Resolution No. 456 of 2017 of Georgian Government on Marking Food Lot
颁布于 2017-10-06 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №456 სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition
- 关键词
- food safety and quality, packaging/labelling, consumer protection, processing/handling, internal trade, international trade
- 类别
- *
在哪里阅读
该法律没有记录来源链接。
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №456 2017 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი სურსათის ლოტის აღნიშვნის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სურსათის ლოტის აღნიშვნის წესი. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სურსათის ლოტის აღნიშვნის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები სურსათის ლოტის აღნიშვნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც სურსათის ლოტის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. მუხლი 2. რეგულირების სფერო 1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება სურსათზე, რომლისგანაც, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ლოტის ფორმირება. 2. ეს წესი არ ვრცელდება: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქტზე, რომელმაც დატოვა სათავსი და შესაბამისად: ა.ა) იგზავნება მწარმოებელ საწარმოში; ა.ბ) გაყიდული ან/და მიწოდებული იქნა დროებით შესანახ, მოსამზადებელ ან შესაფუთ საწარმოში; ა.გ) შეგროვებულ იქნა მომზადების ან გადამუშავების ადგილზე დაუყოვნებლივ შერევისათვის; ბ) სურსათზე, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყოვნებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით; გ) შეფუთულ ან ტარაში მოთავსებულ სურსათის შეფუთვაზე ან ეტიკეტზე, თუ მისი ყველაზე დიდი ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია; დ) ნაყინის ცალკეულ ულუფაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნაყინისათვის ლოტის აღნიშვნა ხდება ნაყინის ცალკეული ულუფების გაერთიანებულ, მთლიან შეფუთვაზე. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: http://www.matsne.gov.ge 24011000010003020165 ა) ლოტი – პრაქტიკულად მსგავს პირობებში წარმოებული, დამზადებული/მომზადებული ან შეფუთული, გასაყიდად განკუთვნილი ერთგვაროვანი სურსათის პარტია; ბ) ლოტის ნომერი – უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 4. მოთხოვნები ლოტის ფორმირების მიმართ 1. თუ გასაყიდად განკუთვნილი ერთგვაროვანი სურსათის პარტია ბაზარზე განთავსებისათვის/მიწოდებისათვის ფორმირებულია ლოტად, სავალდებულოა აღნიშნულის შესახებ ეტიკეტზე მითითება. 2. ლოტის აღნიშვნა და იდენტიფიცირება ხდება ლოტის ნომრის მიხედვით. 3. ლოტის აღნიშვნა ეტიკეტზე ხდება ლათინური ასო „L“-ით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლოტის ნომრის ნათლად გარჩევა შესაძლებელია ეტიკეტზე განთავსებული სხვა სიმბოლოებისაგან. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი. 5. თუ სურსათი წინასწარ დაექვემდებარა დაფასოებას, ლოტის აღნიშვნა და, შესაბამისად, ლათინური ასო „L“ გამოსახული უნდა იქნეს სურსათის წინასწარ დაფასოებული ერთეულის ზედაპირზე ან ეტიკეტზე. 6. თუ სურსათი არ დაექვემდებარა წინასწარ დაფასოებას, ლოტის აღნიშვნა და, შესაბამისად, ლათინური ასო „L“ გამოსახული უნდა იქნეს შეფუთვაზე ან ტარაზე ან თუ შეუძლებელია მისი ამგვარი აღნიშვნა – თანმხლებ დოკუმენტში. 7. ლოტის აღნიშვნა და იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ იყოს ადვილად დასანახი, გასაგები, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა და შეცვლა. 8. ლოტის აღნიშვნა არ არის სავალდებულო სურსათზე, თუ სურსათის ეტიკეტზე არაკოდირებული აღნიშვნებით (შტრიხკოდი ან სხვ.) მითითებულია „ვარგისიანობის მინიმალური ვადა“ ან „გამოიყენება ......მდე“ კონკრეტული დღისა და თვის მითითებით. http://www.matsne.gov.ge 24011000010003020165