跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Ordinance No. 112 of 2013 of Georgian Government on Supporting Small Land Farmers in their Spring Operations

颁布于 2013-01-29 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს მთავრობის 2013 წლის განკარგულება №112 მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ
语言
Georgian
类型
其他
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Agricultural and rural development
关键词
smallholders/peasants, agricultural development, farming, subsidy/incentive, special fund, financial agricultural measures

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულება №112 2013 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან/და ფაქტობრივ მფლობელთა მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) შემუშავებულ მონაცემთა ბაზიდან უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის იმ პირთა მონაცემების მიწოდება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰექტრის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 2. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, შეიმუშაოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეუთანხმოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს და უზრუნველყოს პროექტის განახორციელება. 3. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს დააფინანსოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. 4. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მოსარგებლეთათვის სარგებლის გადაცემის და განაღდებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი