跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No 214 of 2013 of Georgian Government on Rules for Expression of Interest in Technical-economic Assessment for Construction, Construction, Ownership and Operation of Hydro Plants in Georgia

颁布于 2013-08-21 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №214 საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Water
关键词
water rights, basin/catchment/watershed, waterworks, procedural matters, inland waters

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №214 2013 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი. მუხლი 2 „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ - საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების შესაბამისად და/ან მის საფუძველზე საქართველოს მთავრობასთან დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმებთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს ამავე და დგენილების შესაბამისად. მუხლი 3 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ქმედებების განხორციელება. მუხლი 4 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დანართი საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები და მოქმედების სფერო 1. წინამდებარე წესი ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მიერ საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის , ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების, დაინტერესებული პირების მიერ განაცხადების წარდგენის, გამარჯვებულის გამოვლენის და ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში „მემორანდუმი“) დადების წესს და პირობებს. 2. სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას ( შემდგომში „ნუსხა“) და მათ თაობაზე სამინისტროში არსებულ ძირითად ინფორმაციას. ნუსხა ექვემდებარება გადახედვას, რასაც ახორციელებს სამინისტრო. 3. ნუსხაში შემავალი ცალკეული ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის , მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვას (შემდგომში „ინტერესთა გამოხატვა“) აცხადებს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო, რომელსაც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აგრეთვე დაინტერესებული პირის მიმართვა. http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381 4. ინტერესთა გამოხატვა ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.minenergy.gov.ge), რომელიც უნდა შეიცავდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებს. 5. ინტერსთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა კონსორციუმს. 6. ინტერესთა გამოხატვის შედეგად, საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ (შემდგომში „ესკო“) და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს (შემდ გომში „გამარჯვებული პირი“) შორის იდება მემორანდუმი. მემორანდუმი არის მხარეთა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. შესაძლებელია მემორანდუმს მხარედ დაემატოს სხვა პირები. 7. ინტერესთა გამოხატვის შედეგად გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების განმავლობაში, ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული ოდენობის რეალიზაცია სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ (ესკო) წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით. 8. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ელექტროსადგურებზე, რომლებიც არ არის შეტანილი ნუსხაში. დაინტერესებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს კონკრეტულ ადგილზე ელექტროსადგურის (რომელიც არ არის შეტანილი ნუსხაში) მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლა და/ან მშენებლობა, ვალდებულია, უზრუნველყოს ამის შესახებ სამინისტროს წინასწარი წერილობითი შეტყობინება. ასეთი ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლა და/ან მათი მშენებლობა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით. 81. იმ ელექტროსადგურებზე, რომლებიც არ არის შეტანილი ნუსხაში, მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ წინადადებების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესი და პირობები მტკიცდება სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადოს ურთიერთგაგების მემორანდუმი იმ ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ, რომელიც არ არის შეტანილი ნუსხაში. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის დადგენილება №132 – ვებგვერდი, 12.02.2014წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის დადგენილება №254 - ვებგვერდი, 08.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №430 - ვებგვერდი, 13.09.2016წ. მუხლი 2. ინტერესთა გამოხატვა 1. ინტერსთა გამოხატვის თაობაზე სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა) ასაშენებელი ელექტროსადგურის დასახელებას, სავარაუდო განთავსების ადგილს, სავარაუდო სქემას და სავარაუდო ძირითად ტექნიკურ პარამეტრებს; ბ) ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების ვადას; გ) ელექტროსადგურის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ოდენობას; გ1) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისას წარმოსადგენი წინასამშენებლო გარანტიის ვადასა და ოდენობას; http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381 http://www.minenergy.gov.ge/ დ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საუკეთესო განაცხადის გამოვლენის კრიტერიუმს, მაქსიმალური ზღვარის მითითებით; ე) განაცხადების მიღების ადგილს (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონს; ვ) ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემორანდუმის პროექტს; ზ) ყველა სხვა ინფორმაციას და პირობას, რასაც სამინისტრო ჩათვლის მიზანშეწონილად. 2. ინტერესთა გამოხატვის შედეგად დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელსაც უნდა დაერთოს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე დაინტერესებული პირის მიერ შეთავაზებული ფასი და ფინანსური მოდელი, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ფასის შესაბამის ფინანსურ მაჩვენებლებს, მათ შორის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინვესტიციო დანახარჯის ოდენობას (შემდგომში – „ფინანსური მოდელი“). 3. ინტერესთა გამოხატვის ვადის ამოწურვის შემდგომ, პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები აკმაყოფილებენ ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს, სამინისტრო უგზავნის წერილობით შეტყობინებას. 4. ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოდგენილი განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს და რომლებზეც განაცხადის წარმომდგენი პირის მიერ მე-3 მუხლის მიხედვით წარმოდგენილია წინასამშენებლო გარანტია, გამარჯვებულის გამოსავლენად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ხოლო განაცხადები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამ წესის და ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს ან/და რომლებზეც განაცხადის წარმომდგენი პირის მიერ მე-3 მუხლის მიხედვით არ არის წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია, აგრეთვე განაცხადები, რომლებიც წარმოდგენილია ვადების დარღვევით, რჩება განუხილველი, რაზეც სამინისტრო შესაბამის პირებს უგზავნის შეტყობინებას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №290 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №430 - ვებგვერდი, 13.09.2016წ. მუხლი 3. წინასამშენებლო გარანტია პირი ვალდებულია ინტერესთა გამოხატვაში მის მიერ წარმოდგენილი განაცხადის, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების და მემორანდუმის პირობების მიხედვით სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად წარუდგინოს საბანკო გარანტია, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში - წინასამშენებლო გარანტია). ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №290 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. მუხლი 4. სამშენებლო გარანტია 1. მემორანდუმით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით, პირი ვალდებულია დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების და ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381 წარუდგინოს საბანკო გარანტია, ასაშენებელი ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, 100 მეგავატი სიმძლავრის ჩათვლით ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში ყოველი მეგავატისათვის 100 000 (ასი ათასი), ხოლო 100 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების კასკადის შემთხვევაში ყოველი მეგავატისათვის 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის ევროში ( საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით (შემდგომში „სამშენებლო გარანტია“). ამასთან, სამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. სამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს. 2. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავარობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50 %-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. 4. მემორანდუმით დადგენილ ვადაში და პირობებით ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირისთვის საურავის დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 1,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული საურავის გადახდა უნდა განხორციელდეს პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა - საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო გარანტიიდან საურავის გადაუხდელი ოდენობის თანხის მოთხოვნით. ამასთან, პირის მიერ საურავის გადახდის შემთხვევაში, განხორციელდება სამშენებლო გარანტიის შემცირება გადახდილი საურავის ოდენობით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე პირზე დაკისრებული საურავების ჯამი შეადგენს სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 50%-ს, მთავრობა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს მემორანდუმის მოქმედება. ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მიერ განხორციელდება სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის მოთხოვნა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის დადგენილება №2 – ვებგვერდი, 16.01.2015წ. მუხლი 5. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი 1. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა მიმართ დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის თაობაზე წარმოდგენილი განაცხადი უნდა შეიცავდეს პირის თანხმობას, გამოცხადებული პარამეტრებით და პირობებით ელექტროსადგურ(ებ)ის მშენებლობის ტექნიკურეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების თაობაზე; ბ) განაცხადს უნდა ერთოდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე დაინტერესებული პირის მიერ შეთავაზებული ფასი და შესაბამისი ფინანსური მოდელი და უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს; გ) განაცხადით შემოთავაზებული შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ მაქსიმალურ ზღვარზე მეტი; http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381 გ1) ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს; დ) ინტერესთა გამოხატვის პირობებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრობისთვის წარდგენილია ორი ან მეტი განაცხადი, საქართველოს მთავრობა გამარჯვებულად ცნობს იმ მონაწილეს, რომლის მიერ პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზებული იქნება ყველაზე დაბალი ფასი და შესაბამისი ფინანსური მოდელი. 3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი განაცხადით, პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიაზე შემოთავაზებული იქნა თანაბარი ყველაზე დაბალი ფასი და შესაბამისი ფინანსური მოდელი, მთავრობა ამ განაცხადების წარმომდგენ პირებს განუსაზღვრავს დამატებით ვადას, შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადებების წარმოდგენის მიზნით. 4. დადგენილ ვადაში წარმოდგენილი გაუმჯობესებული წინადადებებიდან მთავრობა გამარჯვებულს ავლენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის დადგენილება №290 – ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №430 - ვებგვერდი, 13.09.2016წ. მუხლი 6. გამარჯვებულის გამოვლენა და მემორანდუმის დადება 1. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ავლენს მთავრობა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მთავრობისთვის წარდგენილია მხოლოდ ერთი განაცხადი, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ განაცხადის წარმომდგენი პირის გამარჯვებულად ცნობის შესახებ. 3. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადები მემორანდუმის პროექტს სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას და მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში ხორციელდება მისი ხელმოწერა. 4. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გარდა სხვა პირებს სამინისტრო უბრუნებს მათ მიერ წარმოდგენილ წინასამშენებლო გარანტიებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ პირთან არ მოხდა მემორანდუმის დადება, მთავრობა უფლებამოსილია მემორანდუმი დადოს დარჩენილ მონაწილეებს შორის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მომდევნო საუკეთესო განაცხადის წარმომდგენ პირთან. 6. მემორანდუმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. მუხლი 7. მემორანდუმის ზოგადი პირობები 1. ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგება წინასამშენებლო ფაზისგან და სამშენებლო ფაზისგან. 2. წინასამშენებლო ფაზაში ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულის გარდა, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია: ა) პროექტის ტექნიკურეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზის დასრულება; ბ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. 21. იმ შემთხვევაში, თუ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ საქართველოს http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381 მთავრობასთან დადებული შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ანალიზის დასრულებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების შედეგად სამინისტროსთვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული წინადადების მიხედვით იცვლება ასაშენებელი ელექტროსადგურის პარამეტრები (დადგმული სიმძლავრე, წლიური გამომუშავება, საინვესტიციო ოდენობა და სხვა), რის შედეგადაც უმჯობესდება შესაბამის ფინანსურ მოდელში დაფიქსირებული პროექტის ინვესტიციაზე უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“), განხორციელდება მხარეთა შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში/ხელშეკრულებაში ცვლილებები, პარამეტრების კორექტირებისა და ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასის შემცირების მიზნით, იმდაგვარად, რომ შესაბამის ფინანსურ მოდელში უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“) დარჩეს უცვლელი. ხოლო თუ წარდგენილი და შეთანხმებული წინადადების შესაბამის ფინანსურ მოდელში ასახვის შედეგად არ იცვლება ან/და უარესდება უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“), განხორციელდება მხარეთა შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში/ხელშეკრულებაში ცვლილება მხოლოდ პარამეტრების კორექტირების მიზნით და ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი დარჩება უცვლელი. 3. სამშენებლო ფაზაში ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულის გარდა, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის ვალდებულებებია: ა) პროექტის არეალში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მოპოვება; ბ) პროექტის განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის ნებართვის აღება; გ) ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება, სამშენებლო სამუშაოების წარმოება საქართველოს კანონმდებლობის, სამშენებლო, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, მშენებლობის დასრულება და დადგენილი წესით მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება. 31. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან დადებული შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს აუდიტორული დასკვნის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა. ამ დადგენილების მიზნებისათვის, აუდიტორული დასკვნა ნიშნავს „საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემულ მარწმუნებელი ხასიათის დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების მიზნით გაწეული გონივრული საინვესტიციო დანახარჯის (შემდგომში – „გონივრული დანახარჯი“) ოდენობას (შემდგომში – „აუდიტორული დასკვნა“). 32. დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის „ესკოზე“ რეალიზაცია განხორციელდება ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ შეთავაზებული ფასით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად მომზადებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, დადგენილი გონივრული დანახარჯის ოდენობის ფინანსურ მოდელში ასახვის შედეგად, პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი იქნება ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის მიერ შეთავაზებულ ფასზე ნაკლები (იმ პირობით, რომ ფინანსურ მოდელში დაფიქსირებული პროექტის ინვესტიციაზე უკუგების კოეფიციენტი („Project Internal Rate of Return“) დარჩება უცვლელი), „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი შემცირდება და განისაზღვრება ფინანსურ მოდელში გონივრული დანახარჯის ასახვის შედეგად მიღებული ფასით. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული „ესკოსთვის“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასის შემცირება მოხდება მხოლოდ ერთჯერადად. 3. 2 http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381 3 იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 3 პუნქტის თანახმად შემცირდება „ესკოზე“ მისაყიდი ელექტროენერგიის ფასი და განისაზღვრება ფინანსურ მოდელში გონივრული დანახარჯის ასახვის შედეგად მიღებული ფასით, სამინისტრომ აღნიშნულის თაობაზე ცვლილება უნდა შეიტანოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში. ურთიერთგაგების მემორანდუმში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე „ესკო“ უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილების შეტანას „ესკოსა“ და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებულ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში. 4. აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით გადაცემა/დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე (მათ შორის - მრავალწლიანი) ხელშეკრულების გაფორმებას გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებთან. 5. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საჭირო მოცულობებით უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოცულობის გარდა, დამატებით ელექტროენერგიის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე (მათ შორის - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორზე“) რეალიზაციის ვალდებულებას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის დადგენილება №84 – ვებგვერდი, 09.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №430 - ვებგვერდი, 13.09.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 26.01.2017წ. http://www.matsne.gov.ge 30028002010003017381

Resolution No 214 of 2013 of Georgian Government on Rules for Expression of Interest in Technical-economic Assessment for Construction, Construction, Ownership and Operation of Hydro Plants in Georgia · Nelum