跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Resolution No. 154 of 2012 of Georgian Government on Entering into Agreement and its Terms in Area of Environmental Protection and Natural Resources

颁布于 2012-04-24 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის დადგენილება №154 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Environment
关键词
contracts, legal proceedings/administrative proceedings, offences/penalties, liability/compensation, enforcement/compliance

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №154 2012 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5712 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული დებულება „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ“. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური დებულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს დებულება განსაზღვრავს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) დადების წესსა და პირობებს. მუხლი 2. შეთანხმების პირობები 1. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად. 2. შეთანხმება შესაძლებელია ითვალისწინებდეს მხოლოდ მის დადებამდე (წარსული) დროის ერთ ან რამდენიმე პერიოდს. 3. შეთანხმება იდება დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსათვის კომპენსაციის გადახდით. 4. შეთანხმების დადების დღიდან პირს შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ/განხორციელებულ ქმედებებზე სახელმწიფოს და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის, რაიმე სახის ვალდებულება, მოსაკრებელი, ჯარიმა და/ან ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია. 5. დაუშვებელია პირის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ქმედებების შემოწმება და სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, მათ შორის, რაიმე სახის ვალდებულების, მოსაკრებლის, ჯარიმის და/ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება სახელმწიფო და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია. 6. შეთანხმება შესაძლებელია ითვალისწინებდეს დაინტერესებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა ვალდებულებებს. მუხლი 3. შეთანხმების დადების შესახებ განცხადების წარდგენა 1. შეთანხმების დადების მიზნით, დაინტერესებული პირი წერილობით მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას შეთანხმების დადებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარი; ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს, აგრეთვე, წინადადებას შეთანხმების დადების შესახებ და ასახავდეს დაინტერესებული პირის დასახელებას და საიდენტიფიკაციო ნომერს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელს, გვარსა და პირად ნომერს, ასევე, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართსა და ტელეფონის ნომერს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს პერიოდს, რა დროსაც დაინტერესებული პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება მიჩნეული უნდა იქნეს კანონიერად, შეთანხმების შესაბამისად დაინტერესებული პირის მიერ შემოთავაზებული კომპენსაციის თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას ან/და სხვა შემოთავაზებული, მის მიერ შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულების ძირითად არსს და მისი შერულების ვადას/პერიოდს. 4. განცხადებას უნდა დაერთოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება და დაინტერესებულ პირს ეცნობება წერილობით. 6. სამინისტრო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. დაინტერესებული პირი ვალდებულია სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 7. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხი უნდა შეთანხმდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. მუხლი 4. შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება დაინტერესებული პირის მიერ შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა და გადახდის ვადა. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად, დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირს უნდა ეცნობოს წერილობით. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ეგზავნებათ დაინტერესებულ პირს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. მუხლი 5. შეთანხმების დადება და მისი გაუქმება 1. შეთანხმების დადების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად, სამინისტრო დაინტერესებულ პირთან დებს შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 2. შეთანხმებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, სამინისტროს ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი და, მეორე მხრივ, დაინტერესებული პირი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. 3. შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. 4. დაინტერესებული პირის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა გამოიწვევს შეთანხმების გაუქმებას, ამ დებულების და შეთანხმების შესაბამისად.

Resolution No. 154 of 2012 of Georgian Government on Entering into Agreement and its Terms in Area of Environmental Protection and Natural Resources · Nelum