跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 2 of 2011 of Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission on Tariffs for Amelioration Services

颁布于 2011-02-01 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის დადგენილება №2 სამელიორაციო მომსახურების ტარიფების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Water
关键词
irrigation, drainage/land reclamation, water charges, fees/royalties

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №2 2011 წლის 1 თებერვალი ქ. ქუთაისი სამელიორაციო მომსახურების ტარიფების შესახებ „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017წწ. სახელმწიფო სტრატეგია“, რომლის თანახმად სოფლის მეურნეობის, როგორც ისტორიულად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის, განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონალური განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამავე დადგენილებით, საჭიროა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამეწარმეო ინიციატივების ინვესტირების წახალისება, საოჯახო მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაზე ორიენტირებული და სხვა სამეწარმეო ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც ადგილობრივი საკადრო და სამეწარმეო რესურსების გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული. აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მიღწევა შეუძლებელია მიწების მელიორაციის გარეშე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღებას. „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონის (სსმ I, №76, 29.12.2010, მუხ.512) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 4 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ გაწეული სამელიორაციო მომსახურებისათის ტარიფების დადგენა. ამავე კანონისა და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით პირველადი წყალმოსარგებლე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას. ბუნებრივია, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა აისახოს სამელიორაციო მომსახურების ტარიფებში. დღეისათვის პირველადი წყალმოსაგებლეები არიან შემდეგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები: „სიონი-მ“, „მტკვარი-მ“, „ალაზანი-მ“ და კოლხეთი-მ“. მათ წინამდებარე დადგენილების მიღებამდე განსაზღვრული აქვთ თავიანთი სამელიორაციო მომსახურების საფასურები, კერძოდ: შპს „სიონი-მ“, შპს „მტკვარი-მ“ და შპს „ალაზანი-მ“ სამელიორაციო მომსახურების (ირიგაცია) საფასურებია წელიწადში 75 ლარი/ჰექტარზე დღგ-ის ჩათვლით, ხოლო შპს „კოლხეთი-მ“ სამელიორაციო მომსახურების (ირიგაცია) საფასურია წელიწადში 45 ლარი/ჰექტარზე დღგ-ს ჩათვლით და სამელიორაციო მომსახურების (დრენაჟი) საფასურია წელიწადში 40 ლარი/ ჰექტარზე დღგ-ს ჩათვლით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი 2011 წლის 26 იანვრის №1-1-9/10 წერილით ითხოვს, სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამელიორაციო მომსახურების ტარიფების დროულად დადგენას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ: „მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის სატარიფო მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სამელიორაციო მომსახურების ტარიფების დადგენამდე დამტკიცდეს დღეს მოქმედი სამელიორაციო მომსახურების საფასურის ოდენობის შესაბამისი ტარიფები: ა) შპს „სიონი-მ“ – სამელიორაციო მომსახურებისთვის (ირიგაცია) – 75 ლარი/ჰექტარზე/წელიწადში ბ) პს „მტკვარი-მ“ – სამელიორაციო მომსახურებისთვის (ირიგაცია) – 75 ლარი/ჰექტარზე/წელიწადში; გ) შპს „ალაზანი-მ“ – სამელიორაციო მომსახურებისთვის (ირიგაცია) – 75 ლარი/ჰექტარზე/წელიწადში; დ) შპს „კოლხეთი-მ“ – სამელიორაციო მომსახურებისთვის, მათ შორის: დ.ა) ირიგაცია – 45 ლარი/ჰექტარზე/წელიწადში; დ.ბ) დრენაჟი – 40 ლარი/ჰექტარზე/წელიწადში. მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ყველა ტარიფი მოცემულია დღგ-ის ჩათვლით. მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 4 თებერვლიდან. თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი კომისიის წევრი მ. ნადირაძე კომისიის წევრი ზ. გაბელაია კომისიის წევრი ს. მესხი