跳到主要内容
Nelum
格鲁吉亚的法律

Order No. 4 of Chairperson of National Agency of Subsoil Resources on Uniforms, Service Badge, and Seal of Staff Members of National Agency of Subsoil Resources

颁布于 2022-03-24 · 文本截至 2026-10-01

以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。

研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。

关于这部法律

原标题
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის ბრძანება №4 სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
语言
Georgian
类型
条例
国家
格鲁吉亚
主题
Mineral resources, Water
关键词
procedural matters, groundwater, governance, institution, minerals, mining
类别
metals-base, metals-precious, minerals-critical

在哪里阅读

文本

所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება №4 2022 წლის 24 მარტი ქ. თბილისი სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით დამტკიცებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 04 იანვრის №1-1/2 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 1. დამტკიცდეს: ა) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში“ დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ნიმუში“ დანართი №2-ის შესაბამისად; გ) „სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლუქის ნიმუშები“ დანართი №3-ის შესაბამისად. 2. სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა ნუსხა, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ტარება, განისაზღვრება სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

  2. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 24 ივლისის №6 ბრძანება. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ მინერალური რესურსების ანდრო ასლანიშვილი ეროვნული სააგენტოს უფროსი http://www.matsne.gov.ge 38009000076089016007 დანართი №1 სსიპ _ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში. 1. შარვალი ზამთრის მწვანე ფერის, ბრენდირებული წინ, მარცხენა მხარეს. 2. შარვალი ზაფხულის მწვანე ფერის, ბრენდირებული წინ, მარცხენა მხარეს. 3. ხალათი მწვანე ფერის, სწორი სილუეტის, ბრენდირებული ზურგზე და წინ, მარცხენა ქვედა კუთხეში. 4. ჟილეტი მწვანე ფერის, სწორი სილუეტის, ბრენდირებული ზურგზე და მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში. 5. პულოვერი მწვანე ფერის, სწორი სილუეტის, ბრენდირებული ზურგზე და მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში. 6. მაისური მწვანე ფერის. სახელო – მოკლე, ბრენდირებული ზურგზე და მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში. 7. ქუდი ზამთრის ქუდის საზედაპირე ქსოვილი მწვანე ფერის. მრგვალი, მყარი, მდგრადი ფორმის. ბრენდირებულია ქუდის საშუბლე ნაწილზე. 8. ქუდი ზაფხულის ქუდის საზედაპირე ქსოვილი მწვანე ფერის. მრგვალი, მყარი, მდგრადი ფორმის. ბრენდირებულია ქუდის საშუბლე ნაწილზე. 9. ზამთრის ქურთუკი მწვანე ფერის. სწორი სილუეტის, ბრენდირებული ზურგზე და მარცხენა მკლავზე.

  3. 10. საწვიმარი ქურთუკი მწვანე ფერის. სწორი სილუეტის, ბრენდირებული ზურგზე და მარცხენა მკლავზე. დანართი №2 სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ნიმუში დანართი №3 სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლუქის ნიმუშები 1. ლუქი №1 იძლევა სწრაფი დალუქვის საშუალებას. ლუქი №1-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: პოლიპროილენი ან პოლიეთილენი; ბ) ზომები: საერთო სიგრძე – 342 მმ; გ) სამუშაო სიგრძე – 255 მმ; დ) ლენტის დიამეტრი – 2 მმ; ე) მარკირება: შვიდნიშნა ან ცხრანიშნა ციფრით; ვ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი და ყვითელი. ლუქი №1 2. დანომრილი, თვითწებვადი ლუქი №2-ის გახსნის შემთხვევაში მასზე ჩნდება ინდიკატორული წარწერა ,,OPENED”, რომელიც მეორადი დაწებებისას არ იკარგება. ლუქზე შესაძლებელია დაწებების თარიღის და ხელმოწერის აღნიშვნა ბურთულიანი კალმით. ლუქი №2-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: პოლიეთილენი; ბ) ზომები: 20მმ X 63მმ ან 10მმ X 40მმ; გ) მარკირება: ექვსნიშნა ციფრით. ლუქი №2 3. ლუქ №3-ს აქვს ჩამკეტი და დაცვის რამდენიმე ხარისხი. ლუქი №3-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: გამჭვირვალე აკრილი; ბ) მარკირება: შვიდნიშნა ციფრით, რომლის ბოლო ოთხი ციფრი დუბლირდება ჩამკეტ ნაწილზე; გ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი, რუხი. ლუქი №3 4. ლუქი №4 წარმოადგენს ჩამკეტ-დასალუქი მოწყობილობის მქონე მინიატურულ-ტროსიანი ლუქის სახეობას. მას აქვს ჩასახრახნი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ლუქის ჩაკეტვა, რომლის შემდეგაც ეს ჩასახრახნი ელემენტი ტყდება. ლუქი №4-ის ტექნიკური მახასიათებლებია: ა) მასალა: ლუქის კორპუსი – ალუმინის შენადნობი;

  4. ბ) ტროსი – მოთუთიავებული ფოლადი; გ) მარკირება: ექვსნიშნა ციფრით; დ) ფერები: ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი, შავი. ლუქი №4