Resolution No. 111 of 2005 of Georgian Government on Swapping Residential Land for People who Have Become Homeless by Disaster
颁布于 2005-07-07 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- საქართველოს მთავრობის 2005 წლის დადგენილება №111 სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 组织
- European Union
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment, Land and soil
- 关键词
- hazards, social protection, local government, private land, transfer rights, property rights
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
1 საქართველოს მთავრობის დადგენილება №111 2005 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მთელ რიგ რაიონებში დაინგრა საცხოვრებელი სახლები. მათი უმეტესობა განთავსებული იყო მდინარეთა გასხვისების ზოლში და მეწყერსაშიშ ადგილებში, სადაც საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საკითხი უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ გეგმარებით საკადასტრო ერთეულებზე. ამ მიზნით: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ახალი საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად მდინარეთა მკაცრი ზედამხედველობის ზოლიდან და მეწყერსაშიში ადგილებიდან საკარმიდამო მიწების მონაცვლეობის ნება დაერთოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა: ა) მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა განახორციელონ ამ მიზნით შექმნილი შიდასაუწყებო კომისიების მიერ შერჩეულ გეგმარებით საკადასტრო ერთეულებზე ან ერთეულთა ჯგუფებზე; ბ) მკაცრად დაიცვან „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირების და საინჟინრო დაცვის წესების შესახებ” საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №4 ბრძანება და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რე სურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანებით დამტკიცებული დებულება. 3. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მთავარმა „არქმშენინსპექციამ” და „საქნაპირდაცვამ” მკაცრი კონტროლი დაუწესონ საქართველოს მდინარეთა კალაპოტებთან თვითნებურ მშენებლობას. 4. დადგენილების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი ეთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს. 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი