跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 323 of 2014 of Georgian Government on Creation of Laboratory of Ministry of Agriculture of Georgia

颁布于 2014-05-02 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

research.laws.repealedOn

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №323 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development
关键词
institution, research, agricultural development, governance

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №323 2014 წლის 2 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ მუხლი 1 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის №307 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლედ. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის: ა) სახელმწიფო კონტროლი; ბ) დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 2 აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების ახლიდან დამტკიცებას. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 04003000010003017943 http://www.matsne.gov.ge/