跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No 176 of 2010 of Georgian Government on Rules for Destroying Food/Feed

颁布于 2010-07-03 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

research.laws.repealedOn

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №176 სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Livestock, Food and nutrition
关键词
animal feed/feedstuffs, legal proceedings/administrative proceedings, enforcement/compliance, public health, procedural matters, hygiene/sanitary procedures, disinfection/disinfestation, food safety and quality

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. 1 საქართველოს მთავრობის დადგენილება №176 2010 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№2464 – რს) მე-2 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების თანდართული წესი. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესი მუხლი 1. ეს წესი ადგენს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი ან მწარმოებლის/დისტრიბუტორის მოთხოვნის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო ან/და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სააგენტო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო); ბ) სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება – სურსათის/ცხოველის საკვების მექანიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ბიოლოგიური ან/და სხვა სახის დამუშავება, განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, დამარხვა, დაწვა, საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვება, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, ან მათი ნებისმიერი კომბინაცია; გ) სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია – სურსათის/ცხოველის საკვების მეორეული გამოყენება მატერიალური ან/და ენერგეტიკული რესურსების სახით; დ) ტექნიკური გადამუშავება – ნებისმიერი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაციისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებათა შეცვლის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. 2 მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება 1. სურსათი/ცხოველის საკვები ექვემდებარება განადგურებას, თუ იგი: ა) არ შეესაბამება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ვადაგასულია. 2. გადაწყვეტილებას სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ იღებს სააგენტო. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მწარმოებელს/დისტრიბუტორს. 3. თუ სურსათის/ცხოველის საკვები წარმოადგენს დაავადების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძურების წყაროს, მისი განადგურების მეთოდებს, პირობებსა და ვადებს განსაზღვრავს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, განადგურების მეთოდები, პირობები და ვადები შერჩეული უნდა იქნეს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით. 5. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების ხარჯების (მათ შორის, შენახვისა და ტრანსპორტირების) ანაზღაურება ხდება მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ. 6. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა მწარმოებლისათვის/დისტრიბუტორისათვის. 7. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებას ახორციელებს მწარმოებელი/დისტრიბუტორი სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 8. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების შემდეგ დგება სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების აქტი (დანართის შესაბამისად) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა უფლებამოსილ პირს, ხოლო მეორე – მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ ინახება ორი წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. მუხლი 4. სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია 1. შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ სურსათის/ცხოველის საკვების სანიტარიულ ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული ან/და ფიტოსანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნებადართულია სურსათის/ცხოველის საკვების უტილიზაცია ტექნიკური გადამუშავების გზით. 2. აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილებას უტილიზაციის განხორციელების შესახებ იღებს სააგენტო. 3. უტილიზაცია ნებაყოფლობითია და მის ხარჯებს ანაზღაურებს მწარმოებელი/დისტრიბუტორი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. მუხლი 5. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/ დისტრიბუტორის ვალდებულებები 1. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების შენახვა იზოლირებულად, შესაბამისი შენახვის პირობების დაცვით. 2. გასანადგურებელი ან/და უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა აღრიცხულ უნდა იქნეს მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ. მონაცემები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების სახეობის, დასახელების, წონის, მოცულობის, პარტიის ნომრისა და რაოდენობის, პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობის, დამზადების თარიღისა და პარტიის ცვლის ნომრის შესახებ. მონაცემთა სისწორისათვის პასუხისმგებელია მწარმოებელი/დისტრიბუტორი. 3 3. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად გამოყენებული სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების სანიტარიული დამუშავება მათი დაცლის შემდეგ. მუხლი 6. დავის გადაწყვეტა სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 29.03.2012წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების ა ქ ტ ი N „ ------ “ -------------------------------- წ. სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება განადგურების ადგილი საფუძველი გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი სააგენტოს უფლებამოსილი პირები გვარი, სახელი, თანამდებობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის წარმომადგენელი გვარი, სახელი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონი სხვა დამსწრენი განადგურება დაიწყო ------------------------- განადგურება დამთავრდა თვე, რიცხვი, საათი თვე, რიცხვი, საათი 4 გასანადგურებელი სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობა (დასახელება, დამზადების თარიღი და პარტიის ცვლის ნომერი) და შეფუთვა-მარკირება (პარტიის შეფუთული ერთეულის რაოდენობა) გაუვნებლობის მეთოდი განადგურების მეთოდი სატრანსპორტო საშუალება, დამუშავების მეთოდი (სახელმწიფო სერია და ნომერი) შენიშვნა აქტის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო აქტი შედგენილია 2 ეგზემპლარად ხელმოწერები გვარი, სახელი, თანამდებობა 1. ---------------------------------- 2. ---------------------------------- დამსწრენი 1. ---------------------------------- 2. ----------------------------------

Resolution No 176 of 2010 of Georgian Government on Rules for Destroying Food/Feed · Nelum