Resolution No. 587 of 2022 of Georgian Government on Procedure for Testing for Distinctness, Uniformity, and Stability of New Species of Animals and/or Plants
颁布于 2022-12-23 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2022 წლის დადგენილება №587 ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Livestock, Cultivated plants
- 关键词
- animal reproduction, animal production, access-to-information, intellectual property rights, genetic resources, certification, registration, ranching/captive breeding, plant production, breeders' rights, plant variety, seeds/planting material
- 类别
- agriculture
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №587 2022 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სელექციონერის მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და განსხვავებულობაზე ჩასატარებელ გამოცდასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. 2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელიც დაკავებულია სელექციური პროცესებით, ახორციელებს ახალი ჯიშის რეგისტრაციას, რათა დაიცვას სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები. 3. ეს წესი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე. მუხლი 2. ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზანი ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზანია, საველე გამოცდის შედეგად დადგინდეს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: http://www.matsne.gov.ge 41001002010003023798 ა) დასკვნა − საგამოცდო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ან არ ადასტურებს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობას, ერთგვაროვნებას, სტაბილურობას; ბ) DUS ტესტი − ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგები. მუხლი 4. გამოცდის ორგანო მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი. მუხლი 5. გამოცდის პროცესი გამოცდის ორგანოში მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის პროცესი იწყება სელექციონერის მიერ განაცხადის წარდგენით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) სელექციონერისგან ან სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან − „საქპატენტისგან“ (შემდგომში − საქპატენტი) სელექციონერის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება; ბ) დოკუმენტაციის განხილვა; გ) მცენარის ჯიშის გამოსაცდელი მასალის ნიმუშების ან ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის მიღება სელეციონერისგან; დ) DUS ტესტის ჩატარება; ე) DUS ტესტის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მუხლი 6. დოკუმენტაციის მიღება და განხილვა 1. საქპატენტიდან საგამოცდო ორგანოში გამოცდის ჩატარებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში: ა.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი; ა.ბ) სელექციონერის მიერ მცენარის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება; ა.გ) მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური და ბოტანიკური ნიშან-თვისებები; ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში: ბ.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი; http://www.matsne.gov.ge 41001002010003023798 ბ.ბ) სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება; ბ.გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი ზოოლოგიური, კონსტიტუციურ ექსტერიერული ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვა ტარდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 7. გამოსაცდელი ნიმუშების გადმოცემა საგამოცდო ორგანოს სელექციონერის მიერ მცენარის/ცხოველის ჯიშის საგამოცდო ნიმუშები მიეწოდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მუხლი 8. გამოცდის ჩატარება 1. მცენარის/ცხოველის გამოცდა ტარდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით. 2. საგამოცდო ორგანო უფლებამოსილია, შექმნას საგამოცდო ჯგუფი, მიიწვიოს სპეციალისტები მცენარის/ცხოველის კონკრეტული სახეობის/ჯიშის მიხედვით, რომელიც პასუხისმგებელია მცენარის/ცხოველის ჯიშის DUS-ის (განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა) ტესტის ჩატარებაზე. მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღება 1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე საგამოცდო ორგანო გადასცემს დასკვნას საქპატენტს, ჯიშის განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შესახებ. 2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საგამოცდო ორგანო, სელექციონერთან ერთად, ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს საქპატენტს. 3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე საგამოცდო ორგანოს მიერ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით ჩატარებული ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული ან/და დაწყებული გამოცდის შედეგებით მიღებული დასკვნები სარგებლობს ისეთივე უფლებამოსილებით, როგორც დადგენილების ამოქმედების შემდეგ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე მიღებული დასკვნები. http://www.matsne.gov.ge 41001002010003023798