跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 577 of 2015 of Georgian Government on General Principles of Tractability in the Areas of Food/Feed Safety, Veterinary and Plant Protection

颁布于 2015-11-10 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №577 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Livestock, Food and nutrition, Cultivated plants
关键词
animal feed/feedstuffs, traceability, business/industry/corporations, enforcement/compliance, food safety and quality, consumer protection
类别
*, agriculture

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №577 2015 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები ადგენს მიკვლევადობის სისტემის დანერგვის პირობებს და აწესრიგებს ამ პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს. 2. ბიზნესოპერატორის მიერ ამ წესით განსაზღვრულ მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები მიზნად ისახავს სააგენტოს მიერ შეუსაბამო სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, ცხოველისა და მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის და აგროქიმიკატის (შემდგომში – პროდუქცია) ბაზარზე განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით სათანადო ზომების მიღებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. 2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე მიკვლევადობის დანერგვას უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორი. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4. მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები http://www.matsne.gov.ge 24011000010003018963 1. მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნებია: ა) მიკვლევადობის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს შეუსაბამო პროდუქციის წარმოქმნის მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი პროდუქციის ბაზარზე განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, სათანადო ზომების გატარება; ბ) პროდუქციის მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია, ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს სააგენტოს მოთხოვნისამებრ; გ) მიკვლევადობის დროს დოკუმენტირებული უნდა იქნეს პროდუქციის ისტორია ან/და მისი ადგილმდებარეობა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; დ) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მოახდინოს უშუალო მიმწოდებლისა და უშუალო მომხმარებლის იდენტიფიცირება, გარდა საბოლოო მომხმარებლისა. 2. მიკვლევადობის უზრუნველყოფისათვის, პროდუქცია ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, დოკუმენტირებული ჰქონდეს: ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) ფაქტობრივი მისამართი; გ) პროდუქციის პარტიის ჩაბარების თარიღი; დ) ყველა სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს მიკვლევადობის სრულყოფილად განხორციელებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოება და მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული საშუალებით. 5. ბიზნესოპერატორს უნდა გააჩნდეს დოკუმენტური ინფორმაცია ტრანსპორტირების ვადების შესახებ. 6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, განსაზღვროს მიკვლევადობაზე პასუხისმგებელი პირი. 7. იმპორტირებული პროდუქციის შემთხვევაში, მიკვლევადობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანმხლები დოკუმენტაციის საფუძველზე. მუხლი 5. სპეციალური მოთხოვნები ცხოველური წარმოშობის სურსათის მიკვლევადობისთვის 1. სპეციალური მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის მიკვლევადობისათვის და არ ეხება სურსათს, რომელიც შედგება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათისაგან. 2. ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი უნდა ფლობდეს და სააგენტოს მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის დოკუმენტური მონაცემები: ა) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის ზუსტი აღწერილობა; ბ) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის მოცულობა ან რაოდენობა; http://www.matsne.gov.ge 24011000010003018963 გ) იმ ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, ვისგანაც გაიგზავნა გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათი; დ) ტვირთის გამგზავნი (მფლობელი) ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი იმ შემთხვევაში, თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორს; ე) ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, რომელთანაც გაიგზავნა გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათი; ვ) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის მიმღები ბიზნესოპერატორის დასახელება და მისამართი, თუ ის არ წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორს; ზ) საჭიროების შემთხვევაში, გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის პარტიის ან ტვირთის იდენტიფიკაციისათვის მონაცემები; თ) გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გაგზავნის თარიღი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები განახლებულ უნდა იქნეს ყოველდღიურად. 4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები შეინახოს იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათი სავარაუდოდ მოხმარებულ იქნა. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები უნდა ექვემდებარებოდეს აღდგენას იმ ბიზნესოპერატორის მიერ, რომელსაც მიეწოდა გადამუშავებული და გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის სურსათი. http://www.matsne.gov.ge 24011000010003018963

Resolution No. 577 of 2015 of Georgian Government on General Principles of Tractability in the Areas of Food/Feed Safety, Veterinary and Plant Protection · Nelum