跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 86 of 2021 of Minister of Internal Affairs of Georgia on List of Firefighting and Rescue Equipment of Staff of Emergency Management Service

颁布于 2021-12-31 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის ბრძანება №86 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Environment, Forestry
关键词
hazards, fire management, governance, procedural matters, risk assessment/management, forest service, forest management/forest conservation

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №86 2021 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის თანდართული ნუსხა. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა (შემდგომ − სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა) განსაზღვრავს იმ სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების, ტექნიკის, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ეკიპირებისა და სხვა საშუალებების (შემდგომ − სპეციალური საშუალება) ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას. 2. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების მიზანია სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის განსაზღვრით ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. სპეციალური საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფში სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების შესაბამისად, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. 2. სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობას განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის http://www.matsne.gov.ge 14006000022034017188 სამსახურის უფროსი. მუხლი 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა 1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილებია: ა) სახანძრო ავტოცისტერნა; ბ) სახანძრო ავტოტუმბო; გ) სახანძრო ავტოკიბე და ავტოამწე; დ) სახანძრო სახელოების ავტომობილი; ე) კავშირგაბმულობის ავტომობილი; ვ) სახანძრო ავტოსატუმბი სადგური; ზ) კვამლსაწინააღმდეგო სახანძრო ავტომობილი; თ) სახანძრო მოტოტუმბო; ი) საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილი. 2. მეხანძრე-მაშველის ეკიპირებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია: ა) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი; ბ) მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათი ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარი; გ) დიელექტრიკული ელექტროდამცავი საშუალება; დ) ფოლადის მავთულის საჭრელი მაკრატელი; ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების დამიწების მოწყობილობა; ვ) ერთჯერადი კომბინიზონი. 3. საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებია: ა) სტაციონარული რადიო სადგური; ბ) საავტომობილო რადიო სადგური; გ) პორტატული რადიო სადგური; დ) „GPS თრექერი“; ე) მობილური ტელეფონი („სმარტფონი“); ვ) თანამგზავრული მობილური ტელეფონი; ზ) მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა ფრენის სიმაღლის და პოტენციური ენერგიის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდი (საფრენი აპარატი „დრონი“); თ) ელექტრო გენერატორი. http://www.matsne.gov.ge 14006000022034017188 4. სახანძრო ტექნიკური აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) ჰაერმექანიკური ქაფის გენერატორი; ბ) სხვადასხვა სახის სახანძრო ლულა; გ) მაგისტრალური ქაფშემრევი; დ) წყლის შემკრები; ე) დამხშობი თავაკი; ვ) ჰიდროელევატორი; ზ) სხვადასხვა დიამეტრის სახანძრო სახელო და სახელოს თავაკი; თ) შემწოვი სახელო; ი) შემწოვი ბადე; კ) სახანძრო სახელოს ბოგირი; ლ) ცეცხლმაქრი; მ) ჰიდრანტიდან წყლის ასაღები სვეტი და მოწყობილობა; ნ) სამკაპი; ო) ხანძრის ჩასაქრობი ზურგჩანთა; პ) კვამლგამწოვი; ჟ) სითბოს ფიქსირების ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყო „თბოვიზორი“. 5. საავარიო-სამაშველო/სამაშველო აღჭურვილობა, მოწყობილობები და ინსტრუმენტებია: ა) სხვადასხვა დანიშნულების საავარიო-სამაშველო კიბე; ბ) სამაშველო გასაბერი ბალიში; გ) ძებნისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო; დ) სამაშველო იზოთერმული გადასაფარებელი; ე) ხელის არამექანიზირებული და მექანიზირებული ინსტრუმენტები. 6. სამთო-სამაშველო ეკიპირება, აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) სპეციალური სამთო ტანსაცმელი; ბ) დასაშვებ-დამზღვევი და ასასვლელ-დამჭერი მოწყობილობები; გ) სხვადასხვა სახის სამაშველო თოკი. 7. წყალზე და წყალქვეშა საძიებო-სამაშველო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობებია: http://www.matsne.gov.ge 14006000022034017188 ა) მცურავი საშუალება; ბ) წყალქვეშ საძიებო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობა ან/და სხვა საშუალებები, რომლებიც გამიზნულია მათი ფუნქციონირებისათვის. 8. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე (შემდგომ - ქბრბ ინციდენტი) რეაგირების სპეციალური აღჭურვილობა და მოწყობილობებია: ა) რადიაციის დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო; ბ) ქბრბ ინციდენტზე რეაგირების ინდივიდუალური დაცვის საშუალება (A, B, C); გ) დეკონტამინაციის სპეციალური საშუალება; დ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრაზე რეაგირების საშუალება. 9. სამედიცინო საშუალებები და მოწყობილობებია: ა) პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჩანთა; ბ) სხვადასხვა ტიპის საკაცე; გ) სხვადასხვა სახისა და ზომის ფიქსატორი. 10. ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მის სარგებლობაში არსებული სხვა სპეციალური საშუალებები, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლით. http://www.matsne.gov.ge 14006000022034017188