Resolution No. 406 of 2010 of Georgian Government on Rules for Sending Information to Tax Authority by Local Self-Governance Body, National Agency of Public Registry and Other Registration Bodies
颁布于 2010-12-28 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილება №406 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Land and soil
- 关键词
- taxes, ownership, data collection/reporting, local government, institution, governance, property rights
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №406 2010 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ად მინისტრირების მიზნით: 1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრე პირთა სიები, დანართის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მიწის ფართობი და მისამართი; გ) მიწის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო). 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს: ა) ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ, დანართის შესაბამისად; ბ) ინფორმაცია გასული საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებზე მისი მესაკუთრის სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. 3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ: ა) ყოველი წლის 10 აპრილამდე – ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, დანართის შესაბამისად; ბ) ყოველი წლის 15 თებერვლამდე – ინფორმაცია მათ მიერ შემოღებული მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 26.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №508 – ვებგვერდი, 19.08.2020წ. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური http://www.matsne.gov.ge 04003000010003016136 # # # # # # # document:1043717^part 258^საქართველოს საგადასახადო კოდექსი # file:/opt/ldms/images/4969455.png http://www.matsne.gov.ge 04003000010003016136