Resolution No. 162 of 2014 of Georgian Government on Establishment of Agricultural Scientific-Research Center
颁布于 2014-02-13 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Agricultural and rural development
- 关键词
- agricultural development, research, institution, governance
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №162 2014 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ მუხლი 1 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მუხლი 2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: 1. განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სახელმწიფო კონტროლი. 2. უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 3 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაეცეს სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი http://www.matsne.gov.ge 04003000010003017781