跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 758 of 2014 of Georgian Government on Assessment Methodology for Socio-Economic Conditions of Socially Vulnerable Families (Households)

颁布于 2014-12-31 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილება №758 სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development, General
关键词
social protection, poverty, subsidy/incentive, data collection/reporting, registration, procedural matters

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №758 2014 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თანდართული მეთოდოლოგია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;

  2. ბ) ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შეუფერხებლად უზრუნველყოს მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებისა და/ან საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სააგენტოსათვის, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად; გ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად; დ) ეთხოვოთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (მათ შორის, ელექტროენერგიის განაწილების, ბუნებრივი გაზის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირებს, აგრეთვე დაგვა- დასუფთავების და/ან ნარჩენების მართვის შესაბამის ოპერატორ კომპანიებს ან დასუფთავების მოსაკრებლის ამკრებ შესაბამის უფლებამოსილ პირებს და სხვა) აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება და/ან მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და/ან საჭირო ინფორმაცია სააგენტოს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების და/ან მოთხოვნის შესაბამისად. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის რეალიზებასთან დაკავშირებით საჭირო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მომზადება და გამოცემა; ბ) „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების შესაბამისად ფორმირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ http://www.matsne.gov.ge 28012000010003018378 რეგისტრირებული ოჯახების, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გადამოწმების გრაფიკის დამტკიცება.

  3. 4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2015 წლიდან-2017 წლის 1 აგვისტომდე) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ამოქმედების მიუხედავად, ძალას ინარჩუნებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილება) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შესწავლილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეული – სარეიტინგო ქულა. 5. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) შეფასება განხორციელდეს ტესტირების რეჟიმში. 6. სააგენტომ უზრუნველყოს ყველა საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების რეჟიმში სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შეფასების მიზნით. 7. 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე სპეციალურ კითხვარში (ოჯახის დეკლარაცია) დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, გარდა ამ დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №145 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 01.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №316 – ვებგვერდი, 05.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 22.01.2019წ. მუხლი 11 1. სააგენტომ უზრუნველყოს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდში ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ტესტირების რეჟიმში შეფასებული (შესწავლილი) ოჯახების (შინამეურნეობების) შესახებ მოპოვებული მონაცემების შეტანა (ასახვა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და ამავე მეთოდოლოგიის გამოყენებით ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 30 აპრილი.

  4. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 19.05.2015წ. მუხლი 2 2015 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №145 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 28012000010003018378 სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში – „ოჯახი“ ან „შინამეურნეობა“) კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. 2. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში – ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. 3. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

  5. მუხლი 2. შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურა 1. შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი – „I“ გამოითვლება ფორმულით: C I= N სადაც: ა) C- არის შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი; ბ) N - შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი. 2. რაც უფრო ნაკლებია კეთილდღეობის ინდექსი, მით უფრო დაბალია შინამეურნეობის კეთილდღეობის დონე. მუხლი 3. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა შინამეურნეობის სამომხმარებლო ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: 10 𝐶 = 𝑒𝑥𝑝 𝐾0 + 𝐶𝑖 − 𝐶0 𝑖=1 სადაც: ა) K0 - არის მუდმივი კოეფიციენტი; ბ) C1 - სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი; გ) C2 - სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი; დ) C3 - მოძრავი ქონების ინდექსი; ე) C4 - შემოსავლების ინდექსი; ვ) C5 - კომუნალური ხარჯების ინდექსი; ზ) C6 - დემოგრაფიული ინდექსი; თ) C7 - განათლებისა და დასაქმების ინდექსი; ი) C8 - ტერიტორიული ინდექსი; კ) C9 - ძირითადი საცხოვრებლის მდგომარეობის ინდექსი; ლ) C10 - სხვა უძრავი ქონების ინდექსი; მ) С0 − გასული პერიოდის განმავლობაში ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მიღებული (ან მისაღები) ფულადი სოციალური დახმარება − „საარსებო შემწეობა“ („საარსებო შემწეობის“ ოდენობაში გაითვალისწინება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება) ან სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი, რომლის გაცემა „საარსებო შემწეობის“ მიღების შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 22.01.2019წ.

