Resolution No. 48 of 2021 of Georgian Government on Rules for Drafting Municipality Safety Passport
颁布于 2021-02-04 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2021 წლის დადგენილება №48 მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment
- 关键词
- hazards, governance, local government, risk assessment/management
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №48 2021 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესი ზოგადი დებულებები 1. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავებისა და შევსების პროცედურებს. 2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, მოსალოდნელი შედეგების, მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ საგანგებო სიტუაციის პრევენციისათვის განხორციელებული საქმიანობის შეფასებისა და მათ მიერ საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების დასაგეგმად წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს. მუხლი 2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების მიზანი მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების მიზანია: ა) მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების რისკის განსაზღვრის მაჩვენებლების დადგენა; ბ) მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხის, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისა და განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრა; გ) მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის შედეგების განსაზღვრა; დ) მუნიციპალიტეტებში საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა. მუხლი 3. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსება http://www.matsne.gov.ge 14007000010003022600 1. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) კოორდინაციით. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტს ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. 2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი დგება ყოველწლიურად. 3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტში მითითებული მონაცემების ცვლილება ან/და განახლება. 4. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსებისას, გარდა ამ წესით განსაზღვრული მონაცემებისა, დასაშვებია დამატებითი ინფორმაციის შეტანა, მუნიციპალიტეტის თავისებურებების გათვალისწინებით. 5. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავება ხდება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. მუხლი 4. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმა 1. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი ივსება წესის დანართის შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტს თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის რუკა, რომელზეც დატანილი იქნება პოტენციური რისკის ზონები და მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების სავარაუდო შედეგების შესახებ ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის რუკაზე აგრეთვე აღინიშნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტები. http://www.matsne.gov.ge 14007000010003022600