跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No 40 of 2013 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Logo, Special Clothing of the Personnel (Uniform), Service ID and Sample Seal for Environmental Protection Department of the Ministry of Environment and Natural Resources of Georgia

颁布于 2013-06-10 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №40 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
组织
European Union
国家
格鲁吉亚
主题
Environment
关键词
governance, enforcement/compliance, inspection

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №40 2013 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს ნიმუში“, დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში“, დანართი 2-ის შესაბამისად; გ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში“, დანართი 3-ის შესაბამისად; დ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის ლუქის ნიმუშები“, დანართი 4-ის შესაბამისად. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე http://www.matsne.gov.ge 36000000022023016165 დანართი 1 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 08.10.2013 წ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს ნიმუში გერბის ფარი გაკვეთილია და გადაკვეთილია ოთხ ნაწილად. I ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯი) ველზე მოთავსებულია ოქროს შვიდქიმიანი ვარსკვლავი. II ნაწილი - ვერცხლის ველზე გამოსახულია ზურმუხტის (მწვანე) მთა, რომელის თავზეც მოთავსებულია ჰაერის აღმნიშვნელი სამი ლაჟვარდის (ლურჯი) კლაკნილი ხაზი. III ნაწილი - ზურმუხტის (მწვანე) ველზე გამოსახულია ოქროს ხე. IV ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯი) ველი გადაკვთილია ხუთი ტალღისებური ვერცხლის სარტყლით. გერბს შემოუყვება ლაჟვარდის (ლურჯი) არშია შიდა და გარე მხარეს ოქროს კანტით. არშიის ველზე ოქროსფრად ჩაწერილია: „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. დანართი 2 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 08.10.2013 წ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის ბრძანება №196 ვებგვერდი, 08.04.2015წ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში 1. ზაფხულის ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი მაისური გადაფენილი საყელოთი და წინაფრიანი ლურჯი ფერის ქუდი. ქუდის წინა მხარეს და მაისურის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ლოგო, მაისურის უკანა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”. 2. საშემოდგომო ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის გრძელმკლავიანი ხალათი, ლურჯი ფერის მაისური მომდგარი ყელით და წინაფრიანი ლურჯი ფერის ქუდი. ქუდის წინა მხარეს და ხალათის მარცხენა მკლავზე დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო, ხალათის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”. 3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა: ლურჯი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის ნაქსოვი გრძელმკლავიანი პულოვერი გადაფენილი საყელოთი, ლურჯი ფერის თბილი გრძელი ქურთუკი, ლურჯი ფერის წინაფრიანი დათბუნული ქუდი და შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი. ქუდის წინა მხარეს, პულოვერის წინა მარცხენა მხარეს გულთან და ქურთუკის მარცხენა მკლავზე დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო. პულოვერის უკანა მხარეს წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”. ქურთუკის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი”. 4. სპეც ჟილეტი: ლურჯი ფერის უმკლავებო ჟილეტი, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ლოგო და ჟილეტის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე “გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტი”. 5. საწვიმარი ლაბადა: ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა კაპიშონით. საწვიმარი ლაბადის წინა მარცხენა მხარეს გულთან დეპარტამენტის ნაქარგი ლოგო, საწვიმარი ლაბადის უკანა მხარეს დამუშავებული ახსნილი კოკეტკა, რომელშიც იმალება დაშტამპული წარწერა ქართულ ენაზე “გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტი” 6. მაღალყელიანი ფეხსაცმელი: - შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. დანართი 3 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 08.10.2013 წ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №129 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. დანართი 4 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლუქის ნიმუშები 1. ლუქი №1 იძლევა სწრაფი დალუქვის საშუალებას. ლუქი №1-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: პოლიპროპინელი ან პოლიეთილენი; ბ) ზომები: საერთო სიგრძე – 342 მმ; გ) სამუშაო სიგრძე – 255 მმ; დ) ლენტის დიამეტრი – 2 მმ; ე) მარკირება: შვიდნიშნა ან ცხრანიშნა ციფრით; ვ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი და ყვითელი. ლუქი №1 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №62- ვებგვერდი, 05.09.2013 წ. 2. დანომრილი თვითწებვადი ლუქი №2-ის გახსნის შემთხვევაში მასზე ჩნდება ინდიკატორული წარწერა ,,OPENED”, რომელიც მეორადი დაწებებისას არ იკარგება. ლუქზე შესაძლებელია დაწებების თარიღის და ხელმოწერის აღნიშვნა ბურთულიანი კალმით. ლუქი №2-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: პოლიეთილენი; ბ) ზომები: 20მმ X 63მმ ან 10მმ X 40მმ; გ) მარკირება: ექვსნიშნა ციფრით. ლუქი №2 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №62- ვებგვერდი, 05.09.2013 წ. 3. ლუქ №3-ს აქვს ჩამკეტი და დაცვის რამდენიმე ხარისხი. ლუქი №3-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: გამჭვირვალე აკრილი; ბ) მარკირება: შვიდნიშნა ციფრით, რომლის ბოლო ოთხი ციფრი დუბლირდება ჩამკეტ ნაწილზე; გ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი, რუხი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის ბრძანება №62- ვებგვერდი, 05.09.2013 წ. 4. ლუქი №4 წარმოადგენს ჩამკეტ-დასალუქი მოწყობილობის მქონე მინიატურულ ტროსიანი ლუქის სახეობას. მას აქვს ჩასახრახნი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ლუქის ჩაკეტვა, რომლის შემდეგაც ეს ჩასახრახნი ელემენტი ტყდება. ლუქი №4-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: ლუქის კორპუსი – ალუმინის შენადნობი; ბ) ტროსი – მოთუთიავებული ფოლადი; გ) მარკირება: ექვსნიშნა ციფრით; დ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი.

Order No 40 of 2013 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Logo, Special Clothing of the Personnel (Uniform), Service ID and Sample Seal for Environmental Protection Department of the Ministry of Environment and Natural Resources of Georgia · Nelum