Resolution No. 727 of 2014 of Georgian Government on Special Rules for Registration of Alive Genetically Modified Organisms in Closed Systems in Georgia
颁布于 2014-12-26 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №727 საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment
- 关键词
- genetically modified organism (GMO), registration, enforcement/compliance, environmental standards, standards, protection of environment
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №727 2014 წლის 26 დეკემბერი ქ.თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 1 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესი“. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 1. რეგულირების სფერო, ტერმინთა განმარტებები 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში (შემდგომში – ერთიანი რეესტრი) რეგისტრაციის განსაკუთრებულ პირობებს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 2. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში დაშვებულია მხოლოდ იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ერთიან რეესტრში. 2. ერთიან რეესტრს აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად. 3. ერთიან რეესტრში აღირიცხება ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ. 4. ერთიანი რეესტრი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. სამინისტროს მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ ან/და მისი გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აღნიშნული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ექვემდებარება ხელახალ http://www.matsne.gov.ge 36016000010003018346 რეგისტრაციას. ხელახალი რეგისტრაციის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტროც. 6. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დროებით (შესაბამისი მიზეზის აღმოფხვრამდე) შეაჩეროს ან გააუქმოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 3. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 4. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია 1. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის საფუძველზე. 2. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებისთვის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, რომელიც იყენებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში. 3. რეგისტრაცია ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი. 5. სამინისტრო სარეგისტრაციო მოწმობას ცოცხალი გენმოდიფირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გაცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასთან ერთად. 6. სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს სამინისტროს, სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო გაცემს რეგისტრაციის მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს ერთიან რეესტრში. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 12.10.2016წ.. მუხლი 5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. http://www.matsne.gov.ge 36016000010003018346