Order No. 236 of 2019 of Director of Civil Aviation Agency on Rules for Restricting Right of Use of Georgian Airspace for Foreign Aircrafts due to Noise Level
颁布于 2019-12-09 · 文本截至 2026-10-01
以研究形式发布的公开法律与官方指引,不构成法律、税务或金融建议。
研究内容本身以英文撰写。标题和标签已翻译,调查结果和引文未翻译。
关于这部法律
- 原标题
- სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის ბრძანება №236 „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ
- 语言
- Georgian
- 类型
- 条例
- 国家
- 格鲁吉亚
- 主题
- Environment
- 关键词
- noise pollution, protection of environment, use restrictions, pollution control
在哪里阅读
文本
所收录的法律原文,按条款排列。每个条款都有自己的链接。
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №236 2019 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს საჰაერო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ მუხლი 1 დამტკიცდეს „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესი“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 23 მარტის ბრძანება №71 - ვებგვერდი, 27.03.2020წ. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №141 - ვებგვერდი, 31.08.2020წ. სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესი მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდისთვის, ხმაურის დონიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვის წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობისას, უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება. 2. წესის მოთხოვნები ვრცელდება უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ფრენას საქართველოს აეროპორტებში და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის 34 000 კგ ან მეტი ან/და საჰაერო ხომალდის სამგზავრო ადგილების სერტიფიცირებული რაოდენობა აღემატება 19 ადგილს, ეკიპაჟის წევრებისათვის განკუთვნილი ადგილების გამოკლებით. 3. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდზე: ა) რომლითაც ხორციელდება ფრენა ჰუმანიტარული მიზნით; ბ) რომელიც გამოიყენება ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციებისას (ხანძარი, ბუნებრივი მოვლენები და ა.შ.) გ) რომელიც ახორციელებს არაკომერციულ ფრენას ტექნიკური მიზნებით (სარემონტო სამუშაოები, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის ცვლილების და ა.შ.). http://www.matsne.gov.ge 31005001054066016171 მუხლი 2. შეზღუდვა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება არ მიენიჭება იმ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს, რომლის ხმაურის სერტიფიკატი გაცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის მე-2 თავის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3. ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა 1. წესის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. 2. წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. http://www.matsne.gov.ge 31005001054066016171