Resolution No. 75 of 2020 of Georgian Government on Rules for Developing Minimum Requirements for Harmonized Template of Renewable Energy National Action Plan
颁布于 2020-02-06 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №75 განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Energy
- 关键词
- data collection/reporting, energy conservation/energy production, governance, policy/planning, renewable energy
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №75 2020 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცეს თანდართული „განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ მინიმალურ მოთხოვნებსა და მათი შემუშავების საფუძვლებს, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის შედგენისას. მუხლი 2. განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნები და მათი შემუშავების საფუძვლები განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) ენერგიის მოსალოდნელი საბოლოო მოხმარება – 2030 წლისთვის ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება ელექტროენერგიაში, ტრანსპორტში, გათბობასა და გაგრილებაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებების გავლენის გათვალისწინებით;
ბ) 2030 წლის ეროვნული დარგობრივი სამიზნე მაჩვენებელი და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სავარაუდო წილები ელექტროენერგიაში, გათბობაში, გაგრილებასა და ტრანსპორტში: ბ.ა) ელექტროენერგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წელს; ბ.ბ) ელექტროენერგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის სავარაუდო ტრაექტორია; ბ.გ) გათბობასა და გაგრილებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წელს; http://www.matsne.gov.ge 30035000010003021784 ბ.დ) გათბობასა და გაგრილებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის სავარაუდო ტრაექტორია; ბ.ე) ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის სავარუდო ტრაექტორია; ბ.ვ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ეროვნული საორიენტაციო ტრაექტორია; გ) მიზნების მიღწევის ზომები: გ.ა) ყველა პოლიტიკისა და ღონისძიების მიმოხილვა, რაც დაკავშირებულია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობასთან; გ.ბ) კონკრეტული ღონისძიებები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, მე-14 და მე-16 მუხლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების ან გაძლიერების საჭიროება განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მოცულობების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, რაც საჭიროა 2030 წლის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად, ზომები ავტორიზაციის პროცედურების დასაჩქარებლად, ზომები არატექნოლოგიური ბარიერების შესამცირებლად და ღონისძიებები, რომლებიც ეხება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 – მე-19 მუხლებს;
დ) მხარდაჭერის სქემები ელექტროენერგიაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისთვის, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად; ე) მხარდაჭერის სქემები გათბობასა და გაგრილებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისთვის, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად; ვ) მხარდაჭერის სქემები ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობისთვის, რომელსაც იყენებს საქართველო ცალკე ან ენერგეტიკული გაერთიანების მხარესთან/მხარეთა ჯგუფთან ერთად; ზ) კონკრეტული ღონისძიებები ბიომასისგან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ, განსაკუთრებით ახალი ბიომასის მობილიზაციისთვის, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ზ.ა) ბიომასის ხელმისაწვდომობა – როგორც შიდა პოტენციალი, ასევე იმპორტი; ზ.ბ) ზომები ბიომასის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ბიომასის სხვა მომხმარებლების გათვალისწინებით (სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სექტორები); თ) საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების მხარე(ებ)ს შორის სტატისტიკური ტრანსფერების დაგეგმილი გამოყენება და სხვა ხელშემკვრელ მხარეებსა და მესამე ქვეყნებთან ერთობლივ პროექტებში დაგეგმილი მონაწილეობა: თ.ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სავარაუდო ჭარბი წარმოება საორიენტაციო ტრაექტორიასთან შედარებით, რომელიც შეიძლებოდა, გადაცემოდა სხვა ხელშემკვრელ მხარეებს; თ.ბ) სავარაუდო პოტენციალი ერთობლივი პროექტებისთვის; თ.გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე სავარაუდო მოთხოვნა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს შიდა წარმოების გარდა სხვა საშუალებით;
ი) შეფასებები: http://www.matsne.gov.ge 30035000010003021784 ი.ა) განახლებადი ენერგიის თითოეული ტექნოლოგიის მოსალოდნელი მთლიანი წილი 2030 წლის სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, ასევე ელექტროენერგიაში, გათბობაში, გაგრილებასა და ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილებისთვის საორიენტაციო ტრაექტორიის დასაკმაყოფილებლად; ი.ბ) ენერგოეფექტურობისა და ენერგიის დაზოგვის ზომების მოსალოდნელი მთლიანი წილი 2030 წლის სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, ასევე ელექტროენერგიაში, გათბობაში, გაგრილებასა და ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის საორიენტაციო ტრაექტორიის დასაკმაყოფილებლად. http://www.matsne.gov.ge 30035000010003021784