  6. მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსის გამოთვლა სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 𝐶1 = 𝐾1,1 ln 1 + 𝑌1,1 სადაც: ა) K1,1- არის კოეფიციენტი; ბ) Y1,1 – შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი (ჰა). მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსის გამოთვლა სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 3 𝐶2 = 𝐾2,𝑗 ln 1 + 𝑌2,𝑗 𝑗 =1 სადაც: ა) K2,j, j=1,2,3 არის კოეფიციენტები; ბ) Y2,1 – ძროხებისა და კამეჩების საერთო რაოდენობა შინამეურნეობაში; გ) Y2,2 – ფუტკრის სკების რაოდენობა შინამეურნეობაში; დ) Y2,3 – შინაური ფრინველის რაოდენობა შინამეურნეობაში. მუხლი 6. მოძრავი ქონების ინდექსის გამოთვლა მოძრავი ქონების ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 2 𝐶3 = 𝐾3,𝑗 ln 1 + 𝑌3,𝑗 𝑗 =1 სადაც: ა) K3,j, j =1,2 არის კოეფიციენტები; ბ) Y3,1 – მსუბუქი, სამგზავრო, ან სატვირთო ავტომობილების (არასაბჭოთა წარმოების) რაოდენობა შინამეურნეობაში; გ) Y3,2 – ტრაქტორების (გარდა მინიტრაქტორისა), კომბაინებისა და თესლის ჩამყრელი აპარატების რაოდენობა შინამეურნეობაში. მუხლი 7. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით: სადაც: ა) K4,1 − არის კოეფიციენტი; 2 ბ) Y4,1 – არის Y4,11, Y4,12, Y4,13-ისა და Y4,14-ის ჯამი: ბ.ა) Y4,11 – ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლების (ხელფასისა და ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) (გარდა სახელმწიფო პენსიისა, სოციალური პაკეტისა, საარსებო შემწეობისა) და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი; ბ.ბ) Y4,12 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სახელმწიფო პენსიასა და 180-ს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი; ბ.გ) Y4,13 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სოციალურ პაკეტსა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი; ბ.დ) Y4,14 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ (ან მისაღებ) საარსებო შემწეობასა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №390 - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №616 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 05.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 22.01.2019წ.

  7. მუხლი 8. კომუნალური ხარჯების ინდექსის გამოთვლა კომუნალური ხარჯების ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: 𝐶5 = 𝐾5,1 ln 1 + 𝑌5,1 სადაც: ა) K5,1 - არის კოეფიციენტი; ბ) Y5,1 – ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე, წყალსა და დასუფთავებაზე გადახდილი თანხა, ბოლო 12 თვის განმავლობაში, რომელიც აითვლება ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 13.06.2016წ. მუხლი 9. დემოგრაფიული ინდექსის გამოთვლა დემოგრაფიული ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 5 𝐶6 = 𝐾6,𝑗 𝑌6,𝑗 𝑗 =1 სადაც: ა) K6,j, j =1,2,3,4,5 - არის კოეფიციენტები; ბ) Y6,1 – შინამეურნეობის წევრთა რაოდენობის ნატურალური ლოგარითმი; გ) Y6,2 – 18-დან 65 წლამდე შრომისუნარიანი წევრების წილი ოჯახში (შრომისუნარიან წევრებში იგულისხმებიან პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიებს: სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი; დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (I ჯგუფი); მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (II ჯგუფი)); დ) Y6,3 – Y6,3=1, თუ ოჯახის წევრს ერთი შვილი მაინც ჰყავს სრულწლოვანი, რომელიც 3 ცხოვრობს დამოუკიდებელ ოჯახად, Y6,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში; ე) Y6,4 − Y6,4=l, თუ ოჯახის წარმომადგენელი არის კაცი, Y6,4=0 − წინააღმდეგ შემთხვევაში; ვ) Y6,5 – Y6,5=1, თუ ოჯახში ცხოვრობს 0-დან 15 წლამდე ერთი ბავშვი მაინც, Y6,5 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 22.01.2019წ. მუხლი 10. განათლების ინდექსის გამოთვლა განათლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 𝐶7 = 𝐾7,1 𝑌7,1

