Resolution No. 145 of 2014 of Georgian Government on Additional Requirements for Circulation of Seeds and Grafting Materials in Georgia
颁布于 2014-02-13 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №145 „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Agricultural and rural development, Cultivated plants
- 关键词
- authorization/permit, certification, farming, genetic resources, inspection, internal trade, international trade, agricultural development, invasive alien species, monitoring, plant production, seeds/planting material, standards
- 类别
- *, agriculture
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
საქართველოს მთავრობის დადგენილება №145 2014 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობები“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი მარტიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობები მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობები“ აწესრიგებს თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. წინამდებარე პირობებით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე; ბ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე; გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; დ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) თესლი – სათესი მასალის ყველა ბოტანიკური სახე, რომელიც განკუთვნილია მცენარის გამრავლებისათვის (აღწარმოებისათვის), მათ შორის, საკუთრივ თესლი, მცენარის ნაყოფი, რთული ნაყოფის ნაწილები, თანანაყოფი და სხვა; ბ) სარგავი მასალა – მცენარე და მათი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც განკუთვნილია მცენარის გამრავლებისათვის; http://www.matsne.gov.ge 41001002010003017764 გ) თესლის კატეგორიები: გ.ა) საბაზისო თესლი (ელიტა) – მცენარის წინასაბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი, რომელზედაც პასუხისმგებელია ჯიშის შემნარჩუნებელი; გ.ბ) პირველი რეპროდუქციის თესლი – საბაზისო თესლის გამრავლებით მიღებული თესლი; გ.გ) მეორე რეპროდუქციის თესლი – პირველი რეპროდუქციის თესლის გამრავლებით მიღებული სათესლე მასალა; დ) თესლის და სარგავი მასალის ხარისხი – თესლის და სარგავი მასალის მაჩვენებლების ერთობლიობა, რითაც განისაზღვრება მათი დასათესად/დასარგავად გამოყენების ვარგისიანობა და დასტურდება ხარისხის სერტიფიკატით; ე) ხარისხის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს თესლისა და სარგავი მასალის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან; ვ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და ადასტურებს, რომ ტვირთი შეესაბამება იმპორტის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს. „ზ) ეტიკეტი − თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე; თ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება − განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია თესლისა და სარგავი მასალის შესაბამისობის შესაფასებლად; ი) სერტიფიცირების ორგანო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 3. გასავრცელებლად დაშვების სამართლებრივი რეგულირება საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებას ექვემდებარება მცენარეთა ჯიშების შემდეგი თესლი და სარგავი მასალა: ა) ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის მცენარეთა ჯიშების და ჰიბრიდების თესლი და სარგავი მასალა; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივად დაცული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა და ჰიბრიდების თესლი და სარგავი მასალა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 31. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანია: ა) ჯიშთა იდენტიფიკაცია, კონკრეტულ სახეობათა ჯიშების ნიშან-თვისებების დადგენა სასოფლო სამეურნეო სარგებლიანობაზე, გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშის თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის კონტროლი უხარისხო თესლის/სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე გავრცელებისა და თესვის პრევენციის მიზნით; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კონკრეტული ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, ასეთი ჯიშებით მიზნობრივი სარგებლობისათვის. http://www.matsne.gov.ge 41001002010003017764 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 4. სერტიფიცირება 1. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი ორგანო (2020 წლამდე უფასოდ) ან საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. 2. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება საქართველოში გაცემული ან საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის (სერტიფიკატი) მქონე სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სათესლე და სარგავი მასალა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 41. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა ჯიშების იდენტიფიკაცია, სიწმინდე და თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის მაჩვენებლების დადგენა ხორციელდება საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 42. საველე ინსპექტირება საველე ინსპექტირების პროცედურები განისაზღვრება „სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 5. თესლისა და სარგავი მასალის გავრცელების პირობები 1. 2018 წლის პირველი იანვრიდან ხარისხის სერტიფიკატის გარეშე საქართველოში გასავრცელებლად არ დაიშვება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ხორბლის თესლი. 2. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციას, ვალდებულია: ა) ყოველი წლის პირველ მარტამდე სერტიფიცირების ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოების დაწყების შესახებ; ბ) წარუდგინოს სერტიფიცირების ორგანოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ; გ) დაამზადოს თესლი და სარგავი მასალა საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ) შეინახოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამზადებული, გამოყენებული და რეალიზებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობასა და წარმომავლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; ე) ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებისას. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 აგვისტოს დადგენილება №428 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. http://www.matsne.gov.ge 41001002010003017764 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის დადგენილება №334 - ვებგვერდი, 21.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 6. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება 1. რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული თესლისა და სარგავი მასალის პარტიები ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით და შეესაბამებოდეს თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს. 2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული თესლისა და სარგავი მასალის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა მოხდეს შეფუთული ფორმით, შესაბამისი გაფრთხილების აღნიშვნით. მას უნდა ახლდეს ინსტრუქცია თესლისა და სარგავი მასალის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ინფორმაცია ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგებზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №569 - ვებგვერდი, 26.12.20106წ. მუხლი 7. თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი 1. თესლისა და სარგავი მასალის იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამეცნიერო-სელექციური მიზნებისა და გამოფენაზე ექსპონირებისათვის განკუთვნილი თესლი და სარგავი მასალა საქართველოში შეიძლება შემოტანილი იქნეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე. მუხლი 8. პასუხისმგებლობა ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. http://www.matsne.gov.ge 41001002010003017764