სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრებით მუნიციპალიტეტების სოფლის მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჰოსპიტალურ მომსახურებას გასწევენ კერძო საკუთრებაში მყოფი ჰოსპიტალები, აუცილებლია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობაში 73 გავრცელებული დაავადებების გათვალისწინებით ჰოსპიტალებში უზრუნველყოფილი იყოს, როგორც მწვავე, ასევე, გეგმიური პაციენტებისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება. ამდენად, 2016-2021 წლებში ჯანმრთელობის დაცვის დარგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონში არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისწვდომობის შენარჩუნებაა. სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და რეგიონის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტი შემდეგ ხუთ ქვეპრიორიტეტად იყოფა:  სოფლად პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა;  სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა;  სოფლად დასაქმებული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;  საექიმო კადრების სოფლებში დამაგრება სოფლის ექიმისათვის დამატებითი შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფით;  გეოგაფიული ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება მუნიციპალიტეტებში ჰოსპიტალური მომსახურების შენარჩუნებითა და სრულყოფით.

  69. რეგიონისათვის ასევე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების როლის გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მართვაში. სამედიცინო სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით 2106- 21021 წლებში რეგიონის ერთ-ერთი ძირითადი პრიოროტეტი სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის მოსახლეობისათვის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვაა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორცილებას, რომლებითაც იფარება როგორც მედიკამენტების შეძენის ხარჯები, ასევე, პაციენტთა ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება. რეგიონის სამედიცინო მომსახურებების ბენეფიციართა სხვა კეტეგორიები, ასევე,მოიცავს სტიქიის/კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. 2016-2021 წლებში რეგიონის მოსახლეობისათვის ან მისი ნაწილისათვის უზრუნველყოფილი იქნება ფინანსური ხელმისაწვდომობა შემდეგ სამედიცინო მომსახურებებზე:  ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა;  გულის ქირურგია;  სახსრების ენდოპროტეზირება;  მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება; 74  ცალკეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება;  ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარაში არსებული თითოეული თვითმმართველი ერთეული შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამატებით ასევე შესთავაზებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ იფარება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ან/და რეგიონული პროგრამებით.

  70. ამოცანა 1.1.7: სამედიცინო და სოციალური დაცვის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რაც შეეხება, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საშუალოვადიან პერსპექტივაში იგეგმება შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება:  ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოოგის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის” შენობის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომელიც დონორი ორგანიზაციის - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (T IKA) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდება;  ქ.ბათუმში ახალი მრავალფუნქციური და მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, განხორციელდება დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება უცხოეთის კლინიკებში. დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომ მომსახურებას შესთავაზებს. ამოცანა 1.1.8: სოციალური დაცვის სერვისების განვითარება 2016-2021 წლებში რეგიონის ძირითადი პრიორიტეტი სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფის კუთხით მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაშიშემდეგი მომსახურებები იქნება ხელმისაწვდომი:  ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია;  სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია;  ბავშვთა ადრეული განვითარება;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია.

  71. ამას გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის შემდეგ ღონისძიებებს:  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა;  სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა. 75 რეგიონში, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მიზნობრივი ჯგუფების ერთჯერადი მატერიალური დახმარების შემდეგი მომსახურებები:  100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება;  ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება;  2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება. მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეგიონი, ასევე, თავშესაფრით უზრუნველყოფს მიუსაფარ დედებს და ბავშვებს. სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მსგავსად, რეგიონის თითოეული თვითმმართველი ერთეული შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე შესთავაზებს სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების ისეთი სერვისების პაკეტს, რომელიც არ არის მოცული სოციალური დაცვის სახელმწიფო ან/და რეგიონული პროგრამებით. ამოცანა 1.1.9: ინფრასტრუქტურის განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები, რეგიონში მოქმედი დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის.

  72. ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების, შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობებისა და ნაგებობის, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს, უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ობიექტისა და საშუალების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებთან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამის პირობებს, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით. ასევე, შემდგომი წლების განმავლობაში როგორც რესპუბლიკური, ასევე, თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან სპეციალური ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით. ამასთან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, ასევე, რეგიონის მთავრობა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შეზღუდული 76 შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალურ-საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევას დადგენილი წესითა და პირობებით. პრიორიტეტი 1.2 - რეგიონში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს განვითარება ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და დამკვიდრება უმნიშვნელოვანესია რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცებისა და ავადობის შემცირებისათვს. მრავალი დაავადების პრევენცია შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების ამაღლებით. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არსებული დემოგრაფიული და სოციალური გამოწვევების პირობებში. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ასევე გულისხმობს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მართვისა და პრევენციის შესაძლებლობათა უზრუნველყოფას. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში სარეკრეაციო ზონების განვითარების ხელშეწყობა.

  73. ამოცანა 1.2.1. სარეკრეაციო ზონებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება და თვითმმართველი ერთეულები უზრუნველყოფენ მოსახლეობის ფიზიკური აღზრდისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტული მოედნებისა და კომპლექსების) მშენებლობასა და არსებული ნაგებობებისა და ინფრასტრუტურის თანმიმდევრულ რეაბილიტაციას, ასევე, სპორტული კომპლექსების აღჭურვას სათანადო ინვენტარით, სპორტული კლუბებისა და წრეების მხარდაჭერას. ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურით. რეგიონის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები ასევე მოიცავს კერძო სექტორთან თანამშრომლობით სარეკრეაციო ზონების განვითარების, ასევე, რეგიონის დასახლებებში მწვანე საფარის ზრდის ხელშეწყობას. ამოცანა 1.2.2. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა რეგიონში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის რეგიონულ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს რამდენიმე პრიორიტეტი ექნებათ შემდგომი წლების განმავლობაში. ეს პრიორიტეტები მოიცავს:  ჯანსაღი ცხოვრების წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას;  მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის შესაძლებლობათა უზრუნველყოფას;  მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებისა და წამლების ბოროტად გამოყენების შემცირებას. დასახული ამოცანების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება ეფექტური საკომუნიკაციო არხების გამოყენება მოსახლეობისა და მისი ცალკეული სამიზნე ჯგუფების (მათ შორის, ახალგაზრდების) ცნობიერების ასამაღლებლად და ასევე სათანადო სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ქსელის შექმნა.

  74. ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისათვის აჭარის მთავრობა ორგანიზებას გაუწევს ან მხარს დაუჭერს როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებითი ინიციატივების განხორციელებას, ასევე, რეგიონში მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარებას. აჭარის სკოლებს შორის 77 ჩატარებული სპორტულ შეჯიბრებათა გამარჯვებულებისა და აქტიური სკოლებისთვის დაწესდება წამახალისებელი ჯილდოები. სასკოლო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინიციატივცების გარდა, რეგიონში ასევე მოეწყობა სპორტული ღონისძიებები მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის. პრიორიტეტი 1.3 - რეგიონში სწრაფი და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა მოსახლეობის მობილობის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის კონკურენტუნარიანობისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. მობილობა ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებში ეკონომიკის გააქტიურებასა და არსებული პოტენციალის გამოყენებას. ამ მიზნით აქტივობები მიმართული უნდა იყოს ბათუმთან მუნიციპალური ცენტრებისა და სოფლების კავშირების გასაუმჯობესებლად. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად საჭიროა შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის განვითარებაც. ორივე მიმართულებით პროექტები გონივრული და გარემოსადმი მეგობრული ხასიათის იქნება. ამოაცანა 1.3.1. მდგრადი ურბანული საგზაო ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარება 2020 წლისთვის აჭარაში არსებული ყველა გზის საფარი იქნება მოასფალტებული ან ბეტონის საფარით დაფარული. გზის საფარის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა გაიზრდება ერთი წლით. ამოცანა 1.3.2. რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის სამგზავრო გადაზიდვების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ოპერატორებთან ერთად მომზადდება რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის სამგზავრო გადაზიდვების ერთიანი სქემა. მგზავრებს საშუალება ექნებათ ინტერნეტით მიიღონ ინფორმაცია ავტობუსების მოძრაობის განრიგის შესახებ. იმოქმედებს ერთიანი ბილეთი, რომლის საშუალებითაც მგზავრებს შეეძლებათ იმგზავრონ როგორც მუნიციპალური ტრანსპორტით, ისე მუნიციპალიტეტებს შორის მოძრავ ავტობუსებზე.

  75. პრიორიტეტი 1.4 - ცხოვრებისა და დასვენებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა რეგიონში ცხოვრებისა და დასვენებისათვის უსფრთცო გარემოს შექმნა უპირატესად მოითხოვს დაავადებებათა პრევენციის ისეთი სისტემის შექმნასა და განვითარებას, რომელიც მიზანმიმართული იქნება დაავადებათა გავრცელების რისკების ეფექტიან მართვაზე, ასევე, რეგიონის მოსახლეობაში დაავადებათა პრევენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და მოზარდ თაობაში ჯანსაღი უნარ–ჩვევების დამკიდრებაზე. რეგიონში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ასევე მოითხოვს ეკოლოგიური სტანდარტების დაცვასა და გარემოს დაბინძურების პრევენციას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის რესურსების დაცვითა და რაციონალური გამოყენებით, ატმოსფერული ჰაერის უსაფრთხო მდგომარეობის შენარჩუნებით და, ასევე, რეგიონის ტყეების კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებითა და გაუმჯობესებით. რეგიონისათვის ასევე პრიორიტეტულია ბუნებრივი კატასტროფების, ადამიანთა ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე შესაძლო ზიანისა და ეკონომიკური ზარალის რისკების მინიმიზაცია. 78 ამოცანა 1.4.1: დაავადებებათა პრევენცია 2016-2021 წლებში ერთ-ერთი უმთავრესი საშუალოვადიანი პრიორიტეტი რეგიონში დაავადებათა პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნა და წარმოქმნილ საფრთხეებზე დროული რეაგირებაა. ამასთან, ავტონომიური ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვისა და შემცირების კონკრეტული ამოცანების განხორციელებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს.

  76. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის მოსახლეობაში საინფორმაციო- საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას დაავადებათა პრევენციის საკითხებზე, ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ჯანსაღი უნარ–ჩვევების დამკიდრებას. პრევენციულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ მოსახლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შესაბამისი რისკების მართვისათვის. რეგიონის ავადობის სტრუქტურაში წამყვანი ადგილი კარდიოვასკულარულ და ენდოკრინულ დაავადებებს უჭირავს, რომელთა პრევენცია შესაძლებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით. ამასთან, სამედიცინო- პროფილაქტიკური შემოწმება აჭარის მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში დაავადებებისა და მდგომარეობების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა, რაც დროული და სწორი მართვის შემთხვევაში, განაპირობებს დაავადებათა გართულებებისა და ქრონიზაციის თავიდან აცილებას. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოცემული ამოცანა ითვალისწინებს შემდეგი ხუთი ძირითადი ქვეამოცანის განხორციელებას:  გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;  შერჩეულ სამიზნე ჯგუფში (რეგიონის სკოლისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, სარეიტინგო ქულის მქონე ორსულები, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა, მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში დაბადებული ახალშობილები) სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევების განხორციელება დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით;  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების თანაგადახდის უზრუნველყოფა;  იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა.  სახელმწიფო სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა შეკრება და სისტემატიზაცია.

  77. დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის მიმართულებით 2106-2021 წლებში რეგიონის ძირითადი პრიორიტეტული ღონისძიებებია: 79  ეპიდზედამხედველობის განხორციელება, ეპიდსიტუაციის მართვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა;  მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში;  C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა;  ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში;  კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში;  სმენის სკრინინგი ახალშობილებში. ამოცანა 1.4.2: ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა და გარემოს დაბინძურების პრევენცია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს შენარჩუნება და გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა რეგიონის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ისევე, როგორც რეგიონში მოქმედი გარემოსდაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტია. ამ მხრივ რეგიონში შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება იგეგმება:  წყლის რესურსების დაცვა და რაციონალური გამოყენება მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;  ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის ატმოსფერული ჰაერის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევა, შენარჩუნება და გაუმჯობესება;  ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ამდენად, რეგიონში განხორციელდება ზღვის სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დამაბინძურებელი ყველა ობიექტის მონიტორინგი და ჩამდინარე წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მავნე ნივთიერებათა ჩაშვების მინიმიზაცია. დამსვენებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე, განხორციელდება აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე საბანაო წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების განგრძობადი მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შეგროვებული მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა შემდგომი რეგირებისათვის.

  78. ეკოლოგიური სტადარტების დაცვისა და გარემოს დაბინძურების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რაც რეგიონული უწყებებისაგან, ასევე, გარემოსდაცვითი ორგანზიაციებისაგან მოითხოვს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციის გაძლიერებას და მოსახლეობასთან რეგულარული კომუნიკაციის საშუალებებისა და არხების შექმნას. ამდენად, გარემოსდაცვითი საკითხებზე მომუშავე თითოეულმა დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის საინფორმაციო საჭიროებების განსაზღვრა, ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების ეფექტური არხებისა და საშუალებების შერჩევა და მოსახლეობასა და დაინტერესებულ მხარეებთან უკუკავშირის მექანიზმების დანერგვა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის ხელისუფლება ფოკუსირებული იქნება სხვა საჯარო ორგანოებთან, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესთან 80 პარტნიორობის განვითარებაზე, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს უკეთესი კოორდინაცია ცალკეული ინიციატივების განხორციელებაში და ურთიერთდახმარების გაწევა საერთო სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულებაში. ამოცანა 1.4.3: ბუნებრივი კატასტროფების, ადამიანთა ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე შესაძლო ზიანისა და ეკონომიკური ზარალის რისკების მინიმიზაცია 2016-2021 წლებში რეგიონის ხელისუფლება, ასევე, სხვა დაინტერესებული უწყებები და ორგაიზაციები გარემოს ინტეგრირებული მართვის პრინციპების გათვალისწინებით უზრუნველყოფენ ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროს კონტროლსა და ზედამხედველობას, რეგიონში არსებული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების შეფასებას, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი მავნე ზემოქმედების პრენეციასა და მოსახლეობის ინფორმირებას იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც იწვევენ საშიში ქიმიური ნივთიერებები.