  8. სადაც: ა) K7,1 - არის კოეფიციენტი; ბ) Y7,1 – 22-დან 65 წლის ჩათვლით ოჯახის წევრებში უმაღლესი განათლების მქონე წევრთა წილი. მუხლი 11. ტერიტორიული ინდექსის გამოთვლა ტერიტორიული ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 11 𝐶8 = 𝐾8,𝑗 𝑌8,𝑗 𝑗 =1 სადაც: ა) K8,j, j= 1,2,..,11 არის კოეფიციენტები; ბ) Y8,1 – შიდა ქართლის ინდიკატორი (Y8,1=1, თუ შინამეურნეობა შიდა ქართლშია, და Y8,1 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); გ) Y8,2 – სამცხე-ჯავახეთის ინდიკატორი (Y8,2=1, თუ შინამეურნეობა სამცხე-ჯავახეთშია, და Y8,2 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); დ) Y8,3 – აჭარის ინდიკატორი (Y8,3=1, თუ შინამეურნეობა აჭარაშია, და Y8,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); ე) Y8,4 – გურიის ინდიკატორი (Y8,4=1, თუ შინამეურნეობა გურიაშია, და Y8,4 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); ვ) Y8,5 – სამეგრელო-ზემო სვანეთის ინდიკატორი (Y8,5=1, თუ შინამეურნეობა სამეგრელოში ან ზემო სვანეთშია, და Y8,5=0 წინააღმდეგ შემთხვევაში); ზ) Y8,6 – იმერეთის ინდიკატორი (Y8,6=1, თუ შინამეურნეობა იმერეთშია, და Y8,6 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); თ) Y8,7 – მცხეთა-მთიანეთის ინდიკატორი (Y8,7=1, თუ შინამეურნეობა მცხეთა- მთიანეთშია, და Y8,7 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); ი) Y8,8 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ინდიკატორი (Y8,8=1, თუ შინამეურნეობა რაჭა-ლეჩხუმში ან ქვემო სვანეთშია, და Y8,8 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); კ) Y8,9 – კახეთის ინდიკატორი (Y8,9=1, თუ შინამეურნეობა კახეთშია, და Y8,9 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); ლ) Y8,10 – ქვემო ქართლის ინდიკატორი (Y8,10=1, თუ შინამეურნეობა ქვემო ქართლშია, და Y8,10 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში); მ) Y8,11 – საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით 4 დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხით“ გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონის ინდიკატორი (Y8,11=1, თუ შინამეურნეობა მთიან რეგიონშია და Y8,11=0 წინააღმდეგ შემთხვევაში). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის დადგენილება №255 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.

  9. მუხლი 12. ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობის ინდექსის გამოთვლა ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობის ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 3 𝐶9 = 𝐾9,𝑗 𝑌9,𝑗 𝑗 =1 სადაც: ა) K9,j, j=1,2,3 არის კოეფიციენტები; ბ) Y9,1 – შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ფართობის ნატურალური ლოგარითმი; გ) Y9,2 – შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ოთახების საერთო რაოდენობის ნატურალური ლოგარითმი; დ) Y9,3 - შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის, საცხოვრებელ ნაწილში იატაკის მასალა: Y9,3=1, თუ იატაკის მასალაა „პარკეტი“, Y9,3 =0 წინააღმდეგ შემთხვევაში; მუხლი 13. სხვა უძრავი ქონების ინდექსი სხვა უძრავი ქონების ინდექსი გამოითვლება ფორმულით: 2 4 𝐶10 = 𝐾10,𝑗 𝑌10,𝑗 + 𝐾10,𝑗 ln 1 + 𝑌10,𝑗 𝑗 =1 𝑗 =3 სადაც: ა) K10,j, j=1,2,3,4 არის კოეფიციენტები; ბ) Y10,1 – Y10,1=1, თუ ოჯახი ფლობს ძირითადი საცხოვრებლის გარდა სხვა საცხოვრებელს (ბინას, სახლს ან აგარაკს), Y10,1=0 წინააღმდეგ შემთხვევაში; გ) Y10,2 – Y10,2=1, თუ ოჯახი არ ფლობს ავტოფარეხს, მარანს/სამზადს, დაუმთავრებელ სახლს ან ნაგებობას/სახელოსნოს, ბოსელს, ნალიას, სარდაფს, კომერციულ ფართობს, Y10,2=0 წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუ ჩამოთვლილთაგან ერთს მაინც ფლობს; დ) Y10,3 – შინამეურნეობის მფლობელობაში მყოფი სხვა საცხოვრებლის (ბინა/სახლი) სრული ფართობი (კვ.მ); ე) Y10,4 – შინამეურნეობის მფლობელობაში მყოფი სხვა საცხოვრებლის (აგარაკის) სრული ფართობი (კვ.მ). მუხლი 14. კოეფიციენტების ცხრილები 1. კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში სხვადასხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებში კოეფიციენტები განსხვავებულია. გამოიყოფა ოთხი ტიპის დასახლებული პუნქტები: ა) დედაქალაქი; ბ) დიდი ქალაქები (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, გორი, ზუგდიდი, სოხუმი); გ) სხვა ქალაქური ტიპის დასახლება, რომელიც მოცემულია №1 ცხრილში: ცხრილი №1

