跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 565 of 2017 of Georgian Government on Establishment of National Agency of Mineral Resources

颁布于 2017-12-27 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №565 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Mineral resources
关键词
institution, minerals, mining, contracts, fees/royalties, authorization/permit, governance
类别
metals-base, metals-precious, minerals-critical

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №565 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ მუხლი 1 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 2 სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. მუხლი 3 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა. მუხლი 4 სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების კონტროლს. მუხლი 5 სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააგენტოს გადასცენ მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6 სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მისთვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, 2017 წლის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულება (ანაზღაურება). მუხლი 7 დაევალოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს სააგენტოსა და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისას მის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის განაწილება. მუხლი 8 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი http://www.matsne.gov.ge 04003000010003020275