Resolution No. 351 of 2016 of Georgian Government on List of Communities of Georgia where Pilot Project of Systemic Registration of Land Rights will be Carried Out
颁布于 2016-07-28 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის დადგენილება №351 იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Land and soil
- 关键词
- cadastre/land registration, land reform, ownership, governance, land tenure, property rights
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №351 2016 წლის 28 ივლისი ქ. თბილისი იმ დასახლებათა განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მუხლი 1 „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წარმოებისათვის შემდეგი დასახლებები: 1. კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი). 2. ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). 3. არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). 4. არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). 5. სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი). 6. მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). 7. ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი). 8. ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი). 9. ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი). 10. საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი). 11. მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი). 12. შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი). მუხლი 2 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ დასახლებებში, საპილოტო პროექტის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყების დროს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საპილოტო პროექტის ფარგლებში, უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს 2019 წლის 1 ივლისამდე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №384 - ვებგვერდი, 31.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №694 - ვებგვერდი, 31.12.2018წ. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი http://www.matsne.gov.ge 37004000010003019416