Order No. 5 of 2018 of Chairman of National Agency of Mineral Resources of Georgia on Rules for Accounting Regulatory Fee for Use of Minerals
颁布于 2018-06-29 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის ბრძანება №5 სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Mineral resources, Water
- 关键词
- groundwater, procedural matters, authorization/permit, fees/royalties, minerals, exploration
- 类别
- metals-base, metals-precious, minerals-critical
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება №5 2018 წლის 29 ივნისი ქ. თბილისი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის №1-1/2 ბრძანების მე-4 მუხლის „ვ’“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი’’ დანართებთან ერთად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მაია ზავრაშვილი უფროსი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო 1. წესის მიზანია სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ,,რეგულირების საფასურის შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელებზე. მუხლი 2. ანგარიშგების ფორმა 1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – წიაღის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება ელექტრონული სახით ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.
2. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციით (დანართი № 3). მუხლი 3. ანგარიშგების წარდგენის ვადები 1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგება რეგულირების საფასურის გადახდისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 5 დღისა. 2. თუ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. მუხლი 4. ანგარიშგების წარდგენის პროცედურა 1. ანგარიშგებას რეგულირების საფასურის გადამხდელი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა http://www.matsne.gov.ge 38004003068080016005 მონაცემის მითითებით. 2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია რეგულირების საფასურის გადამხდელი. 3. რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგებით წარდგენილი პირველადი მონაცემების დაზუსტება განახორციელოს სააგენტოსთვის რეგულირების საფასურის დაზუსტებული ანგარიშგების წარდგენის გზით, პირველადი მონაცემების წარდგენიდან 3 წლის განმავლობაში. მუხლი 5. წესში ცვლილების შეტანა წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №1 სასარგებლო წიაღისეულით (გარდა წყლის რესურსისა) სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი .....................................
ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა .... ......დან .....მდე............ გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული საანგარიშო პერიოდი: თვე ..... ან კვარტალი ...... ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი ......... საანგარიშო საანგარიშო მადანში პერიოდში პერიოდში მანგანუმის ზომის მოსაპოვებ მოპოვებული პროცენტული რეგულირების გადასახდელი სასარგებლო ერთეული საფასურის ელი სასარგებლო შემცველობა, რეგულირების წიაღისეულის წიაღისეულის % დადგენილი სასარგებლო საფასურის დასახელება (გ. მოცულობა (საჭიროების განაკვეთის წიაღისეულის თანხა კგ.ტ.) ოდენობა მოცულობა (რაოდენობა) (რაოდენობა) შემთხვევაში) ჯამი http://www.matsne.gov.ge 38004003068080016005 გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):--------------------------------------------------------------------- დანართი №2 წყლის რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმა გადამხდელის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ..................................... ლიცენზიის ნომერი და მოქმედების ვადა .... ......დან .....მდე............ გაანგარიშების სახე: პირველადი ან დაზუსტებული საანგარიშო პერიოდი: თვე ..... ან კვარტალი ...... ანგარიშგების წარმოდგენის თარიღი ......... სასარგებლო საანგარიშო წიაღისეულის ზომის ერთეული საანგარიშო პერიოდში დასახელება რეგულირების პერიოდში პროდუქციის (მინერალური საფასურის გადასახდელი ჩამოსხმული ძირითად წყალი/მტკნარი (მ3) დადგენილი რეგულირების წყლის რესურსის ნედლეულად წყალი) განაკვეთის საფასურის თანხა მოცულობა გამოყენებული ოდენობა (რაოდენობა) წყლის მოცულობა (რაოდენობა)
სამეწარმეო მიწისქვეშა მტკნარი http://www.matsne.gov.ge 38004003068080016005 მიწისქვეშა მტკნარი წყალი, რომელიც პროდუქციის (მ3) ძირითად ნედლეულად გამოიყენება ჯამი გაანგარიშებაში მოცემული მონაცემების სისწორეს ვადასტურებ (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი):---------------------------------------- დანართი N3 1. სასარგებლო წიაღისეულით (გარდა წყლის რესურსისა) სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია 1. საანგარიშო პერიოდი: ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის გაანგარიშებასაც წარადგენს გადამხდელი. მაგალითად: თუ გაანგარიშება არის მარტის თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“–მარტი, დანარჩენი სტრიქონი (კვარტალი) არ ივსება; ბ) თუ საანგარიშო პერიოდი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი გაანგარიშება, არის კვარტალი, მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III, დანარჩენი სტრიქონი (თვე) არ ივსება. 2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება თოთოეულზე ცალ-ცალკე. 3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი სიტყვის არჩევით. 4. პირველ სვეტში აისახება იმ სასარგებლო წიაღისეულის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა; 5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის ობიექტის ოდენობა (გრამი, კილოგრამი, ტონა).