  79. ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანთა ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე შესაძლო ზიანისა და ეკონომიკური ზარალის რისკების მინიმიზაციის მიზნით რეგიონში გასატარებელი ღონისძიებები მოიცავს:  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საშიში (სტიქიური) გეოლოგიური პროცესების შესწავლას, საშიში გეოლოგიური მოვლენების პროგნოზირებასა და საინფორმაციო-საცნობარო მონაცემთა ბაზის შექმნას;  გარემოსდაცვითი რისკების შესახებ ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას;  ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე არსებული ეროზირებული და ეროზიის საფრთხის წინაშე მყოფი ფართობების განაშენიანებას;  აჭარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განვითარებული აბრაზიული პროცესების შეჩერებას, რათა სანაპირო ზოლი დაცული იყოს წარეცხვისაგან. ამოცანა 1.4.4: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების დანერგვა შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის ხელისუფლება სხვა დაინტერესებულ უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეცდება აჭარაში სრულად დანერგოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, რაც თავის მხრივ უზრუინველყოფს მომხმარებელთა შემდეგი საბაზისო და დამხმარე უფლებების დაცვას:  საქონლის უსაფრთხოების/უვნებლობის უფლება;  ეკონომიკური ინტერესების დაცვის უფლება;  საქონლის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;  შეძენილი საქონლის ნაკლის გამოსწორების უფლება;  არასათანადო ხარისხის საქონლის ან მომსხურების შეძენის შედეგად ზიანის ანაზღაურების უფლება;  სამომხმარებლო განათლების უფლება;  სამომხმარებლო გაერთიანებების-ორგანიზაციების შექმნის უფლება;  მომხმარებლების დაცვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობის უფლება.

  80. 81 ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, რეგიონის ხელისუფლება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს კანონდებლობის მოთხოვნათა განუხრელ შესრულებას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პრიორიტეტი 1.5: მუნიციპალური და კომუნალური მომსახურებების განვითარება რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ერთერთი განმსაზღვრელი წინაპირობას მუნიციპალური და კომუნალური მომსახურების ხარისხი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური და კომუნალური მომსახურებების ხარისხი, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე არა მარტო რეგიონის ურბანული ცენტრებში, არამედ სოფლის ტიპის დასახლებებში. ასევე, გარდა ეკონომიკური განვითრებისა, თავის მხრივ, გამართული კომუნალური ინფრასტრუქტურის არსებობა ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და გარემოზე ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია, თვითმმართველობის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს ხარისხიანად და თანაბრად მიაწოდოს მუნიციპალური სერვისი, სადაც მიწოდებული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ხარისხის იმ მაჩვენებელს, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასევე, მნიშვნელოვანია იმ კომუნალური სერვისების ხარისხიც, რომლებიც არ შედის თვითმართველობის კომპეტენციის სფეროში, თუმცა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოქალაქეთა ცხოვრების დონეს. შესაბამისად, რეგიონის მთელ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი მუნიციპალური და კომუნალური მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვის მდგრადი სისტემის დანერგვა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნილებებს, რეგიონის ერთერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექ ტების განხორციელება უკვე დაწყებულია, რის საფუძველზეც რეგიონში გეგმაზომიერად განხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

  81. ამოცანა 1.5.1: წყალმომარაგებისა, წყალარინების და საკანალიზაციო ქსელის განვითარება ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით მეტნაკლებად მოწესრიგებული წყალმომარაგებისა, წყალარინების და საკანალიზაციო სისტემები არსებობს მხოლოდ რეგიონის ქალაქებში (ბათუმი და ქობულეთი), სადაც ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები ზემოხსენებული სისტემების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით. გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური დახმარების ფარგლებში უკვე განხორციელებულია ქ. ბათუმის და ქ. ქობულეთის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამი ფაზა. 82 2016-2021 წლებში, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა რეგიონში წყალმომარაგების, წყალარინებისა და საკანალიზაციო ქსელის განვითარება და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებაა. ამ მხრივ, იგეგმება ბათუმსა და ქობულეთში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესის გაგრძელება. შედეგად, 2019 წლისათვის რეგიონის ქალაქები, მ.შ. ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიები, სრულად იქნება უზრუნველყოფილი თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებით, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლის უწყვეტ მიწოდებას და საკანალიზაციო სისტემის გამართულ მუშაობას. ასევე სრულად განხორციელდება რეგიონის ურბანულ ცენტრებში აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში დასრულდება ჩაქვის წყალსადენი მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია. ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების პარალელურად, განხორციელდება წყალარინების (სანიაღვრე) არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და გაფართოება, სანიაღვრე წყლების გადამქაჩი, კომბინირებული სატუმბი სადგურების და სანიაღვრე წყლების პირველადი ნაკადის მიმღები ავზების მშენებლობა.

  82. 2013 წელს გერმანიის განვითარების ბანკსა (KfW) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის“ პროექტის განხორციელების თაობაზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის დაბებსა და სასოფლო ტიპის დასახლებებში წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა- შეფასების (Feasibility Study) განხორციელება. აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რეგიონის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დასრულდება 2017 წელს. წინასწარი კვლევის მიზანს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო და სადაბო ტიპის დასახლებებში, წყალმომარაგების, წყალარინებისა და საკანალიზაციო სისტემების მდგომარეობის შეფასება და მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრა. ჩატარებული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება რეგიონის სასოფლო და სადაბო ტიპის დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის მიზნით შესასრულებელი სამუშაოების დაზუსტებული მოცულობა და შემუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა. გარდა აღნიშნული სისტემების ტექნიკური რეაბილიტაციისა, ასევე დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მართვის ოპტიმალური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მუნიციპალიტეტებში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მდგრად და გეგმაზომიერ განვითარებას. ამოცანა 1.5.2: ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის განვითარება 83 მოსახლეობისთვის უწყვეტი და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს.

  83. ამ მიზნით, მომავალ საშუალო ვადიან პერიოდში, კერძო და სახელმწიფო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით დაგეგმილია რეგიონის მოსახლეობის სრული ინდივიდუალური გამრიცხველიანება რეგიონის სასოფლო ტიპის დასახლებებში. ასევე, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის ამაღლების მიზნით, კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობით, იგეგმება ელექტროგამანაწილებელი ქსელის მ.შ. ელექ ტრო გადამცემი ხაზების, ეტაპობრივი რეაბილიტაცია. ამოცანა 1.5.3: გაზიფიცირების ინფრასტრუქ ტურის მშენებლობა რეგიონში და ბუნებრივი აირის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ამ ეტაპზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხორციელდება მხოლოდ რეგიონის ურბანულ ცენტრებში. ქ. ქობულეთი, ქ . ბათუმი და ნაწილობრივ (დაახლოებით 20-30%) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სასოფლო ტიპის დასახლებებში არ არსებობს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. რეგიონის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაზიფიცირება, მათი რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ფერხდება. 2016-2021 წლებში, რეგიონის სრული გაზიფიცირება ერთერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით აჭარის ა.რ. მთავრობისა და აჭარის ა.რ. მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორთან და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, შემუშავდება რეგიონის სრული გაზიფიცირების პროექტი და დაიწყება რეგიონის სასოფლო ტიპის დასახლებებში მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ასევე, მაღალმთიანი დასახლებებში ბუნებრივი აირის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შემუშავდება მოსახლეობისათვის გაზის მიწოდების ოპტიმალური მოდელი, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის სასოფლო ტიპის დასახლებებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ბუნებრივ რესურსებზე ანთროპოგენული ზემოქმედების შემცირებას.

  84. ამოცანა 1.5.4: ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და ინფრასტრუქტურის განვითარება დღესდღეობით აჭარაში არ არსებობს სანიტარული ნაგავსაყრელი. წარმოქმნილი ნარჩენები თავსდება ორ - ბათუმის და ქობულეთის ნაგავსაყრელებზე. არსებული ნაგავსაყრელები არც პროექტირებით და არც სანებართვო მონაცემებით არ შეესაბამება სტანდარტებს და ასევე არ აკმაყოფილებს ნაგავსაყრელისთვის საჭირო გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ მოთხოვნებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. 84 მიმდინარე ეტაპზე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხორციელდება პროექტი ,,მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ახალი, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი, სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის აშენდება და ქ. ბათუმსა და ქ. ქობულეთში კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელების დახურვა/კონსერვაცია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილია ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა და ექსპლოატაციისათვის საჭირო მატერიალურ- ტექნიკური საშუალებების, დანადგარ მოწყობილობების და მოძრავი ტექნიკურ საშუალებების შეძენა. ასევე დაგეგმილია, ამჟამად ექსპლუატაციაში არსებული ნაგავსაყრელების დახურვა/კონსერვაცია. ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა, რომლის საექსპლუატაციო ვადა 35 წელს შეადგენს, დაგეგმილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში - ქ. ბათუმიდან 40 კმ-მანძილზე, შესაბამისად იგეგმება ბათუმთან ახლოს ნარჩენების შუალედური გადამტვირთავი სადგურის მოწყობა.

  85. ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2016 წლის ბოლოს. დაგეგმილია ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისთვის გამოყოფილი 32 ჰა და ბუფერული გამწვანების ზონის 8 ჰა ფართობების მიწის მოსარგებლეებზე - საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნული პროექტის განხორციელების ფარგლებში, ახალ სანიტარულ ნაგავსაყრელ პოლიგონზე, 2017 წელს, დაგეგმილია ნარჩენების დამხარისხებელი ხაზის მოწყობა, რაც ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, შექმნის სათანადო შესაძლებლობას ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის განვითარებისათვის. მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე დაგეგმილია ინერტული ნარჩენების განთავსების ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. ასევე იგეგმება, სახიფათო ნარჩენების გადამუშავების სისტემების სრულყოფა და ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დიდი მასშტაბის ინსერინაციის უბნის მოწყობა. გარდა ზემოხსენებული პროექტისა, ავტონომიურ რესპუბლიკაში 2014 წლის მარტიდან ხორციელდება პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“(WMTR) კახეთსა და აჭარაში’’, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ქალაქ ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის გეგმების მომზადება და ხულოს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების ფარგლებში კურორტ ბეშუმის არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვისა და კონსერვაციის სამუშაოების განხორციელება. ასევე აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებით 2019 წლის დასაწყისიდან ადგილობრივი მმართველობითი ორგანოები ვალდებული არიან ეტაპობრივად დანერგონ ნარჩენების დახარისხების სისტემა. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება ნარჩენების დახარისხების სისტემის

  86. 85 დასანერგად პილოტური პროექტების განხორციელება და მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვებისა და გატანის მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება. მომდევნო წლებში, გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით, იგეგმება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქტიური საინფორმაციო და სააგიტაციო კამპანიების წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების მართვის მდგრადი და ეფექტიანი სისტემის დანერგვას რეგიონში. 86 სტრატეგიული მიმართულება 2 - რეგიონი, სადაც გაზრდილია ბიზნესის წარმოებისა და დასაქმების შესაძლებლობები მაკროეკონომიკური მონაცემების მიხედვით აჭარა საქართველოს ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია. ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და ენერგეტიკა ძირითადი სექტორებია, რომლებიც ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ბიზნეს გარემოსთან ერთად ეკონომიკის განვითარების არსებულ დონეს განაპირობებს. ქვეყანაში რეგიონის პოზიციის შესანარჩუნებლად და შავი ზღვის აუზის ქვეყნების მასშტაბით კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, აღნიშნული სექტორების მხარდაჭერასთან ერთად, რეგიონის სპეციალიზაცია სხვა სექტორებშიც არის საჭირო. წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების გაზრდაც. ეს მიღწეული უნდა იყოს რეგიონში არსებული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებითა და ბაზრის საჭიროებებთან ადაპტაციით. მიუხედავად იმისა, რომ განათლება ზრდის დასაქმების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს დასაქმების გარანტიას. ამდენად, მნიშვნელოვანი იქნება ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა.