  10. 5 1 აბაშა 38 მესტია 2 ადიგენი 39 მცხეთა 3 ამბროლაური 40 ნინოწმინდა 4 ასპინძა 41 ოზურგეთი 5 ახალგორი 42 ონი 6 ახალი ათონი 43 ოჩამჩირე 7 ახალქალაქი 44 საგარეჯო 8 ახალციხე 45 სამტრედია 9 ახმეტა 46 საჩხერე 10 ბაღდათი 47 სენაკი 11 ბიჭვინთა 48 სიღნაღი 12 ბოლნისი 49 ტყვარჩელი 13 ბორჯომი 50 ტყიბული 14 გაგრა 51 ურეკი 15 გალი 52 ქარელი 16 გარდაბანი 53 ქედა 17 გუდაუთა 54 ქობულეთი 18 გულრიფში 55 ყაზბეგი 19 გურჯანი 56 ყვარელი 20 დაბა სტეფანწმინდა 57 შუახევი 21 დაბა ხელვაჩაური 58 ჩოხატაური 22 დედოფლის წყარო 59 ჩხოროწყუ 23 დმანისი 60 ცაგერი 24 დუშეთი 61 ცხინვალი 25 ვალე 62 წალენჯიხა 26 ვანი 63 წალკა 27 ზესტაფონი 64 წნორი 28 თეთრი წყარო 65 წყალტუბო 29 თელავი 66 ჭიათურა 30 თერჯოლა 67 ხარაგაული 31 თიანეთი 68 ხაშური 32 კასპი 69 ხობი 33 ლაგოდეხი 70 ხონი 34 ლანჩხუთი 71 ხულო 35 ლენტეხი 72 ჯავა 36 მარნეული 73 ჯვარი 37 მარტვილი დ) სოფლის ტიპის დასახლება (მათ შორის, ქ. თბილისის შემადგენლობაში შემავალი სოფლები: აგარაკი, ახალდაბა, ბეთანია, გლდანი, დიდგორი, დიდება, დიდი ლილო, დიღომი, ვარკეთილი, ვეძისი, ზაჰესი, თელოვანი, თხინვალა, კვესეთი, კიკეთი, კოჯორი, ნასაგური, ოქროყანა, პატარა ლილო, ტაბახმელა, ფონიჭალა, ქოშიგორა, შინდისი, წავკისი, წინუბანი, წყნეთი). 2. კოეფიციენტების მნიშვნელობები განსხვავებული ტიპის დასახლებული პუნქტებისათვის განსაზღვრულია №2 ცხრილით: 6

  11. ცხრილი №2 კოეფიციენტები დიდი სხვა ქალაქური ტიპის სოფლის ტიპის დედაქალაქი ქალაქი დასახლება დასახლება K0 2.306 2.665 3.883 3.713 K1,1 0.000 0.000 0.000 0.083 K2,1 0.000 0.000 0.000 0.229 K2,2 0.000 0.000 0.272 0.091 K2,3 0.000 0.000 0.054 0.039 K3,1 0,148 0,256 0.442 0.246 K3,2 0.000 0.000 0.000 0.344 K4,1 0,251 0,196 0.047 0.149 K5,1 0,275 0,302 0,218 0,176 K6,1 0,057 0,257 0.409 0.129 K6,2 0,122 0,064 0.000 0.000 K6,3 0.000 0.000 0.172 0.124 K6,4 0.000 0,120 0.000 0.073 K6,5 0.000 0.000 0.000 0.078 K7,1 0,176 0,129 0.191 0.206 K8,1 0.000 0.000 0.000 -0.121 K8,2 0.000 0.000 0.194 0.000 K8,3 0.000 0.000 0.281 0.100 K8,4 0.000 0.000 0.000 0.000 K8,5 0.000 0.000 0.265 0.000 K8,6 0.000 0.000 0.143 0.069 K8,7 0.000 0.000 0.371 -0.082 K8,8 0.000 0.000 0.636 -0.194 K8,9 0.000 0.000 0.000 0.000 K8,10 0.000 0.000 0.000 -0.247 K8,11 0.000 0.000 -0.281 0.000 K9,1 0,073 0.000 0.000 0.000 K9,2 0.000 0,148 0.000 0.109 K9,3 0,127 0.000 0.000 0.000 K10,1 0.000 0.000 0.120 0.000 K10,2 0.000 0.000 -0.225 -0.065 K10,3 0.022 0.023 0.000 0.037 K10,4 0.000 0,028 0.000 0.070.“; საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 05.06.2018წ. მუხლი 15. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსის გამოთვლა 1. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსის დასადგენად უნდა დავადგინოთ 7 ეკვივალენტურ მოზრდილ წევრთა ჯამური რაოდენობა შინამეურნეობაში. 2. ეტალონურ მოზრდილად ითვლება 30-39 წლის ჯანმრთელი მამაკაცი. 3. ეკვივალენტურ მოზრდილ წევრთა ჯამური რაოდენობა შინამეურნეობაში გამოითვლება შემდეგი წესით: შინამეურნეობის ყოველი წევრისათვის მისი სქესის, ასაკის, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება ეკვივალენტობის კოეფიციენტი: რიცხვი ei, რომელიც გამოხატავს ამ ოჯახის i-ური წევრის საჭიროების დონეს ეტალონურ მოზრდილთან მიმართებაში. 4. ეკვივალენტურობის კოეფიციენტები მოცემულია №3 ცხრილში: ცხრილი №3

