Resolution No 446 of 2016 of Georgian Government on Regulating Certain Obligations under Waste Management Code of Georgia
颁布于 2016-09-16 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №446 ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Waste and hazardous substances
- 关键词
- waste disposal, waste management, enforcement/compliance, legal proceedings/administrative proceedings
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №446 2016 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესი. მუხლი 2 1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 2. დადგენილება მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრამდე. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესი მუხლი 1. ეს წესი შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად და ადგენს, 2020 წლის 1 იანვრამდე, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგულირების წესს. მუხლი 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად. მუხლი 3 1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. 2. 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს. მუხლი 4 1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ვალდებულია, განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომლის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. http://www.matsne.gov.ge 36016000010003019511 2. 2020 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს. მუხლი 5 1. ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა). 2. 2020 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი პირები, რომლებიც წარმოქმნიან 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელი, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, თავისუფლდებიან ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინაშე ანგარიშგების ვალდებულებისაგან. http://www.matsne.gov.ge 36016000010003019511