  87. ამ საკითხების გადასაწყვეტად შემდეგი ამოცანები იქნება გადასაჭრელი:  მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;  ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და ხარისხის განვითარება;  კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, პროდუქციის გადამუშავებისა და გაყიდვების ჯაჭვის განვითარება;  რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარება. პრიორიტეტი 2.1 - მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში აგრობიზნესის განვითარების საკითხები განხილულია აჭარის სოფლად განვითარების სტრატეგიაში. რეგიონში მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებაში ლოკომოტივი ბათუმი და ქობულეთია. კომპანიების უმრავლესობაც ამ ქალაქებშია კონცენტრირებული. ისინი დადებით გავლენას ახდენენ აჭარის დანარჩენ ტერიტორიაზე ინვესიტიციების მოზიდვაში. თუმცა, ეკონომიკის არსებული სექტორები საკმარისი არის არის საერთაშორისო დონეზე ეფექტური კონკურენციისთვის. ახალი სექტორების ნაკლებად განვითარების ერთ-ერთი მიზეზი აჭარაში ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუტებისა და პროგრამების სიმცირეა. საინფორმაციო, საკონსულტაციო, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა, აგრეთვე, ბიზნესინკუბაციის პროცესი აუცილებელია მათი განვითარებისათვის, საჭიროა მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იყოს რეგიონის მასშტაბით. აჭარის ხელისუფლება, საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ინოვაციური ბიზნესების განვითარებასაც. ამოცანა 2.1.1: ბიზნეს ორგანიზაციების თანამშრომლობისა და კოოპერაციის ხელშეწყობა რეგიონის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციების ინტენსიური თანამშრომლობა და ქსელური მუშაობაა. დღეისათვის ბიზნესების კოოპერაცია გავრცელებული მოვლენაა გლობალურ ეკონომიკაში, თუმცა, კერძო სექტორის ქსელური მუშაობა არასათანადოდ არის განვითარებული აჭარაში. ძალზე დაძაბული კონკურენციის პირობებში რეგიონის

  88. 87 კომპანიებს დამოუკიდებლად გაუჭირდებათ თავისი მიზნების მიღწევა. ამდენად, შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც რეგიონის ხელისუფლების, ასევე, ადგილობრივი ბიზნეს სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შემდეგი საკითხების გადაწყვეტას უნდა შეეწყოს ხელი:  კლასტერების შექმნისა და მათი განვითარების ხელშეწყობა;  ბიზნესისათვის დახმარების გაწევა ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და წარმოებაში;  საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება;  თვითმმართველობების, ბიზნესების, მეწარმეობის ხელშემწყობი ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა მეწარმეებისა და სოციალური საწარმოების თანამშრომლობის ქსელების შექმნაში;  შემოქმედებითი და ინოვაციური ბიზნესების მხარდამჭერა.  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერა. ამოცანა 2.1.2: ბიზნესისა და საჯარო ხელისუფლების თანამშრომლობა აჭარში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და გასაღების ბაზრების მოძიებისათვის მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მრავალფეროვანი პროდუქციას აწარმოებს, მომხმარებლების (მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების) ცნობიერება აჭარაში წარმოებული პროდუქციის შესახებ საკმაოდ დაბალია და შესაბამისად, მოთხოვნაც პროდუქციაზე არ არის მაღალი. იმის გარდა, რომ მომხმარებლებს არა აქვთ საკმარისი ინფორმაცია რეგიონში წარმოებული პროდუქციის შესახებ, არ არის ადგილები, სადაც მათი შეძენა მუდმივად იქნება შესაძლებელი და ხშირად პროდუქციას არა აქვს ისეთი სასაქ ონლო სახე, რაც პროდუქციის გაყიდვას შეუწყობს ხელს. ამდენად, მომდევნო წლების განმავლობაში რეგიონმა შემდეგი საკითხების წარმატებით გადაჭრა უნდა უზრუნველყოს:  რეგიონში წარმოებულ პროდუქციაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა ინტერნეტის, ასევე, სხვა საინფორმაციო და საკუმუნიკაციო არხების მეშვეობით;  აჭარაში წარმოებული პროდუქციის წარდგენის ხელშეწყობა როგორც რეგიონსა და ქვეყანაში, ასევე, საზღვარგარეთ ორგანიზებულ გამოფენებზე;  რეგიონში წარმოებული პროდუქციის შეფუთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის, IFS და BRC) დანერგვაში დახმარების გაწევა.  აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ცენტრების შექმნა, სადაც დაინტერესებულები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ფინანსებზე, ბიზნესგეგმაზე, მარკეტინგზე, არსებულ კანონებზე, გადასახადებზე, შრომის კანონმდებლობაზე და ა.შ. (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტითაც) და კონსულტაციებს ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო, რეგიონული და მუნიციპალური პროგრამების, ფინანსური რესურსების და ღონისძიების შესახებ;  კერძო და საჯარო სექტორების ბიზნეს წინადადებების კატალოგის მომზადება და გაცნობა ყველა დაინტერესებულისთვის

  89. ამოცანა 2.1.3: აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო მეწარმოების მხარდაჭერა სამეწარმეო სექტორი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკის განვითარებაში. ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, 88 თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. კერძო სექტორის განვითარების და განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასევე ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში - საქართველო 2020. ამასთან შემუშავებულია საქართველოს მცირე და საშუალი მეწარმოების განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისათვის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) აქტიური თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ-ის) მხარდაჭერით. აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოხდეს აჭარაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პ რობლემების იდენტიფიცირება, სექტორული კვლევა და შემდგომში მცირე და საშუალო მეწარმოების მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ფინანსებისადმი ხელისაწვდომობას, სამეწარმეო უნარების განვითარებას, ექსორტის ხელშეწყობას და სხვა. ა მ ოცანა 2.1.4: გამოუყენებელ საწარმოო ტერიტორიებსა და შენობებში ინვესტიციების მოზიდვა და კაპიტალდაბანდებისათვის მათი მიმზიდველების ამაღლება რეგიონის ეკონომიკის ტრანსფორმაციამ და ეკონომიკის განვითარების არსებულმა დონემ გამოუყენებელი ტერიტორიები და შენობები გააჩინა, როგორც ურბანულ ტერიტორიებზე, ისე სოფლად. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების ეკონომიკური და სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენება მათ გაწმენდასა და მოწესრიგებას მოითხოვს. ამასთან, ზოგიერთი მათგანზე ინფრასტრუქტურის რეაბილიატაციაა საჭირო, რათა ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორების მოთხოვნებს პასუხობდეს. შესაბამისი აქტივობები კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. ამ პრიორიტეტის შესასრულებლად შემდეგი ინიციატივები განხორციელდება:  ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული იმ ტერიტორიების შემდგომი გაუმჯობესების ხელშეწყობა, სადაც უკვე წარმატებით მოქმედებს ბიზნესი;  ახალადშექმნილი და არსებული ბიზნესებისთვის, ასევე, დაინტერესებული ინვესტორებისათვის ფართობების მომზადება განვითარებისათვის;  გამოუყენებელ შენობებსა და საწარმოო ტერიტორიებზე ინდუსტრიული პარკების, ბიზნეს ინკუბატორებისა და ტექნოლოგიური პარკების შექმნა და განვითარების ხელშეწყობა.

  90. პრიორიტეტი 2.2 - ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და მომსახურების ხარისხის განვითარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა დინამიკურად იზრდება. ამასთან, ტურისტთა რაოდენობის ზრდა ძირითადად უცხოელ ტურისტთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე ფიქსირდება. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ტურიზმის დარგში რეგიონის პრიორიტეტები მოიცავს როგორც 89 ადგილობრივ, ასევე, უცხოელ მომხმარებელზე გათვლილი აქტიური სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვასა და წარმართვას, ასევე, რეგიონის ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას, რამაც, რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ მომხმარებელთა ინტერესის ზრდა უნდა გამოიწვიოს. ამოცანა 2.2.1: რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ისევე, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის სარეკლამო-საინფორმაციო აქტივობების განხორციელებას. წლის განმავლობაში აჭარის ტურისტული პოტენციალის წარდგენა ოცზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა თუ კონფერენციაზე ხდება. ამასთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თითოეულ წელს გეგმავს და ახორციელებს მიზნობრივ ქვეყნებსა და ბაზრებზე მორგებულ სარეკლამო კამპანიებს დივერსიფიცირებული მარკეტინგული არხების მეშვეობით. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის ტურისტული ბრენდის მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მომხამრებელთა დამოკიდებულების შეცვლა აჭარის, როგორც უმთავრესად საზღვაო ტურისტული მიმართულების მიმართ. ზოგადად, ტურიზმის დარგში რეგიონის ხელისუფლების გრძელვადიანი ხედვა ითვალისწინებს კულტურისა და ტურიზმის მაქსიმალურ სინერგიას და მომხმარებლებისათვის საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტების შექმნას.

  91. შესაბამისად, სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიების დანიშნულება რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების მიმართ ინტერესის გაღვივებაა, რამაც ტურისტული სეზონის გახანგრძლივება და მთელი წლის განმავლობაში როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოეული ტურისტების ნაკადის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. ეს რეგიონისაგან მოითხოვს არა მხოლოდ არასაზღვაო ტურისტული პროდუქტების შექმნასა და განვითარებას, არამედ, განახლებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებას და მასზე დაყრდნობით რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების რებრენდინგს. ამასთან, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშვების პროცესში რეგიონი ძირითად აქცენტს ადგილობრივი კულტურის (ფოლკლორი, კულტურული მემკვიდრების ძეგლები), სოფლად არსებული ტურისტული პოტენციალის, სამთო და ეკოტურისტული პროდუქტების რეკლამირებაზე გააკეთებს. 2016 წელს აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების შემდეგ რეგიონის ხელისუფლება და აჭარის ა.რ. ტურიზმის დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებებს სამიზნე ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და თითოეულ სამიზნე ქვეყანასა თუ რეგიონში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა- განხორციელების შესახებ. აჭარზე დამსვენებლების წვდომის ხელშესაწყობად რეგიონის ხელისუფლება გეგმავს საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას, რამაც თავის მხრივ, 90 უნდა უზრუნველყოს როგორც რეგულარული, ასევე, ჩარტერული რეისების განხორციელება. ამასთან, ტურისტული სეზონის გახანგრძლივების ზოგადი სტრატეგიის გათვალსწინებით და ტურისტული ბიზნესის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, შესაძლოა, გარკვეული უპირატესობები მიენიჭოს არასაზღვაო სეზონზე საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერას.

  92. ამოცანა 2.2.2: რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება უცხოელ და ადგილობრივ მომხმარებლებზე გათვლილი ტურისტული პროდუქტების შემდგომმა განვითარებამ, დივერსიფიკაციამ და მომსახურების ხარისხის ამაღლებამ უნდა უზრუნველყოს ტურისტთა ინტერესისა და კმაყოფილების დონის ზრდა, ასევე, ტურისტული სეზონის გახანგრძლივება და რეგიონის კონკურენტულობის ამაღლება. რეგიონში ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად ჩატარებული კვლევების შედეგების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ტურისტთა კმაყოფილების დონისა და მოლოდინების სისტემატური კვლევა დაეხმარება რეგიონის ხელისუფლებას მოახდინოს როგორც არსებული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის შეფასება, ასევე, იმ პროდუქტების იდენტფიცირება, რომლის მიმართაც რეგიონში შეიძლება არსებობდეს შიდა თუ გარე დამსვენებელთა ინტერესი. ამასთან, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურიზმის სააგენტო გეგმავს გააუმჯობესოს სტატისტიკური კვლევების მეთოდოლოგია, რაც მას შესაძლებობას მისცემს მიიღოს და გაანალიზოს სანდო მონაცემები ტურისტთა კმაყოფილების დონისა და, ზოგადად, ტურისტული მომსახურების ხარისხის შესაფასებლად. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ტურიზმის დარგში სანდო კვლევების წარმოება მოითხოვს სათანადო ცვლილებებს საკანონმდებლო ბაზაში, რაც რეგიონის ხელისუფლებას გაუადვილებს წვდომას სერვის- პროვაიდერების საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაცემებთან. ტურისტული პროდუქტების ბაზრისათვის შეთავაზება კერძო სექტორის ფუნქციაა, თუმცა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტებისდეპარტამენტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კონკრეტული პროდუქტების გამოვლენასა და მისი განვითარების კონცეფციის შექმნას. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი დაეხმარება ბიზნეს- ორგაიზაციებს ახალი პროდუქტების ტესტირებაში და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, აქტიურად ითანამშრომლებს სხვა რეგიონულ თუ სახელმწიფო უწყებებსა და თვითმმართველ ორგანოებთან, რათა უზრუნველყოს ტურისტული პროდუქტებისადმი შეუზღუდავი და უსაფრთხო წვდომა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით.

  93. რეგიონის ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად 2015 წელს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან შეიქმნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, რომელიც ძირითადად არასაზღვაო ტურისტული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზე მუშაობს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტოს ძირითადი პრიორიტეტი სოფლად ტურიზმის განვითარებაა. სააგენტო ასევე დაეხმარება მეწარმეებს უზრუნველყონ ტურისტული პროდუქტების განვითარება სხვადასხვა ეროვნული თუ რეგიონული პროგრამების მეშვეობით. 91 ტურისტული მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად აჭარის ხელისუფლებამ რეგიონის ტურიზმის დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით უზრუნველყო ტურისტული დანიშნულების ობიექტების მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ვიზუალური ნიშნის შექმნა. ამდენად, ტურისტული დანიშნულების იმ ობიექტებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ხარისხის მიმართ კერძო და საჯარო სექტორის მიერ ერთობლივად შერჩეულ კრიტერიუმებს, ყოველწლიურად მიენიჭებათ ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშანი („რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“). ტურიზმის დეპარტამენტის ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტების შესახებ ინფორმაცია ასევე განთავსდება დეპარტამენტის ვებგვერდზე და პრომო მასალებში. ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის ამ სახით ხელშეწყობა არ შეაფერხებს დარგში ეკონომიკურ აქტივობას. თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ მომავალში შეიძლება მიიღოს რეგულაციები, რაც გარკვეულ მოთხოვნებს დააწესებს ტუროისტული ობიექტების მიმართ, რათა უზრუნველყოს დამსვენებელთა უსაფრთხოება და მომსახურების მაღალი ხარისხი. ამასთან, ტურიზმის დარგში რაიმე სახის რეგულაციის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს უმთავრესი კრიტერიუმი უნდა იყოს ინვესტიციების დაუბრკოლებლად შემოდინების უზრუნველყოფა.

  94. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის გამოყენებით ტურისტულ ობიექტებში განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით ასევე განახორციელებს მომსახურების ხარისხის რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას და მიღებული შედეგების პერიოდული განხილვას ტურისტული მომსახურების მომწოდებლებთან ერთად. ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის შესახებ დარგში მოქმედი კომპანიებისა და მეწარმეების ინფორმირების მიზნით 2016 წლიდან დეპარტამენტი დაიწყებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუქციების მომზადებას. 2018 წელს ინსტრუქციები გაერთიანდება ხარისხის მართვის სახელმძღვანელოში, რომელიც განთავსდება დეპარტამენტის ვებგვერდზე და ელექტრონულად დაეგზავნებათ სერვისის მიმწოდებლებს. ტურისტული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად 2016-2021 წლებში ტურიზმისაა და კურორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, იგეგმება ტრენინგ-სემინარების ორგანიზება გიდებისათვის, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერებისა და პერსონალისათვის, ასევე, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სხვა სუბიექტებისთვის. ამასთან, ჩატარდება სოფლად ტურიზმის ტრენინგები დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის. ტურიზმის დეპარტამენტი პერიოდულად შეაფასებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ღონისძიებების შედეგებს და საჭიროებიდან გამომდინარე დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაბამის ცვლილებებს შეიტანს კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებში.

