跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 217 of 2019 of Georgian Government on Creating National Committee on International Trade Facilitation and Adopting its Charter

颁布于 2019-05-01 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2019 წლის დადგენილება №217 საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development, Food and nutrition, General
关键词
international trade, institution, governance, procedural matters
类别
*

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №217 2019 წლის1 მაისი ქ. თბილისი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი – კომიტეტის მდივანი; 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;

  2. 10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 11. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 12. საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 13. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 14. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 15. საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 16. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 17. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; http://www.matsne.gov.ge 48049000010003021232 18. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი; 19. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომიტეტის წევრი; 20. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი. მუხლი 2 დამტკიცდეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის თანდართული დებულება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო.

  3. 2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2. კომიტეტის უფლებამოსილებანი კომიტეტი უფლებამოსილია: ა) ცალკეული საკითხების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო/საკონსულტაციო ჯგუფები; ბ) კონკრეტული საკითხების განსახილველად შესაბამისი სფეროებიდან მიიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები. მუხლი 3. კომიტეტის ძირითადი ფუნქციები კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის, შესაბამისი რეფორმებისა და „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა; ბ) „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობა; გ) საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარმოდგენა საქართველოს მთავრობისათვის. მუხლი 4. კომიტეტის თავმჯდომარე 1. კომიტეტის თავმჯდომარე: http://www.matsne.gov.ge 48049000010003021232 ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს. 2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის არჩევაც ხდება კომიტეტის შემადგენლობიდან, წლიური როტაციის პრინციპით. მუხლი 5. კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.

  4. 2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 4. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. 5. კომიტეტის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი. მუხლი 6. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის სამდივნო, რომლის ფუნქციებს ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი. 2. კომიტეტის სამდივნო უზრუნველყოფს: ა) კომიტეტის სხდომათა დღის წესრიგის მომზადებას; ბ) კომიტეტის სხდომათა მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი საოქმო ჩანაწერების ოფიციალურ წარმოებას, შენახვასა და სისტემატიზაციას; გ) კომიტეტის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთობის კოორდინაციას; დ) კომიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობების წარმართვას. http://www.matsne.gov.ge 48049000010003021232