Resolution No. 457 of 2018 of Georgian Government on Creation and Charter of Coordinating Inter-Agency Council for Reform of Minerals Sector
颁布于 2018-09-11 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის დადგენილება №457 წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Mineral resources
- 关键词
- institution, minerals, policy/planning, governance
- 类别
- metals-base, metals-precious, minerals-critical
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №457 2018 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, წიაღის სექტორის რეფორმის კოორდინაციის მიზნით: 1. შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე − საბჭოს წევრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა − საბჭოს წევრი; დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი − საბჭოს წევრი; ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია − საბჭოს წევრი; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი − საბჭოს წევრი; ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე − საბჭოს წევრი; თ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ი) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ნანა ზამთარაძე − საბჭოს წევრი;
კ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ჩალათაშვილი − საბჭოს წევრი; ლ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი შორენა იოსებიძე − საბჭოს წევრი. 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ: ა) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრს გოგი მეშველიანს (საბჭოს წევრს); ბ) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროს ბანკირს გიორგი ახალკაცს (საბჭოს წევრს − ხმის უფლების გარეშე). http://www.matsne.gov.ge 01022003010003020773 3. დამტკიცდეს წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1. წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამ დებულებით. მუხლი 2 საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წიაღის სექტორის რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევის თხოვნით; ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს და წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტ(ებ)თან დაკავშირებით;
გ) მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები, წიაღის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს წიაღის სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები. მუხლი 3 საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. მუხლი 4 1. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს შენიშვნები, წინადადებები, რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს დამსწრე წევრები. http://www.matsne.gov.ge 01022003010003020773 მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ მხარდაჭერასა და საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს სსიპ − წიაღის ეროვნული საააგენტო. http://www.matsne.gov.ge 01022003010003020773