跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 403/O of 1998 of Minister of Health of Georgia on Prohibition of Use of Food Supplement Kalium (E- 924 a) and Calcium (E - 924 b) Bromates in Food Materials and Products (Local or Imported)

颁布于 1998-10-23 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №403/ო საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E - 924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Food and nutrition
关键词
food additives, internal trade, international trade, food safety and quality
类别
*

在哪里阅读

    该法律没有记录来源链接。

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.395 საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №403/ო 23 ოქტომბერი 1998 წელი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E - 924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) აკრძალვის შესახებ ადამიანის ჯენმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საერთაშორისო (ევროგაერთიანება, ინგლისი, ისრაელი, რუსეთის ფედერაცია და სხვა) მოთხოვნებთან საქართველოს ნორმების მისადაგების მიზნით, ასევე საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შეახებ" კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. აიკრძალოს ქვეყანაში კვების დანამატების კალიუმის (E- 924 a) და კალციუმის (E-924 b) ბრომატების საკვებ ნედლეულსა და პროდუქციაში (ადგილობრივი და იმპორტული) გამოყენება არსებობა. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა), რომლებიც დაკავებელნი არიან საკვები ნედლეულისა და პროდუქციის წარმოებით, მოვალენი არიან უზრუნველყონ ამ ბრძანების №1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. 3. ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, რომლებიც დაკავებულნი არიან საკვები ნედლეულისა და პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციით, მოვალენი არიან უზრუნველყონ ამ ბრძანების №1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. 4. ფიზიკური და იურიდიული პირები, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა (მწარმოებლები, იმპორტიორები, რეალიზატორები) ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. დაისვას საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის მეშვეობით ხარისხზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ამ ბრძანების №1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე. 6. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტმა (ნ. შავდია) უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია ნედლეულისა და პროდუქციის ჰიგიენური სერტიფიცირებისა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განხორციელებისას. 7. ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში. ა. ჯორბენაძე