  12. სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფი 18-29 18-29 30-39 30-39 40-59 40-59 60+ 60+ № კატეგორია 0-3 4-6 7-12 13-17 კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი 1 ჯანმრთელი 1,24 1,16 1,04 1,21 1,04 0,93 1,00 0,92 1,04 0,95 1,13 1,04 2 შშმ ბავშვი 1,58 1,59 1,50 1,70 0,00 0,00 0,00 0,00 0,00 0,00 0,00 0,00 3 მკვეთრად 0 0 0 0 1,64 1,50 1,60 1,50 1,56 1,50 1,50 1,50 გამოხატული შშმპ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) (I ჯგუფი) 4 მნიშვნელოვნად 0 0 0 0 1,56 1,41 1,51 1,41 1,47 1,41 1,41 1,41 გამოხატული შშმპ (II ჯგუფი) 5 მარტოხელა 0 0 0 0 1.99 1.76 1.94 1.74 1.88 1.71 1.8 1.8 პენსიონერი/ სოციალური პაკეტის მიმღები 6 ფეხმძიმე ქალი 0 0 0 1,32 0 1,11 0 1,11 0 1,11 0 0 7 მეძუძური დედა 0 0 0 1,21 0 1,08 0 1,09 0 1,13 0 0 8 მარტოხელა დედა 0 0 0 1,44 0 1,14 0 1,14 0 1,14 0 0 9 ობოლი (დედ- 1,37 1,2 1,04 1,21 0 0 0 0 0 0 0 0 მამით) 10 პირი, რომელიც 1,65 1,58 1,46 1,68 1,58 1,42 1,53 1,40 1,49 1,38 1,43 1,38 სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბულატორიულ მკურნალობას 5. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი ერთდროულად მიეკუთვნება ამ მეთოდოლოგიის №3 ცხრილით განსაზღვრულ რამდენიმე კატეგორიას, მაშინ მას მიენიჭება ის კოეფიციენტი, რომელსაც უფრო მაღალი მნიშვნელობა აქვს. 6. შინამეურნეობაში ეკვივალენტურ მოზრდილ წევრთა ჯამური რაოდენობა (E) ტოლია მისი თითოეული წევრის ეკვივალენტობის კოეფიციენტის ჯამისა: 8 n E =  ei i =1 7. შინამეურნეობის საჭიროების ინდექსი გამოითვლება ფორმულით: E N= B n სადაც: ა) n არის შინამეურნეობის წევრთა რაოდენობა; ბ) β=0.2 – თანაცხოვრების ეფექტის მაჩვენებელი; გ) E – ეკვივალენტურ მოზრდილთა რაოდენობა შინამეურნეობაში; დ) B – მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება (175 ლარი). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის დადგენილება №380 - ვებგვერდი, 03.08.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №424 - ვებგვერდი, 14.08.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №616 - ვებგვერდი, 30.12.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №316 - ვებგვერდი, 05.06.2018წ.

  13. მუხლი 16. შინამეურნეობის სარეიტინგო ქულის გამოთვლა და გამოყენება 1. ამ მეთოდოლოგიის მე-4–მე-13 მუხლების და მე-15 მუხლით განსაზღვრულ ფორმულებში შეიტანება ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული Yi,j სიდიდეების შესაბამისი მონაცემები, Ki,j კოეფიციენტებისათვის შესაბამისი მნიშვნელობები №2 ცხრილიდან (მუხლი 14), ხოლო ei-ს მნიშვნელობები №3 ცხრილიდან (მუხლი 15). შედეგად, სამომხმარებლო და საჭიროების ინდექსების ფარდობით მიიღება ოჯახის კეთილდღეობის ინდექსი. 2. ოჯახის სარეიტინგო ქულა (Q) გამოითვლება ფორმულით: Q = max(10  int(10000  I ),1000) . 9

Resolution No. 758 of 2014 of Georgian Government on Assessment Methodology for Socio-Economic Conditions of Socially Vulnerable Families (Households) · Nelum