Resolution No. 439 of 2021 of Georgian Government on Technical Regulation - Release of N-nitrosamines and N-nitrosamines-producing Substances from Pacifiers Made of Elastomer or Rubber
颁布于 2021-08-31 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2021 წლის დადგენილება №439 ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition
- 关键词
- breastfeeding/infant food, food safety and quality, public health, nutrition
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №439 2021 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ“. მუხლი 2 ელასტომერის ან რეზინისგან დამზადებული საწოვარა და მატყუარა საწოვარა, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ მიზანი და გამოყენების სფერო 1. ტექნიკური რეგლამენტი – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საწოვარასა და მატყუარა საწოვარაზე, რომლებიც წარმოებულია ელასტომერისაგან ან რეზინისგან და დამზადებულია N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს). მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის http://www.matsne.gov.ge 30016007010003022997 განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. მოთხოვნები საწოვარასა და მატყუარა საწოვარას მიმართ 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საწოვარადან და მატყუარა საწოვარადან არ უნდა ხდებოდეს გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრულ ხსნარში (ნერწყვის იმიტატორი) N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს). ამ ნივთიერებების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებლობას იძლევა, აღმოჩენილ იქნეს შემდეგი რაოდენობები: ა) 0,01 მგ გამოთავისუფლებულ N – ნიტროზამინების საერთო რაოდენობაში/კგ (ელასტომერისგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარას ან მატყუარა საწოვარას დეტალებიდან); ბ) 0,1 მგ გამოთავისუფლებულ იმ ნივთიერებების საერთო რაოდენობაში, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად/კგ (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს) (ელასტომერისგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარას ან მატყუარა საწოვარას დეტალებიდან). 2. გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების განსაზღვრისათვის, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N -– ნიტროზამინებს) გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი წესები: ა) გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრული ხსნარის დასამზადებლად 4,2 გ ნატრიუმის ბიკარბონატი (NaHCO3), 0,5 გ ნატრიუმის ქლორიდი (NaCl), 0,2 გ კალიუმის კარბონატი (K2CO3 ) და 30 მგ ნატრიუმის ნიტრიტი (NaN02) იხსნება ერთ ლიტრ დისტილირებულ წყალში ან ეკვივალენტური ხარისხის წყალში. ხსნარის pH = 9; ბ) გამოკლვევის პირობები – მასალის ნიმუშები, რომელიც მიღებულია საწოვარასა და მატყუარა საწოვარას სათანადო რაოდენობიდან, მოთავსებულ უნდა იქნეს გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრულ ხსნარში 24 საათის განმავლობაში 40±20 C ტემპერატურაზე. 3. N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებების გამოთავისუფლების განსაზღვრის მეთოდისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინები განისაზღვრება იმ თითოეული ხსნარის/სითხის ერთ ალიქვოტში, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ნიმუშიდან N – ნიტროზამინების ექსტრაქცია უნდა განხორციელდეს ნიტროზამინებიდან თავისუფალი დიქლორმეთანის (დქმ) საშუალებით და განისაზღვროს გაზ ქრომატოგრაფიის მეთოდით; ბ) გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებები განისაზღვრება თითოეული ხსნარის/სითხის სხვა ალიქვოტში, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებების გარდაქმნა ნიტროზამინებად ხდება ნიმუშის მარილმჟავათი შემჟავებით, რის შემდეგ ნიტროზამინების ექსტრაქცია ხსნარიდან უნდა განხორციელდეს დიქლორმეთანის (დქმ) საშუალებით და განისაზღვროს გაზ- ქრომატოგრაფიის მეთოდით. http://www.matsne.gov.ge 30016007010003022997