  95. პ რიორიტეტი 2.3 - კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო წა რმოების ა დ ა პროდუქციის გადამუშავებისა და გაყიდვების ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგში რეგიონის ძირითადი პრიორიტეტი კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო 92 პროდუქციის წარმოების ზრდა, აგრობიზნესის განვითარება და აგრო-სასურსათო პროდუქციის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციაა. ამ ამოცანების მიღწევა ფერმერთა და აგრომეწარმეთა კოოპერაციისა და რესურსების კონსოლიდაციის ხელშეწყობით, ინოვაციური და ეფექტური მომსახურების მიწოდებით, რეგიონის აგრარულ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ფერმერთა და აგრომეწარმეთა განათლების დონის ამაღლებითა და რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციით განხორციელდება. ამოცანა 2.3.1: სოფლის მეურნეობაში ჯიშთგანახლების ინიციატივების განხორციელება, მაღალპროდუქტიული, საექსპორტო შესაძლებლობების მქონე კულტურების დანერგვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაცია რეგიონის ხელისუფლებისაგან მოითხოვს მექანიზაციის დონის ამაღლებას, მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას ჯიშთგანახლების ინიციატივების განხორციელებით, ხოლო მემცენარეობის დარგში, მცენარეთა მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოცდა-გავრცელებასა და ნარგავების განახლების შესაძლებლობთა უზრუნველყოფას. ა) მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს მეცხოველეობაში გენოფონდის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად მაღალი კლასის სანაშენე მოზარდის მიღებას, დაბალპროდუქტიული პირუტყვის ნახირიდან გამოყვანას, სულადობის ოპტიმალური რაოდენობის დადგენა-შენარჩუნებას, გაუმჯობესებული მაღალპროდუქტიული პირუტყვის ერთეული პროდუქტიულობისა და პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის საერთო მოცულობების მაქსიმალურ ზრდას. 2015- 2016 წლებში მეცხოველეობაში ჯიშთგანახლების პროცესის ინტენსიფიკაციისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყო რეგიონის კლიმატურ და გეოგრაფიულ თავისებურებებთან ადაპტირებადი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშის შემოყვანა და გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში. ამას გარდა, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე და პროდუქტიული ნიშან- თვისებების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების მიწოდებას ადგილობრივი ფერმერებისა და აგრომეწარმეებისათვის.

  96. 2017-2021 წლებში ჯიშთგანახლების ინიციატივების განხორციელებასთან ერთად რეგიონის მეცხოველეობის სექტორისათვის ასევე პრიორიტეტული იქნება სხვა ქვესექტორების, მათ შორის, მეფრინველეობის, მეთევზეობისა და მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებით. ბ) მცენარეთა მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოცდა-გავრცელებითა და ნარგავების განახლების შესაძლებლობთა უზრუნველყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ მართავს მრავალპროფილიან სანერგე მეურნეობას, რომელიც ცდის და აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ვირუსგამძლე, ელიტური, წმინდა ჯიშური ნიშან– თვისებების მქონე მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების სარგავ და სანერგე მასალას. შემდგომი წლების განმავლობაში ციტრუსის, ვაზის, ხეხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ჯიშები (მთ შორის, საადრეო ჯიშები) შეღავათიან, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 93 დაბალ ფასებში მიეწოდება ფერმერებს. ჯიშთგანახლებამ და ამორტიზებული ნარგავების ჩანაცვლებამ ახალი, მაღალმოსავლიანი ნარგავებით რამდენიმეწლიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს მეციტრუსეობაში, მეხილეობაში, მევენახეობასა და მებოსტნეობაში პროდუქციის წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ასევე პოზიტიურად აისახება მოსახლეობის შემოსავლებსა და სასურსათო უსაფრთხოებაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი და დონორული დაფინანსებით უზრუნველყოფდა სადემონსტრაციო ხეხილოვანი ნაკვეთების გაშენებას, რაც ძირითადად თანამედროვე აგროტექნიკის შესახებ ფერმერთა ცოდნის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. თუმცა, 2016 წლიდან, სტრატეგიაში ძირეული ცვლილების შეტანის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სამრეწველო დანიშნულების ხეხილოვანი ბაღების გაშენების ინიციატივებს. დღემდე ხეხილოვანი ნაკვეთები გაშენდა 82 ჰექტარზე, ხოლო 2016 წლის ბოლოდე იგეგმება ნაკვეთების გაშენება დამატებით 172 ჰექტარზე. ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, თუმცა, მიწით სარგებლობისა და მიწის რეგისტარციის საკითხების მოუწესრიგებლობა სერიზოულ დაბრკოლებას უქმნის რეგიონის სოფლის მეურნეობისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის განხორციელებას.

  97. მემცენარეობის დარგში ერთ-ერთ პრიორიტეტად ასევე იკვეთება ნიორის წარმოების ხელშეწყობა. სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობისა და წარმოების ტესტირების შემდეგ, რეგიონის ხელისუფლებამ შეიძლება ნიორის ფართო, ინტენსიურ წარმოებას შეუწყოს ხელი. გ) სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა რეგიონის სასოფლო სამეურნეო წარმოებაში მექანიზაციის ძალიან დაბალი დონის დასაძლევად და ხელით შრომის შესამცირებლად რეგიონის ხელისუფლება ახორციელებს მცირე მექანიზაციის პროგრამებსა და ინიციატივებს, რომლის ფარგლებშიც აგრომეწარმეებს შეღავათიან ფასებში, თანაგადახდის პრინციპით მიეწოდებათ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროგრამების განხორციელების შედეგად მეტნაკლებად ამაღლდა მექანიზაციის დონე სოფლის მეურნეობის წარმოებაში და ფერმერებს შორის გაჩნდა მოთხოვნა მექანიზაციის მცირე ტექნიკურ საშუალებებზე, მომდევნო წლების განმავლობაში ფერმერებისათვის ტექნიკური საშუალებების მიწოდებასთან ერთად რეგიონის პრიორიტეტი შეიძლება ასევე იყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებისათვის ხელის შეწყობა. ამოცანა 2.3.2: რეგიონის აგრო-სასურსათო სექტორის კონკურენტული უპირატესობების შეფასების საფუძველზე გასაღების ბაზრების ათვისება და დივერსიფიკაცია, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია რეგიონში წარმოებული აგრო-სასურსათო პროდუქციის გასაღების ბაზრების ათვისება და დივერსიფიკაცია მოითხოვს რიგი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, უცხოეთის ბაზრების მოთხოვნათა შესწავლას, პროდუქციის ტრანპორტირებისათვის ყველაზე ოპტიმალური და ხარჯთეფექტიანი ხაზების შედგენას, ექსპორტირებული პროდუქციის გაყიდვებზე დაკვირვებისა და მონიტორინგის სისტემის გამართვას, ექსპორტზე გასატანი პროდუქციის სათანადოდ დაფასოებასა და შეფუთვას და ა.შ. აჭარის

  98. 94 ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს საშუალოვადიანი პროგრამის შედგენას, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: (1) კვლევა და ანალიზი (უცხოური ბაზრების მოთხოვნათა შესწავლა, რეგიონის აგროსასურსათო სექტორის კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა, პროდუქციის ბაზრებზე მიწოდების ოპტიმალური გზების დასახვა, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგის ეფექტური მეთოდოლოგიის იდენტიფიცირება) (2) რეგიონში წარმოებული პროდუქციის მისადაგება უცხოური ბაზრების მოთხოვნებთან (კვლევის ეტაპზე შეგროვებული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაში, დაფასოებასა და შეფუთვაში გარკვეული სტანდარტების დადგენა და ამდენად, ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა) (3) ექსპორტის შედგენილი სქემების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო პროდუქ ციის რეალიზება უცხოურ ბაზრებზე (საექსპორტო ინფრასტრუქტურის მისადაგება არსებულ მოთხოვნებთან, უცხოელ პარტნიორებთან შესაბამისი შეთანხმებების მიღწევა, პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერა, გაყიდვების მონიტორინგსა და ხარჯთეფექტიანობის შეფასება). კვლევის ჩატარება 2017 წლისთვის იგეგმება. ამასთან, პროგრამის სრულფასოვნად განსახორციელებლად აუცილებელი იქნება დამატებითი დონორული რესურსების მოზიდვა და პროგრამის განხორციელების ცალკეულ ეტაპებზე კერძო ინვესტიციების მობილიზება. რეგიონში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზაციისა და უცხოურ ბაზრებზე უფრო მაღალი ნიშების დაკავების ხელშესაწყობად სამინისტრო თავის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხელს შეუწყობს წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

  99. ამოცანა 2.3.3: ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისათვის აგროწარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა პირდაპირ არის დაკავშირებული რეგიონში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებთან, მათ შორის, მცენარეთა მაღალმოსავლიანი ჯიშების გავრცელებასა და მეცხოველეობაში ჯიშთგანახლების ინიციატივების განხორციელებასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ჯიშებისა და კულტურების გავრცელება მოითხოვს თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტები მოიცავს:  მეცხოველეობის საკვები წარმოების ბაზის გაუმჯობესებას, რაც ძირითადად გულისხმობს რაციონის შევსებას აუცილებელი ელემენტებით;  რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი აპარატებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობას;  თანამედროვე სასათბურე კონსტრუქციების მიწოდებას;  ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და ქიმიური მელიორაციის პროგრამების განხორციელებას; 95  აგროწარმოებაში თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემების დანერგვის ხელშეწყობას. ამას, გარდა ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ლაბორატორიულ-კვლევითი ცენტრი“ დაინტერესებულ მომხმარებლებს გაუწევს ლაბორატორიულ-კვლევით მომსახურებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფასა და სასოფლო- სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდას.

  100. ამოცანა 2.3.4: რეგიონის სოფლის მეურნეობაში ჩართული სუბიექტების ინფორმირება და თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების განვითარება რეგიონში მოქმედი ფერმერების უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. ფერმერთათვის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიწოდების უზრუნველსაყოფად რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებები, რათა გაუმჯობესდეს ფერმერებთან კომუნიკაცია, განისაზღვროს აგრომეწარმეთა საინფორმაციო საჭიროებები და განხორციელდეს შესაბამისი საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება. ამდენად, რეგიონის სოფლის მეურნეობის განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, შემუშავდება საინფორმაციო/საექსტენციო პაკეტები, სადაც წარმოდგენილი იქნება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ეფექტიანობისათვის აუცილებელი, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონკურენტუნარიანობისა და შემოსავლების გაზრდის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც აპრობირებული მოდელების შესაბამისად მიეწოდებათ ფერმერებსა და აგროსასურსათო სექტორში დასაქმებულ პირებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოოპერატივებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაააქტიურებს მუშაობას ფერმერებსა და აგრომეწარმეებთან, ასევე, მედიასთან, სამოქალაქო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოს კოოპერაციის პოპულარიზაცია აგრომეწარმეებს შორის. ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო თავისი პროგრამების მეშვეობით ეცდება რეგიონში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაუიოლოს ყველა იმ სახის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება პროდუქციის წარმოებას, მარკეტინგს, ფინანსური აღრიცხვიანობის წარმოებას, აგრობიზნესის დაგეგმვას და ა.შ. ასევე, განხორციელდება კოოპერატივის წევრთა/მენეჯმენტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, კოოპერატივების მარკეტინგული შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის პროექტები და სხვა ინიციატივები.

  101. ა მ ოცანა 2.3.5: სოფლის მეურნეობაში რისკების შემც ი რება და ს ა სო ფლო ს ა მე ურნე ო პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა აგრომეწარმეთა დაბალი ცნობიერების, ფინანსური ინსტიტუტების მკაცრი და ზოგჯერ შეუსაბამო მოთხოვნებისა და სხვა ფაქტორების გამო ჯერჯერობით რეგიონის აგროსასურსათო სექტორში ფინანსური პროდუქტების გამოყენება ინსტენსიურად არ ხდება. ამდენად, რეგიონისთვის პრიორიტეტულია, ერთის მხრივ, ხელი შეეწყოს ფერმერთა და 96 მეწარმეთა ცნობიერების გაზრდას სოფლის მეურნეობის სექტორში წარმოების დაკრედიტებისა და დაზღვევის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ, აქტიურად წარიმართოს თანამშრომლობა სადაზღვევო და საფინანსო-საკრედიტო კომპანიებთან იმისათვის, რომ აგრომეწარმეთა/ფერმერთა ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინონ სადაზღვევო და საკრედიტო ურთიერთობებში. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის თოთოეულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი იქნება ფერმერთა და აგრომეწარმეებისათვის კონსულტაციების გაწევა დაზღვევისა და დაკრედიტების არსებული შესაძლებლობების, ასევე, „შეღავათიანი აგროკრედიტისა“ და „აწარმოე საქართველოში“ ეროვნული პროგრამების შესახებ. ამოცანა 2.3.6: რეგიონის სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა რეგიონის აგროსასურსათო დარგით ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორთა დაინტერესების ზრდისა და სოფლის მეურნეობის სექტორში გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მზარდი დინამიკის გათვალისწინებით რეგიონი გეგმავს ხელი შეუწყოს აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების შემოდინებისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. ამ მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოტენციური საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირება და მათი ინტეგრაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ რეგიონულ უწყებებთან თანამშრომლობით საინვესტიციო პაკეტების მომზადება და პოტენციური ინვესტორების დაინტერესება ქონებაზე გონივრული ფასის დადგენით და გადაცემულ უძრავ ქონებაზე შემდგომი ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებათა განსაზღვრით. დარგში ინვესტიციების მოზიდვის მხრივ რეგიონის უმთავრესი პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და დამაფასოებელი საწარმოების, სამაცივრე მეურნეობების, ასევე, შემგროვებელი და კონსოლიდაციის ცენტრების შექმნაა.

