Resolution No. 332 of 2023 of Georgian Government on Rules for Payment and Calculation of Compensation for Death of Animals by Anthrax
颁布于 2023-08-30 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2023 წლის დადგენილება №332 ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Livestock
- 关键词
- animal health, animal production, liability/compensation, enforcement/compliance, public health, risk assessment/management, slaughtering, pests/diseases, disinfection/disinfestation, hygiene/sanitary procedures
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №332 2023 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „ჯილეხით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესი“ (შემდგომში − წესი) ადგენს, „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართ №2 ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად, ჯილეხით მკვდარი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის წესს. 2. ამ წესის მიზანია ცხოველის მფლობელისთვის ჯილეხით ცხოველის სიკვდილით მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და ცხოველის მფლობელის მოტივირება, რათა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დროულად მიაწოდოს ჯილეხის საეჭვო, სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია. 3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და გადახდას ახორციელებს სააგენტო. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებითა და „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების დანართი №2-ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. http://www.matsne.gov.ge 24011000010003024165 მუხლი 3. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრა 1. „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2-ის − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის“ შესაბამისად ჯილეხის დადასტურებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაიწყოს კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის პროცედურები. 2. კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ: ა) „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილების შესაბამისად: ა.ა) სადგომი რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში; ა.ბ) პასუხისმგებელი პირი რეგისტრირებულია ცხოველის მფლობელად მონაცემთა ერთიან ბაზაში და ასრულებს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს; ა.გ) ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებულია შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე; ბ) პასუხისმგებელი პირის მიერ დაცულია „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებით განსაზღვრული დანართი №2 ით − „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესით“ დამტკიცებული ჯილეხის წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) სააგენტოში არსებულ ჩანაწერებში ცხოველი დაფიქსირებულია, როგორც „ობიექტურად აუცრელი“. 3. კომპენსაცია არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე/ რევაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე. 4. კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის მიერ იქმნება კომისია, რომლის მუშაობაში, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობის მიზნით, შეიძლება, მიწვეულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის სპეციალისტი. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია ადგენს, ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობას. 6. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის კომისია უფლებამოსილია, პასუხისმგებელი პირისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 7. კომპენსაციის გადახდის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის მიერ მიიღება ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის განმავლობაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებელ პირს წერილობით ეცნობება გადაწყვეტილების მიღებისთანავე. 9. თუ პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება სააგენტოს გადაწყვეტილებას, მათ შორის, კომპენსაციის ოდენობის შესახებ, მას შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში, http://www.matsne.gov.ge 24011000010003024165 კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. კომპენსაციის გადახდა ხორციელდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. დანართი №1 კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა 1. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის სააგენტო, ცხოველის ასაკს დასადგენად, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის თარიღს უმატებს 21 კალენდარული დღეს. 2. პასუხისმგებელი პირის, ცხოველის, ასაკის, სქესისა და ჯიშის განსაზღვრა ხორციელდება მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული მონაცემებით. 3. ცხოველის ასაკის დადგენისას ცხოველის ასაკი მრგვალდება პასუხისმგებელი პირის სასარგებლოდ. 4. ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი მონაცემებისა და პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის გამოყენებით წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №1 − მსხვილფეხა საქონლისა და ცხრილი №2 − წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში. ცხრილი №1 მსხვილფეხა საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით ჯიში სქესი ასაკი, თვე ასაკი, წელი 5-6 7-8 9-10 11-12 13-15 16-18 20-24 3 4 ≥5 ცოცხალი მასა კგ (/ ) ევროპული სარძეო ჯიშები[1] 150 200 240 260 300 330 400 480 520 550 160 230 280 310 380 430 500 740 820 880 ჯერსიული ჯიში 105 160 190 210 240 280 340 390 420 450 120 185 230 260 310 390 600 570 620 670 ბრიტანული სახორცე ჯიშები [2] 145 175 195 225 255 290 335 390 410 450 160 200 210 250 290 340 420 530 650 720 ფრანგულ იტალიური 170 200 235 265 300 345 200 440 500 535 http://www.matsne.gov.ge 24011000010003024165 file://file01/File%20Share/For5/mza/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-2023/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/332.docx# ftn1 file://file01/File%20Share/For5/mza/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-2023/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/332.docx# ftn2 სახორცე ჯიშები [3] 185 215 255 280 340 420 520 690 790 840 ქართული მთის 55 70 95 110 120 130 160 170 195 210 65 85 110 125 140 170 230 310 340 370 მეგრული წითელი 60 75 120 130 140 170 230 250 285 300 70 90 125 145 170 215 310 390 450 480 კავკასიური წაბლა 110 160 180 200 225 255 340 390 420 450 130 185 230 255 285 350 480 570 620 680 კამეჩი 105 135 150 155 170 200 260 280 420 450 125 150 170 180 190 210 290 460 550 620 ცხრილი №2 ცხვრისა და თხის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები სქესის, ასაკისა და ჯიშის გათვალისწინებით* სახეობა/ჯიში მოზარდი (ასაკი, თვე) ზრდასრული 5-6 11-12 17-18 ნერბი/ნეზვი ვერძი/ბოტი ცოცხალი მასა, კგ იმერული ცხვარი 12-14 16-20 20-21 22-24 25-28 თუშური ცხვარი 23-25 25-27 30-32 35-40 45-50 მეგრული თხა 18-20 24-26 30-32 35-40 45-50 ზაანენური თხა 26-28 38-41 48-51 55-60 70-80 * 7-დან 10 თვის, 13-დან 16 თვის ასაკის ჩათვლით ცხვრისა და თხის წონა იანგარიშება საშუალო არითმეტიკულით. 5. თუ მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული მონაცემებით ან პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტით ვერ დგინდება ცხოველის ჯიში, ნაჯვარის (ჰიბრიდის) წონის/მასის http://www.matsne.gov.ge 24011000010003024165 file://file01/File%20Share/For5/mza/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-2023/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/332.docx# ftn3 დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. 6. 0 − 4 თვის ასაკის ჯიშიანი ცხოველის შემთხვევაში წონის/მასის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს ცხრილი №3. ამ ცხრილის შესაბამისად მიღებულ რიცხვს ემატება ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების 5%. ცხრილი №3 ნაჯვარი (ჰიბრიდი) საქონლის ცოცხალი მასის მინიმალური მოთხოვნები ასაკის გათვალისწინებით მსხვილფეხა საქონელი კატეგორია მოზარდი მოზარდი მოზარდი ზრდასრული ასაკი (თვეები) 0-3 3-6 6-9 9-12 12- 18 18-24 >24 საშუალო ცოცხალი წონა კგ 50 65 90 120 150 225 300 ცხვარი/თხა კატეგორია მოზარდი მოზარდი ზრდასრული ასაკი (თვეები) 0-3 3-6 6-9 9-12 >12 საშუალო ცოცხალი წონა კგ 10 15 20 25 30 7. ცხრილ №1-სა და ცხრილ №2-ში მითითებულ რიცხვს (წონა), ჯიშიანი მსხვილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 60%, ხოლო ცხრილ №3-ში მსხვილფეხა საქონლის ადგილობრივი ჯიშებისა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში − წონის 40% უნდა გამრავლდეს ხორცის საბაზრო ფასზე, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის შემთხვევაში მოცემულია სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასები საქართველოში (ფასი ფერმის კართან)“. 8. ზოოტექნიკური ჩანაწერებით დადასტურებული სანაშენე ცხოველის (ცხოველი, რომელსაც მიკუთვნებული აქვს ბონიტირების კლასი ნიშან-თვისებათა კომპლექსით და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი) შემთხვევაში, ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ რიცხვს ემატება ღირებულების 10%. [1] ჰოლშტინური, შვიცური, სიმენტალური, ფლეკვიი, მონბელიარდი, ლატვიური წაბლა, ესტონური წითელი, ან მათ შორის ნაჯვარები; [2] ჰერეფორდული, აბერდინ-ანგუსური, გალოვეი, ან მათ შორის ნაჯვარები; [3] შაროლე, ლიმუზინური, სალერსი, კიანური, ან მათ შორის ნაჯვარები. http://www.matsne.gov.ge 24011000010003024165 file://file01/File%20Share/For5/mza/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-2023/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/332.docx# ftnref1 file://file01/File%20Share/For5/mza/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-2023/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/332.docx# ftnref2 file://file01/File%20Share/For5/mza/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90-2023/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/332.docx# ftnref3