跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No 319 of 2016 of Georgian Government on Deadlines and Fees for the Services of the Nuclear and Radiation Safety Agency of Georgia

颁布于 2016-07-11 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №319 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Environment
关键词
legal proceedings/administrative proceedings, fees/royalties, radiation, emissions

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №319 2016 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანართი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები მუხლი 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები: № მომსახურების სახეები საზომი ერთეული საფასურის ოდენობა 1 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა 0 – 500 მ2 500-დან – 1000 მ2 1000 მ2-დან ზევით ყოველ დამატებით 500 მ2-ზე 400 ლარი 600 ლარი +200 ლარი 2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა 0 – 1 ჰა 1 ჰა-დან ზევით ყოველ დამატებით 1 ჰა მ2-ზე 400 ლარი +200 ლარი 3 სამომხმარებლო პროდუქციის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა ერთჯერადი გაზომვა 15 ლარი 4 სამშენებლო მასალის და სამშენებლო ნარჩენის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა ყოველი 100 მ2 100ლარი 0 – 50 მ2 http://www.matsne.gov.ge 04003000010003019384 5 შენობის დოზიმეტრული გაზომვა 50-დან – 100 მ2 100 მ2-დან ზევით ყოველ დამატებით 100 მ2-ზე 100 ლარი 150 ლარი +50 ლარი 6 ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა 0-20 ტონის ჩათვლით ყოველი დამატებითი ერთი ტონა 150 ლარი +5 ლარი 7 სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა ერთი ერთეული 50 ლარი 8 დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ერთი წელი 3 წელზე მეტი ვადით 300 ლარი 1000ლარი 9 რადიოაქტიური წყაროს ჯართიდან გამოცალკევება და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსება ჯართიდან რადიოაქტიური წყაროს გამოცალკევება და შენახვა 500ლარი 10 მაიონებელი გამოსხივების მილაკის შენახვა 1 ცალი 100 ლარი. შენიშვნა: ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები. მუხლი 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები 1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები: ა) მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 500 ლარი; ბ) სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 50 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 150 ლარი; გ) რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გაფართოების მიზნით - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი; დ) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი. 2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში, ახორციელებს უფასოდ. მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების http://www.matsne.gov.ge 04003000010003019384 ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად, სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში. 3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 6.საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. მუხლი 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში. 2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ. 3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. http://www.matsne.gov.ge 04003000010003019384

Resolution No 319 of 2016 of Georgian Government on Deadlines and Fees for the Services of the Nuclear and Radiation Safety Agency of Georgia · Nelum