Resolution No. 236 of 2018 of Georgian Government on Rules for Destroying Food/Feed
颁布于 2018-05-18 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის დადგენილება №236 სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Livestock, Food and nutrition
- 关键词
- animal feed/feedstuffs, hygiene/sanitary procedures, alternative dispute settlement, business/industry/corporations, procedural matters, food safety and quality, food loss and waste
- 类别
- *
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №236 2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი“ თანდართული რედაქციით. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №176 დადგენილება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი ადგენს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი ან ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინები, რომლებსაც აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება – სურსათის/ცხოველის საკვების მექანიკური, ფიზიკურ ქიმიური, ბიოლოგიური ან/და სხვა სახის დამუშავება, განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, დამარხვა, დაწვა, საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვება, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება ან მათი ნებისმიერი კომბინაცია; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია – სურსათის/ცხოველის საკვების მეორეული გამოყენება მატერიალური ან/და ენერგეტიკული რესურსების სახით (მათ შორის, ცხოველის საკვებად გამოყენება); გ) ტექნიკური გადამუშავება – ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაციისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებათა შეცვლის მიზნით. მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება 1. სურსათი/ცხოველის საკვები შესაძლებელია დაექვემდებაროს განადგურებას, თუ იგი: ა) არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის http://www.matsne.gov.ge 34009000010003020551 კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ვადაგასულია. 2. გადაწყვეტილებას სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ იღებს სააგენტო. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება ბიზნესოპერატორს. 3. თუ სურსათი/ცხოველის საკვები წარმოადგენს დაავადების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძურების წყაროს, მისი განადგურების მეთოდებს, პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, განადგურების მეთოდები, პირობები და ვადები შერჩეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით. 5. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების ხარჯების (მათ შორის, შენახვისა და ტრანსპორტირების) ანაზღაურება ხდება ბიზნესოპერატორის მიერ. 6. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ბიზნესოპერატორისთვის. 7. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციელებს ბიზნესოპერატორი, სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 8. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შემდეგ დგება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების აქტი (დანართის შესაბამისად) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე – ბიზნესოპერატორს და ინახება ორი წლის განმავლობაში. მუხლი 4. სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია 1. სურსათის/ცხოველის საკვების სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარიულ-სანიტარიული ან/და ფიტოსანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნებადართულია სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია ტექნიკური გადამუშავების გზით. 2. ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას უტილიზაციის განხორციელების შესახებ იღებს სააგენტო. 3. უტილიზაცია ნებაყოფლობითია და მის ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი. მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების შენახვა განცალკევებით. 2. გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა აღრიცხული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების სახეობის, დასახელების, წონის, მოცულობის, პარტიის ნომრისა და რაოდენობის, პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობის, დამზადების თარიღისა და პარტიის ცვლის ნომრის შესახებ. მონაცემთა სისწორისათვის პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი. 3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად გამოყენებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების სანიტარიული დამუშავება მათი დაცლის შემდეგ. მუხლი 6. დავის გადაწყვეტა სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 34009000010003020551 დანართი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების ა ქ ტ ი № „ ------ “ -------------------------------- წ. სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება განადგურების ადგილი საფუძველი -------------------------------------------------- ------- გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ი ------------------- ------ გვარი, სახელი, თანამდებობა ბიზნესოპერატორის წარმომადგენელი გვარი, სახელი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონი სხვა დამსწრე პირ(ებ)ი -------------------------------- ---------- განადგურება დაიწყო ------------------------- განადგურება დამთავრდა თვე, რიცხვი, საათი თვე, რიცხვი, საათი გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობა (დასახელება, დამზადების თარიღი და პარტიის ცვლის ნომერი) და შეფუთვა-მარკირება (პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობა) --------- გაუვნებლობის მეთოდი განადგურების მეთოდი სატრანსპორტო საშუალება, დამუშავების მეთოდი (სახელმწიფო სერია და ნომერი) შენიშვნა აქტის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო აქტი შედგენილია 2 ეგზემპლარად ხელმოწერები გვარი, სახელი, თანამდებობა 1 . ---------------------------------- 2 . ---------------------------------- დამსწრე პირ(ებ)ი 1 . 2 .