Resolution No 89 of 2006 of Georgian Government on Rules for Issuance of Licenses for Production of Biological Pesticides
颁布于 2006-04-29 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №89 „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Cultivated plants, Waste and hazardous substances
- 关键词
- pesticides, authorization/permit, procedural matters, plant protection
- 类别
- agriculture
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
1 საქართველოს მთავრობის დადგენილება №89 2006 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დამტკიცდეს „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი 1. ბიოლოგიური პესტიციდი – მცენარეული ექსტრაქტი, აქტიური შტამი ან მიკრობული სინთეზის პროდუქცია მიკრობიოლოგიური პრეპარატული ფორმით, რომელიც სპეციფიკურია მავნე ორგანიზმებისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო ფაუნასა და ფლორაზე, უვნებელია ადამიანისა და სხვა თბილსისხლიანებისათვის. 2. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – აქტიური შტამის მიღება (გამრავლება) ან მიკრობული სინთეზით პროდუქციის მიღება. მიკრობიოლოგიური საშუალების პრეპარატული ფორმის დამზადება და დაფასოება. მუხლი 3. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ბიოლოგიური პესტიციდის წარმოების ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2 საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ. თავი II. ლიცენზიის გაცემის წესი მუხლი 4. ლიცენზიის გაცემის წესი ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესითა და პირობებით. მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი საბუთები 1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადება განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით. 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მონაცემები საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ; ბ) მონაცემები საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღის შესახებ; გ) საქმიანობისათვის საჭირო ნაგებობის სქემა; დ) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა (საწარმოს რეგლამენტი); ე) ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მისაღები პროდუქციის ჩამონათვალი; ვ) იმ ღონისძიებათა დეტალური აღწერა, რომლებიც დაგეგმილია გარემოსა და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად; ზ) მოსალოდნელი წარმოების მოცულობა და სახეობა; თ) საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენების სახეები, რაოდენობა, მათი განთავსების შესაძლო ადგილები, ნარჩენების შესამცირებლად და გადა სამუშავებლად დაგეგმილი ღონისძიებები; ი) ტექნოგენური ავარიების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების ზომები; კ) ბიოლოგიური პესტიციდის სარეგისტრაციო მოწმობა. 3. სააგენტო სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის პროცესში ჩააბამს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ. მუხლი 6. ლიცენზიის გაცემისათვის უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის უარის თქმის საფუძველი და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 7. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით. 3 მუხლი 8. სალიცენზიო მოწმობის ფორმა ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ. მუხლი 9. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული დებულებები. მუხლი 10. ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა ლიცენზიის ამოქმედება დ მოქმედების ვადა განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით. მუხლი 11. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი და ლიცენზიის გაუქმება 1. დებულებით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო. 2. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლისა და ლიცენზიის გაუქმება განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ. თავი III. დასკვნითი ნაწილი მუხლი 12. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.