跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 235 of 2018 of Georgian Government on State Assistance Program for Agricultural Cooperatives in Beekeeping Transhumance

颁布于 2018-05-18 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2018 წლის დადგენილება №235 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development, Livestock
关键词
apiculture/sericulture, cooperative/producer organization, subsidy/incentive, rural employment, labour, grazing, animal production

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №235 2018 წლის 18 მაისი ქ. თბილისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2 ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 31 06). მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისათვის. 2. პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში – კოოპერატივი) – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და რომელსაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი; ბ) პრეტენდენტი – კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს; გ) მონაწილე – კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; დ) ხელშეკრულება – მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე და მიღების შემდეგ მონაწილის მხრიდან შესასრულებელ ვალდებულებებს; http://www.matsne.gov.ge 34008000010003020550 ე) მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება. მუხლი 3. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). მუხლი 4. კაპიტალური ინვესტირება 1. კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში, თითოეულ მონაწილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გრანტის სახით გადაეცემა მისაბმელი სკების ტრანსპორტირებისათვის (შემდგომში – მისაბმელი), მისი ღირებულების 40%-ად. 2. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელისა. 3. ერთი მისაბმელი უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას. მუხლი 5. საინფორმაციო კამპანია პროგრამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას მედიასაშუალებების, მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისა თუ სხვა მექანიზმის გამოყენებით. მუხლი 6. პროგრამაში მონაწილეობის მიღების პირობები 1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელიც მონაწილეობაზე განაცხადის წარდგენისას აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) განაცხადის წარდგენისას მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად; ბ) საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად; გ) განაცხადის წარდგენის მომენტისათვის სააგენტოსგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი; დ) მეპაიეთა რაოდენობა მაღალმთიან დასახლებაში შეადგენს არანაკლებ 9 ფიზიკურ პირს, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – არანაკლებ 15 ფიზიკურ პირს; ე) იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა მაღალმთიან დასახლებაში შეადგენს არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – არანაკლებ 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს; ვ) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება; ზ) საკუთრებაში აქვს (ბალანსზე აყვანილი) სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკა ფუტკრის ოჯახისა. 2. პრეტენდენტმა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან; ბ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის ასლი; http://www.matsne.gov.ge 34008000010003020550 გ) ამონაწერი სსიპ – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის თაობაზე; დ) სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 7. პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა 1. პროგრამაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 2. დარეგისტრირება შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.acda.gov.ge). 3. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტოს კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა. ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშაო დღეს. 4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა დადგენილ ვადაში, განაცხადი დარჩება განუხილველი. 5. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტების სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე სააგენტოს ოფიციალური ელფოსტის მეშვეობით (info@acda.gov.ge). 6. წარდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ სააგენტო პრეტენდენტს უგზავნის დადასტურებას პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე. 7. რეგისტრაციის ფორმას განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 8. მონაწილის ვალდებულებები მონაწილე ვალდებულია: ა) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს მისაბმელის ღირებულების 40%, საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში: ბ.ა) დაიცვას ამ პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა; ბ.ბ) დაიცვას პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სკების მინიმალური რაოდენობა; ბ.გ) არ დაუშვას მიღებული მისაბმელის რაიმე ფორმით გასხვისება ან/და ვალდებულებით დატვირთვა. მუხლი 9. მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები 1. მონაწილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სააგენტო მონაწილეს განუსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა. 2. განმახორციელებლის მიერ დაწესებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს გრანტის სახით მიღებული მისაბმელის ღირებულების სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. http://www.matsne.gov.ge 34008000010003020550 მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი 1. პრეტენდენტის პროგრამის მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საველე ან/და დოკუმენტურ მონიტორინგს უზრუნველყოფს სააგენტო. 2. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. 3. მონაწილე პროგრამის ფარგლებში მონიტორინგს ექვემდებარება 5 წლის განმავლობაში. http://www.matsne.gov.ge 34008000010003020550

Resolution No. 235 of 2018 of Georgian Government on State Assistance Program for Agricultural Cooperatives in Beekeeping Transhumance · Nelum