Resolution No. 728 of 2020 of Georgian Government on State Program on Co-financing Mechanism in Support of Restaurants’ Industry
颁布于 2020-12-03 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №728 „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition, General
- 关键词
- coronavirus disease (COVID-19), business/industry/corporations, credit, hazards, financing, subsidy/incentive, vending, internal trade
- 类别
- *
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №728 2020 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში, კომპეტენციის შესაბამისად, უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის ზოგადი ნაწილი მუხლი 1. ტერმინთა განმარტება პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის; ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;
დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის/მიკროსესხის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო/მიკრომიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტად http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 ჩაითვლება მიმართვის წარმდგენი ფიზიკური პირ(ებ)იც, თუ მის/მათ მიერ სარესტორნო ინდუსტრიის მიმართულებით კომერციულ ბანკთან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებულია სესხის/მიკროსესხის ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, ხოლო რესტორნის ოპერირებას ახორციელებს ამ პირ(ებ)ის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, რომელიც, თავის მხრივ, ხსენებული კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად და მიმართვის წარდგენის მომენტისათვის დამფუძნებელს/დამფუძნებლებს და მის/მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე) ან/და არ არიან რეგისტრირებულნი მოვალეთა რეესტრში;
ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად; ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ზ) ლიზინგის გამცემი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგით გასცემს ლიზინგის საგანს (ახორციელებს სალიზინგო პროექტს) და რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; თ) რესტორანი – მეწარმე სუბიექტის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებული კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა-ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და უშუალო მოხმარებისათვის მზა საკვებისა და სასმლის მიწოდებით, როგორც ტრადიციულ რესტორნებში, ისე თვითმომსახურებისა და სწრაფი კვების ობიექტებში, ასევე არამოტორიზებულ ურიკებში, დასაჯდომი ადგილების უზრუნველყოფით ან მათ გარეშე (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს რესტორნებს, კაფეტერიებს, სწრაფი კვების რესტორნებს, ბარებს, ლუდის ბარებს, ტავერნებს, კოქტეილბარებს, ყავის/ჩაის სახლებს და ა. შ.). ამასთან, მეწარმე სუბიექტი რესტორნის მოსარგებლედ მიიჩნევა, თუ: − რესტორნისთვის საჭირო უძრავ ქონებას (კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა- ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა), საკუთრების ან დროებით სარგებლობის უფლების საფუძველზე, ფლობს მეწარმე ფიზიკური პირის/მეწარმე იურიდიული პირის დამფუძნებელი ან/და დამფუძნებლის ოჯახის წევრი;
− რესტორნისთვის საჭირო უძრავი ქონება (კაპიტალური/მოძრავი შენობა/კონსტრუქცია ან/და შენობა- ნაგებობათა/კონსტრუქციათა ერთობლიობა) კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოყენებულია იმ სესხის/მიკროსესხის უზრუნველყოფის საშუალებად, რომელიც მითითებულია მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილ შესაბამის მიმართვაში; ი) სესხი − კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღებული სესხის შემთხვევაში, სავალდებულოა, სესხის სრული მოცულობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყოს რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით; კ) ძირითადი საშუალება − მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივი (გარდა გუდვილისა), რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ლ) სალიზინგო პროექტი − ლიზინგის გამცემსა და მეწარმე სუბიექტს შორის სარესტორნო http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 ინდუსტრიის ფარგლებში შეთანხმებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დადგენილი პერიოდულობით გადასახდელი საზღაურის (ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სანაცვლოდ ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგნის გაცემას, ამ საგნის შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე;
მ) ლიზინგის საგანი − ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ნივთი, მეწარმე სუბიექტის ბიზნესგეგმის შესაბამისად განსაზღვრული რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალება, რომელსაც პირი იყენებს საკვების ან/და სასმლის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ნ) ლიზინგის საგნის ღირებულება − ლიზინგით გაცემული ქონების საწყისი ღირებულება, დღგ-ის გარეშე და დამატებითი მომსახურების ღირებულება (ლიზინგის გამცემის ან მისი დაკვეთით მესამე პირის მიერ ლიზინგის საგანთან დაკავშირებით გაწეული ტრანსპორტირების, მართვის, დაზღვევის, საგარანტიო მომსახურების, რემონტისა და სხვა მსგავსი მომსახურების ღირებულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი; ო) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური; პ) საბანკო მიმართვა − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში; ჟ) სალიზინგო მიმართვა − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ ლიზინგის გამცემთან დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში;
