Resolution No. 273 of 2016 of Georgian Government on Granting Recreational Status to Ureki-Shekvetili and Determining its Borders
颁布于 2016-06-23 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment
- 关键词
- protected area, tourism, environmental planning, policy/planning
在哪里阅读
该法律没有记录来源链接。
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 2016 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურეკი-შეკვეთილს მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა, თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანართი ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით: ა) საწყისი წერტილი №1. (კოორდინატებით X=231292.4218750; Y=4656221.5) წერტილი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვრების გადაკვეთის წერტილზე და ამ წერტილიდან № 2 წერტილამდე საზღვარი მიუყვება ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვარს. ბ) წერტილი №2. (კოორდინატებით X=231869.5625000; Y=4656504.0) წერტილი მდებარეობს მდ.სუფსიდან სამხრეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სამხრეთ აღმოსავლეთისკენ სასოფლო- სამეურნეო სავარგულების გავლით მიემართება № 3 წერტილისკენ. გ) წერტილი №3. (კოორდინატებით X=232699.0781250; Y=4654665.0) წერტილი მდებარეობს ურეკის რკინიგზის სადგურიდან მაგნეტიტის სანაპიროსკენ მიმავალ ქუჩაზე, სადგურიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან სამხრეთისკენ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით საზღვარი მიემართება №4 წერტილამდე. დ) წერტილი №4 (კოორდინატებით X=232793.0000000; Y=4651272.5) წერტილი მდებარეობს დაბა ურეკიდან ქობულეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზისა და რკინიგზის გადაკვეთიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №5 წერტილამდე. ე) წერტილი №5 (კოორდინატებით X=232825.3437500; Y=4649447.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და შემდეგ საზღვარი გრძელდება რკინიგზის გასწვრივ სამხრეთისკენ №6 წერტილამდე. ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით X=233123.7656250; Y=4648720.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №7 წერტილამდე. ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით X=233148.1250000; Y=4648302.5) წერტილი მდებარეობს ურეკის საკონცერტო დარბაზის ჩრდილოეთით გამავალ ოზურგეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, http://www.matsne.gov.ge 33009000010003019338 რკინიგზამდე და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის გამავალ სამეურნეო გზის გასწვრივ №8 წერტილამდე. თ) წერტილი №8 (კოორდინატებით X=232885.4062500; Y=4645184.5) წერტილი მდებარეობს ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების ჩრდილოეთით და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზას, №9 წერტილამდე. ი) წერტილი №9 (კოორდინატებით X=233900.7812500; Y=4643939.0) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების სამხრეთით საავტომობილო კვანძამდე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება საავტომობილო კვანძს დასავლეთით №10 წერტილამდე. კ) წერტილი №10 (კოორდინატებით X=233758.7500000; Y=4643463.5) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზისა და შეკვეთილიდან ქ.ქობულეთში მიმავალი საავტომობილო გზის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო კვანძის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სასოფლო სამეურნეო სავარგულების გავლით გრძელდება № 11 წერტილამდე. ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით X=233694.9375000; Y=4642659.0) წერტილი მდებარეობს მდ.ჩოლოქზე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდ.ჩოლოქს, აჭარისა და გურიის საზღვარს შავ ზღვამდე, №12 წერტილამდე. მ) წერტილი №12 (კოორდინატებით X=231891.5156250; Y=4645085.5) წერტილი მდებარეობს აჭარისა და გურიის საზღვარის მდ.ნატანების, მდ.ჩოლოქის და შავი ზღვის შერწყმის წერტილში. ამ წერტილიდან №1 წერტილამდე საზღვარი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. შენიშვნა: ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრად აღნიშნულია სამომავლო ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილი (ავტობანი), რომელიც ამჟამად ფიზიკურად არ არსებობს და მისი აშენების შემთხვევაში საჭირო გახდება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრის ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილისდა მიხედვით დაზუსტება. http://www.matsne.gov.ge 33009000010003019338