  102. პრიორიტეტი 2.4 - რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარება ადამიანური რესურსების განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა რეგიონის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ პრიოიტეტული ამოცანები მოიცავს პროფესიული განვითრებისა და გადამზადების შესაძლებლობათა უზრუნველყოფას, გადამზადებული კადრების დასაქმების ხელშეწყობას, შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში კვალიფიციური პედაგოგების, ასევე, უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ხელშეწყობას. ამოცანა 2.4.1: რეგიონის მოსახლეობის პროფესიული ზრდისა და გადამზადების შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, სამეწარმეო უნარების განვითარება ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა და არსებული ადამიანური კაპიტალის ეფექტიანი გამოყენებაა. რეგიონში ადამიანური კაპიტალის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც რეგიონისა და ქვეყნის ხელისუფლებისაგან ადამიანური რესურსების განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვს. ამდენად, შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც მოსახლეობის 97 სხვადასხვა ფენასა და ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს (მათ შორის, ახალგაზრდებს, შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე პირებს, სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს).

  103. რეგიონში ფუნქციონირებს აკრედიტირებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, თუმცა, აუცილებელია სათანადო კვლევის ჩატარება რეგიონის შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შესასწავლად და იმის გამოსავლენად, თუ, ერთის მხრივ, რა პროფესიებზე არის მოთხოვნა და, მეორეს მხრივ, რამდენად პასუხობენ ადგილობრივი მუშახელი და უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. კვლევის შედეგების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს სასწავლო პროგრამების მისადაგება შრომითი ბაზრის მოთხოვებთან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ხელი შეეწყოს ახალი პროფესიული სასწავლებლების ამოქმედებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სხვა რეგიონული უწყებების, კერძო სექტორისა და რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური თანამშრომლობა. შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის ფორმირება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას და რეგიონში სიღარიბის დონის თანმიმდევრულ შემცირებას. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის ძირითადი ძალისხმევა მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს“ ძალისხმევით შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელი შეეწყობა შრომის ბაზრის მონაცემთა ბაზის განვითარებას, ასევე, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფას, უწყვეტი განათლების სისტემის შექმნას, უმუშევართა ან/და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების, კერძო ინიციატივისა და სამეწარმეო საქმიანობის წამახალისებელი პროგრამების განხორციელებას.

  104. კერძოდ, 2016-2021 წლებში ადამიანური კაპიტალის დასაქმებისა და კვალიფიკაციის გაზრდის მიმართულებით დასაქმების სააგენტო გეგმავს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:  დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა მიწოდება, რაც გულისხმობს დახმარების გაწევას სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის ეფექ ტიანი კავშირის დამყარებაში;  რეგიონში მცხოვრები პირებისათვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, შეიძინონ მათთვის საურველი პროფესიული უნარები შესაბამისი მოკლევადიანი სასწავლო და საგანმანათლებლო კურსების მეშვეობით;  მოქალაქეთათვის უცხო ენების შესწავლის ან ცოდნის ამაღლების შესაძლებლობათა უზრუნველყოფა შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებით; 98  მოქალაქეთათვის საწარმოო პრაქტიკის მოკლევადიანი კურსების უზრუნველყოფა ცალკეულ სპეციალობებში პრაქტიკული უნარების გაზრდისა და მუშაობის გამოცდილების შესაძენად. განათლების, კულტურისა და სპორტს სამინისტრო, თავის მხრივ, განახორციელებს უწყვეტი განათლების ხელშეწყობის პროგრამებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოქალაქეებს უცხო ენებისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში. სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს მასწავლებელთა გადამზადებას, სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესებას და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წლების განმავლობაში უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების პროგრამებსა და ღონისძიებებს ტურიზმის დარგში დასაქმებული პირებისათვის. ეს პრაქტიკა 2016-2021 წლებშიც გაგრძელდება.

  105. კერძო ბიზნესინიციატივების წახალისების პროექტების განხორციელების პარალელურად, შესაბამისი ღონისძიებების ფარგლებში რეგიონის მოსახლეობისათვის ასევე უზრუნველყოფილი იქნება ბიზნესის უნარების განვითარების ღონისძიებები. ა მ ოცანა 2.4.2: დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოსა და კერძო ს ექ ტო რი ს თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვა რეგიონში ადამიანური კაპიტალის განვითრებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს შექმნას ეფექტიანი მექანიზმი საჯარო-კერძო პარტნიორობისთვის, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განათლების სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად. ამ პარტნიორობის ფარგლებში ასევე უზრუნველყოფილი იქნება ადამიანური რესურსების განვითარებისა და სამუშო ძალის კვალიფიკაციის ზრდისათვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული დარგების გამოვლენა და კერძო სექტორის მიერ განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებების მაქსიმალური მხარდაჭერა. ამოცანა 2.4.3: საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანობის ამაღლება რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით როგორც ზემოთ აღინიშნა, 2016-2021 წლებში რეგიონში დაგეგმილია მოქმედი პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებები, რათა ამ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდეს თანამედროვე საუნივერსიტეტო მოთხოვნებს და იძლეოდეს სტუდენტებისათვის განვითარებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობებს. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების პარალელურად განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას, კვლევითი მუშაობის განვითარებას და სტუდენტთა საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების მხარდაჭერა, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსება და ისეთი სახელმძღვანელოების

  106. 99 თარგმნა, რომლებიც შეიძლება სილაბუსის ნაწილს წარმოადგენდეს. ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად ამ ინიციატივების განხორციელებით რეგიონი მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს განათლების რეგიონულ ცენტრად დამკვიდრების მხრივ. საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების (მათ შორის, სამეცნიერო სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სემინარების) ორგანიზება ან/და მათ ჩატარებაში ხელის შეწყობა, რაც რეგიონში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით იგეგმება, ასევე, შეუწყობს ხელს აჭარის, როგორც განათლების რეგიონული ცენტრის დამკვიდრებას და სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარის კონკურენტულობის გამოკვეთას. ა მ ოცანა 2.4.4: რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში კვალიფიციური, საერთ აშ ო რი სო გამოცდილების მქონე კადრებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის ხელშეწყობა რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში კვალიფიციური პედაგოგებისა და პროფესორ- მასწავლებლების მოწვევა უმნიშვნელოვანესია განათლების დარგის კონკურენტულობის გასაზრდელად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგიონის გარედან სტუდენტების მოსაზიდად. თუმცა, ეს საშუალოვადიანი პერსპექტივაა, რომელიც სახელმწიფოს, რეგიონული უწყებებისა და უმაღლესი სასწავლებლების უცხოელი პარტნიორებისა და დონორების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ საგნებისა და დისციპლინების გამოკვეთა, რომელთა მიმართაც რეგიონის შრომით ბაზარს გარკვეული მოთხოვნები ან მოლოდინებები აქვს და რომლებშიც სასურველია სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება, რათა კურსდამთავრებულები აკმაყოფილებდნენ შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა ასევე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ პედაგოგთა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაზრდისათვის.

  107. 100 სტრატეგიული მიმართულება 3 - რეგიონი მდგრადი შიდა და რეგიონული კავშირებით, ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობებით აჭარის გეოგრაფიული მდებარეობა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას განაპირობებს. რეგიონული განვითარების გრძელვადიანი ხედვის მიხედვით აჭარა ლოგისტიკური ცენტრია, რაც რეგიონს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს და გაანაწილოს ტვირთნაკადები. რეგიონის ხედვის ამ კომპონენტის განხორციელება მოითხოვს სხვა რეგიონებთან დამაკავშირებელი მაღალი გამტარუნარიანობის, შეუფერხებელი საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ასევე მნიშვნელოვანი იქნება სატელეკომუნუიკაციო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების განვითარება, რამაც შეუფერხებელი, უწყვეტი და მაღალი ხარისხის კავშირი უნდა უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, კერძო სექტორისათვის. ლოგისტიკური ცენტრის განვითრება რეგიონისაგან მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვრისპირა თანამშრომლობის წარმართვას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აჭარამ, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა რეგიონმა, შესაძლოა, წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და სხვა რეგიონებისათვის იყოს მოდელი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების მხრივ. აჭარაში სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და კულტურის განვითარებასთან ერთად რეგიონში საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაა, რამაც აჭარის, როგორც სპორტული და კულტურული რეგიონული ცენტრის ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი.

  108. სტრატეგიული მიმართულება ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:  რეგიონის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება;  სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტის ქსელების განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა;  რეგიონის საერთაშორისო კავშირების და თანამშრომლობის განვითარება;  სპორტული და კულტურული რეგიონული ცენტრის ფორმირება. პრიორიტეტი 3.1 - რეგიონის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება აჭარის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გამოსაყენებლად რეგიონი მაღალი გამტარობის ჩქაროსნული მაგისტრალებით უნდა იყოს დაკავშირებული სამცხე- ჯავახეთთან და სამეგრელო-ზემო სვანეთთან. ოპტიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საზღვაო პორტის სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების შესაძლებლობები. ამ პრიორიტეტის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესი იქნება შემდეგი ამოცანების წარმატებით შესრულება: ამოცანა 3.1.1. პორტებთან და ბაზრებთან დასაკავშირებლად საჭირო დროის შემცირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მიმართავს თხოვნით საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დააფინანსონ ბათუმი-ახალციხის, ბათუმი- ფოთის, ბათუმი-ზუგდიდის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისათვის საჭირო 101 ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთებების მომზადდება. თავის მხრივ, აჭარის მთავრობა გამოყოფს თანადაფინანსებას აჭარის ტერიტორიაზე არსებული გზების მონაკვეთების მშენებლობისათვის. ამოცანა 3.1.2. საზღვაო სამგზავრო გადაზიდვების გაზრდა ბათუმის საზღვაო კარიბჭით შესაძლებელია დამატებითი ტურისტების მიღება რეგიონში. მეორეს მხრივ, სამგზავრო გადაზიდვები პორტისთვის ზარალიანი ბიზნესმიმართულებაა და პორტი არ გეგმავს თანხების დახარჯვას მდგომარეობის გამოსასწორებლად. საჭირო იქნება დაინტერესებული პირების მონაწილეობით შემუშავდეს საზღვაო სამგზავრო გადაზიდვების გაზრდის სამოქმედო გეგმა 2018 წლის ბოლომდე, ხოლო შემდეგ დაიწყოს მისი თანმიმდევრული განხორციელება.

  109. პრიორიტეტი 3.2 - სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ ქსელების განვითარება დანარჩენ სამყაროსთან რეგიონის და მისი მუნიციპალიტეტების დასაკავშირებლად, გზებისა და სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტის გარდა, აუცილებელია სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტ ქსელების განვითარება. ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარება, მართვის გაუმჯობესება, ელექტრონული სერვისების გაზრდა და უსაფრთხოება ადეკვატურ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად პრიორიტეტული იქნება: ამოცანა 3.2.1. ინტერნეტის მაღალსიჩქარიანი საკაბელო ქსელის გაფართოება საჯარო სტრუქტურების მიერ ელექტრონულისერვისების გაფართოებასა და ბიზნეს სექტორში ინტერნეტზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ინტერნეტის სიჩქარეზეც. 2016 წლის 28 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იწყება საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. პროგრამის მიზანია საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ამგვარი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნას. პროექტს ფონდი „ქართუ" და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია - „Open net“, რომლის მეშვეობით ხორციელდება პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის. 2017-2021 წლებისთვის რეგიონის ერთერთ მნიშვნელოვან ამოცანას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით აჭარის მთელი ტერიტორიის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიზნით დაგეგმილია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა რეგიონში მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოსაწყობად. ასევე, რეგიონის მთავრობა გეგმავს დამატებითი რესურსების გამოყოფას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის ისეთ დასახლებული პუნქტებში, რომლებიც ვერ ექცევიან სახელმწიფო პროგრამაში.

  110. 102 აგრეთვე, დაგეგმილია რეგიონის საზოგადოებრივი თავშეყრისა და ტურისტულ ადგილებში უკაბელო კავშირის წერტილების მოწყობა, რაც შესაძლებლობას მისცემს ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით. ამოცანა 3.2.2. სასერვერო ინფრასტრუქტურის განვითრება რეგიონში სატელეკომუნიკაციო სისტემების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც რეგიონს გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალებას მისცემს განვითარდეს, როგორც რეგიონული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრი. ამ მიზნით მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილია დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და ასევე, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მართვის კუთხით, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება. პრიორიტეტი 3.3 - რეგიონის საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარება აჭარის საშუალებით ქვეყანა ითანამშრომლებს შავი ზღვის აუზის რეგიონებთან, გაიზიარებს მათ გამოცდილებას და დაამყარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღება რეგიონის წარმატებულად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამოცანა 3.3.1. თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონებთან აჭარა გამოვა შავი ზღვის აუზის რეგიონების თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით. 2017 წლის ბოლოს ბათუმში ჩატარდება შავი ზღვის აუზის რეგიონების ფორუმი, რომელზეც განიხილება რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ფორუმს შემდეგი სამი მიმართულება ექნება: რეგიონული ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი.