რ) საბანკო განაცხადი − კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას; ს) სალიზინგო განაცხადი − ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას; ტ) თანადაფინანსების მექანიზმის თანხა − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მის მიერ გაცემული სესხებისათვის/მიკროსესხისათვის/სალიზინგო პროექტებისათვის გადასარიცხი თანადაფინანსების თანხ(ებ)ის ჯამური ოდენობა; უ) თანადაფინანსების თანხა − პროგრამით განსაზღვრული წესით მეწარმე სუბიექტისათვის ჩასარიცხი/ჩარიცხული თანხა, რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული, მისი სესხის ძირის ნაშთზე/მიკროსესხის ძირის ნაშთზე/ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული/დასარიცხი საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%- ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის/მიკროსესხის/სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის შესაბამისად 1 დეკემბრის მდგომარეობით იმავე სესხზე/მიკროსესხზე/სალიზინგო http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450
პროექტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით; ფ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება; ქ) სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაიცა რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით; ქ1 ) მიკროსესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსესხის/სესხის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე გაცემული ფულადი თანხა) მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა/გაზრდა იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან მიღებული რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით, რომლითაც დაფარულია/გადაფარულია/გაზრდილია მეწარმე სუბიექტის/მისი დამფუძნებლის/მეწარმე სუბიექტის (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) მიერ დაფუძნებული საწარმოს ის სესხ(ებ)ი/მიკროსესხ(ებ)ი, რომლის/რომელთა მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით;
ღ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მისი ან/და მისი დამფუძნებლის ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით; ყ) სალიზინგო პროექტის რეფინანსირება კომერციულ ბანკში − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სალიზინგო პროექტის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა კომერციული ბანკისგან მიღებული სესხით; შ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავალი; ჩ) უკულიზინგი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებში ლიზინგის საგნის მიმწოდებელი და ლიზინგის საგნის მიმღები ერთი და იგივე პირია; ც) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება; ძ) მიკროსესხი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად ირკვევა, რომ ამ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღებული მიკროსესხის შემთხვევაში, სავალდებულოა, მიკროსესხის სრული http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450
მოცულობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყოს რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით; წ) საბრუნავი საშუალება − აქტივები, რომლებიც არ წარმოადგენენ ძირითად საშუალებას; ჭ) მიკრომიმართვა − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მეწარმე სუბიექტის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით პერიოდში; ხ) მიკროგანაცხადი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის და არა მხოლოდ, უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ინფორმაციას; ჯ) სტანდარტული სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული სესხი; ჰ) სტანდარტული მიკროსესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტანდარტული აქტივი;
ჰ1 ) სტანდარტული სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არაუმეტეს 30 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება; ჰ2 ) საყურადღებო სესხი − „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების მე-6 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საყურადღებო სესხი; ჰ3 ) საყურადღებო მიკროსესხი − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საყურადღებო აქტივი; ჰ4 ) საყურადღებო სალიზინგო პროექტი − სალიზინგო პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის 1 იანვრამდე წინა 3 კალენდარული თვის განმავლობაში არ ფიქსირდება დადგენილი გადახდის გრაფიკის (ლიზინგის საგნის ღირებულების (მისი ნაწილის) ან მასზე დარიცხული პროცენტის) დარღვევა ან ფიქსირდება გრაფიკის არაუმეტეს 60 უწყვეტი კალენდარული დღით დარღვევა/ვადაგადაცილება; ჰ5 ) ოჯახის წევრი − პირი, რომლის ნათესაური კავშირი მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელთან მტკიცდება მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი დაბადების ან/და ქორწინების მოწმობის მეშვეობით. ასეთ პირებს მიეკუთვნება მეწარმე სუბიექტის დამფუძნებლის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 მუხლი 2. პროგრამის მიზანი და აღწერა 1. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკროსესხების/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. 2. პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი (თავი I), სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი (თავი II), მიკროსესხის თანადაფინანსების კომპონენტი (თავი III). 3. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს როგორც სამივე კომპონენტით ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე. 4. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 5. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის/ლიზინგის გამცემისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 3. პროგრამის კოორდინაცია და მონიტორინგი 1. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.
2. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 3. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა 1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა/ლიზინგის გამცემისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით. 2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრები. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 11 . იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება ხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საჭირო თანადაფინანსების თანხის გადარიცხვა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
12 . იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში აღებული სესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც აკმაყოფილებენ/ დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთათვისაც გათვალისწინებული სუბსიდირების თანხის გადარიცხვა ვერ ესწრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: ა) სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც სამინისტროში წარდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოსათვის თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ, სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით; ბ) სააგენტო ვალდებულია, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სამინისტროს მიერ სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა გადარიცხოს პროგრამაში მონაწილე კომერციულ ბანკებში. ამასთან, პროგრამაში მონაწილე ლიზინგის გამცემისათვის გათვალისწინებული თანხა ასევე ჩაირიცხება ამ პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეთანხმებულ კომერციულ ბანკებში; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.
13 . ამ მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი შესაძლებელია, ასევე გამოყენებულ იქნეს იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აღებული სესხების/მიკროსესხების ან/და ლიზინგის გამცემთან შეთანხმებული სალიზინგო პროექტების თანადაფინანსების უზრუნველყოფის მიზნითაც, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს და აღნიშნული ფაქტის დადასტურება განხორციელდება 2020 წლის 31 დეკემბრის შემდგომაც. 2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №817 – ვებგვერდი, 31.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 6. დამატებითი პირობები 1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი საბანკო/მიკრო/სალიზინგო განაცხადების მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/ლიზინგის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 თავი I სესხის თანადაფინანსების კომპონენტი
მუხლი 7. სესხის თანადაფინანსების მექანიზმი 1. სესხის თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის) დასაფარად. 3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ კლასიფიცირდებოდა სტანდარტულ ან საყურადღებო სესხად. 4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სესხი, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სესხზე თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ.
მუხლი 8. სესხის თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სესხების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა დასახელებული სესხის აღების მომენტამდე. სარესტორნო მიმართულებით ოპერირებად მიიჩნევა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციამდე 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სესხის აღების მომენტამდე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული სარესტორნო საქმიანობაც; ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული სესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით (ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით აღებული სესხის შემთხვევაში, სავალდებულოა სესხის სრული მოცულობის არანაკლებ 80%-ისა გაცემული იყოს რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით). სესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება კომერციულ ბანკს;
გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს.
21 . პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული კრედიტ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო სესხი და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის მიერ დაფუძნებულ საწარმოზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების სესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს. 3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე სესხით დაფარულია/გადაფარულია მეწარმე სუბიექტის ან/და მისი დამფუძნებლის (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) სალიზინგო პროექტები, რომლებიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე (ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სესხების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა ამ სესხის აღების მომენტამდე) და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კლასიფიცირდება სტანდარტულ ან საყურადღებო სალიზინგო პროექტად.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 9. სესხის თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სესხის თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, კომერციულ ბანკში წარადგენს საბანკო მიმართვას. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 2. მეწარმე სუბიექტის მიერ საბანკო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია: ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) რესტორნის სახელწოდება; დ) რესტორნის ფაქტობრივი მისამართი; ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის საბანკო განაცხადს. 4. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ საბანკო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა; გ) სესხის გაცემის თარიღი; დ) სესხის მიზნობრიობის აღწერა; ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული სესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა.
5. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი საბანკო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ბანკისთვის განკუთვნილ თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე. 6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. 7. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და სესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 9. კომერციული ბანკი ვალდებულია, საბანკო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ.
