Resolution No. 320 of 2015 of Georgian Government on Labeling of Genetically Modified Organisms Designated for Food Products/Fodder and Genetically Modified Products Produced from them
颁布于 2015-07-07 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition
- 关键词
- genetically modified organism (GMO), packaging/labelling, consumer protection, business/industry/corporations
- 类别
- *
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №320 2015 წლის 7 ივლისი ქ.თბილისი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესი.“ მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესი მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო 1. ეს წესი მიზნად ისახავს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებისათვის რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, მომხმარებელთა უფლებების, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ასევე, გარემოს დაცვასა და შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას. 2. ეს წესი ადგენს მოთხოვნებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების მიმართ და აწესრიგებს ურთიერთობებს ბიზნესოპერატორს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის. 3. ეს წესი ვრცელდება სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელიც: ა) შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან შედგება ამ ორგანიზმებისგან; ბ) წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან ან შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან. 4. ეს წესი არ ვრცელდება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმზე და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ია, ან 0,9%-ზე ნაკლებია. 5. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. მუხლი 2. ზოგადი დებულებები 1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: http://www.matsne.gov.ge 34014000010003018705 ა) თუ სურსათი/ცხოველის საკვები შედგება ერთი ან მეტი ინგრედიენტისგან, სიტყვები „გენეტიკურად მოდიფიცირებული“ ან „წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისგან“ მითითებული უნდა იქნეს ინგრედიენტების ჩამონათვალში, უშუალოდ მოცემული ინგრედიენტის გასწვრივ; ბ) თუ სურსათი/ცხოველის საკვები შეიცავს შედგენილ ინგრედიენტს, რომლის შემადგენლობაში არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმისგან წარმოებული პროდუქტი, ეტიკეტზე, ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იქნეს სიტყვები: „შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ “ ან „შეიცავს , რომელიც წარმოებულია (ორგანიზმის დასასახელება) (ინგრედიენტის დასახელება) გენეტიკურად მოდიფიცირებული ;“ ; (ორგანიზმის დასასახელება) გ) თუ სურსათი/ცხოველის საკვები წარმოადგენს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმისგან წარმოებულ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ ერთი ინგრედიენტისაგან შედგება, მაშინ სიტყვები „გენეტიკურად მოდიფიცირებული“ ან „წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული “ (ორგანიზმის დასასახელება) მკაფიოდ და თვალსაჩინოდ უნდა იქნეს მითითებული ეტიკეტზე; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ინგრედიენტების ჩამონათვალში აღნიშნული უნდა იქნეს იმავე ზომის შრიფტით, რომლითაც დაბეჭდილია ინგრედიენტების სხვა ჩამონათვალი; ე) სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია შეფუთვის გარეშე, საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართების ან/და ბუკლეტების სახით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის; ვ) სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია მცირე ზომის შეფუთვით და რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები აუცილებელია განთავსდეს ამ სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთ მასალაზე თვალსაჩინოდ, დიდი ზომის შრიფტით; ზ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა –„გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში წარწერა – „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება. მუხლი 3. შესაბამისობის კონტროლი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესაბამისობა ამ წესითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან ხოციელდება: ა) სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის დროს; ბ) სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო კონტროლის დროს. http://www.matsne.gov.ge 34014000010003018705