跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Ordinance No. 247 of 2017 of Georgian Government on Resettlement Policy Guidelines for Anaklia Deep Sea Port

颁布于 2017-02-13 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2017 წლის განკარგულება №247 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Land and soil, Sea
关键词
land tenure, land-use planning, coastal zone management, expropriation, access-to-information, social impact assessment, harbour, cadastre/land registration, liability/compensation, taxes, monitoring

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულება №247 2017 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი − კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს თანდართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების პოლიტიკის სახელმძღვანელო − ჩარჩოდოკუმენტი (დანართი №1) და განსახლების სამოქმედო გეგმა (დანართი №2), რომელთა შესაბამისად განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მდებარე კერძო საკუთრებაში არსებული ქონების შესყიდვასთან, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქონების მესაკუთრეებისა და მფლობელების სასარგებლოდ სხვა საკომპენსაციო ზომების მიღებასა და განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი ფიზიკური პირები გათავისუფლდნენ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურისაგან. 3. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების აღსრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

Ordinance No. 247 of 2017 of Georgian Government on Resettlement Policy Guidelines for Anaklia Deep Sea Port · Nelum