6. მე-3 სვეტში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ასახავს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობას (რაოდენობას). შენიშვნა: მოსაპოვებელი – ჩაიწერება სასარგებლო წიაღისეულის ის მოცულობა, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით არის გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად. 7. მე-4 სვეტში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი http://www.matsne.gov.ge 38004003068080016005 ასახავს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობას (რაოდენობას). შენიშვნა: მოპოვებული- თუ კვარტალურად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას (თანაბარ ნაწილებად), რეგულირების საფასურის ოდენობა აისახება კვარტალში ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასური შესაბამის სვეტში აისახება ყოველთვიურად ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. 8. მე-5 სვეტში ჩაიწერება მადანში მანგანუმის პროცენტული შემცველობა. აღნიშნული სვეტი ივსება მხოლოდ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ. 9. მე-6 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის.
10. მე-7 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა: ა) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით (გარდა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირისა) სვეტი 3 X სვეტი 6; ბ) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით (გარდა მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირისა) სვეტი 4 X სვეტი 6; გ) თუ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოსაპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით სვეტი 3 X სვეტი 5 X სვეტი 6; დ) თუ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიხედვით სვეტი 4 X სვეტი 5 X სვეტი 6. 11. თუ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ერთი ლიცენზიის ფარგლებში მოიპოვებს რამდენიმე სასარგებლო წიაღისეულს, გაანგარიშებაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე სტრიქონების სახით. ასეთ დროს, ჯამურად გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თანხა ჩაიწერება მე-7 სვეტში. 2. წყლის რესურსებით სარგებლობისთვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქცია 1. საანგარიშო პერიოდი: ა) თუ საანგარიშო პერიოდი არის თვე, მიეთითება იმ თვის რიგითი ნომერი, რომლის გაანგარიშებასაც წარადგენს გადამხდელი. მაგალითად: თუ გაანგარიშება არის მარტის თვის, საანგარიშო პერიოდში მიეთითება „ თვე“–მარტი, დანარჩენი სტრიქონი (კვარტალი) არ ივსება; ბ) თუ საანგარიშო პერიოდი, რომლის მიხედვითაც არის წარდგენილი გაანგარიშება, არის კვარტალი, მიეთითება შესაბამისი კვარტალის ნომერი (I, II, III ან IV). მაგალითად: გაანგარიშება არის III კვარტალის, შესაბამის სტრიქონში მიეთითება „კვარტალი“ III, დანარჩენი სტრიქონი (თვე) არ ივსება.
2. რამდენიმე ლიცენზიის ფლობის შემთხვევაში, პირის მიერ გაანგარიშების წარმოდგენა ხდება ცალ-ცალკე. 3. პირის მიერ ანგარიშგების წარდგენისას ინიშნება პირველადი ან დაზუსტებული, შესაბამისი არჩევით. 4. პირველ სვეტში აისახება იმ სასარგებლო წიაღისეულის დასახელება, რომელზეც ხდება რეგულირების საფასურის გადახდა. 5. მე-2 სვეტში აისახება ზომის ერთეული სასარგებლო წიაღისეულის სახეობათა მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის ობიექტის ოდენობა (მ3 ). 6. მე-3 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩამოსხმული წყლის რესურსის მოცულობა (რაოდენობა). http://www.matsne.gov.ge 38004003068080016005 7. მე-4 სვეტში აისახება საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობა (რაოდენობა); 8. მე-5 სვეტში აისახება რეგულირების საფასურის განაკვეთი, რომელიც კანონის მიხედვით განსაზღვრულია პირველ სვეტში მოცემული რეგულირების საფასურის გადახდას დაქვემდებარებული ობიექტისათვის. 9. მე-6 სვეტში აისახება გადასახდელი რეგულირების საფასურის თანხა: ა) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს საანგარიშო პერიოდში ჩამოსხული წყლის რესურსის მოცულობის მიხედვით სვეტი 3 X სვეტი 5; ბ) თუ გადამხდელი რეგულირების საფასურის გაანგარიშებას ავსებს საანგარიშო პერიოდში პროდუქციის ძირითად ნედლეულად გამოყენებული წყლის მოცულობის მიხედვით სვეტი 4 X სვეტი 5. 10. წყლის ლიცენზიის მფლობელის მიერ წყლის შესაბამისი (მტკნარი/მინერალური) რესურსის როგორც ჩამოსხმის, ასევე პროდუქციის ძირითადი ნედლეულის სახით გამოყენების შემთხვევაში, გაანგარიშებაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე სტრიქონების სახით. ასეთ დროს ჯამურად გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თანხა ჩაიწერება მე-6 სვეტში.
http://www.matsne.gov.ge 38004003068080016005