  111. ამოცანა 3.3.2. რეგიონული ხელისუფლების პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდა აჭარის მთავრობაში განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო პროექტების მომზადებაზე, დონორების პროცედურებით შესყიდვების და ტენდერების ჩატარებაზე, და პროექტების განხორციელებაზე. პრიორიტეტი 3.4 - სპორტული და კულტურული რეგიონული ცენტრის ფორმირება რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, ტურიზმის შემდგომი განვითარების, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციისა და რეგიონის კულტურისა და ტურიზმის პროდუქტების სინერგიის ინიციატივები 2016- 2021 წლებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარაში სპორტისა და კულტურის დარგებში არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, პირველ რიგში, საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა საინტერესო და მიმზიდველი იქნება დამსვენებლებისათვისაც. 103 ამოცანა 3.4.1 - აჭარაში კულტურის რეგიონული ცენტრის ფორმირების ხელშეწყობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს კულტურის სფეროს დაფინანსების თანამედროვე მოდელის შემუშავებასა და დანერგვას, რაც გულისხმობს კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტების (მაგ., სპექტაკლი, კონცერტი) დაფინანსებას, მიმდინარე დაფინანსების სანაცვლოდ. 2016-2021 წლებში კულტურის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მხრივ დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები მოიცავს:  ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ღონისძებების ორგანიზებასა და მათ საინფორმაციო მხარდაჭერას;  კერძო სექტორთან თანამშრომლობით კომერციული კულტურული და შემოქმედებითი პროექტების ინიცირებასა და მხარდაჭერას;  ხელოვნების ტრადიციულ დარგებთან ერთად თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობას; ინოვაციური პროექტების წახალისებას;  კულტურული ობიექტების, კულტურის ცენტრების, შემოქმედებითი ჯგუფებისა და კულტურის მოღვაწეების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შედგენასა და ადმინისტრირებას;  რეგიონის კულტურისა და შემოქმედებით პროდუქტებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;  ფოლკლორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას, ფოლკლორის არქივაციას, გაციფრულებას, კატალოგიზაციას და ვირტუალურ სივრცეში გათავსებას;  სახელოვნებო განათლების ხარისხის ამაღლებას და დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებას;  ეთნოგრაფიული სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას და ა.შ.

  112. რეგიონის მთავრობა მრავალფეროვანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხების გამოყენებით უზრუნველყოფს საქართველოსა და საზღვარგარეთ ღონისძიებათა რეკლამირებასა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამასთან, ეს ინიციატივები მნიშვნელოვანია არასაზღვაო სეზონის განმავლობაში რეგიონში დამსვენებლების მოსაზიდად და ადგილობრივი ბიზნესისა და ტურისტული სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამოცანა 3.4.2 - აჭარაში სპორტული რეგიონული ცენტრის ფორმირების ხელშეწყობა 2016-2021 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ერონულ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების (მათ შორის, ჩემპიონატების, ფესტივალებისა და შეჯიბრებების) ორგანიზებას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეს, თავის მხრივ, რეგიონისაგან მოითხოვს სპორტული ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მისადაგებას შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან. ამ ღონისძიებებმა რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის. ამასთან, რეგიონის 104 ხელისუფლება ინტენსიურად ითანამშრომლებს კერძო სექტორთან, რათა უზრუნველყოს სპორტული ტურიზმის განვითარება. ეს გულისხმობს სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობას, რაც როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ სპორტულ კლუბებს შესაძლებლობას მისცემს აჭარაში გაიარონ მომზადება და მონაწილეობა მიიღონ რეგიონში გამართულ მოსამზადებელ ტურნირებსა და შეჯიბრებებში. 105 სტრატეგიული მიმართულება 4 - რეგიონი ეფექტური მმართველობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, შეუძლია საკუთარი და სახელმწიფოსგან მიღებული რესურსები მიმართოს სოციალურ- ეკონომიკური საკითხების განვითარებაზე, სერვისების მიწოდებასა და საჯარო სტრუქტურებისათვის დამახასიათებელი სხვა ამოცანების გადაწყვეტაზე. რეგიონის მართვაში პოლიტიკის ცვლილება გულისხმობს მართვის ტრადიციული იერარქიული სისტემიდან ჰორიზონტალურ ქსელურ მართვაზე გადასვლაში, პერმანენტულ კოოპერაციაში საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობის ფორმების ცვლილებაში ამოცანების განხორციელების შემდეგ, რეგიონის განვითარებით დაინტერესებული ყველა სუბიექტის წინაშე მდგარი ამოცანების კოორდინაციაში.

  113. ამ მიმართულების სტრატეგიის ფარგლებში შემდეგი ამოცანებია დასახული:  რეგიონის განვითარების პოლიტიკის ფორმირება და სექტორული სტრატეგიების შემუშავება;  რეგიონის საჯარო სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება;  საჯარო სერვისების განვითარება. პრიორიტეტი 4.1 - რეგიონის განვითარების პოლიტიკის ფორმირება და სექტორული სტრატეგიების შემუშავება რეგიონის შემდგომი სოციო-ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობების განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესია დარგობრივი პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრა და სექტორული სტრატეგიების, მათი შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის თითოეული დარგობრივი სტრატეგია სრულად შეესაბამებოდეს საქართველოს სექტორულ სტრატეგიებს და ითვალისწინებდეს დარგში დასახულ სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს. დღეისათვის რეგიონის საჯარო უწყებებს უკვე შემუშავებული აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, მათ შორის, სოფლად განვითარების სტრატეგია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული გეგმა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული გეგმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული გეგმა, ტურიზის დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმა, სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგია. ამასთან, მნიშვნელოვანია თითოეული ამ სტრატეგიის გადასინჯვა და, აუცილებლობის შემთხვევაში, რეგიონული განვითარების წინამდებარე სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასთან, რიგი მიმართულებებით, რეგიონმა უნდა უზრუნველყოს ინსტიტუციური და დარგობრივი სტრატეგიების შემუშავება, ასევე, სოციო-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი სხვა სტარტეგიული და ტაქტიკური დანიშნულების დოკუმენტების შედგენა. ამ მხრივ იკვეთება შემდეგი პრიორიტეტები:

  114. ამოცანა 4.1.1: რეგიონში მიწის რესურსების ეფექტიანად გამოყენების სტრატეგიის შემუშავება რეგიონში მიწის რესურსების ეფექტიანად გამოყენების სტრატეგიის შემუშავება მოითხოვს მიწის რეფორმის განხორციელებას, მათ შორის, რეგიონის მიწის რესურსების აღრიცხვასა და 106 საკუთრების საკითხების მოწესრიგებას. ამ ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყებს ხელს სოფლის მეურნეობის სფეროში ზემოთ განხილული ინიციატივებისა და პროექტების ეფექტიანად განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიწათსარგებლობის საკითხების მოუწესრგებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფატორია, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. ამოცანა 4.1.2: აჭარის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება აჭარის საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებამ რეგიონის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ეფექტური და ეფექტიანი მექანიზმების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ამასთან, ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონის საინვესტიციო გარემოსთვის გადამწყვეტი, მაკროეკონომიკური მდგომარეობასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე ორიენტაციის დონე და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორებია. ამ მხრივ, აჭარას და, ზოგადად, საქართველოს გარკვეული უპირატესობები აქვს მეზობელ სახელმწიფოებთან შედარებით, თუმცა, მნიშვნელოვანია შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიით ამ უპრატესობების კიდევ უფრო გამოკვეთა და სათანადო მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის განხორციელებით პროტენციურ ინვესტორთა დაინტერესება რეგიონში არსებული პოტენციალითა და რესურსებით. ამოცანა 4.1.3: რეგიონის სივრცითი მოწყობის პროცესის გაგრძელება და მუნიციპალიტეტების ურბანული განვითარების გეგმების შემუშავება რეგიონის სივრცითი მოწყობის პროცესის გაგრძელება და მუნიციპალიტეტების ურბანული განვითარების გეგმების შემუშავება, რაც მოქალაქეთა თანამონაწილეობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რეგიონსა და მთლიანად საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იგეგმება. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ეს საქმიანობა, რომელიც მოაწესრიგებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს, დაკავშირებულია რეგიონის ეკონომიკის თითოეულ დარგთან და სოციო-ეკონომიკური განვითარების ყველა სხვა ინიციატივასა და აქტივობასთან.

  115. პრიორიტეტი 4.2 - რეგიონის საჯარო სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება იმისათვის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და საჯარო ინსტიტუციებმა წარმატებით უპასუხონ რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყონ ეფექტური სოციო-ეკონომიკური განვითარება, 2016-2021 წლებში მნიშვნელოვანი იქნება რიგი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელება რეგიონის საჯარო სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად. შემდგომ წლებში საჯარო სექტორის ორგანიზაციული შესაძლებლობების სრულყოფა შემდეგი პრიორიტეტების განხორციელებით იგეგმება: 107 ამოცანა 4.2.1: ინსტიტუციური სტრატეგიების შემუშავების მხარდაჭერა თანამონაწილეობითი პროცესების მეშვეობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროები და სხვა საჯარო უწყებები დამოუკიდებლად ან/და დონორული მხარდაჭერით უზრუნვეყოფენ ინსტიტუციური სტრატეგიული გეგმების შედგენას, სადაც, როგორც წესი, წარმოდგენილია გძელვადიანი ხედვა, ინსტიტუციური განვითარების საშუალოვადიანი მისია, პრიორიტეტები და შედეგები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სტრატეგიული გეგმების შედგენის პროცესი სრულად არის ინტეგრირებული და ჰარმონიზებული საბიუჯეტო პროცესთან, რაც დასახული სტრატეგიული ამოცანების შესრულების უმთავრესი წინაპირობაა. შემდგომ წლებში რეგიონის საჯარო უწყებებში ინსტიტუციური სტრატეგიების, მათი შესაბამისი სამოქმედო და მონიტორინგისა და შეფასების გეგმების შედგენის პრაქტიკა კვლავაც გაგრძელდება, რაც ასევე შეუწყობს ხელს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგაზიაციების, ბიზნეს სექტორის, სამიზნე ჯგუფებისა და ბენეფიციარების ჩართვას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე, სტრატეგიული გეგმების შედგენის პრაქტიკა დაინერგება იმ საჯარო უწყებებში, რომლებსაც დღემდე არ შეუდგენიათ თავისი ინსტიტუციური სტრატეგიები. ამ მხრივ, რეგიონის მთავრობის ამოცანაა, უზრუნველყოს სხვადასხვა ორგანიზაციული სტრატეგიების შესაბამისობა და თავსებადობა ზედა დონის სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებთან, მათ შორის, საერთო დარგობრივ სტრატეგიებსა და რეგიონული განვითარების წინამდებარე ჩარჩო სტრატეგიასთან. ასევე, პრიორიტეტული იქნება ინსტიტუციური სტრატეგიების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ დაინტერესებული მხარეებისა და, ზოგადად, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება.

  116. ამოცანა 4.2.2: საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა-განვითარება ადამიანური რესურსების მართვა, როგორც ორგანიზაციული ფუნქცია, უზრუნველყოფს მენეჯერთა და თანამშრომელთა დაქირავებას, მართვასა და კვალიფიკაციის განვითარებას. ადამიანური რესურსების მართვის მხრივ რეგიონის საჯარო სექტორი კონცენტრირებული იქნება შემდეგი გამოწვევების დაძლევაზე:  ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის არასათანადოდ ორგანიზება რეგიონის საჯარო სექტორში;  ცოდნის გაზიარების ინსტრუმენტების არათანმიმდევრული გამოყენება;  თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისა და მოტივაციის სისტემის არაეფექტურობა;  საჯარო უწყებებში დასაქმებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის განვითარების არასაკმარისი ინიციატივები. ამ და სხვა გამოწვევების დასაძლევად 2016-2017 წლებში რეგიონის საჯარო სექტორში იგეგმება კომპლექსური პროგრამის განხორციელება, რაც საჯარო ინსტიტუციებს შესაძლებლობას მისცემს, შექმნან ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულები, შეიმუშავონ ორგანიზაციულ სტრატეგიასთან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია, პოლიტიკა და ინსტრუმენტები. 108 პროგრამა რამდენიმე ფაზად იქნება დაყოფილი, რაც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ასპექტისათვის სათანადო ყურადღების დათმობას და მენეჯერების დროის რაციონალურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფაც, რომ თითოეულ რეგიონულ საჯარო უწყებას საკმარისი დრო, რესურსები და შესაძლებლობები გააჩნდეს ადამიანური რესურსების მართვის ახალი სისტემების ასათვისებლად, რომლებიც ამ პროგრამისა და მისი მიკრო-პროექტების განხორციელების შედეგად შეიქმნება.

  117. ამოცანა 4.2.3: საჯარო სექტორში სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ამაღლება დღეისათვის რეგიონის საჯარო უწყებებში არ არის დანერგილი ძირითადი, ადმინისტრაციული და დამხმარე სამუშაო პროცესების აღწერა-დოკუმენტირების პრაქ ტიკა. ამასთან, ნებისმიერ ორგანიზაციაში სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზიაცია საერთო ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური შესაძლებლობაა. სამუშაო პროცესების გაუმჯობესების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციის მისიის, სტარტეგიული ამოცანებისა და სამიზნე ჯგუფების/ბენეფიციარების საჭიროებების შეფასება, რაც შესაბამის უწყებას შესაძლებლობას მისცემს, განსაზღვროს თავის საქმიანობაში არსებული გამოწვევები. სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია ფოკუსირებულია იმ პროცედურებზე, რომელთა მეშვეობითაც ხდება ორგანიზაციის რესურსების გამოყენება და სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული საქმიანობის განხორციელება ან მათთვის მომსახურების გაწევა. ამდენად, რეგიონის საჯარო ინსტიტუციების საქმიანობაში სანდოობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა ძირითადი სამუშაო პროცესის დოკუმენტირება, სისტემური კონტროლი და პერიოდული შეფასება. დროთა განმავლობაში ასევე უნდა მოხდეს არაეფექტური ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება და მათი ოპტიმიზაცია, რათა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ უფრო მეტი ეფექტურობა და ეფექტიანობა. ამოცანა 4.2.4: სამოქალაქო, საჯარო და ბიზნეს სექტორების თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება სექტორებსშორისი თანამშრომლობა ხელს უწყობს ყველა სექტორისათვის მნიშვნელოვანი მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. ამასთან, თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას შემდეგი კონკრეტული სარგებლის მოტანა შეუძლია:  საერთო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გაწეული საქმიანობების დუბლიკაციის რისკების შემცირება;  რესურსების გამოყენებისა და მომსახურებების გაწევის პროცესში კოორდინირება ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;  იმ საკითხების ეფექტურად გადაწყვეტა, რომელთა მოგვარებაც აღემატება რომელიმე ცალკეული სექტორის შესაძლებლობებსა და რესურსებს;  ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური ან კულტურული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

  118. 109 ამასთან, სექტორებსშორისი თანამშრომლობის დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ სახის კოოპერაციის წახალისებისათვის რამდენიმე გამოცდილი მექანიზმი არსებობს, რომელთა დანერგვასაც თანმიმდევრულად ეცდება რეგიონის მთავრობა. კერძოდ:  საჯარო-კერძო პარტნიორობის მექანიზმების შექმნა რეგიონის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტების განსახორციელებლად;  საერთო მიზნების მისაღწევად კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარების ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება (მაგ., სამუშაო ჯგუფები ან/და საკონსულტაციო საბჭოები, ერთობლივი ფორუმები, სხვ.)  რეგიონული და სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებისა და/ან სრულყოფისათვის სექტორებსშორისი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;  მოწყვლადი ჯგუფებისათვის სოციალური მომსახურებების მისაწოდებლად არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა;  სხვადასხვა სფეროში ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხოციელების პროცესში სამოქალაქო სექტორთან კოორდინაცია ან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა;  საჯარო სექტორის მომსახურებათა ეფექტიანობის შეფასების პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად სხვა სექტორების წარმომადგენელთა ჩართვა და ა.შ. ამოცანა 4.2.5: საჯარო სერვისებისა და ელექ ტრონული მმართველობის სისტემების განვითარება რეგიონის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ეფექტური მმართველობა და საჯარო დაწესებულებების მიერ გაწეული სერვისების ხარისხია. აჭარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონე, მისი პოტენციალისადმი ინვესტორებისა და ტურისტების გაზრდილი ინტერესი, ითხოვს გადაწყვეტილებების მიღების დროს ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს. ინოვაციები შიდა პროცედურებში ინფრასტრუქტურის განვითარების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მომსახურების დროს გამოყენებული იქნება როგორც რეგიონული, ისე მუნიციპალური ხელისუფლებების მიერ.

