Resolution No 262 of 2016 of Georgian Government on Requirements for Trans Fat in Food
颁布于 2016-06-13 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №262 სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Food and nutrition
- 关键词
- oils/oilseeds/fats, food safety and quality, public health, consumer protection, agricultural commodities
- 类别
- agriculture, softs
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №262 2016 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სურსათში ტრანსცხიმის ნორმა. მუხლი 2 ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები არ გავრცელდეს 2017 წლის პირველ აგვისტომდე წარმოებულ სურსათზე. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანართი სურსათში ტრანსცხიმის ნორმა მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება (შემდგომში - დადგენილება) მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ტრანსცხიმთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში. 2. დადგენილება ადგენს სურსათში ტრანსცხიმის მაქსიმალურად დასაშვებ ზღვრულ ნორმას საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული სურსათისათვის, რომელიც გამიზნულია ბაზარზე განთავსებისათვის. 3. დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ სურსათზე, რომელიც შეიცავს ტრანსცხიმს, მიღებულს ისეთი პროცესებისაგან, როგორიცაა: ა) მცენარეული ცხიმის ჰიდროგენიზაცია; ბ) მცენარეული ცხიმის მაღალ ტემპერატურაზე ექსტრაქცია (არანაკლებ 110°C); გ) სურსათის შეწვა ან/და გაცხელება მცენარეულ ცხიმში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოიყენება ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინები, რომლებსაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცხიმი - საერთო ლიპიდები, მათ შორის, ფოსფოლიპიდები; ბ) ტრანსცხიმი (ცხიმოვანი მჟავის ტრანსიზომერი) - ცხიმოვანი მჟავა, ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ან მეტი ორმაგი ბმით ტრანსიზომერულ კონფიგურაციაში; გ) მცენარეული ცხიმი - ზეთოვანი ნედლეულიდან მიღებული ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდებისა და მათი თანმხლები ნივთიერებების ნარევი, რომელიც არანაკლებ 99% ცხიმს შეიცავს. იგი შეიძლება შეიცავდეს უმნიშვნელო რაოდენობით სხვა ლიპიდებს (მაგ.: ფოსფატიდებს, გაუსაპნავ მინარევებს) და თავისუფალ http://www.matsne.gov.ge 24011000010003019327 ცხიმოვან მჟავებს და შეიძლება იყოს როგორც მყარ, ასევე თხევად მდგომარეობაში ზეთის სახით; დ) ზეთოვანი ნედლეული - თესლი, ზეთოვანი მცენარეების ნაყოფი, მცენარეული კულტურების ზეთშემცველი ნაწილი; ე) ჰიდროგენიზაცია - მცენარეული ცხიმების შემადგენლობაში არსებული გლიცერიდების უჯერი ცხიმოვანი მჟავების უჯერი ბმების წყალბადით სრული ან ნაწილობრივი გაჯერება; ვ) ჩვილი ბავშვი - ბავშვი დაბადებიდან ერთ წლამდე (12 თვის ჩათვლით); ზ) სკოლამდელი ასაკის ბავშვი - 7 წლამდე ასაკის ბავშვი. მუხლი 3. სურსათში ტრანსცხიმის ნორმა 1. სურსათში, ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ტრანსცხიმის შემცველობა 100 გ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს. 2. ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს. მუხლი 4. შესაბამისობის შეფასება ამ დადგენილებით განსაზღვრულ სურსათში ტრანსცხიმთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ დადგენილებით განსაზღვრულ სურსათში ტრანსცხიმის შემცველობის ნორმირების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 24011000010003019327