跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No 440 of 2013 of Georgian Government on Water Protection Zones

颁布于 2013-12-31 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №440 წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Water
关键词
water conservation zone, water quality standards, environmental standards, public health, surface water, standards, protection of environment, water resources management

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №440 2013 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ“. მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი წყალდაცვითი ზოლის შესახებ მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლების საზღვრების დადგენის წესს, არეგულირებს საქმიანობის რეჟიმს ამ ზოლში წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. მუხლი 2. ძირითადი დებულებები 1. წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. 2. ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მათი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. 3. მდინარეების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, კალაპოტის მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მდინარეთა ნაპირებს. 4. მდინარეების წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 10 მეტრი. ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 20 მეტრი. გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 30 მეტრი. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017640 დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარეებისათვის - 50 მეტრი. 5. ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილი იქნეს შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ტბებისა და წყალსაცავების ნაპირებს. 6. იმ ტბებისა და წყალსაცავებისათვის, რომლებიც არ გამოიყენება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის, წყალდაცვითი ზოლის სიგანე განისაზღვრება: ა) წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრით, გარდა ამ მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ბ) სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ობიექტებისათვის, წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან არანაკლებ 30 მეტრით. 7. მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. მუხლი 3. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მოქმედი აკრძალვები წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია: ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა; ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით; გ) შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე, სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა - დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა; დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება; ე) სასაფლაოების და ცხოველთა სამარხების მოწყობა. მუხლი 4. წყლის ობიექტებში და წყალდაცვით ზოლებში მოქმედი სპეციალური მოთხოვნები 1. წყლის ობიექტებში და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრებისა), ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. წყლის ობიექტებზე და წყალდაცვით ზოლებში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის დაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა. 3. წყალდაცვითი ზოლის ტყეებში აკრძალულია ყოველგვარი ჭრა, გარდა მოვლითი ჭრებისა და ნებადართულია მხოლოდ იმ სატყეო - სამეურნეო ღონისძიებათა ჩატარება, რომლებიც არ იწვევენ წყლის ობიექტების დაბინძურებას, დანაგვიანებას ან/და დაშრობას. 4. ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლის დადგენა ხორციელდება გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარიული და ჰიგიენური საკითხი. მუხლი 5. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობის კონტროლი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობას აკონტროლებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი http://www.matsne.gov.ge 30016007010003017640 ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი, წესით, უფლებამოსილია შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე მუხლი 6. წყალდაცვითი ზოლის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში, სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესი 1. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. 2. წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით. 3. “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური და იურიუდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია. მუხლი 7. წყალდაცვით ზოლში მიწის გამოყენების კონტროლი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და სხვა ამისთვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები. მუხლი 8. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის 1. პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017640