  119. საჯარო სერვისების მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი, ეფექტური და უსაფრთხო ელექტრონული მმართველობის სისტემების დანერგვას და განვითარებას. აღნიშნულის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო უწყებების შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, ასევე მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავება. ამ მიზნით დაგეგმილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სააგენტოს ფორმირება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის მთავრობის ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების კონსოლიდირებულ მართვასა და განვითარებას, ასევე რეგიონის მთავრობის სერვისების ავტომატიზაციას და ავტომატიზირებული სისტემების მხარდაჭერას. მომდევნო საშუალოვადიანი პერიოდის განვამლობაში, აღნიშნული სააგენტოს ბაზაზე კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით 110 ასევე იგეგმება რეგიონული ინფორმაციული ტექნოლოგიური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. ამოცანა 4.2.6: მუნიციპალიტეტების განვითარების საშუალოვადიანი გეგმების შემუშავება აჭარის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ცხოვრების დონის ამაღლება და მართვის გაუმჯობესება მოითხოვს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი გეგმების არსებობას, ასევე, ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობისათვის მექანიზმის შექმნას. აჭარის მთავრობა და მუნიციპალიტეტები მოამზადებენ შემდეგ დოკუმენტებს:  რეგიონის სივრცითი განვითარების გეგმა  მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიები  მუნიციპალიტეტების სივრცითი განვითრების გეგმები  მუნიციპალიტეტების კაპიტალური ინვესტიციების გეგმები  ადგილობრივი (სოფლის) განვითარების სტრატეგიები

  120. ჩამოთვლილი დოკუმენტების განსახორციელებლად დაინერგება პროექტების ციკლის მართვის სისტემა და შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები. 111 სტრატეგიული მიმართულება 5 - რეგიონი, სადაც კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვა ყველას საზრუნავია რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და გარემოს ისეთ დონეზე შენარჩუნება, რომ მომავალმა თაობებმაც ისევე შეძლონ სარგებლობა, როგორც დღევანდელმა. კლიმატის ცვლილების შედეგად გაზრდილი რისკების პირობებში, აჭარის მდგრადი განვითარებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების რაციონულად გამოყენება და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ნეგატიური ზემოქმედების შემცირება. კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მხრივ რეგიონში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად კვლავაც პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებით აქტიურობა:  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია;  რეგიონის ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი და ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენება. პრიორიტეტი 5.1 - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია რეგიონში კულტურის დარგობრივი სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა კულტურის ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას და საზოგადოების კეთილდღეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნის გზით. როგორც ზემოთაც აღინიშნა, მომდევნო წლებში რეგიონის პრიორიტეტია, უზრუნველყოს სხვადასხვა დარგების ეფექტიანი ურთიერთკავშირი მომხმარებლებისათვის რეგიონის ეკონომიკისათვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების და მომსახურებების (მაგ., ტურისტული პროდუქტები) მიმზიდველობის გასაზრდელად. ამდენად, რეგიონში კულტურის დარგის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის დარგში დასახულ ამოცანას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციისა და ტურისტული სეზონის გახანგრძლივების შესახებ. რეგიონის მრავალფეროვანმა კულტურამ, მათ შორის, მდიდარმა ისტორიულმა და კულტურულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს რეგიონის მიმართ ტურისტების ინტერესის ზრდაში. ეს კი რეგიონისაგან არსებული ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესის დაჩქარებასა და კულტურის სფეროში მოქმედი ინსტიტუციების (მათ შორის, მუზეუმების, კულტურული ცენტრების, შემოქმედებითი ჯგუფების) განვითარების ხელშეწყობას მოითხოვს. ამას გარდა, რეგიონისათვის თანაბრად მნიშვნელოვანია მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება და შემოქმედებითი საქმიანობის (მათ შორის, არაკომერციული ხასიათის აქტივობების) განვითარება.

  121. ამ ეტაპზე კულტურის სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უპირველესი ამოცანა კულტურის რეგიონული პოლიტიკის შემუშავება და მარეგულირებელი ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, რაც კერძო სექტორთან, შემოქმედებით ჯგუფებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. ამოცანა 5.1.1 - აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების კონსერვაცია 2016-2017 წლებში რეგიონში დასრულდება კულტურული ძეგლების ინვენტარიზაცია- პასპორტიზაციის პროცესი, ხოლო შემდგომ წლებში შედგება კულტურული ძეგლების 112 საკონსერვაციო და აღდგენითი სამუშოების განხორციელების გეგმა, განისაზღვრება პრიორიტეტები და ხელი შეეწყობა გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას. პარალელურად შემუშავდება ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის კონსერვაციის გეგმა, რაც გულისხმობს ბათუმში არსებული 260 ძეგლის პრიორიტიზირებას, კონსერვაციასა და განვითარებას. ამოცანა 5.1.2 - კულტურის დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მართვის სისტემების განვითარება რეგიონის კიდევ ერთი საშუალოვადიანი პრიორიტეტი მუზეუმების განვითრებაა. კერძოდ, იგეგმება რეგიონში მოქმედი ყველა მუზეუმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სამუზეუმო ექსპონატების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა და ექსპონატების სრული აღრიცხვა-პასპორტიზაცია. პარალელურად, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს მუზეუმებისა და გალერეების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას, რაც ასევე გულისხმობს მომხმარებლებთან კომუნიკაციის ეფექტური სისტემებისა და თანამედროვე სერვისების დანერგვასაც. ზოგადად, კულტურისა და სახელოვნებო რეგიონული ინსტიტუციების მართვის სისტემების თანმიმდევრული გაუმჯობესება, მათი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასა და მოდერნიზებასთან ერთად, რეგიონის კულტურის დარგის ერთ-ერთი ძირითადი საშუალოვადიანი პრიორიტეტია.

  122. პრიორიტეტი 5.2 - რეგიონის ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი და ენერგეტიკული რესურსების რაციონალური გამოყენება 2016-2021 წლებში აჭარაში არსებული რესურსების ეფექტიანმა და რაციონალურმა გამოყენებამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის განვითარების შემდგომ სტიმულირებას, ასევე, ხელისუფლებისა და მოსახლეობის შემოსავლების სტაბილურ ზრდას. ამ მხრივ მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები, პროექტები და ინიციატივები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს სატყეო რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება და ალტერნატიული და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენება. ასევე, რეგიონში არსებული ჰიდრორესურსების გათვლისწინებით მნიშვნელოვანი იქნება ამ ენერგეტიკული რესურსის ისეთი გამოყენება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკებს. ამოცანა 5.3.1: რეგიონის ბიომრავალფეროვნების დაცვა 2014-2020 წლების საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია შემდეგი გლობალური სტრატეგიული ამოცანების მიღწევას ისახავს მიზნად:  ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევი ძირეული მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლას სამთავრობო სტრუქტურებისა და საზოგადოების საქმიანობაში ბიომრავალფეროვნების საკითხების ინტეგრირების გზით;  ბიომრავალფეროვნებაზე პირდაპირი ზეწოლის შემცირებას და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობას;  ბიომრავალფეროვნების სტატუსის გაუმჯობესება ეკოსისტემური, სახეობრივი და გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვის გზით;  ბიომრავალფეროვნებისგან და ეკოსისტემური სერვისებისგან თითოეული ადამიანის მიერ მიღებული სარგებლის გაზრდას. 113

  123. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის 2014-2020 განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა (ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, განათლების, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების) და გარემოსდაცვითი არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. საბჭო პერიოდულად უზრუნველყოფს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის განხილვას და შედეგების შეჯამებას. ეროვნული სტრატეგიის თანახმად დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მხრივ პრიორიტეტული ღონისძიებები მოიცავს:  ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის დაცული ტერიტორიების სივრცითი განვითარების გეგმის შემუშავებასა და დაცული ტერიტორიების ძლიერი ქსელის შექმნას, რაც გულისხმობს ფართო ლანდშაფტებში ინტეგრირებული დაცული ტერიტორიების ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელს;  ტრანსსასაზღვრო კავშირების უზრუნველყოფას მეზობელი ქვეყნების დაცული ტერიტორიების სისტემებთან;  დაცული ტერიტორების შესახებ არსებული კანონმდებლობის გავრცობა- დეტალიზაციასა და დახვეწას;  კანონმდებლობაში დამხმარე და ბუფერული ზონების ჩამოყალიბებისა და მართვის საკითხების განსაზღვრას;  დაცულ ტერიტორიებზე რესურსების მდგრადი გამოყენების (ტრადიციული გამოყენების ზონებისთვის), ინვაზიური სახეობების მართვისა და კვლევა- მონიტორინგის პროგრამების განხორციელებას და ეფექტიანი და განახლებადი მონაცემთა ბაზების შექმნას;  ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებისა და დაინტერესებულ პირთა ყველა ჯგუფებში, გადაწყვეტილების მიმღებთა ჩათვლით;  დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ადეკვატური კომპენსაციის და პოზიტიური წახალისების მექანიზმების შემუშავების საკითხის შესწავლასა და დანერგვას;  თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე აუცილებელი შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და არსებული ინფრასტრუქტურის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას;  დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების უზრუნველყოფას;  დაცული ტერიტორიების დაფინანსების გაუმჯობესებას, მათ შორის, დაფინანსების ინოვაციური მექანიზმების დანერგვისა და ფონდების მოძიების გზით.

  124. ამოცანა 5.3.2: სატყეო სექტორის მართვის სისტემების ეფექტიანობის ამაღლება ქვეყნისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალოვადიანი ამოცანა ტყის მდგრადი მართვის სისტემის შექმნაა, რამაც უნდა უზრუნველყოს ტყის მართვის საკითხებზე ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება. 2016 წელს აჭარის სატყეო სააგენტო დაასრულებს ტყეთმოწყობის განხორციელებას რეგიონის სატყეო ფონდში, ასევე, ტყის არსებული რესურსების გათვალისწინებით 114 შეიმუშავებს ტყის მართვის გეგმებს რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული ტყეებისათვის. რეგიონის ტყის მართვის დაგეგმვა აჭარის სატყეო სააგენტოსგან ასევე მოითხოვს ტყის მართვის ათწლიანი გეგმის საფუძველზე ყოველწლიური საოპერაციო გეგმების შემუშავებას რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, რაც სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინოს რეგიონის ტყეებში არსებული მერქნული თუ არამერქნული რესურსებით გეგმაზომიერი სარგებლობის რეგულირება. ასევე, მნიშვნელოვანია ტყის მართვის გეგმების სათანადოდ გათვალისწინება რეგიონში მიმდინარე სივრცითი მოწყობის ინიციატივებში, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. ტყის მართვის გეგმების შემუშავებასთან ერთად უნდა განხორციელდეს ტყეების ფუნქციონალური ზონირება (ან/და კატეგორიზაცია) მათი სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვის შესაბამისად. 2017 წელს WWF-ის მხარდაჭერით განხორციელდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების შესწავლა, რის შედეგადაც შეაფასებენ მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეების რესურსის გამოყენების პოტენციალს და შეიმუშავებენ შესაბამის ანალიტიკურ დოკუმენტს.

