Resolution No 634 of 2016 of Georgian Government on Misleading Products that Pose Danger to Consumer Health and Safety
颁布于 2016-12-30 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №634 „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition
- 关键词
- food safety and quality, standards, enforcement/compliance
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №634 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIX დანართით − „მომხმარებელთა პოლიტიკა“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე − 58-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური რეგლამენტი შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მუხლი 1 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს იმ პროდუქტს, რა პროდუქტადაც მომხმარებელი აღიქვამს მას და ამავდროულად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 2. პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტი მოიცავს პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს საკვებ პროდუქტს, თუმცა აქვს იმგვარი ფორმა, სუნი, ფერი, შეხედულება, შეფუთვა, მარკირება, მოცულობა და ზომა, რომ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აერიოთ საკვებში, მოათავსონ ის პირის ღრუში ან გადაყლაპონ, რაც შესაძლოა საშიში იყოს და გამოიწვიოს გაგუდვა, მოწამვლა, მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან გაუვალობა. მუხლი 2. აკრძალულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, მარკეტინგი, იმპორტი, ექსპორტი ან/და მისი წარმოება. მუხლი 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტებზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 4. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბაზარზე არ განთავსდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანება. მუხლი 5. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 24011000010003019701