跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 681 of 2021 of Minister of Justice of Georgia on Determining Geographic Areas of Systematic Registration for Purposes of Law of Georgia on Improvement of Cadastral Data and Procedure for Systematic and Sporadic Registration of Rights to Plots of Land

颁布于 2021-02-04 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის ბრძანება №681 „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Land and soil
关键词
cadastre/land registration, land reform, ownership, governance, land tenure, property rights

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №681 2021 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტი; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. 2. ეს ბრძანება არ ვრცელდება: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, მზისგული; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: არბოშიკი, არხილოსკალო. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების (საერთო ფართობი - 420 212 ჰა) საკადასტრო და გრაფიკული მონაცემები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. 4. ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 აპრილს და დასრულდეს 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ივლისს და დასრულდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე http://www.matsne.gov.ge 04015000022027017174

Order No. 681 of 2021 of Minister of Justice of Georgia on Determining Geographic Areas of Systematic Registration for Purposes of Law of Georgia on Improvement of Cadastral Data and Procedure for Systematic and Sporadic Registration of Rights to Plots of Land · Nelum