跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 422 of 2013 of Georgian Government on Veterinary-Sanitary Rules for Transhumance of Animals to Seasonal Pastures

颁布于 2013-12-31 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №422 ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Livestock
关键词
grazing, certification, animal health, monitoring, cattle, enforcement/compliance, data collection/reporting, sheep/goats, inspection, public health, hygiene/sanitary procedures

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №422 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი“. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს - „ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტე რინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 17 აგვისტოს № 2-190 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ სანიტარიული წესი“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. მუხლი 1. ცხოველების საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი 1. საქართველოში ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) ბრძანებით დადგენილ ვადებში. 2. გადარეკვის პერიოდში ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის სააგენტო განსაზღვრავს გადასარეკ ტრასებზე დროებითი ვეტერინარული საკონტროლო პუნქტების განლაგების გეგმას და უზრუნველყოფს მათ მოწყობას. 3. სააგენტო ორგანიზებას უკეთებს და ატარებს: ა) გადასარეკი ცხოველების სულადობის კლინიკურ შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე; ბ) გადასარეკი ცხოველების გეგმურ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებსა და იმუნიზაციას, გადარეკვის დაწყებამდე არა უგვიანეს იმუნიტეტის ჩამოყალიბების ვადისა; გ) ცხოველების გადარეკვის დაწყების წინ გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიების შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე; დ) ცხოველების გადარეკვის დაწყების პერიოდისათვის გადასარეკი ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველების გადამდები დაავადების საწინააღმდეგო გეგმურ ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს. 4. ცხოველთა მეპატრონე ვალდებულია: http://www.matsne.gov.ge 30016007010003017637 ა) გადარეკვა განახორციელოს ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიკატის (ვეტერინარული მოწმობა - ფორმა №1) თანხლებით; ბ) ცხოველთა დაავადების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის რეგიონულ სამმართველოს ან უახლოეს დროებით ვეტერინარულ საკონტროლო პუნქტს; გ) არ დაუშვას გადამდები დაავადებით დაავადებული ცხოველის დაკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე, მკვდარი ცხოველის ლეშებით გარემოს დაბინძურება. 5. ცხოველების გადარეკვის პერიოდისათვის გადასარეკ ტრასაზე უნდა მოეწყოს ცხოველთა დასასვენებელი მოედნები და წესრიგში იქნეს მოყვანილი დასარწყულებელი ადგილები. 6. გადასარეკი ცხოველების სულადობა გადარეკვის დაწყების წინ კლინიკურად მოწმდება უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ. კეთილსაიმედოობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი გასცემს ჯანმრთელობის სერტიფიკატს ცხვრის მთლიან ფარაზე, ხოლო, მსხვილფეხა პირუტყვის ნახირის გადარეკვის დროს, მთლიანად, ნახირზე თანმხლებ ცხოველებთან ერთად. 7. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გარეშე ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე აკრძალულია. 8. აკრძალულია სეზონურ საძოვრებზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ერთიან ფარაში, ნახირში გადარეკვა. 9. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სეზონურ საძოვრებზე მომთაბარე პირუტყვის ჯანმრთელობის მონიტორინგი და გეგმური ვეტერინარული ღონისძიებები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. მუხლი 2. (ამოღებულია) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017637