跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 281 of 2015 of Georgian Government on Transferring Identified Information from Internal Revenue Service to National Food Agency

颁布于 2015-06-23 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილება №281 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Livestock, Food and nutrition, Cultivated plants
关键词
animal feed/feedstuffs, animal health, food safety and quality, institution, taxes, governance, procedural matters, data collection/reporting, plant protection
类别
agriculture

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №281 2015 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №274 - ვებგვერდი, 01.06.2018წ. მუხლი 1 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №274 - ვებგვერდი, 01.06.2018წ მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №274 - ვებგვერდი, 01.06.2018წ მუხლი 1 „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი“ მიზნად ისახავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შორის თანამშრომლობას, სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის ფორმირებისთვის. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №274 - ვებგვერდი, 01.06.2018წ მუხლი 2 1. შემოსავლების სამსახური, სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, აწვდის ბიზნესოპერატორთა (გადასახადის გადამხდელთა) შესახებ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებულ შემდეგ ინფორმაციას: ა) ფაქტობრივი მისამართ(ებ)ის შესახებ (ტერიტორიის კოდის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)); http://www.matsne.gov.ge 04003000010003018666 ბ) ერთობლივი შემოსავლის შესახებ; გ) ტელეფონის და/ან ფაქსის ნომრისა და ელ-ფოსტის შესახებ. 2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, დამატებით მიაწოდოს სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოცემული არ არის ამ მუხლის პირველ პუნქტში. მუხლი 3 სააგენტო უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორების (გადასახადის გადამხდელთა) შესახებ მიღებული ინფორმაციის დაცვას და მის გამოყენებას, მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით. http://www.matsne.gov.ge 04003000010003018666