跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 396 of 2018 of Georgian Government on Organizational and Methodological Scheme for Testing/Verification of Varieties for Agricultural Utility

颁布于 2018-08-03 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2018 წლის დადგენილება №396 ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Cultivated plants
关键词
plant variety, research, procedural matters, seeds/planting material, agricultural development, plant production
类别
agriculture

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №396 2018 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან. პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა მუხლი 1. მეთოდოლოგიური სქემის მიზანი ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა (შემდგომში − მეთოდოლოგიური სქემა) მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო კულტურათა ჯიშების სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემის ერთიანი პრინციპების განსაზღვრას. მუხლი 2. ჯიშთა გამოცდის ორგანო ჯიშების გამოცდას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი (შემდგომში − ჯიშთა გამოცდის ორგანო). მუხლი 3. ჯიშთა გამოცდის საორგანიზაციო სქემა 1. ჯიშთა გამოცდის ორგანო ახორციელებს ადგილობრივი და უცხოური წარმომავლობის მცენარეთა ჯიშების გამოცდას სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე. 2. ჯიშის გამოცდის განსახორციელებლად განმცხადებელი ვალდებულია, ჯიშთა გამოცდის ორგანოს წარუდგინოს თესლისა და სარგავი მასალების ნიმუშები იმ ვადებში და რაოდენობით, რომელიც მოთხოვნილი აქვს ჯიშთა გამოცდის ორგანოს. 3. თესლისა და სარგავი მასალების გამოსაცდელ ნიმუშებს თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) ჯიშის აღწერა, სადაც მითითებული იქნება: ჯიშის განსხვავებულობა, ერთგვაროვნება და სტაბილურობა (DUS), მცენარეების ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV), ჯიშის ტექნიკური კითხვარის აღწერილობის მიხედვით ან მცენარეთა ჯიშების თანამეგობრობის საზოგადოების სამსახურის (CPVO) ჯიშის ტექნიკური კითხვარის შესაბამისად. http://www.matsne.gov.ge 34002000010003020712 4. ჯიშთა გამოცდის ორგანო ჯიშთა გამოცდას ახორციელებს ჯიშთა გამოსაცდელ ნაკვეთებზე საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ (ნიადაგურ-კლიმატური) ზონებში. საქართველოს აგროკლიმატურ ზონებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 5. ჯიშის გამოცდა უნდა განხორციელდეს კულტურის სავარაუდო გავრცელების მინიმუმ ორ აგროკლიმატურ ზონაში. 6. ჯიშთა გამოცდის ორგანო ჯიშის გამოცდაში ჩართვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აფორმებს ხელშეკრულებას განმცხადებელთან. მუხლი 4. ჯიშთა გამოცდის პროცედურები 1. ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჯიშთა გამოცდის მეთოდიკების“ მიხედვით. 2. ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ძირითადი თვისებების მიხედვით: ა) მოსავლიანობა; ბ) მავნებელ-დაავადებათა მიმართ მდგრადობა; გ) გარემო ფაქტორებთან დამოკიდებულება; დ) ხარისხობრივი მაჩვენებლები. 3. ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის შედეგი დადებითად ჩაითვლება, თუ ჯიშის თვისებები, აღებული როგორც ერთი მთლიანი, განსახილველ რომელიმე ზონაში გამოავლენს უპირატესობას სამეურნეო მაჩვენებლების ან ბიოლოგიური მახასიათებლების თვალსაზრისით, გასავრცელებლად დაშვებულ ამ კულტურის ნებისმიერ ჯიშთან შედარებით. 4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი თვისებები არსებობს, დაბალი ინდივიდუალური თვისებები შესაძლებელია, არ იყოს გათვალისწინებული. 5. გამოსაცდელი ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგები ეცნობება განმცხადებელს. 6. ჯიშთა გამოცდის ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩატარებული გამოცდების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დოკუმენტების შენახვა. http://www.matsne.gov.ge 34002000010003020712

Resolution No. 396 of 2018 of Georgian Government on Organizational and Methodological Scheme for Testing/Verification of Varieties for Agricultural Utility · Nelum