跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 339 of 2022 of Georgian Government on Rules of Using Entry Channel of Georgian Ports

颁布于 2022-06-27 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2022 წლის დადგენილება №339 საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Sea
关键词
access right, harbour, marine area, navigation, territorial sea, maritime zone

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №339 2022 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 საქართველოს საზღვაო კოდექსის 741 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში უცხო ქვეყნის გემებისთვის ღია ნავსადგურების შესასვლელი არხით სარგებლობის საერთო წესს. 2. წესის მიზანია საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობისა და ნავსადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობის ღონისძიებათა ეფექტიანი და შეუფერხებელი წარმოება. მუხლი 2. შესასვლელი არხის ადმინისტრირება 1. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ, მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს შორის უნდა გაფორმდეს გონივრულ ვადაში და ის უნდა შეიცავდეს დებულებებს შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებისა და დაღრმავების ხარჯების განაწილების შესახებ. 3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის. 4. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს. 5. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით http://www.matsne.gov.ge 40001002010003023550 განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების არარსებობის ან მხარეთა მიერ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ აშკარაა, რომ სანავსადგურე ერთეულებს შორის, მათივე მიზეზით, ხელშეკრულების გაფორმება ფერხდება, სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო) სანავსადგურე ერთეულებს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლის შემდგომ, სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და არხის სიღრმეების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში, ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოების განხორციელების შემდეგ, თუ სანავსადგურე ერთეულებს შორის გაფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს შესასვლელი არხის გამოყენების საფასური, მის მიერ გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურებამდე. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს უფლებამოსილებას დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან. 10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო სანავსადგურე ერთეულებს უგზავნის წერილობით შეტყობინებას მის მიერ არხის დაღრმავების სამუშაოების დაწყების თარიღის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ არხის დაღრმავების სამუშაოების დაწყებამდე არხის დაღრმავების სამუშაოების განხორციელებასა და არხის სიღრმეების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს. http://www.matsne.gov.ge 40001002010003023550

Resolution No. 339 of 2022 of Georgian Government on Rules of Using Entry Channel of Georgian Ports · Nelum