跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 615 of 2019 of Georgian Government on Creation of State Agricultural Laboratory

颁布于 2019-12-12 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2019 წლის დადგენილება №615 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development
关键词
institution, research, agricultural development, governance

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №615 2019 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ მუხლი 1 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის: ა) სახელმწიფო კონტროლი; ბ) დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია განისაზღვროს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №323 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლედ. 5. ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მოქმედი ხელმძღვანელისა და თანამშრომლების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას, დანიშვნას/გათავისუფლებას. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის №323 დადგენილება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 3 იანვრიდან. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია http://www.matsne.gov.ge 04003000010003021635