跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No 51 of 2013 of Georgian Government on Rules for Compliance Control Procedures for Imported Goods in Georgia

颁布于 2013-03-07 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №51 საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Food and nutrition
关键词
enforcement/compliance, standards, international agreement-text, international trade
类别
*

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №51 2013 წლის 7 მარტი ქ. თბილისი საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103­ე მუხლის მე­19 ნაწილის შესაბამისად: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დანართი საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების (რეგულირებული სფერო) საქართველოში იმპორტისას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის განსაზღვრული „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოში მიღებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურების თანახმად. მუხლი 2. ამ დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურებისგან განსხვავებული შესაბამისობის შეფასების პროცედურები შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ობიექტის ბაზარზე განთავსებისას, რომელიც იმპორტირებულია ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმება და რომელიც ითვალისწინებს შესაბამისობის შეფასების შედე­ გების აღიარების მექანიზმებს. მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას დაქვემდებარებული ობიექტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქარ­ თველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ამ ობიექტის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი. http://www.matsne.gov.ge 24011000010003017215

Resolution No 51 of 2013 of Georgian Government on Rules for Compliance Control Procedures for Imported Goods in Georgia · Nelum