  125. ტყის მართვის გეგმების და საოპერაციო გეგმების საფუძველზე რეგიონში შედგება ან განახლდება სატყეო-სამეურნეო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეგმები რეგიონის თითოეული სატყეო ადმინისტრაციისთვის. სატყეო-სამეურნეო დანიშნულების გზების კარგად დაგეგმილი და მოწყობილი ქსელი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ტყის ეფექტური მართვისა და მასში არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად. სათანადოდ დაგეგმილი სატრანსპორტო სისტემის გარეშე, შესაძლოა, არასასურველი შედეგები დადგეს, რასაც უარყოფითი ზეგავლენა ექნება ტყის ბიომრავალფეროვნებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგიონის ტყეებში გახშირდა ტყის არამერქნული რესურსებით (მათ შორის, ისეთი სახეობებით, რომლებიც საქართველოს წითელი ნუსხითაა დაცული) უკონტროლო სარგებლობის შემთხვევები, სატყეო სააგენტო, განახლებული კანონმდებლობის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს არამერქნული რესურსებით კომერციული სარგებლობის რეგულირებასა და უკონტროლო სარგებლობის პრევენციას. ამჟამად შემუშავების პროცესშია ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის საერთო ეროვნული რეგულაციები. ამოცანა 5.3.3: რეგიონის ტყის რესურსების დაცვა და აღდგენა შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარის სატყეო სააგენტო რეგიონის ტყის ინვენტარიზაციის შედეგად შემუშავებული რეგიონის ტყის მართვის გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს ტყის აღგენასა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას და ამ მიზნით შეიმუშავებს ტყის აღდგენისა და სანერგეების მართვის სათანადო გეგმას, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია თითოეული სატყეო ადმინისტრაციისათვის ტყის მართვის ყოველწლიური საოპერაციო გეგმის შესადგენად. დღეისათვის ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციასთან ფუნქციონირებს ერთი სანერგე 1 ჰექტარ ფართობზე. საშუალოვადიანი პერიოდში, სააგენტო WWF-ის ტექნიკური მხარდაჭერით შექმნის დამატებით ერთ სანერგე მეურნეობას მაღალი ზონის სარტყელში ტყის შემქმნელი კულტურების გამოსაყვანად.

  126. 115 რეგიონში გააქტიურებული სტიქიურ-გეოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების ან ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა, რათა აჭარის სატყეო სააგენტომ უზრუნველყოს რეგიონული ხელისუფლების დროულად ინფორმირება ტყეებსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებული ან წარმოქმნილი ეროზიული, ღვარცოფული ან/და მეწყრული რისკების შესახებ. სახელმწიფო ტყის ფონდში გადაძოვება ერთ-ერთი ძირითადი უარყოფითი ფაქტორია, რაც რეგიონის ტყეების, განსაკუთრებით, სუბალპურ ზონებში ბუნებრივ თვითაღდგენას აბრკოლებს. რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმართველ ერთეულებთან თანამშრომლობით, აჭარის სატყეო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს რეგიონის სატყეო ფონდის გადაძოვებისაგან დასაცავად ღონისძიებების განხორციელებას. 2018 წელს რეგიონის ტყის ფონდის შემოღობილი მიწის ნაკვეთის საერთო მოცულობა დაახლოებით 500 ჰექტარს მიაღწევს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმება აჭარის სატყეო სააგენტოს ლაბორატორიის ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, რათა ოპერატიულად უზრუნველყოს ტყის ფიტო და ენტო მავნებლების კერების დროული გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის ღონისძიებების დასახვა და განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება თურქეთთან ტყის მავნებელ დაავადებათა დროულად აღმოჩენისა და პრევენციისათვის. რეგიონისთვის ასევე პრიორიტეტულია, შეისწავლოს რეგიონის ბუნებრივ ტყეებში ინვაზიური სახეობების გავრცელება და მოახდინოს იმ რისკების იდენტიფიცირება, რაც ამ სახეობათა შემოღწევითა და უკონტროლო გავრცელებით შეიძლება დადგეს.

  127. ტყის მოვლის ეფექტური სისტემის შექმნა განაპირობებს ტყის მასივების სტრუქტურული და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას და ზრდას. ამ მხრივ, პირველი რიგის ამოცანაა ტყის სანიტარული დაცვის ღონისძიებების განხორციელება, რაც თავის მხრივ გულისხმობს მოვლითი, მათ შორის, სანიტარული ჭრების მიზანმიმართულ განხორციელებას. ამასთან, რეგიონის ტყეების დეგრადაციის პროცესის პრევენციისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია ტყეში უკანონო ჭრების მინიმიზაცია. ამ ამოცანის შესრულება სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებზეც არის დიდწილად დამოკიდებული, მათ შორის, მოსახლეობის სიღარიბის დონეზე, ტყით სარგებლობის საერთო-ეროვნულ რეგულაციებზე, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე, გათბობისა და საწვავის ალტერნატიული წყაროების გავრცელებაზე (რეგიონის გაზიფიკაციაზე) და ა.შ. იგეგმება ტყეებზე მონიტორინგის არსებული სისტემის გადასინჯვა, მეტყევეების უზრუნველყოფა დაკვირვებისა და კონტროლის მექანიზმების თანამედროვე საშუალებებით და აღმოჩენილ დარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირების სისტემის შემუშავება-დანერგვა. აჭარაში ეკოტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ხანძრების წარმოქმნის რისკიც, რაც რეგიონის ხელისუფლებისაგან მოითხოვს ხანძრების პრევენციის, გამოვლენისა და 116 რეაგირების ეფექტური სისტემის დანერგვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას. ამოცანა 5.3.4: ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების ეფექტიანი და ოპტიმალური გამოყენების ხელშეწყობა ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია სატყეო ადმინისტრაციის სამართლებრივი და ორგანიზაციული მოწყობის რეფორმირება, რასაც ეროვნული სატყეო კონცეფცია ითვალისწინებს. სატყეო სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმირების შემდეგ აჭარის სატყეო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს თავისი სერვისებისა და შესაბამისი საოპერაციო პროცედურების განახლება და მისადაგება ახალ კანონმდებლობასთან. ძირეული ცვლილებებისათვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია სიღრმისეული კვლევისა და ანალიზის განხორციელება, რათა შემუშავდეს მომსახურების მიწოდებისათვის ყველაზე ოპტიმალური და ხარჯთეფექტიანი მოდელი, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს:  მოსახლეობის შეშითა და სამასალე მერქნით უზრუნველყოფის ეფექტიანი სერვისის მიწოდება საქართველოს განახლებული სატყეო კანონმდებლობის შესაბამისად;  ტყის რესურსების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველსაყოფად ინოვაციური პროექტების განხორციელება, სათანადო კვლევის, ასევე, ეკონომიკური და ეკოლოგიური დასაბუთების საფუძველზე;  რეგიონის ტყეებში სარეკრეაციო ზონების მოწყობა ან/და მათი განვითარების ხელშეწყობა;  სამეწარმეო მიზნებისათვის არამერქნული რესურსების გამოყენების რეგულირება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;  სატყეო მეთესლეობისა და სანერგე მეურნეობის განვითარება და ნერგების მიწოდება დაინტერესებული მხარეებისათვის.

  128. 2016-2017 წლებში აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ბაზრის, ტყის რესურსების მომხმარებლების, სატყეო სექტორში მოქმედი სუბიექტებისა და ორგანიზაციების მატერიალურ ტექნიკური რესურსების, ასევე, სერვისებზე ორიენტირებულ სატყეო ადმინისტრაციაზე გადასვლისათვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა-შეფასებას. ამოცანა 5.3.5: ენერგეტიკული ჰიდრორესურსებისა და ალტერნატიული ან/და განახლებადი ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმალური გამოყენების ხელშეწყობა დღეისათვის ქვეყნისა და აჭარის მდიდარი ენერგორესურსების ეფექტურად გამოყენება არ ხდება. რეგიონში ჰინდროენერგეტიკული რესურსების ათვისება დიდწილად ქვეყნის ზოგად ენერგეტიკულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობის დეკლარირებული ამოცანა ჭარბი ენერგიისთვის საექსპორტო ბაზრების ათვისება და რეგიონალური ვაჭრობის მაქსიმალურად განვითარებაა. ამასთან, ელექტროენერგიის რეგიონული გამანაწილებელი ცენტრის ფორმირება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს უზრუნველყოს ელექტროენერგიის ტრანზიტული გატარება შესაბამისი გადამცემი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. 117 ამასთან, ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვისა და განვითარების პროცესში გასათვალისწინებელია გარემოზე ზეგავლენის ფაქტორები და გლობალური დათბობის ნეგატიური ზემოქმედება ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარა სტიქიური მოვლენების მხრივ ერთ-ერთ სენსიტიური რეგიონია, უმნიშვნელოვანესია ბუნებრივი კატასტროფების რისკის წინასწარ განჭვრეტა და მათი შემცირება. აჭარის მდებარეობა ასევე იძლევა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების საშუალებას. რეგიონში გავრცელებული ქარების მიმართულება, სიჩქარე და ხანგძლივობა წლის განმავლობაში წარმოადგენს შესაძლებლობას ქარის რესურსი გამოყენებულ იქნას ენერგეტიკული მიზნებისათვის. ქარის პერსპექტიული სადგურების პოტენციურ ტერიტორიებს შორის მოიაზრება ჭოროხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შეიძლება აშენდეს 50 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური 120 მლნ.კვტ/საათი წლიური გამომუშავებით.

  129. აჭარის ტერიტორიაზე ალტერნატიული ენერგიის წყაროდ შესაძლებელია მზისა და რეგიონში მეცხოველეობის განვითარების გამო - ბიოგაზის გამოყენებაც. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი პოტენციალია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ენერგიის მიღების ორივე მეთოდი უკვე დანერგილია აჭარის ზოგიერთ სოფლებში. რეგიონში არსებული ალტერნატიული ენერგოპოტენციალის გამოყენება ხელს შეუწყობს მოსახლეობის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დანახარჯების შემცირებას. 118 IV ნაწილი - სტრატეგიის განხორციელება და ანგარიშგება სტრატეგიის განხორციელების პროცესის წარმართვასა და კოორდინირებას უზრუნველყოფს რეგიონული განვითრების საბჭო, რომელიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების აუცილებელ ინსტიტუციურ მექანიზმს და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის ინსტიტუციურ პლატფორმას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითრების საბჭო კოლეგიური სათათბირო ორგანოა, რომლის შემადგენლობაში შედიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. რეგიონული განვითრების საბჭოს ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ნიშნავს და ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითრების საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს საბჭოს წევრებს და ზედამხედველობას უწევს რეგიონული განვითარების საბჭოს ფუნქციების ჯეროვან და სრულყოფილ შესრულებას.

  130. რეგიონული განვითარების საბჭოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა აჭარის რეგიონული განვითარების პრიორიტეტებისა და მათი აღსრულების შესახებ, რისთვისაც საბჭო ზედამხედველობას უწევს აჭარის რეგიონული განვითრების სტრატეგიის შემუშავებას/განხორციელებას და ამზადებს რეკომენდაციებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის. ამდენად, საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის პერიოდული განახლება, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესაბამისობის უზრუნველყოფა ეროვნულ სტრატეგიასთან. რეგიონული განვითარების საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ, საორგანიზაციო და საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს აჭარის რეგიონული განვითარების საბჭოს სამდივნო, რომელიც ასევე გაუწევს კოორდინირებას რეგიონული უწყებების მიერ სტრატეგიის განხორციელებაზე ანგარიშგების პროცესს და საბჭოს წარუდგენს სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებულ ანგარიშებს, იმპლემენტაციაში მიღწეული პროგრესისა და დაგეგმილი შემდგომი აქტივობების შესახებ. მონიტორინგი და შეფასება მონიტორინგი და შეფასება მართვის ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც გააძლიერებს აჭარის ა/რ მთავრობის შესაძლებლობებს, რათა რეგიონულმა ხელისუფლებამ მიაღწიოს სტრატეგიით დასახულ ამოცანებს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ანგარიშვალდებულობისა და შედეგზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფა დემოკრატიული მმართველობის კონცეფციის ნაწილია, აუცილებელია მთავრობაში 119 დაინერგოს მონიტორინგისა და შეფასების ეფექტიანი სისტემა, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას, ეფექტურად მართოს თავისი პოლიტიკა, პროგრამები და პროექტები.

  131. კარგად აგებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემა მნიშვნელოვანი ელემენტია რეგიონული განვითარების სტრატეგიის მართვისათვის. ამგვარი სისტემა აჭარის ა/რ მთავრობას, რეგიონული უწყებების მენეჯერებსა და თანამშრომლებს უზრუნველყოფს ინფორმაციითა და მონაცემებით, რომელთა გამოყენებაც შეიძლება:  იმ პროგრესის გასაზომად, რომელსაც ისინი მიაღწევენ თავისი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში;  სტრატეგიული ამოცანების მიღწევაში წარმოქმნილი პრობლემებისა და დაბრკოლებების დროულად იდენტიფიცირებისათვის;  იმ აქტივობების შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს დასახული ამოცანების მიღწევა. სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა დაფუძნებული იქნება ინდიკატორთა და მათ შესაბამის საბაზო, საორიენტაციო (შუალედურ) და საბოლოო სამიზნე მაჩვენებლებზე, რომელთა პერიოდული გაზომვა და შეფასება რეგიონის ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, უზრუნველყონ კორექციული ზომების მიღება დასახული პრიორიტეტებისა და ამოცანების განუხრელი შესრულებისათვის. სტრატეგიის კავშირი რესპუბლიკურ ბიუჯეტთან საბიუჯეტო პროცესში ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი, ისევე, როგორც აჭარის ა/რ დარგობრივი სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა რეგიონული უწყებების მიერ მომზადებული სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის პრიორიტეტებს. 120 სტრატეგიული პრიორიტეტებისა და საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესის აღწერა რეგიონული რეგიონული უწყებების უწყებების სამოქმედო

  132. სტრატეგიული პრიორიტეტები სტრატეგიები გეგმები რეგიონული განვითარების სექტორული რეგიონული სტრატეგიის და განვითრების განვითარების სტრატეგია სტრატეგიები სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და შეფასება მუნიციპალიტეტების თვითმმართველი განვითარების ერთეულების სტრატეგიები სამოქმედო გეგმები აჭარის ა/რ საშუალო პროგრამული ვადიანი სამოქმედო რეგიონული რეგიონული ბიუჯეტის გეგმა უწყებების საბიუჯეტო უწყებების საბიუჯეტო განხორციელების საბიუჯეტო პროცესი (პრიორიტეტების პროგრამები ქვეპროგრამები მონიტორინგი და დოკუმენტი) შეფასება მუნიციპალიტეტები მუნიციპალიტეტების ს პროგრამული მუნიციპალიტეტების საშუალო ვადიანი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საბიუჯეტო პრიორიტეტების საბიუჯეტო პროგრამები განხორციელების ქვეპროგრამები დოკუმენტები მონიტორინგი და შეფასება

  133. 121

Strategic Development Plan of Adjara for 2016-2021 · Nelum