თავი II სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი მუხლი 10. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმი 1. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სალიზინგო პროექტზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. 2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სალიზინგო პროექტის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის) დასაფარად. 3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის სალიზინგო პროექტი ლიზინგის გამცემის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ არის სტანდარტულ ან საყურადღებო სალიზინგო პროექტად კლასიფიცირებული. 4. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დადგენილებით განსაზღვრული სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში და სააგენტოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების პერიოდი ან/და სააგენტოს მხრიდან არ არის სრულად გადარიცხული თანადაფინანსების თანხა.
5. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის სალიზინგო პროექტები, რომლებიც ხორციელდება უკულიზინგის წესით. 6. მეწარმე სუბიექტს, კონკრეტულ სალიზინგო პროექტთან მიმართებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 11. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული სალიზინგო პროექტების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა ამ სალიზინგო პროექტის გაცემის მომენტამდე. სარესტორნო მიმართულებით ოპერირებად მიიჩნევა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციამდე 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში სალიზინგო პროექტის აღების http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 მომენტამდე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული სარესტორნო საქმიანობაც; ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი ბიზნესგეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ სახეზეა სალიზინგო პროექტი; გ) მეწარმე სუბიექტი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში.
2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომელმაც იმავე ან სხვა ლიზინგის გამცემისგან მიღებული ახალი სალიზინგო პროექტით მოახდინა მისი ან/და მისი დამფუძნებლის (მეწარმე იურიდიული პირის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაფარულ იქნეს დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირის სალიზინგო პროექტი) ან/და მეწარმე სუბიექტის მიერ დაფუძნებული საწარმოს (მხოლოდ დამფუძნებელი იურიდიული პირის შემთხვევაში) იმ სალიზინგო პროექტის დაფარვა/გადაფარვა, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო სალიზინგო პროექტი. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 12. სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, ლიზინგის გამცემთან წარადგენს სალიზინგო მიმართვას. 2. მეწარმე სუბიექტის მიერ სალიზინგო მიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია: ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) რესტორნის სახელწოდება; დ) რესტორნის ფაქტობრივი მისამართი; ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ლიზინგის გამცემი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-10 და მე-11 მუხლების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის სალიზინგო განაცხადს. 4. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში წარსადგენ სალიზინგო განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) ლიზინგის საგნის ღირებულება; გ) ლიზინგის საგნის გაცემის თარიღი; http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 დ) სალიზინგო პროექტის აღწერა; ე) ლიზინგის საგნის აღწერა ბიზნესგეგმის შესაბამისად; ვ) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთი ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული სალიზინგო პროექტის შემთხვევაში) ჯამური ოდენობა. 5. ლიზინგის გამცემის მიერ სააგენტოში შესაბამისი სალიზინგო განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური ლიზინგის გამცემისათვის განკუთვნილ თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიზინგის გამცემის შესაბამის ანგარიშზე. 6. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ლიზინგის გამცემი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.
7. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ლიზინგის გამცემსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და ლიზინგის საგნის ღირებულება, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სალიზინგო პროექტის ფარგლებში მომდევნო თვეების გადასახდელი ლიზინგის საგნის ღირებულების ან/და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. 9. ლიზინგის გამცემი ვალდებულია, სალიზინგო განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის ლიზინგის საგნის ღირებულებისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. თავი III მიკროსესხის თანადაფინანსების კომპონენტი საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 13. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმი 1. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (80%-ის − ეროვნულ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში, ხოლო 70%-ის − უცხოურ ვალუტაში გაცემული მიკროსესხის შემთხვევაში) ჯამური ოდენობის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.
2. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული მიკროსესხის 2020 წლის http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის ძირი ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად. 3. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული მიკროსესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ იყო კლასიფიცირებული სტანდარტულ ან საყურადღებო მიკროსესხად. 4. მეწარმე სუბიექტს, კონკრეტულ მიკროსესხთან მიმართებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 14. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარები 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტზე მიკროსესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაცემული მიკროსესხების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც სარესტორნო მიმართულებით ოპერირებდა ამ მიკროსესხის აღების მომენტამდე. სარესტორნო მიმართულებით ოპერირებად მიიჩნევა ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრაციამდე 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში მიკროსესხის აღების მომენტამდე მეწარმე სუბიექტის დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული სარესტორნო საქმიანობაც;
ბ) მეწარმე სუბიექტზე გაცემული მიკროსესხის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის/დოკუმენტების შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არა უმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით (ამასთან, 2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საჭიროა დგინდებოდეს, რომ აღნიშნული მიკროსესხის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისთვის საჭირო ძირითადი ან/და საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით). მიკროსესხის მიზნობრიობის დადგენა ან/და საეჭვოობისას მონიტორინგის განხორციელების შედეგად მიზნობრიობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას; გ) მეწარმე სუბიექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდეს III ან IV კატეგორიის საწარმოსთვის დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ საწარმოს შემოსავლის კომპონენტში. 2. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის დამფუძნებელზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის დამფუძნებელზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები/მიკროსესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450
დადგენილ კრიტერიუმებს. 3. პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე ფიზიკურმა პირმაც, რომლის მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/ რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე (აქვე მოიაზრება ფიზიკური პირიც, რომელიც ამ პროგრამის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ საჭიროებს რეგისტრაციას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით) ან/და მის მიერ დაფუძნებულ მეწარმე იურიდიულ პირზე გაცემული მიკროსესხ(ებ)ი/სესხ(ებ)ი, რომელიც გაცემულია 2020 წლის 1 დეკემბრამდე და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არის სტანდარტული ან საყურადღებო და რომლის მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვევა, რომ რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნის მიზნობრიობით, საიდანაც არანაკლებ 50%-ისა მიმართულ იქნა რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა − რესტორნისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით. ამასთან, პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხით რეფინანსირებულია/რესტრუქტურიზებულია მეწარმე სუბიექტზე ან/და მის მიერ დაფუძნებულ საწარმოზე 2020 წლის როგორც 1 მარტამდე, ასევე 1 მარტის შემდგომ გაცემული ის სესხები/მიკროსესხები, რომლებიც ინდივიდუალურად აკმაყოფილებდნენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ სესხების/მიკროსესხების დაფარვის/გადაფარვის მიზნით გაცემული მიმდინარე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების მიკროსესხი ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. მუხლი 15. მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი და თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა 1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი, მიკროსესხის თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარადგენს მიკრომიმართვას. 2. მეწარმე სუბიექტის მიერ მიკრომიმართვაში მისათითებელი ინფორმაცია: ა) მეწარმე სუბიექტის სამართლებრივი ფორმა/სახელწოდება; ბ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) რესტორნის სახელწოდება; დ) რესტორნის ფაქტობრივი მისამართი; ე) რესტორნის საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) არსებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირების თაობაზე. ამასთან, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების ან კანონის შესაბამისად შეჩერების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას ამ პროგრამის მე-13 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან და, დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის მიკროგანაცხადს. 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარსადგენ მიკროგანაცხადში მისათითებელი ინფორმაცია: ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული მიკროსესხების მოცულობა; http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450 გ) მიკროსესხის გაცემის თარიღი; დ) მიკროსესხის მიზნობრიობის აღწერა; ე) მეწარმე სუბიექტის საქმიანობის პროფილის აღწერა;
ვ) 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მიკროსესხის ძირის ნაშთი, ამავე დღის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთი და არსებული ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობა. 5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში შესაბამისი მიკროგანაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს ინდივიდუალური მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის თანადაფინანსების მექანიზმის თანხას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაბამის ანგარიშზე. 6. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის მიკროსესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. 7. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული დაფარვების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ. 8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაწყებული რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი ან/და მიკროსესხის ძირი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება მიკროსესხის მომდევნო თვეების გადასახდელი სესხის ძირის ან/და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას. 9. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მიკროგანაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის სესხის ძირისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში, რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 თებერვლის დადგენილება №52 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. http://www.matsne.gov.ge 24014000010003022450