跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 73 of 2018 of Georgian Government on Temporary Measures of Risk Management in Relation to Production, Processing and Placing on Market of Spices and Seasonings

颁布于 2018-02-07 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Food and nutrition
关键词
condiments/herbs/spices, vending, public health, internal trade

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №73 2018 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ მუხლი 1 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-9 მუხლისა და 75-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნეს რისკის მართვის შემდეგი დროებითი ზომები: ა) აიკრძალოს ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ, ბაზარზე განთავსების მიზნით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით; გ) დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა. 2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტებს, არ დაუშვან სუნელებისა და სანელებლების გარე ვაჭრობის ფაქტები. 3. ამ დადგენილების პირობების დარღვევით წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება დაუშვებელია, ხოლო ბაზარზე უკვე განთავსებული სუნელები და სანელებლები ექვემდებარება ამოღებას/გამოთხოვასა და განადგურებას. 4. რისკის მართვის დროებითი ზომები გაგრძელდეს რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე, მაგრამ დადგენილების მიღებიდან არაუმეტეს 2 წლისა. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი http://www.matsne.gov.ge 24011000010003020388